საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის უარყოფითი დასკვნა საქართველოს მოქალაქეების: ზურაბ ვანიშვილის, ზურაბ ღლონტის, როლანდ კოჩაძის და ბესიკ ქათამაძის მიერ წარმოდგენილ „გაზსადენებზე, წყალსადენებზე, კანალიზაციისა და სადრენაჟე მილებზე დაშენებულ შენობა-ნაგებობათა სამართლებრივი სტატუსის შესახებ“ (№1-2238/25; 24.03.2025) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-06-09
ბიუროს ნომერი 54
📜 ტექსტი
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
2-7547/25
05-06-2025
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
დარგობრივი ეკონომიკისა
და
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის
დასკვნა
მოქალაქეების: ზურაბ ვანიშვილის, ზურაბ ღლონტის, როლანდ კოჩაძის და ბესიკ
ქათამაძის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებაზე „გაზსადენებზე,
წყალსადენებზე, კანალიზაციისა და სადრენაჟე მილებზე დაშენებულ შენობა-ნაგებობათა
სამართლებრივი სტატუსის შესახებ“
(N1-2238/25; 24.03.2025)
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის
კომიტეტმა 2025 წლის 4 ივნისის სხდომაზე განიხილა საქართველოს მოქალაქეების: ზურაბ
ვანიშვილის, ზურაბ ღლონტის, როლანდ კოჩაძის და ბესიკ ქათამაძის მიერ
წარმოდგენილი
საკანონმდებლო
წინადადება
„გაზსადენებზე,
წყალსადენებზე,
კანალიზაციისა და სადრენაჟე მილებზე დაშენებულ შენობა-ნაგებობათა სამართლებრივი
სტატუსის შესახებ“.
საკანონმდებლო წინადადების თანახმად, უნდა განისაზღვროს გაზსადენებზე,
წყალსადენებზე, კანალიზაციასა და სადრენაჟე მილებზე დაშენებულ შენობა-ნაგებობათა
შემდგომი ექსპლუატაციის მიზანშეწონილობა, მილსადენების ან მათზე დაშენებულ
შენობათა განლაგების და ამ სამუშაოთა დაფინანსების ორგანიზაციული საფუძვლები.
საკანონმდებლო წინადადების ავტორების მოსაზრებით, ხაზოვან ნაგებობებზე
დაშენებულ შენობა-ნაგებობებს არ უნდა შეეხოთ ,,სამშენებლო ამნისტიები’’. ასევე,
ხაზოვანი ნაგებობების მესაკუთრეებს უნდა დაევალოთ სრულყოფილად აღწერონ მათ
საკუთრებაში არსებული ხაზოვანი ნაგებობები.
საქართველოს კანონმდებლობით, მშენებლობის წარმოებისას მიწის სამუშაოების
დაწყებამდე აუცილებელი მოთხოვნაა დადგინდეს მოქმედი მიწისქვეშა კომუნიკაციების
(წყალსადენი, კანალიზაცია, ელექტროკაბელები, გაზსადენები) განლაგების ადგილები.
აგრეთვე, შესაბამისი კანონებით, ტექნიკური რეგლამენტებით და სამშენებლო ნორმებით
და
წესებით
დარეგულირებულია
ხაზობრივი
ნაგებობების
(წყალსადენების,
გაზსადენების, ელექტროქსელების, კანალიზაციის, სადრენაჟე და სხვა ხაზობრივი
ნაგებობების) დაცვის წესები და დადგენილია მათი დაცვის ზონები.
თბილისი 0118, რუსთაველის გამზ. № 8 საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679, ელ-ფოსტა contact@parliament.ge
ასევე, საქართველოს კანონმდებლობით, დაუშვებელია სამშენებლო ნორმების დარღვევით
აშენებული შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღება. რაც შეეხება სახელმწიფოს მიერ
გამოცხადებულ ამნისტიას, მის ფარგლებში შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში
მიღებამდე საქართველოს კანონმდებლობით აუცილებელია მკაცრი მოთხოვნების
დაკმაყოფილება.
შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105-ე მუხლის მე-6 პუნქტის
თანახმად, კომიტეტმა უარყოფილად ცნო საქართველოს მოქალაქეების: ზურაბ
ვანიშვილის, ზურაბ ღლონტის, როლანდ კოჩაძის და ბესიკ ქათამაძის მიერ
წარმოდგენილი
საკანონმდებლო
წინადადება
„გაზსადენებზე,
წყალსადენებზე,
კანალიზაციისა და სადრენაჟე მილებზე დაშენებულ შენობა-ნაგებობათა სამართლებრივი
სტატუსის შესახებ“.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
შოთა ბერეკაშვილი