საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის უარყოფითი დასკვნა საქართველოს მოქალაქე დიმიტრი მჭედლიშვილის მიერ წარმოდგენილ „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№1-2887/25; 07.04.2025) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
05.06.2025
ავტორი
საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი
ნომერი
#2-7566/25/11
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-06-09
ბიუროს ნომერი 54

📜 ტექსტი

წამყვანი კომიტეტის დასკვნა
2-7566/25 05-06-2025 საქართველოს პარლამენტის ბიუროს დასკვნა მოქალაქე დიმიტრი მჭედლიშვილის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებაზე „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (№1-2887/25; 07.04.2025) თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა 2025 წლის 5 ივნისის სხდომაზე საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105-ე მუხლის შესაბამისად განიხილა მოქალაქე დიმიტრი მჭედლიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება - „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (№1-2887/25; 07.04.2025). საკანონმდებლო წინადადების თანახმად ცვლილება შედის „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტში, კერძოდ ფართოვდება იმ პირთა ნუსხვა, ვისაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ თავდაცვისა და სპორტულ მოკლე ხრახნილლულიან ცეცხლსასროლ იარაღებზე იარაღის ტარების უფლება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უნარჩუნდებათ და მათ რიგებს ემატება უმცროსი სპეციალური ან/და უმცროსი სამხედრო წოდების მქონე პირები, იმ დათქმით რომ აღნიშნული უფლება ზემოაღნიშნულ პირებს წარმოეშვებათ პირველი წოდების მინიჭებიდან არანაკლებ 5 წლის შემდეგ. კომიტეტს წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით გააჩნია შემდეგი სახის მოსაზრებები: საზოგადოებრივი უსაფრთხოების კონტექსტში განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს და პრევენციულ გათვლებს საჭიროებს ის გარემოება, რომ აღნიშნული ცვლილების მიღება საგრძნობლად გაზრდის სამსახურებრივი უფლებამოსილების გასვლის შემდეგ იარაღის ტარების უფლების მქონე და ამ უფლებით რეალურად მოსარგებლე პირთა წრეს. კანონპროექტის შემუშავების მიზანთან და მოტივთან მიმართებაში აღსანიშნავია, რომ პირთა წრეს, რომლებსაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ თავდაცვისა და სპორტული მოკლე ხრახნილლულიან ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლება უნარჩუნდებათ, ემატება უმცროსი სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და უმცროსი სამხედრო წოდების (სავარაუდოდ იგულისხმება რიგითთა, კაპრალთა და სერჟანტთა შემადგენლობა, რადგან „უმცროსი სამხედრო წოდების“ დეფინიცია „თავდაცვის კოდექსით“ განსაზღვრული არ არის) მქონე მოსამსახურეები, თუმცა ყურადღების მიღმა რჩება საშუალო სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირთა და უმცროს ოფიცერთა შემადგენლობის სამხედრო მოსამსახურეთა კატეგორია. შესაბამის უწყებებში სტაბილურობისა და მოსამსახურეთა მრავალწლიანი პროფესიული განვითარების წახალისების მიზნით, მიზანშეწონილია, იარაღის ტარების უფლება შეუნარჩუნდეს მრავალწლიანი სტაჟის მქონე იმ მოსამსახურეებს, რომელთაც თბილისი 0118, რუსთაველის გამზ. № 8 საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679, ელ-ფოსტა contact@parliament.ge სამსახურებრივი საქმიანობის განმავლობაში მინიჭებული აქვთ უფროსი და უმაღლესი სპეციალური წოდებები, ასევე უფროსი ოფიცრისა და უმაღლესი ოფიცრის სამხედრო წოდებები. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტს მიზანშეუწონლად მიაჩნია საკანონმდებლო წინადადებით წარმოდგენილი ცვლილების განხორციელება და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად ცნო უარყოფილად. კომიტეტის თავმჯდომარე ალექსანდრე ტაბატაძე