საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის უარყოფითი დასკვნა საქართველოს მოქალაქეების ირაკლი მაღრაძისა და ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილ „საქართველოს უშიშროების აკადემიის შესახებ“ (№1-3316/25; 22.04.2025) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
05.06.2025
ავტორი
საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი
ნომერი
#2-7567/25/11
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-06-09
ბიუროს ნომერი 54

📜 ტექსტი

წამყვანი კომიტეტის დასკვნა
2-7567/25 05-06-2025 საქართველოს პარლამენტის ბიუროს დასკვნა საქართველოს მოქალაქეების ირაკლი მაღრაძისა და ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებაზე „საქართველოს უშიშროების აკადემიის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (№1-3316/25; 22.04.2025) თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა 2025 წლის 5 ივნისის სხდომაზე საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105-ე მუხლის შესაბამისად განიხილა საქართველოს მოქალაქეების ირაკლი მაღრაძისა და ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება - „საქართველოს უშიშროების აკადემიის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (№1-3316/25; 22.04.2025). საკანონმდებლო წინადადების თანახმად ქვეყნის თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში შემავალ უწყებებში დასაქმებულ პირთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და ახალი საოფიცრო კადრების სავალდებულო სწავლების მიზნით, მნიშვნელოვანია შეიქმნას სპეციალური საგანმანათლებლო დაწესებულება - უშიშროების აკადემია. კომიტეტს წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით გააჩნია შემდეგი სახის მოსაზრებები: თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებით შესაბამის უწყებებს გააჩნიათ საკუთარი პროფილური სასწავლებლები, სადაც ხორციელდება როგორც მომავალი დასაქმებულების ისე მოქმედი თანამშრომლების მომზადება და განვითარება. ზემოაღნიშნულ სასწავლებელთა რიცხვს მიეკუთვნება: შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია, გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმი, დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია. რაც შეეხება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დასაქმებულ პირთა კვალიფიკაციის ამაღლებას მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 22 ოქტომბრის №644 დადგენილების საფუძველზე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში დაფუძნდა და უკვე ფუნქციონირებს სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება სსიპ - საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრი, რომლის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია: სახელმწიფო უსაფრთხოების სფეროში არსებული ცოდნის გაანალიზება, განახლება, სასწავლო პროცესში ინოვაციური მეთოდების გამოყენება, პრაქტიკული უნარ-ჩვევებითა და ცოდნით აღჭურვილი, მაღალი ღირებულებების, სტანდარტებისა და პრინციპების მქონე უსაფრთხოების კადრების მომზადება, გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება, თანამედროვე დასავლური გამოცდილებისა და მიღწევების შესწავლა და სათანადო სტანდარტების დანერგვა, არსებულ გამოწვევებზე შესაბამისი რეაგირება და მათი წარმატებით დაძლევა, როგორც პროფესიულ საგანმანათლებლო სფეროში, ასევე, სამეცნიერო მუშაობის სათანადო ორგანიზებასა და წარმართვაში. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტს მიზანშეუწონლად მიაჩნია საკანონმდებლო თბილისი 0118, რუსთაველის გამზ. № 8 საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679, ელ-ფოსტა contact@parliament.ge წინადადებით წარმოდგენილი კანონის პროექტის მიღება და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად ცნო უარყოფილად. კომიტეტის თავმჯდომარე ალექსანდრე ტაბატაძე