„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს ორგანული კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
04.06.2025
ავტორი
არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, რატი იონათამიშვილი, ალუდა ღუდუშაური, დავით მათიკაშვილი, თენგიზ შარმანაშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, გურამ მაჭარაშვილი და აკაკი ალადაშვილი
ნომერი
#07-3/66/11
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-06-09
ბიუროს ნომერი 54

📜 ტექსტი

საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს ორგანული კანონი „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 13.12.2018, 110060000.04.001.016256) მე-16 მუხლის მე-4-მე-6 პუნქტები სარეგისტრაციო კოდი: ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. გენერალური პროკურორის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე არაუგვიანეს 6 თვისა, ხოლო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში – დაუყოვნებლივ გენერალური პროკურორობის კანდიდატის საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენად საპროკურორო საბჭო იწყებს გენერალური პროკურორობის კანდიდატის წარდგენასთან დაკავშირებულ პროცესს, რომელიც სრულდება 1 კვირის ვადაში. გენერალური პროკურორობის კანდიდატის დასახელების უფლება აქვს საპროკურორო საბჭოს თითოეულ წევრს, რომელსაც უფლება აქვს დაასახელოს მხოლოდ ერთი კანდიდატი. 5. გენერალური პროკურორობის კანდიდატს საპროკურორო საბჭოს სხდომაზე ეყრება კენჭი. კენჭისყრა ღიაა. კანდიდატი მხარდაჭერილად ჩაითვლება თუ მას ხმას მისცემს საპროკურორო საბჭოს სრული შემადგენლობის უმრავლესობა. თუ წარდგენის პროცესში 1 კანდიდატი მონაწილეობდა და მან ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, წარდგენის პროცესი ხელახლა იწყება. თუ 2 კანდიდატი მონაწილეობდა და ვერცერთმა ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, იმ კანდიდატს, რომელმაც მეტი ხმა მიიღო, ხელახლა ეყრება კენჭი. თუ მან ამ შემთხვევაშიც ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, წარდგენის პროცესი ხელახლა იწყება. თუ 2-ზე მეტი კანდიდატი მონაწილეობდა და ვერცერთმა ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, იმართება მეორე ტური იმ 2 კანდიდატს შორის, რომლებმაც ყველაზე მეტი ხმა მიიღეს. თუ ამჯერადაც ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო საპროკურორო საბჭოს არანაკლებ სრული შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა, საპროკურორო საბჭო 1 კვირის ვადაში, ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესით კანდიდატის წარდგენის პროცედურას ხელახლა იწყებს. თუ ორმა ან მეტმა კანდიდატმა ხმების თანაბარი საჭირო რაოდენობა მიიღო, გადამწყვეტია საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარის ხმა. 6. საპროკურორო საბჭო მხარდაჭერილ კანდიდატს შესაბამისი დასაბუთებით წარუდგენს საქართველოს პარლამენტს. თუ წარდგენილმა კანდიდატმა ვერ მიიღო საქართველოს პარლამენტის წევრთა ხმათა საჭირო რაოდენობა, საპროკურორო საბჭო ამ მუხლის მე-4 და მე5 პუნქტებით გათვალისწინებული წესით კანდიდატის წარდგენის პროცედურას ხელახლა იწყებს.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში გენერალური პროკურორის კანდიდატურის წარდგენის არსებული წესით ხდება არჩევისა და შერჩევის წესის ერთმანეთში აღრევა. გენერალური პროკურორის არჩევა კონსტიტუციური პროცედურაა, რომელშიც კონსტიტუციის მიხედვით მონაწილეობენ საპროკურორო საბჭო (როგორც წარმდგენი) და პარლამენტი (როგორც ამრჩევი). კონსტიტუციაზე დაბალი რანგის მქონე კანონით, ამ პროცესში, წარდგენისა და არჩევის მიღმა დამატებითი „შერჩევის“ პროცედურის შემოტანა ზღუდავს კონსტიტუციური ორგანოების უფლებამოსილებას და აკნინებს კონსტიტუციური პროცედურის მნიშვნელობას. ამა თუ იმ თანამდებობაზე არჩევის კონსტიტუციური პროცესი თვისებრივად განსხვავდება მაგ. საჯარო სამსახურში დანიშვნის პროცედურისგან, სადაც შეიძლება იყოს გათვალისწინებული კონკურსის წესი. როდესაც კონსტიტუცია ცალკეულ ორგანოს ანიჭებს პირის წარდგენის თუ არჩევის უფლებამოსილებას, ეს გულისხმობს, რომ კონსტიტუცია მას ანდობს საკუთარი მიხედულებით გადაწყვეტილების მიღებას და არ უწესებს დამატებით პროცედურებს, როგორიცაა, მაგალითად, ღია კონკურსის გზით კანდიდატის შერჩევა. როდესაც კონსტიტუცია ცალკეულ ორგანოს ანიჭებს პირის წარდგენის თუ არჩევის უფლებამოსილებას, ეს გულისხმობს, რომ კონსტიტუცია მას ანდობს, სხვა სუბიექტების ჩარევის გარეშე, საკუთარი მიხედულებით გადაწყვეტილების მიღებას და არ უწესებს დამატებით პროცედურებს, როგორიცაა, მაგალითად, ღია კონკურსის გზით კანდიდატის შერჩევა. მაგალითისთვის, ამ წესის დაცვით არის განსაზღვრული გენერალური აუდიტორის კანდიდატურის წარდგენისა და არჩევის პროცედურა. პარლამენტის თავმჯდომარე მისი კონსტიტუციური უფლებამოსილების შეზღუდვის გარეშე, ექსკლუზიურად, შერჩევის პროცესის გარეშე, ასახელებს გენერალური აუდიტორის კანდიდატურას და შემდეგ პარლამენტი ირჩევს მას. შესაბამისად, მიზანშეწონილია, არსებული საკანონმდებლო დანაწესის ცვლილება და საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატის საქართველოს პარლამენტისათვის წარდგენის გამართული პროცედურის შემუშავება. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა „ა.ა.ა“ ქვეპუნქტში დასახული მიზნების მიღწევა, მისი არსიდან გამომდინარე, საჭიროებს საკანონმდებლო ცვლილების განხორციელებას „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები არსებული საკანონმდებლო ცვლილებით მოხდება გენერალური პროკურორის კანდიდატურის წარდგენისა და თანამდებობაზე განწესების პროცედურასთან არსებული გამოწვევების გადაჭრა და უფრო ეფექტური მოდელის დამკვიდრება. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი კანონპროექტით, „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონის მე-16 მუხლში ხდება რიგი ცვლილებების შეტანა, რის შედეგადაც მე-4-მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდება შემდეგი რედაქციით: 4. გენერალური პროკურორის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე არაუგვიანეს 6 თვისა, ხოლო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში – დაუყოვნებლივ გენერალური პროკურორობის კანდიდატის საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენად საპროკურორო საბჭო იწყებს გენერალური პროკურორობის კანდიდატის წარდგენასთან დაკავშირებულ პროცესს, რომელიც სრულდება 1 კვირის ვადაში. გენერალური პროკურორობის კანდიდატის დასახელების უფლება აქვს საპროკურორო საბჭოს თითოეულ წევრს, რომელსაც უფლება აქვს დაასახელოს მხოლოდ ერთი კანდიდატი. 5. გენერალური პროკურორობის კანდიდატს საპროკურორო საბჭოს სხდომაზე ეყრება კენჭი. კენჭისყრა ღიაა. კანდიდატი მხარდაჭერილად ჩაითვლება თუ მას ხმას მისცემს საპროკურორო საბჭოს სრული შემადგენლობის უმრავლესობა. თუ წარდგენის პროცესში 1 კანდიდატი მონაწილეობდა და მან ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, წარდგენის პროცესი ხელახლა იწყება. თუ 2 კანდიდატი მონაწილეობდა და ვერცერთმა ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, იმ კანდიდატს, რომელმაც მეტი ხმა მიიღო, ხელახლა ეყრება კენჭი. თუ მან ამ შემთხვევაშიც ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, წარდგენის პროცესი ხელახლა იწყება. თუ 2-ზე მეტი კანდიდატი მონაწილეობდა და ვერცერთმა ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, იმართება მეორე ტური იმ 2 კანდიდატს შორის, რომლებმაც ყველაზე მეტი ხმა მიიღეს. თუ ამჯერადაც ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო საპროკურორო საბჭოს არანაკლებ სრული შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა, საპროკურორო საბჭო 1 კვირის ვადაში, ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესით კანდიდატის წარდგენის პროცედურას ხელახლა იწყებს. თუ ორმა ან მეტმა კანდიდატმა ხმების თანაბარი საჭირო რაოდენობა მიიღო, გადამწყვეტია საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარის ხმა. 6. საპროკურორო საბჭო მხარდაჭერილ კანდიდატს შესაბამისი დასაბუთებით წარუდგენს საქართველოს პარლამენტს. თუ წარდგენილმა კანდიდატმა ვერ მიიღო საქართველოს პარლამენტის წევრთა ხმათა საჭირო რაოდენობა, საპროკურორო საბჭო ამ მუხლის მე-4 და მე- 5 პუნქტებით გათვალისწინებული წესით კანდიდატის წარდგენის პროცედურას ხელახლა იწყებს. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში) აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონპროექტთან მიმართებაში (კანონპროექტი არ არის ინიციირებული საქართველოს მთავრობის მიერ). ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება კანონპროექტი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, რადგან ეს უკანასკნელი მისი მიზნიდან და შინაარსიდან გამომდინარე, არ ითხოვს ამოქმედების უფრო გვიანდელი ვადის დადგენას. ამასთანავე, კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას) მიზანშეწონილია, კანონპროექტი განხილულ იქნეს დაჩქარებული წესით, ვინაიდან, მნიშვნელოვანია, მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში დასრულდეს შესაბამისი ცვლილებების ასახვა კანონმდებლობაში და დროულად მოწესრიგდეს გენერალური პროკურორობის კანდიდატის წარდგენის წესი. მნიშვნელოვანია, რომ ცვლილება განხორციელდეს მიმდინარე საგაზაფხულო სესიის ფარგლებში, რათა საქართველოს პარლამენტს გენერალური პროკურორობის კანდიდატი დროულად წარედგინოს. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული ხარჯებთან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტი გავლენას არ ახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიხედვით სახელმწიფოს არ ეკისრება ახალი ფინანსური ვალდებულებები. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა კანონპროექტს არ მოჰყვება ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის დადგენას. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება კანონპროექტი ზეგავლენას არ მოახდენს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი საქართველოს პარლამენტის წევრები: არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, ალუდა ღუდუშაური, თენგიზ შარმანაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, აკაკი ალადაშვილი. ვ) კანონპროექტის ინიციატორი საქართველოს პარლამენტის წევრები: არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, ალუდა ღუდუშაური, თენგიზ შარმანაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, აკაკი ალადაშვილი.