საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კომიტეტის დასკვნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მიერ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილ გიორგი გაბიტაშვილის კანდიდატურასთან დაკავშირებით (№2-7686/25; 06.06.2025) და საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი გიორგი გაბიტაშვილის სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალურ აუდიტორად არჩევის შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-06-11
ბიუროს ნომერი 56 (11:45)
📜 ტექსტი
წერილი
2-7887/25
11-06-2025
საქართველოს პარლამენტის
საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს
ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს
ქალბატონო ეთერ,
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 205-ე მუხლის
შესაბამისად გიგზავნით საქართველოს პარლამენტის საფინანსოსაბიუჯეტო კომიტეტის დასკვნას საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის მიერ სახელმწიფო აუდიტის
სამსახურის გენერალურ აუდიტორის თანამდებობაზე ასარჩევად
წარმოდგენილ
გიორგი
გაბიტაშვილის
კანდიდატურასთან
დაკავშირებით (№2-7686/25; 06.06.2025) და საქართველოს პარლამენტის
დადგენილების პროექტს.
დანართი:
კომიტეტის დასკვნა;
საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
პაატა კვიჟინაძე
თბილისი 0118, რუსთაველის გამზ. № 8 საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679, ელ-ფოსტა contact@parliament.ge
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
2-7883/25
11-06-2025
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
დასკვნა
საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა
მიმდინარე წლის 11 ივნისს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 205-ე
მუხლის შესაბამისად განიხილა საქართველოს კონსტიტუციის 69-ე მუხლის
მე-2 პუნქტის, „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს
ორგანული კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „შ“ ქვეპუნქტისა და
2045 მუხლის შესაბამისად საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის
შალვა პაპუაშვილის მიერ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალურ
აუდიტორის
თანამდებობაზე
ასარჩევად
წარმოდგენილი
გიორგი
გაბიტაშვილის კანდიდატურა (№2-7686/25; 06.06.2025).
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა კენჭისყრის შედეგად მხარი
დაუჭირა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მიერ წარმოდგენილ
კანდიდატის
გიორგი გაბიტაშვილის არჩევას სახელმწიფო აუდიტის
სამსახურის გენერალურ აუდიტორად და მიზანშეწონილად მიაჩნია
საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კანდიდატის კენჭისყრა
მოხდეს განხილვისა და მოსმენის გარეშე.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
პაატა კვიჟინაძე
თბილისი 0118, რუსთაველის გამზ. № 8 საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679, ელ-ფოსტა contact@parliament.ge
საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი
პროექტი
საქართველოს პარლამენტის
დადგენილება
გიორგი გაბიტაშვილის სახელმწიფო აუდიტის სამსახურის
გენერალურ აუდიტორად არჩევის შესახებ
საქართველოს კონსტიტუციის 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის,
„სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანული
კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტის 2045 მუხლის შესაბამისად
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. არჩეულ იქნეს გიორგი გაბიტაშვილი სახელმწიფო აუდიტის
სამსახურის გენერალურ აუდიტორად 5 წლის ვადით.
2. ეს დადგენილება ამოქმედდეს მიღებისთანავე.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე
შალვა პაპუაშვილი