„დაგროვებითი პენსიის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
11.06.2025
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: ნინო წილოსანი, პაატა კვიჟინაძე, რამინა (რიმა) ბერაძე, ლევან მაჭავარიანი, ირაკლი ხელაძე, ბეჟან წაქაძე, დათო კოდუა, ზაზა ლომინაძე, შოთა ბერეკაშვილი, ირაკლი კირცხალია, ანტონ ობოლაშვილი, ირაკლი მეზურნიშვილი, მარიამ ლაშხი, ვლადიმერ კახაძე და ზაალ მიქელაძე
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: ნინო წილოსანი, პაატა კვიჟინაძე, რამინა (რიმა) ბერაძე, ლევან მაჭავარიანი, ირაკლი ხელაძე, ბეჟან წაქაძე, დათო კოდუა, ზაზა ლომინაძე, შოთა ბერეკაშვილი, ირაკლი კირცხალია, ანტონ ობოლაშვილი, ირაკლი მეზურნიშვილი, მარიამ ლაშხი, ვლადიმერ კახაძე, ზაალ მიქელაძე
ნომერი
#07-3/68/11
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-06-16
ბიუროს ნომერი 59

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „დაგროვებითი პენსიის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 06.08.2018, სარეგისტრაციო კოდი: 280060000.05.001.019066) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-6 მუხლის: ა) პირველი-მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. შემოსავლების სამსახური საპენსიო ფონდის მიერ ამ მუხლით გათვალისწინებული საქმიანობის განსახორციელებლად მას შემოსავლების სამსახურისა და საპენსიო ფონდის ერთობლივი ნორმატიული აქტით დადგენილი წესით უზრუნველყოფს შესაბამისი ინფორმაციით. ელექტრონულ სისტემაში არსებული ინფორმაციის შემოსავლების სამსახურისგან მიღებულ ინფორმაციასთან შედარების შედეგად ან/და ამ მუხლის მე-12 პუნქტის გათვალისწინებით, საპენსიო ფონდი ახდენს საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევის (ამ ვალდებულების შეუსრულებლობის ან/და საპენსიო შენატანის განხორციელებისათვის კანონმდებლობით განსაზღვრული ვადის დარღვევით შესრულების) ფაქტის იდენტიფიცირებას, აგრეთვე ავლენს საპენსიო შენატანის ზედმეტად განხორციელების ფაქტს. 2. საპენსიო ფონდი უფლებამოსილია ნებისმიერ პირს, მათ შორის დამსაქმებელს, მონაწილეს, პენსიის მიმღებს, გარდაცვლილი მონაწილის მემკვიდრეს მოსთხოვოს ან/და ნებისმიერი პირისაგან მიიღოს ნებისმიერი ინფორმაცია საპენსიო შენატანის ან/და ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე რიცხული საპენსიო აქტივების ან/და მათი კორექტირების შესახებ და ეს ინფორმაცია ამ მუხლის მე-3 ან/და მე-31 პუნქტებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინოს. ამასთანავე, საპენსიო ფონდს უფლება აქვს, ნებისმიერ პირს მოსთხოვოს მისთვის შეცდომით გადახდილი ნებისმიერი თანხის საპენსიო ფონდისთვის დაბრუნება და ამ თანხის დასაბრუნებლად განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევის (ამ ვალდებულების შეუსრულებლობის ან/და საპენსიო შენატანის განხორციელებისათვის მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული ვადის დარღვევით შესრულების) ფაქტის იდენტიფიცირების შემთხვევაში, საპენსიო ფონდის მიერ დადგენილი წესით მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, დამსაქმებელს დაეკისრება საურავი საპენსიო შენატანის იმ ოდენობაზე, რომელიც არ განხორციელებულა ან შესაბამისი ვადის დარღვევით განხორციელდა, საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების წარმოშობის დღისთვის ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ოდენობით. საურავის დარიცხვა ხორციელდება საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების წარმოშობის თარიღიდან და გრძელდება დამსაქმებლის მიერ შესაბამისი საპენსიო შენატანის სრულად განხორციელებამდე. ამ პუნქტით გათვალისწინებული საურავი დაეკისრება დამსაქმებელს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ჯარიმისგან დამოუკიდებლად, საპენსიო ფონდის მიერ დადგენილ შემთხვევაში და წესით.“; ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 და 32 პუნქტები: „31. საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევის (ამ ვალდებულების შეუსრულებლობის ან/და საპენსიო შენატანის განხორციელებისათვის მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული ვადის დარღვევით შესრულების) ფაქტის იდენტიფიცრების შემთხვევაში, საპენსიო ფონდის მიერ დადგენილი წესით მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, დამსაქმებელს დაეკისრება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით განსაზღვრული ჯარიმა. 32. ამ მუხლის მე-3 და 31-ე პუნქტების შესაბამისად, დამსაქმებლისათვის საურავის ან/და ჯარიმის დაკისრება არ ათავისუფლებს მას ამ კანონის შესაბამისად საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულებისაგან. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დამსაქმებელი ვალდებულია შესაბამისი საპენსიო შენატანი განხორციელოს საკუთარი ხარჯით (დასაქმებულის ხელფასიდან გამოქვითვის გარეშე).“; გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. ამ მუხლის მე-31-ე პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის თანხა მიიმართება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში, ხოლო მე-3 პუნქტით განსაზღვრული საპენსიო შენატანის თანხა და საურავი ირიცხება მონაწილის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე, საპენსიო ფონდის მიერ დადგენილი წესით.”. 2. მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-12 პუნქტი: „12. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საპენსიო ფონდის მიერ მიღებული ინფორმაციის/დოკუმენტაციის შეუსაბამობა შემოსავლების სამსახურისგან შესწავლის მიღებულ შედეგად გამოვლინდება ინფორმაციასთან ან/და ელექტრონულ სისტემაში დაფიქსირებულ ინფორმაციასთან, საპენსიო ფონდი გადაწყვეტილების მიღებისას და მის აღსრულებისას უფლებამოსილია იხელმძღვანელოს მის მიერ შესწავლის პროცესში მიღებული ინფორმაციით/დოკუმენტაციით.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში (შემდგომში - კანონი) 2024 წლის 27 ივნისს განხორციელებული ცვლილებები (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), მიღების თარიღი 280060000.05.001.102317) მათ შორის 27/06/2024, მოიცავდა სარეგისტრაციო ცვლილებებს, საპენსიო კოდი: შენატანი განხორციელების წესთან მიმართებით. კერძოდ, 2025 წლის 1 მაისიდან ამოქმედებული ცვლილებების საფუძველზე დასაქმებულის სახელითა და სასარგებლოდ საპენსიო შენატანის განხორციელება შესაძლებელი გახდა მხოლოდ საშემოსავლო დეკლარაციის საფუძველზე (აღნიშნული არ ეხება სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციებს). შედეგად, საპენსიო შენატანების განხორციელება უნდა მოხდეს დამსაქმებლის მიერ საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით საშემოსავლო დეკლარაციის შედეგად. გასათვალისწინებელია, რომ ვინაიდან კანონის აღნიშნული ცვლილება ძალაში შევიდა 2025 წლის 1 მაისიდან, შეცვლილი წესით პირველად საპენსიო შენატანების განხორციელება უნდა მოხდეს საანგარიშო თვისთვის, კერძოდ, მაისისთვის (2025 წლის). მოცემულ შემთხვევაში, შესაბამისად საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის საფუძველზე მაისის თვისთვის შესაბამისი საშემოსავლო დეკლარაციების წარმოდგენის ვადაა 2025 წლის 15 ივნისი, ხოლო ყოველ მომდევნო შემთხვევაში, საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვი. კანონის მე-6 მუხლის გათვალისწინებით, აღნიშნულ ვადაში და დადგენილი წესით საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების შეუსრულებლობა, გამოიწვევს დამსაქმებლისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის - ჯარიმის და ასევე საურავის დაკისრებას. საურავის/ჯარიმის დაკისრება არ ათავისუფლებს დამსაქმებელს, შესაბამისი საპენსიო დეკლარაციის წარმოდგენის ვალდებულების შესრულებისაგან. საპენსიო შენატანების განხორციელების წესის ცვლილების თაობაზე არაერთგვაროვანი შეფასებები გაკეთდა მეწარმე სუბიექტების (შემდგომში - ბიზნესის წარმომადგენლები) მხრიდან, მათ შორის, წარმოდგენილ იქნა სხვადასხვა პრობლემური საკითხები, რაც შესაძლოა აისახოს ბიზნესის წარმომადგენელთა ყოველდღიურ საქმიანობაზე, საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულების დროს. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: ბიზნესის წარმომადგენელთა მოსაზრებისა, საშემოსავლო დეკლარაციების წარდგენასთან დაკავშირებით ფაქტობრივად არსებული საკითხების გათვალისწინებით მომზადდა კანონში განსახორციელებელი ცვლილებების პროექტი (შემდგომში - კანონპროექტი), რომელიც აზუსტებს საპენსიო შენატანის განუხორციელებლობასთან დაკავშირებით ჯარიმის დაკისრების საკითხს და არსებულთან შედარებით განსხვავებულად არეგულირებს საპენსიო შენატანის განუხორციელებლობის შემთხვევაში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 16511-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის დაკისრების წესსა და პირობებს. გარდა ამისა, საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების შეუსრულებლობასთან მიმართებით გამიჯნავს საურავის დაკისრების წესსა და პირობებს, რის შედეგადაც მონაწილეთა ინტერესების გათვალისწინებით, საპენსიო შენატანის განუხორციელებლობა ავტომატურად იწვევს დამსაქმებლისათვის საურავის დაკისრებას, ხოლო ჯარიმასთან მიმართებით კონკრეტული პირობები განისაზღვრა, რაც შესაძლოა გახდეს ჯარიმის დაკისრების საფუძველი. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: წარმოდგენილი კანონპროექტის გათვალისწინებით დადგინდა კონკრეტული შემთხვევა, როცა დამსაქმებელს დაეკისრება ჯარიმა. არსებული კანონმდებლობის საფუძველზე, დამსაქმებელს ჯარიმა დაეკისრება საშემოსავლო დეკლარაციის ყოველი ცვლილებისას (შესწორებისას), გარდა საშემოსავლო დეკლარაციის საფუძველზე საპენსიო შენატანის ზედმეტად განხორციელების შემთხვევაში, საპენსიო შენატანის კორექტირებისა. შესაბამისად, ყოველი კორექტირების შედეგად, არსებობს დამსაქმებლისათვის როგორც ჯარიმის ასევე საურავის დაკისრების საფუძველი, რაც ართულებს დამსაქმებელთა მიერ საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებების სათანადო ადმინისტრირებას, ასევე როგორც ბიზნესის წარმომადგენელთა მიერ აღინიშნა, მნიშვნელოვნად ზრდის მათ ხარჯებს. მონაწილეთა ინტერესების გათვალისწინებით და დამსაქმებელთა პოზიციის შეჯერების შედეგად, მიზანშეწონილია საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში საურავის დაკისრების ნაწილი დარჩეს უცვლელი, რაც საბოლოოდ მიემართება შესაბამისი დასაქმებულების ინდივიდუალურ საპენსიო გვერდზე და წარმოადგენს მათ საკუთრებას, ხოლო რაც შეეხება ჯარიმას, არსებული საგადასახადო კანონმდებლობის პრაქტიკის გათვალისწინებით მეტი შესაძლებლობა მიეცეს დამსაქმებელს გაასწოროს დაშვებული უსწორობა, ამასთან არ შეიზღუდება საშემოსავლო დეკლარაციის წარმოდგენასთან/შესწორებასთან მიმართ, მათ შორის ვადაში, რაც საბოლოოდ აისახება შესაბამის საპენსიო შენატანებზე. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: წარმოდგენილი კანონპროექტი მიზნად ისახავს გამიჯნოს დამსაქმებლის მიერ დასაქმებულის სახელითა და სასარგებლოდ საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში საურავის და ჯარიმის დაკისრების საკითხი, თუმცა გასათვალისწინებელია, საურავის და ჯარიმის დაკისრება გარკვეულ შემთხვევებში შესაძლებელია როგორც ერთობლივად, ასევე გარკვეულ შემთხვევებში შესაძლებელია დამსაქმებელს დაეკისრება საურავი ან ჯარიმა ცალ-ცალკე. წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად, საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევის, მათ შორის საპენსიო შენატანის განხორციელებისათვის მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული ვადის დარღვევით შესრულების ფაქტის იდენტიფიცირების შემთხვევაში, საპენსიო ფონდის მიერ დადგენილი წესით მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, დამსაქმებელს დაეკისრება საურავი საპენსიო შენატანის იმ ოდენობაზე, რომელიც არ განხორციელებულა ან შესაბამისი ვადის დარღვევით განხორციელდა, საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების წარმოშობის დღისთვის ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ოდენობით. საურავის დარიცხვა ხორციელდება საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების წარმოშობის თარიღიდან და გრძელდება დამსაქმებლის მიერ შესაბამისი საპენსიო შენატანის გათვალისწინებით, სრულად იმ განხორციელებამდე. შემთხვევაშიც, თუ აღნიშნული ვალდებულების ჩანაწერის დარღვევის ფაქტის იდენტიფიცირება მოხდება გასულ თარიღით, აღნიშნული თარიღიდან მოყოლებული, შესაბამისი ვალდებულების სრულად შესრულებამდე დამსაქმებელს დაეკისრება საურავი. ხოლო რაც შეეხება, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ ჯარიმას, წარმოდგენილი კანონპროექტის მიზანია, აღნიშნული ჯარიმა დამსაქმებელს დაეკისროს, არსებულ მარეგულირებელ ნორმებთან შედარებით, უფრო დაზუსტებულ (შეზღუდულ) შემთხვევებში. კერძოდ, ჯარიმა დაეკისრება დამსაქმებელს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუკი იდენტიფიცირებული იქნება საპენსიო შენატანის ვალდებულების სრულად შეუსრულებლობა, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ვადაში. შესაბამისად, დამსაქმებელმა, თუკი არ უზრუნველყო საშემოსავლო დეკლარაციის წარმოდგენის შედეგად, საპენსიო ფონდის მიერ დადგენილი წესით, საპენსიო შენატანების განხორციელებისათვის საჭირო შესაბამისი მოცულობის საბალანსო თანხის საპენსიო ფონდის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვა დადგენილ ვადაში, ან აღნიშნული ვადის დარღვევით განახორციელა საპენსიო შენატანი, დამსაქმებელი დაექვემდებარება დაჯარიმებას. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დაჯარიმებას არ დაექვემდებარება ისეთი შემთხვევა, თუკი დამსაქმებელმა წარმოადგინა საშემოსავლო დეკლარაცია და შემდგომ შეასწორა/დააზუსტა აღნიშნული დეკლარაცია (მათ შორის და არა მხოლოდ: დეკლარაციაში დაამატა დასაქმებული, შეცვალა განაცემის ტიპი, შეცვალა საპენსიო შენატანის მოცულობა და ა.შ.), მაგრამ აუცილებლად იმის გათვალისწინებით, რომ შესწორებული საშემოსავლო დეკლარაციის საფუძველზე საპენსიო ფონდის მიერ დადგენილი წესით უნდა მოხდეს შესაბამისი მოცულობის საპენსიო შენატანის სრულად განხორციელება. ანუ დამსაქმებელმა დადგენილ ვადაში და წესით უნდა უზრუნველყოს საპენსიო შენატანის განხორციელებისათვის საჭირო მოცულობის საბალანსო თანხის ჩარიცხვა საპენსიო ფონდის ანგარიშზე. გასათვალისწინებელია, რომ საურავი დაეკისრება დამსაქმებელს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ჯარიმისგან დამოუკიდებლად, საპენსიო ფონდის მიერ დადგენილ შემთხვევაში და წესით. საპენსიო შენატანის განუხორციელებლობასთან მიმართებით დაჯარიმებისა და საურავის დაკისრების თაობაზე ზემოაღნიშნული ცვლილებების გარდა, კანონი ასევე მოიცავს ცვლილებას დამსაქმებელთა შემოწმების/მონიტორინგის პროცესში საპენსიო ფონდის უფლებამოსილებასთან მიმართებით, კერძოდ, კანონპროექტის თანახმად, საპენსიო ფონდი უფლებამოსილია ნებისმიერ პირს, მათ შორის დამსაქმებელს, მონაწილეს, პენსიის მიმღებს, გარდაცვლილი მონაწილის მემკვიდრეს მოსთხოვოს ან/და ნებისმიერი პირისაგან მიიღოს ნებისმიერი ინფორმაცია საპენსიო შენატანის ან/და ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე რიცხული საპენსიო აქტივების ან/და მათი კორექტირების შესახებ და ამ ინფორმაციით იხელმძღვანელოს დამსაქმებლისთვის ჯარიმის/საურავის დაკისრების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას. გარდა ამისა, მიუხედავად იმისა, რომ საპენსიო ფონდისათვის პირველად წყაროს საპენსიო შენატანების განუხორციელებლობის ფაქტის იდენტიფიცირებისათვის შემოსავლების სამსახურიდან მიღებული მონაცემები წარმოადგენს, საპენსიო ფონდი უფლებამოსილია დაეყრდნოს მის მიერ ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში შესწავლის შედეგად მიღებულ შედეგებს და გადაწყვეტილება დამსაქმებლის მიმართ მიიღოს აღნიშნულ შედეგებზე/ინფორმაციაზე დაყრდნობით. აღნიშნული უფლებამოსილება, საპენსიო ფონდს მისცემს შესაძლებლობას კონკრეტულ შემთხვევებში (მონიტორინგის პროცესში), მიუხედავად შემოსავლების მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაციისა, დამოუკიდებლად საკუთარი დისკრეციის ფარგლებში იმოქმედოს და მიიღოს გადაწყვეტილება. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით კანონპროექტი მოიცავს ცვლილებებს მხოლოდ კანონის მე-6 მუხლში. გარდა დამსაქმებლის პასუხისმგებლობასთან მიმართებით და საპენსიო ფონდის მიერ მონიტორინგის პროცესში არსებულ უფლებამოსილებასთან მიმართებით ზემოაღნიშნული ცვლილებებისა, აღნიშნული მე-6 მუხლი მოიცავს სხვა ტექნიკური ხასიათიც ცვლილებებს, რაც უმთავრესად გამომდინარეობს სწორედ ზემოთ მითითებული ძირითადი ცვლილებებიდან. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): აღნიშნული ქვეპუნქტი არ მიმართებაში (კანონპროექტი გამოიყენება წარმოდგენილ საქართველოს მთავრობის კანონპროექტთან მიერ არ არის ინიციირებული). ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, რადგან ეს უკანასკნელი მისი მიზნიდან და შინაარსიდან გამომდინარე, არ ითხოვს ამოქმედების უფრო გვიანდელი ვადის დადგენას. ამასთან, კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისათვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): საჭიროა კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა, ვინაიდან კანონში 2024 წლის 27 ივნისს განხორციელებული ცვლილებების (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), მიღების თარიღი 27/06/2024, 06.08.2018, სარეგისტრაციო კოდი: 280060000.05.001.102317) გათვალისწინებით, დამსაქმებლები (აღნიშნული არ ეხება სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციებს) კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების საფუძველზე ვალდებულნი არიან საპენსიო შენატანები განახორციელონ შეცვლილი წესით, საშემოსავლო დეკლარაციის საფუძველზე. ხოლო კანონის აღნიშნული ნორმები ვინაიდან ძალაში შევიდა 2025 წლის 1 მაისიდან, შეცვლილი წესით საპენსიო შენატანის პირველად განხორციელებისათვის ვადა არის 2025 წლის 15 ივნისი. შესაბამისად, წარმოდგენილი კანონპროექტის განხილვა უნდა განხორციელდეს დაჩქარებული წესით, რათა 2025 წლის 15 ივნისამდე დაზუსტდეს საპენსიო შენატანების განუხორციელებლობის შედეგად ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის - ჯარიმის და საურავის დაკისრების წესი, იმ ფორმით რაც გათვალისწინებულია კანონპროექტით. კანონპროექტში მოცემული ცვლილების დაჩქარებული წესით განხილვა ასევე საჭიროა, ვინაიდან საპენსიო შენატანების ადმინისტრირების ელექტრონული სისტემა, ასევე სსიპ შემოსავლების სამსახურთან არსებული ელ.სერვისი, რომლის მეშვეობითაც ხორციელდება საპენსიო შენატანის განხორციელების ადმინისტრირება და მართვა, საჭიროებს სათანადო ცვლილებებს, რისთვისაც ასევე აუცილებელია გარკვეული ვადა. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი). ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ხარჯების გამოყოფას სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტ(ებ)იდან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობა ითვალისწინებს საშემოსავლო დეკლარაციის შესწორება/დაზუსტების შესაძლებლობას, მაგრამ აღნიშნული ქმედება არსებული კანონმდებლობის გათვალისწინებით იწვევს საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევას და დამსაქმებლის დაჯარიმებას. ხოლო საშემოსავლო დეკლარაციის შესწორება/დაზუსტება შემოსავლების სამსახურის მხრიდან არ იწვევს დაჯარიმებას. არსებული კანონმდებლობით (საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი) საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევისათვის გათვალისწინებულია ჯარიმა 500 ლარის ოდენობით და იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით 1,000 ლარი. ჯარიმის თანხა მიიმართება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში. საშუალოდ საშემოსავლო დეკლარაციის შესწორება/დაზუსტება თვის ჭრილში ხდება დაახლოებით 3,500-ზე მეტი ორგანიზაციის მიერ, შესაბამისად, არსებული რეგულაციის გათვალისწინებით, 2025 წლის 15 ივნისიდან პოტენციურად შესაძლებელი იქნებოდა დაახლოებით 1,8 მლნ ლარის შემოსავალის გენერირება (თვიურად) სახელმწიფო ბიუჯეტში, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის - ჯარიმების სახით. ორგანიზაციების მიერ მიმდინარე წელს საშემოსავლო დეკლარაციის დაზუსტება განხორციელდა თვეების მიხედვით დაახლოებით შემდეგი მოცულობით: იანვარში დააზუსტა საშემოსავლო დეკლარაცია 3,695 ორგანიზაციამ; თებერვალში - 3,200 ორგანიზაციამ; მარტში - 3,386 ორგანიზაციამ; აპრილში - 4,049 ორგანიზაციამ. იმის გათვალისწინებით რომ კანონის მოქმედი რედაქცია ამოქმედდა 2025 წლის 1 მაისიდან დეკლარაციის დაზუსტებით გამოწვეული ჯარიმები 2025-2028 წლებში იქნება მზარდი. თუმცა ასევე გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნული პროგნოზი დაფუძნებულია 2025 წლის 1 მაისამდე პერიოდისათვის საშემოსავლო დეკლარაციების დაზუსტებასთან დაკავშირებით არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით. წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით 2025 წლის 1 მაისის შემდგომ ჯარიმის დაკისრება მოხდება მხოლოდ საშემოსავლო დეკლარაციის საფუძველზე, საპენსიო შენატანების დადგენილ ვადაში განუხორციელებლობაზე (დაჯარიმებას არ ექვემდებარება საშემოსავლო დეკლარაციის შესწორება/დაზუსტება); შესაბამისად, მაგალითად, თუ დამსაქმებელმა: - საშემოსავლო დეკლარაცია წარმოადგინა საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვამდე, თუმცა აღნიშნული საშემოსავლო დეკლარაციის საფუძველზე შესაბამისი მოცულობის საპენსიო შენატანების თანხა არ ჩარიცხა საპენსიო ფონდის ნომინალური მფლობელობის საბანკო ანგარიშზე, რის შედეგადაც ვერ განხორციელდა საპენსიო შენატანები, ან - თავად საშემოსავლო დეკლარაცია წარადგინა დაგვიანებით (ანუ საანგარიშო თვის 15 რიცხვის შემდეგ) და შესაბამისად, საპენსიო შენატანები განხორციელდა დაგვიანებით, ან საერთოდ არ განხორციელდა, რადგან არ უზრუნველყო საპენსიო შენატანების შესაბამისი მოცულობის თანხის ჩარიცხვა საპენსიო ფონდის ნომინალური მფლობელობის საბანკო ანგარიშზე, ან - თუ პირმა საშემოსავლო დეკლარაციის კორექტირება/დაზუსტება წარმოადგინა, თუმცა აღნიშნული დაზუსტებული საშემოსავლო დეკლარაციის საფუძველზე შესაბამისი მოცულობის საპენსიო შენატანების თანხა არ ჩარიცხა საპენსიო ფონდის ნომინალური მფლობელობის ანგარიშზე, რის შედეგადაც ვერ განხორციელდა საპენსიო შენატანები (არ დაიხურა საპენსიო დეკლარაცია) დაზუსტების წარდგენის დღის 24:00 საათამდე, ამ შემთხვევაში მოხდება დამსაქმებლის დაჯარიმება. იმ დაშვებაზე დაფუძნებით, რომ ცვლილება/დაზუსტება არ ჯარიმდება, სავარაუდოა, რომ მხოლოდ შესაბამისი საპენსიო დეკლარაციის ვერ/არ დახურვის (მაშასადამე, საქართველოს საპენსიო ფონდის მიერ დადგენილი წესით საპენსიო შენატანის განუხორციელებლობის) შედეგად დაკისრებული ჯარიმის/ჯარიმების აკუმულირება მოხდება ბიუჯეტში. შესაბამისად, აღნიშნული კანონპროექტის საფუძველზე, საშემოსავლო დეკლარაციის ყოველი ცვლილები/შესწორების შედეგად აღარ მოხდება დამსაქმებელთა დაჯარიმება. მოცემული ეტაპისათვის, იმის განსაზღვრა, მათ შორის სტატისტიკური მონაცემების წარმოდგენა, თუ პოტენციურად რა რაოდენობის საპენსიო დეკლარაცია ვერ/არ დაიხურება ახალი სისტემის გათვალისწინებით, შეუძლებელია, რადგან საშემოსავლო დეკლარაციის საფუძველზე საპენსიო შენატანების განხორციელების პროცესი/სისტემა ამოქმედდა 2025 წლის მაისიდან. წარმოდგენილი კანონპროექტი ითვალისწინებს საპენსიო შენატანის განუხორციელებლობის შემთხვევაში ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას - ჯარიმას, თუმცა არსებულთან შედარებით, სავარაუდოდ შემცირებული მოცულობით. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტი გავლენას იქონიებს დამსაქმებლებზე, რომლებსაც საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევის შედეგად დაეკისრებათ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ჯარიმა. თუმცა აღსანიშნავია, რომ შესაძლო ჯარიმების მოცულობა შემცირდება, ვინაიდან დაზუსტდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი ნორმის (16511 მუხლი) ვალდებულების შეუსრულებლობის მოცულობა, კერძოდ, დაზუსტდა დაჯარიმების მიზნებისათვის თუ რა ითვლება საპენსიო შენატანის განუხორციელებლობად. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით არ დგინდება გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: წარმოდგენილი მდგომარეობაზე. კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას ბავშვთა უფლებრივ ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება; წარმოდგენილი კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას ქალის და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მომზადება არ უკავშირდება საერთაშორისო ხელშეკრულებას ან შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: ნინო წილოსანი, პაატა კვიჟინაძე, რამინა (რიმა) ბერაძე, ლევან მაჭავარიანი, ირაკლი ხელაძე, ბეჟან წაქაძე, დათო კოდუა, ზაზა ლომინაძე, შოთა ბერეკაშვილი, ირაკლი კირცხალია, ანტონ ობოლაშვილი, ირაკლი მეზურნიშვილი, მარიამ ლაშხი, ვლადიმერ კახაძე და ზაალ მიქელაძე. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: ნინო წილოსანი, პაატა კვიჟინაძე, რამინა (რიმა) ბერაძე, ლევან მაჭავარიანი, ირაკლი ხელაძე, ბეჟან წაქაძე, დათო კოდუა, ზაზა ლომინაძე, შოთა ბერეკაშვილი, ირაკლი კირცხალია, ანტონ ობოლაშვილი, ირაკლი მეზურნიშვილი, მარიამ ლაშხი, ვლადიმერ კახაძე და ზაალ მიქელაძე.