„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-06-16
ბიუროს ნომერი 59
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, 13(20), 1999 წელი, მუხ.52) 25-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს
შემდეგი რედაქციით:
„2. იმ გადაწყვეტილებათა აღსრულებისას, რომლებითაც გათვალისწინებულია კრედიტორის
მოთხოვნის ზრდა ძირითად თანხაზე სარგებლის ან/და საურავის დარიცხვის შედეგად,
სააღსრულებო წარმოების დაწყების დღიდან შეწყდება კრედიტორის მოთხოვნის ძირითად
თანხაზე
სარგებლის
ან/და
საურავის
დარიცხვა,
გარდა
საგადასახადო
მოთხოვნის
შემთხვევებისა
და
“დაგროვებითი
პენსიის
შესახებ”
საქართველოს
კანონით
გათვალისწინებული საურავისა, რომელიც ერიცხება საპენსიო შენატანის იმ ოდენობაზე,
რომელიც არ
განხორციელებულა
ან
შესაბამისი
ვადის
დარღვევით
განხორციელდა. კრედიტორის მოთხოვნის ძირითად თანხაზე სარგებლის ან/და საურავის
დარიცხვა გაგრძელდება იმ დღიდან, როდესაც აღსრულების ეროვნული ბიურო ამ კანონის 35ე მუხლის შესაბამისად დაუბრუნებს კრედიტორს სააღსრულებო ფურცელს.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ ყაველაშვილი
1
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების წინამდებარე
პროექტი წარმოადგენს „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის თანმდევ ცვლილებას.
აქვე გასათვალისწინებელია, რომ 2024 წლის ივნისში (საკანონმდებლო მაცნე, მიღების თარიღი
27/06/2024, სარეგისტრაციო კოდი 280060000.05.001.102317) მნიშვნელოვანი ცვლილებები
შევიდა „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში (შემდეგში-კანონი).
ცვლილებების გათვალისწინებით, კერძოდ, დაგროვებითი პენსიის შესახებ საქართველოს
კანონის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე 2025 წლის 1 მაისიდან
საპენსიო ფონდი უფლებამოსილია დამსაქმებელს დააკისროს საურავი საპენსიო შენატანის იმ
ოდენობაზე, რომელიც არ განხორციელებულა ან შესაბამისი ვადის დარღვევით
განხორციელდა, საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების წარმოშობის
დღისთვის ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის
ოდენობით.
ამასთან, „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის თანახმად ზუსტდება დამსაქმებლისათვის
საურავის დაკისრების პირობები.
აღნიშნულის გათვალიწინებით, აუცილებელია ცვლილება შევიდეს სააღსრულებო წარმოების
შესახებ საქართველოს კანონში და დაემატოს ჩანაწერი, რომელიც დააზუსტებს, რომ
„დაგროვებითი პენსიის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული საურავის
დამსაქმებლისთვის დაკისრების შემთხვევაში, სააღსრულებო წარმოების დაწყების დღიდან
„დამსაქმებლის” მიერ სავალდებულო წესით განსახორციელებელი საპენსიო შენატანების
ძირითად თანხაზე საურავის დარიცხვა არ შეწყდება, არამედ გაგრძელდება მანამ სანამ
„დამსაქმებელი” სრულად არ შეასრულებს ასეთ საპენსიო შენატანების განხორციელების
თაობაზე
კანონით
გათვალისწინებულ
ვალდებულებას,
ვინაიდან
აღნიშნული
გამომდინარეობს დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილეთა საუკეთესო ინტერესებიდან.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ”
საქართველოს კანონში ცვლილების განხორციელება აუცილებელია „დაგროვებითი პენსიის
შესახებ“
საქართველოს
კანონში
განხორციელებული
ცვლილებების
მიზნიდან
და
2
შესაბამისად, დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილეების საუკეთესო ინტერესების
დასაცავად.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები
კანონის შესაბამისად დამსაქმებლისათვის დაკისრებული საურავის დარიცხვა შესაბამის
საპენსიო შენატანის მოცულობაზე არ შეჩერდება სააღსრულებო წარმოების საფუძველზე,
შესაბამისად,
სრულად
იქნება
გათვალისწინებული
დაგროვებითი
საპენსიო
სქემის
მონაწილეთა ინტერესები.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტით დაზუსტა, რომ „დაგროვებითი პენსიის შესახებ” საქართველოს კანონით
გათვალისწინებული
საურავის
„დამსაქმებლისთვის”
დაკისრების
შემთხვევაში,
სააღსრულებო წარმოების დაწყების დღიდან კრედიტორის მოთხოვნის ძირითად თანხაზე
საურავის დარიცხვა, არ შეწყდება საპენსიო შენატანის იმ ოდენობაზე, რომელიც არ
განხორციელებულა ან შესაბამისი ვადის დარღვევით განხორციელდა.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონპროექტთან მიმართებაში
(კანონპროექტი საქართველოს მთავრობის მიერ არ არის ინიციირებული).
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნული თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, რადგან ეს უკანასკნელი მისი
მიზნიდან და შინაარსიდან გამომდინარე, არ ითხოვს ამოქმედების უფრო გვიანდელი
ვადის დადგენას.
ამასთან, კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისათვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
წარმოდგენილი კანონპროექტის განხილვა უნდა განხორციელდეს დაჩქარებული წესით,
„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს კანონის პროექტთან ერთად, რადგან ხსენებული კანონის პროექტთან
მიმართებითაც მოთხოვნილია დაჩქარებული წესით განხილვა, ხოლო მასთან ერთობლიობაში
არეგულირებს საურავის დარიცხვის წესს.
3
აღნიშნული ცვლილების დაჩქარებული წესით განხილვა ასევე საჭიროა, ვინაიდან ის
ელექტრონული სისტემა, რომლის მეშვეობითაც ხორციელდება საპენსიო შენატანის
განხორციელების ადმინისტრირება და მართვა, მათ შორის საურავის დაკისრება/გამოთვლა,
საჭიროებს სათანადო ცვლილებებს, რისთვისაც ასევე აუცილებელია გარკვეული ვადა.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის
მიღება
არ
გამოიწვევს
სახელმწიფო,
ავტონომიური
რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე გავლენას.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის
მიღება
არ
გამოიწვევს
სახელმწიფო,
ავტონომიური
რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე გავლენას.
ბ.დ)
სახელმწიფოს
ახალი
ფინანსური
ვალდებულებები,
კანონპროექტის
გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების
აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის
ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით
განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტის მიღება გავლენას იქონიებს „დაგროვებითი პენსიის შესახებ საქართველოს
კანონით განსაზღვრული „დამსაქმებელების“ მიერ გათვალისწინებული ვალდებულების
დარღვევის შედეგად განუხორციელებელ საპენსიო შენატანზე გადასახდელ საურავთან
მიმართებით, ვინაიდან შესაძლოა გაიზარდოს საურავის ოდენობა, რადგან საურავის
დარიცხვა არ შეწყდება სააღსრულებო წარმოების დაწყებისას და გაგრძელდება
კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულების სრულად შესრულებამდე. რაც
შეეხება
გავლენას
დასაქმებულებზე,
რომელთა
სახელითა
და
სასარგებლოდ
არ
4
განხორციელდა
ან
დაგვიანებით
განხორციელდა
საპენსიო
შენატანი
და
შესაბამის
დამსაქმებელს დაეკისრა საურავი, მათი საპენსიო აქტივების მოცულობა გაიზრდება მანამ
სანამ არ მოხდება დამსაქმებლის საპენსიო შენატანების შესაბამისი თანხის და დაკისრებული
საურავის სააღსრულებო წარმოების შედეგად მიღება და ასახვა დასაქმებულის
ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
დადგენას.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი გავლენას არ ახდენს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი
ზეგავლენის შეფასება;
კანონპროექტი გავლენას არ ახდენს ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
ორგანიზაციებში
საქართველოს
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან
და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
ასეთი არ არსებობს.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც
გამომდინარეობს
„ერთი
მხრივ,
საქართველოსა
და,
მეორე
მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
5
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: ნინო წილოსანი, პაატა კვიჟინაძე, რამინა (რიმა) ბერაძე,
ლევან მაჭავარიანი, ირაკლი ხელაძე, ბეჟან წაქაძე, დათო კოდუა, ზაზა ლომინაძე, შოთა
ბერეკაშვილი, ირაკლი კირცხალია, ანტონ ობოლაშვილი, ირაკლი მეზურნიშვილი, მარიამ
ლაშხი, ვლადიმერ კახაძე და ზაალ მიქელაძე.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: ნინო წილოსანი, პაატა კვიჟინაძე, რამინა (რიმა) ბერაძე,
ლევან მაჭავარიანი, ირაკლი ხელაძე, ბეჟან წაქაძე, დათო კოდუა, ზაზა ლომინაძე, შოთა
ბერეკაშვილი, ირაკლი კირცხალია, ანტონ ობოლაშვილი, ირაკლი მეზურნიშვილი, მარიამ
ლაშხი, ვლადიმერ კახაძე და ზაალ მიქელაძე.
6