„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-06-16
ბიუროს ნომერი 59
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ
მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს
სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი
ცვლილება:
1. 38-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 ნაწილი:
„6. ამ კოდექსის 16511-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელი შეიძლება
დაედოს დამსაქმებელს შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენის
დღიდან არაუგვიანეს 6 თვისა.”.
2. 16511-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის შენიშვნა:
„შენიშვნა:
1. საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევად არ ჩაითვლება
დამსაქმებლის
მიერ
საშემოსავლო
დეკლარაციის
შესწორება/დაზუსტება,
რომლის
გათვალისწინებითაც დამსაქმებელი „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონისა
და საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს საპენსიო ფონდის მიერ
დადგენილი წესით განახორციელებს საპენსიო შენატანს/შენატანებს.
2. სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიმართ ადმინისტრაციული
სახდელი
დაკისრება
განხორციელდება
საჯარო
სამართლის
იურიდიული
პირის
-
საქართველოს საპენსიო ფონდის მიერ დადგენილი წესით ვალდებულების შეუსრულებლობის
შემთხვევაში.“.
3. 239-ე მუხლის 76-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„76.
ამ
კოდექსის
16511 მუხლით გათვალისწინებულ
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა ოქმებს ელექტრონულად ადგენენ საჯარო სამართლის იურიდიული
პირის − საქართველოს საპენსიო ფონდის საამისოდ უფლებამოსილი პირები საქართველოს
საპენსიო ფონდის მიერ დამტკიცებული ფორმების შესაბამისად, გარდა ამ კოდექსის 242-ე
მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.“.
4. 242-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 ნაწილი:
„7. ამ კოდექსის 16511-ე მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევასთან მიმართებით,
საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს საპენსიო ფონდი განსაზღვრავს
შემთხვევებს, როდესაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი არ დგება.”.
5. 242-ე მუხლის შენიშვნას დაემატოს შემდეგი შინაარის მე-7 ნაწილი:
“7. ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევაში, საჯარო სამართლის
იურიდიული პირი - საქართველოს საპენსიო ფონდი გამოსცემს შესაბამის ელექტრონულ
გადაწყვეტილებას, რომელიც იმავდროულად არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის
ოქმი. გადაწყვეტილების გამოცემის წესს და პროცედურას ამტკიცებს საჯარო სამართლის
იურიდიული პირი - საქართველოს საპენსიო ფონდი.”.
მუხლი 2.
1. 16511-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელი დაეკისრება პირს
ამ
კანონის
ამოქმედებამდე
პერიოდში
წარმოშობილი
ვალდებულების
შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების იდენტიფიცირების შემთხვევაში,
თითოეული
ადმინისტრაციული
საქმისწარმოების
ფარგლებში
გამოვლენილი
დარღვევების რაოდენობის მიუხედავად;
2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
კანონპროექტის შემუშავება განპირობებულია „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტით, რომელიც
„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედი რედაქციასთან შედარებით
განსხვავებულად არეგულირებს დამსაქმებლის მიერ საპენსიო შენატანის განხორციელების
ვალდებულების
დარღვევის
შემთხვევაში,
საქართველოს
საპენსიო
ფონდის
უფლებამოსილების ფარგლებს და დამსაქმებლის მიერ ასეთი ვალდებულების დარღვევის
შედეგებს. აღნიშნულის გათვალისწინებით, ვინაიდან საქართველოს ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსი არეგულირებს საპენსიო შენატანის განხორციელების
ვალდებულების დარღვევის თაობაზე შესაბამისი ადმინისტრაციული სახდელის დადების
პირობებს და წესებს, აუცილებელი გახდა შესაბამისი ცვლილებების ასახვა საქართველოს
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, კერძოდ, 16511 მუხლს დაემატა შენიშვნა,
რომლის საშუალებითაც დაზუსტდა 2025 წლის მაისამდე და მაისის შემდგომ საპენსიო
შენატანის განუხორციელებლობის ფარგლები, კერძოდ, ვინაიდან საპენსიო შენატანის
განხორციელება 2025 წლის 1 მაისამდე საპენსიო დეკლარაციების საფუძველზე, ხოლო
აღნიშნული პერიოდის შემდგომ საშემოსავლო დეკლარაციების საფუძველზე, ამასთან,
ხსენებული ასკ-ის 16511 მუხლის პირველ ნაწილში განსაზღვრულია ჯარიმა „მიუხედავად
გამოვლენილი დარღვევის რაოდენობისა”, საჭრო გახდა დაზუსტებულიყო რა იგულისხმება
დარღვევების რაოდებობაში, თითოეული პერიოდისათვის.
ასევე დამატებით განიმარტა, რომ საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების
დარღვევად
არ
ჩაითვლება
დამსაქმებლის
მიერ
საშემოსავლო
დეკლარაციის
შესწორება/დაზუსტება, რომლის გათვალისწინებითაც დამსაქმებელი „დაგროვებითი პენსიის
შესახებ“ საქართველოს კანონისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს
საპენსიო ფონდის მიერ დადგენილი წესით განახორციელებს საპენსიო შენატანს/შენატანებს.
ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის
მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფი
ორგანიზაციების
მიერ
საპენსიო
შენატანის
განხორციელების
წესი
განისაზღვრება
საქართველოს საპენსიო ფინდის მიმართ, მიანშეწონილია, რომ აღნიშნული ორგანიზაციების
მიერ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, მათ მიმართ ადმინისტრაციული სახდელის
დაკისრებასთან დაკავშირებული საკითხები ასევე დეტალურად განისაზღვროს საპენსიო
ფონდის მიერ.
წინამდებარე
კანონპროექტით,
სპეციფიკის
გათვალისწინებით,
ასევე
დარეგულირდა
დამატებითი წესები, რომლებიც განსაზრვრავს საპენსიო შენატანის ვალდებულების
დარღვევასთან დაკავშირებით, შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის
გამოვლენიდან სახდელის დაკისრების ვადას, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი
შედგენასთან დაკავშირებულ საკითხებს, რაც
გამომდინარეობს საპენსიო ფონდისთვის
კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილებების შეუფერხებლად და სრულყოფილად
შესრულების აუცილებლობიდან. ამასთან, ვინაიდან 2025 წლის 1 მაისის შემდგომ შეიცვალა
საპენსიო შენატანების განხორციელების წესი, საჭიროა ვალდებულების დარღვევის
გამოვლენის შედეგად დამსაქმებლისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ჯარიმის
დაკისრების
განსხვავებული,
მიზნებისათვის
სპეციფიური
წესი,
გათვალისწინებულ
ადმინისტრაციული
იქნეს
და
დადგინდეს
სამართალდარღვევის
ოქმის,
აგადაწყვეტილების გამოცემის წესი და ა.შ..
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების განხორციელება აუცილებელია „დაგროვებითი
პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს
კანონის პროექტით, ვინაიდან წარმოადგენ მის თანმდევ ცვლილებას.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები
კანონპროექტის
მიღებით,
„საქართველოს
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა
კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ” საქართველოს კანონი შესაბამისობაში მოვა
„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს კანონის პროექტთან. ამასთან, უფრო ნათლად განისაზღვრება ასკ-ის 16511
მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის - ჯარიმის ფარგლები.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტით დაზუსტა, დამსაქმებლის მიერ საპენსიო შენატანის განხორციელების
ვალდებულების
დარღვევის
შემთხვევაში
საქართველოს
საპენსიო
ფონდის
უფლებამოსილების და ჯარიმის ფარგლები.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონპროექტთან მიმართებაში
(კანონპროექტი საქართველოს მთავრობის მიერ არ არის ინიციირებული).
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნული თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, რადგან ეს უკანასკნელი მისი მიზნიდან
და შინაარსიდან გამომდინარე, არ ითხოვს ამოქმედების უფრო გვიანდელი ვადის დადგენას.
ამასთან, კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისათვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
წარმოდგენილი კანონპროექტის, როგორც „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის თანმდევი
ცვლილება, განხილვა უნდა
კანონპროექტთან ერთად.
განხორციელდეს
დაჩქარებული
წესით,
ხსენებულ
აღნიშნული ცვლილების დაჩქარებული წესით განხილვა ასევე საჭიროა, ვინაიდან საპენსიო
შენატანების
ადმინისტრირების
ელექტრონული
სისტემა,
რომლის
მეშვეობითაც
ხორციელდება საპენსიო შენატანის განხორციელების ადმინისტრირება და მართვა, მათ შორის
საჭიროებს სათანადო ცვლილებებს, მათ შორის ჯარიმის დაკისრებასთან მიმართებით,
რისთვისაც ასევე აუცილებელია გარკვეული ვადა.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის
მიღება
არ
გამოიწვევს
სახელმწიფო,
ავტონომიური
რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტ(ებ)იდან ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის
მიღება
გავლენას
იქონიებს
სახელმწიფო
ბიუჯეტზე,
საქართველოს
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 16511 მუხლის გათვალისწინებით,
შესაძლოა გამოიწვიოს არსებულ მდგომარეობასთან შედარებით ჯარიმების მოცულობის
შემცირება, ვინაიდან დაზუსტდა და დაკონკრეტდა საპენსიო შენატანის განხორციელების
ვალდებულების დარღვევის მოცულობა, რა შემთხვევებიც/შემთხვევაც ექვემდებარება
დამსაქმებლის დაჯარიმებას.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის
მიღება
არ
გამოიწვევს
სახელმწიფო,
ავტონომიური
რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე გავლენას.
ბ.დ)
სახელმწიფოს
ახალი
ფინანსური
ვალდებულებები,
კანონპროექტის
გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების
აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის
ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით
განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტის მიღება გავლენას იქონიებს „დაგროვებიი პენსიის შესახებ“ საქართველოს
კანონით განსაზღვრული „დამსაქმებელების“ მიერ ვალდებულების დარღვევის შედეგად
შესაძლო ჯარიმების მოცულობაზე, დაკონკრეტდა (შეიზღუდა) ის შემთხვევები, რაც
ექვემდებარება
მოცულობა.
დაჯარიმებას.
შესაბამისად
შემცირდება
მოსალოდნელი
ჯარიმების
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
დადგენას.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი გავლენას არ ახდენს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი
ზეგავლენის შეფასება;
კანონპროექტი გავლენას არ ახდენს გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
ორგანიზაციებში
საქართველოს
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან
და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
ასეთი არ არსებობს.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც
გამომდინარეობს
„ერთი
მხრივ,
საქართველოსა
და,
მეორე
მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთ არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთ არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: ნინო წილოსანი, პაატა კვიჟინაძე, რამინა (რიმა) ბერაძე,
ლევან მაჭავარიანი, ირაკლი ხელაძე, ბეჟან წაქაძე, დათო კოდუა, ზაზა ლომინაძე, შოთა
ბერეკაშვილი, ირაკლი კირცხალია, ანტონ ობოლაშვილი, ირაკლი მეზურნიშვილი, მარიამ
ლაშხი, ვლადიმერ კახაძე და ზაალ მიქელაძე.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: ნინო წილოსანი, პაატა კვიჟინაძე, რამინა (რიმა) ბერაძე,
ლევან მაჭავარიანი, ირაკლი ხელაძე, ბეჟან წაქაძე, დათო კოდუა, ზაზა ლომინაძე, შოთა
ბერეკაშვილი, ირაკლი კირცხალია, ანტონ ობოლაშვილი, ირაკლი მეზურნიშვილი, მარიამ
ლაშხი, ვლადიმერ კახაძე და ზაალ მიქელაძე.