საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების ინფორმაცია საქართველოს პარლამენტის ბიუროს მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით განსაზღვრული დავალებების შესრულების მდგომარეობის თაობაზე 2025 წლის 10 მარტიდან 2025 წლის 10 ივნისამდე პერიოდში
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-06-16
ბიუროს ნომერი 59
📜 ტექსტი
წერილი
2-8071/25
13-06-2025
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს
ბატონ შალვა პაპუაშვილს
ბატონო შალვა,
გიგზავნით ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის ბიუროს მიერ მიღებული
გადაწყვეტილებებით განსაზღვრული დავალებების შესრულების მდგომარეობის
თაობაზე - 2025 წლის 10 მარტიდან - 2025 წლის 10 ივნისამდე პერიოდში.
დანართი: 4 ფურცელი
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
დავითი მათიკაშვილი
თბილისი 0118, რუსთაველის გამზ. № 8 საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679, ელ-ფოსტა contact@parliament.ge
ინფორმაცია
დანართი
ი ნ ფ ო რ მ ა ც ი ა
საქართველოს პარლამენტის ბიუროს მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით
განსაზღვრული დავალებების შესრულების მდგომარეობის თაობაზე
(2025 წლის 10 მარტიდან - 2025 წლის 10 ივნისამდე პერიოდში)
2025 წლის 10 მარტიდან - 2025 წლის 10 ივნისამდე პერიოდში ჩატარებული
საქართველოს პარლამენტის ბიუროს 29 სხდომიდან, დავალებები (სულ 21),
რომელთა შესახებაც წარმოდგენილია ინფორმაცია, განისაზღვრა ბიუროს 1
სხდომაზე, მათ შორის 19 დავალება განისაზღვრა საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარის სათათბირო ორგანოს - ხაზინადართა საბჭოს შესაბამისი
გადაწყვეტილებების საფუძველზე.
საქართველოს პარლამენტის სტრუქტურებიდან მიღებული
ინფორმაციის
თანახმად: ყველა დავალება შესრულებულია.
საქართველოს პარლამენტის 2025 წლის 10 მარტის ბიუროს გადაწყვეტილებით
ოქმი N28/13
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს
დაევალა:
1 კვირის ვადაში დადგენილი წესით შეამოწმოს ხელმოწერების ნამდვილობა
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ერი და სახელმწიფო“
(ზვიად ტომარაძე) მიერ წარმოდგენილ - საქართველოს „ჯანდაცვის მსოფლიო
ორგანიზაციიდან“ გამოსვლის მოთხოვნის შესახებ საქართველოს 300-ზე მეტი
მოქალაქის მიერ ხელმოწერილ პეტიციაზე (N1-1685/25; 06.03.2025)
დავალების შესრულების მდგომარეობა:
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტიდან მიღებული ინფორმაციის
თანახმად:
კომიტეტმა საკითხი განიხილა 2025 წლის 17 მარტის კომიტეტის სხდომაზე (ოქმი
N19), დაადასტურა
დადებითი
597 ხელმოწერა, რაც აღემატება 300 ხელმოწერას და
დასკვნა(2-3426/25;
17-03-2025)
წარედგინა
საქართველოს
პარლამენტის ბიუროს.
დავალება შესრულებულია
საქართველოს პარლამენტის 2025 წლის 4 აპრილის ბიუროს გადაწყვეტილებით
ოქმი N36/3
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს
დაევალა:
- ლობისტ ზაალ სარაჯიშვილის განცხადების (N1-2702/25; 03.04.2025) შესწავლა
„უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების
შესახებ“
საქართველოს
კანონის
პროექტზე
მდგომარეობის შეწყვეტის შესახებ.
დავალების შესრულების მდგომარეობა:
ლობისტის
სამართლებრივი
Page |2
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტიდან მიღებული ინფორმაციის
თანახმად:
კომიტეტმა საკითხი განიხილა 2025 წლის 11 აპრილის კომიტეტის სხდომაზე
(ოქმი N24) და დასკვნა - ლობისტად რეგისტრირებული ზაალ სარაჯიშვილის
ლობისტად რეგისტრაციის სამართლებრივი მდგომარეობის შეწყვეტის თაობაზე
წარედგინა საქართველოს პარლამენტის ბიუროს.
დავალება შესრულებულია
საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 5 მაისის ბიუროს გადაწყვეტილებით
ოქმი N45/16
საქართველოს პარლამენტის აპარატს დაევალა:
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოს
სათანადო პროცედურების განხორციელება:
- 37 ერთეული “Toyota/Camry Hybrid” - ის მარკის/მოდელის ავტომობილის
სადაზღვევო მომსახურების მიღების მიზნით სს „ნიუ ვიჟენ დაზღვევასთან“
ხელშეკრულების გასაფორმებლად;
- 37 ერთეული “Toyota/Camry Hybrid” - ის მარკის/მოდელის ავტომობილის
ტექნიკური
მომსახურების
მიზნით
შპს
„ტოიოტა
ცენტრ
თეგეტასთან“
ხელშეკრულების გასაფორმებლად;
- 15 ერთეული სეიფის სახელმწიფო შესყიდვის საშუალებით შესაძენად.
დავალებების შესრულების მდგომარეობა:
საქართველოს პარლამენტის სამეურნეო უზრუნველყოფის დეპარტამენტიდან
მიღებული ინფორმაციის თანახმად:
დავალებები შესრულებულია
ოქმი N45/17
საქართველოს პარლამენტის აპარატს დაევალა:
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოს
სათანადო პროცედურების განხორციელება
სახელმწიფო შესყიდვების საშუალებით:
- 50 ცალი მაგიდის სანათისა და 10 ცალი ტორშერის შესაძენად;
- დამლაგებლების სამუშაო ინვენტარისა და სარეცხ-საწმენდი საშუალებების
შესანახი 33 ერთეული კარადისა და დამლაგებლებისათვის გამოყოფილ
ტექნიკურ ოთახებში გასაღებების შესანახი 22 დახურული თაროს (თანმდევი
მონტაჟით) შესაძენად.
დავალების შესრულების მდგომარეობა:
საქართველოს პარლამენტის სამეურნეო უზრუნველყოფის დეპარტამენტიდან
მიღებული ინფორმაციის თანახმად:
დავალებები შესრულებულია
Page |3
ოქმი N45/18
საქართველოს პარლამენტის აპარატს დაევალა:
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოს
სათანადო პროცედურების განხორციელება
სახელმწიფო შესყიდვების საშუალებით:
- დაზიანებული სავარძლების რესტავრაციისათვის;
- პირადი ჰიგიენის საშუალებების შესაძენად.
დავალებების შესრულების მდგომარეობა:
საქართველოს პარლამენტის სამეურნეო უზრუნველყოფის დეპარტამენტიდან
მიღებული ინფორმაციის თანახმად:
დავალებები შესრულებულია
ოქმი N45/19
საქართველოს პარლამენტის აპარატს დაევალა:
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოს
სათანადო პროცედურების განხორციელება
სახელმწიფო შესყიდვების საშუალებით:
- საქართველოს პარლამენტის სასახლის „B“ კორპუსში მდებარე პარლამენტის
ბიუროს სხდომათა დარბაზის წინა დარბაზის განახლებისათვის;
- აუდიტორიის შეფასების მომსახურების შესაძენად.
დავალებების შესრულების მდგომარეობა:
საქართველოს პარლამენტის
სამეურნეო უზრუნველყოფის დეპარტამენტიდან
მიღებული ინფორმაციის თანახმად:
დავალებები შესრულებულია
ოქმი N45/20/21
საქართველოს პარლამენტის აპარატს დაევალა:
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოს
სათანადო პროცედურების განხორციელება
- მრავალქვედომენიანი SSL-სერიფიკატის (Wildcard SSL) ორწლიანი ლიცენზიის
ონლაინ შესყიდვისათვის;
- მარაგის შევსების მიზნით სასაჩუქრე საქონლის შესაძენად.
დავალებების შესრულების მდგომარეობა:
საქართველოს პარლამენტის
სამეურნეო უზრუნველყოფის დეპარტამენტიდან
მიღებული ინფორმაციის თანახმად:
დავალებები შესრულებულია
ოქმი N45/22/23/24
საქართველოს პარლამენტის აპარატს დაევალა:
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოს
Page |4
სათანადო პროცედურების განხორციელება
სახელმწიფო შესყიდვების საშუალებით:
- 3 ცალი ელექტრო ფარდა-როლეტის (თანამდევი მონტაჟის მომსახურებით)
შესაძენად;
- საქართველოს პარლამენტის სასახლის “A” “B“ „C“ კორპუსების ცოკოლის
დონეზე განლაგებული მატერიალური ღირებულებების შესანახი ოთახებისა და
სასერვეროს ფანჯრებისათვის 13 ერთეული რკინის დარაბის შესაძენად;
- 250 მ 2 ვერტიკალური და 150 მ 2 ჰორიზონტალურიფარდა-ჟალუზის შესაძენად.
დავალებების შესრულების მდგომარეობა:
საქართველოს პარლამენტის
სამეურნეო უზრუნველყოფის დეპარტამენტიდან
მიღებული ინფორმაციის თანახმად:
დავალებები შესრულებულია
ოქმი N45/25/26/27/28/31
საქართველოს პარლამენტის აპარატს დაევალა:
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოს
სათანადო პროცედურების განხორციელება
სახელმწიფო შესყიდვების საშუალებით:
- 8000 ცალი თეთრი, ბურთულიანი საწერი კალმის შესაძენად;
- საქართველოს პარლამენტის სასახლის კონდიცირების ცენტრალური სისტემის
“C” კორპუსის მარცხენა ფლიგელში განთავსებული ჩილერის შესაძენად;
- საქართველოს პარლამენტის სასახლის “A” და “B“
კორპუსების მეოთხე
სართულზე არსებულ გადასასვლელში განთავსებული საზოგადოებასთან
ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტის, პრესცენტრის მედიაცენტრის
დაზიანებული
არხული
ტიპის
გათბობა-კონდიცირების
სისტემის
გადაუდებელი აუცილებლობის გამო შესაძენად;
- ანტივირუსული
სისტემის
(ანტივირუსის
ორწლიანი
ლიცენზია
700
მომხმარებლისათვის) შესაძენად;
- 150 ცალი სამკერდე ნიშნისა და 150 ცალი ნაჭრის ჩანთის შესაძენად.
დავალებების შესრულების მდგომარეობა:
საქართველოს პარლამენტის
სამეურნეო უზრუნველყოფის დეპარტამენტიდან
მიღებული ინფორმაციის თანახმად:
დავალებები შესრულებულია
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის
მიღებულ გადაწყვეტილებათა კონტროლის ჯგუფი