„შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-06-16
ბიუროს ნომერი 59
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს
საკანონმდებლო
მაცნე
(www.matsne.gov.ge),
22.04.2015,
სარეგისტრაციო
კოდი:
270000000.05.001.017705) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. პირველი მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ეს კანონი არეგულირებს შრომითი მიგრაციის სფეროსთვის მიკუთვნებულ
ურთიერთობებს, რომლებიც უკავშირდება პირის (საქართველოს მოქალაქის, საქართველოში
მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელის) საქართველოს ფარგლების გარეთ შრომით
მოწყობას და მის მიერ შრომით საქმიანობას, აგრეთვე საქართველოში მუდმივი ბინადრობის
ნებართვის არმქონე უცხოელის საქართველოში შრომით მოწყობას და მის მიერ შრომით
საქმიანობას ანაზღაურების ან სხვა სახის ფინანსური სარგებლის მისაღებად.“
ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება იმ ურთიერთობებზე, რომლებიც უკავშირდება
უცხოელის საქართველოში შრომით მოწყობას და მის მიერ ანაზღაურებადი შრომითი/სამეწარმეო
საქმიანობის განხორციელებას, თუ იგი:
ა) არის ლტოლვილი, დამატებითი დაცვის ან დროებითი დაცვის მქონე პირი, რომელსაც
ეს სტატუსი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მიენიჭა;
ბ) საქართველოში რეგისტრირებულია თავშესაფრის მაძიებლად;
გ) მუშაობს საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობაში, უცხო
ქვეყნის
საკონსულო
დაწესებულებაში,
საერთაშორისო
ორგანიზაციის
კანონიერ
წარმომადგენლობაში ან/და ორგანოში;
დ) არის საქართველოში კანონიერ საფუძველზე მოქმედი უცხოური მასობრივი
ინფორმაციის საშუალების მიერ აკრედიტებული ჟურნალისტი საქართველოში;
ე) არის პირი, რომელზედაც საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების თანახმად
ვრცელდება შრომითი მოწყობის ამ კანონით დადგენილისგან განსხვავებული წესი;
ვ) არის პირი,რომელიც ფლობს მოქმედ საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა.“.
2. მე-3 მუხლის:
ა) „გ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ1) ადგილობრივი დამსაქმებელი − საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული
პირი, საქართველოში რეგისტრირებული ინდივიდუალური მეწარმე, ამხანაგობა, უცხოური
ორგანიზაციის საქართველოში რეგისტრირებული წარმომადგენლობა ან საქართველოში
კანონიერ საფუძველზე მცხოვრები პირი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით უფლება
აქვს, შრომითი ურთიერთობა ჰქონდეს საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის არმქონე
უცხოელთან და რომელიც იყენებს მის შრომას საქართველოში‘‘;
ბ) დაემატოს „გ2“ ქვეპუნქტი შემდეგი შინაარსით:
„გ2) თვითდასაქმებული უცხოელი − საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის
არმქონე უცხოელი, რომელიც საქართველოში ახორციელებს შრომით საქმიანობას, მათ შორის
1
არის ვაჭრობის, მომსახურების ან სხვა ტიპის საქმიანობის განმახორციელებელი ან პარტნიორი,
დამოუკიდებელი კონტრაქტორი ან სხვაგვარად არის ჩართული სამეწარმეო/შრომითი
საქმიანობის პროცესში და ამ საქმიანობის მიზანია ფინანსური სარგებლის მიღება;“
გ) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თ) შრომითი იმიგრანტი – საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის არმქონე
უცხოელი, რომლის მიზანია საქართველოში ადგილობრივ დამსაქმებელთან შრომითი მოწყობა და
ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობა ან რომელიც ადგილობრივ დამსაქმებელთან შრომით
ურთიერთობას დისტანციურად ეწევა, ასევე, საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის
არმქონე უცხოელი, რომელიც არის თვითდასაქმებული;“
დ) „მ“ და „ნ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მ) შრომითი ურთიერთობა – პირსა და დამსაქმებელს შორის არსებული, შრომითი
მოწყობის სახელმწიფოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შრომითი ურთიერთობა;“
„ნ) შრომითი ხელშეკრულება – ხელშეკრულება, რომელიც აწესრიგებს პირსა და
დამსაქმებელს შორის არსებულ შრომით ურთიერთობას;“
ე) „ჟ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ჟ) შრომითი საქმიანობის უფლება − უფლება, რომელიც გაიცემა საქართველოს
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
სამინისტროს მიერ და რომელიც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ
შემთხვევაში უცხოელს ანიჭებს სპეციალურ უფლებას საქართველოს ტერიტორიაზე
განახორციელოს შრომითი/სამეწარმეო საქმიანობა დამოუკიდებლად ან იყოს შრომით
ურთიერთობაში ადგილობრივ დამსაქმებელთან საქართველოში ან დისტანციური ფორმით;“
3. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის:
ა) „ა.ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა.ი) ამ კანონითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილი ნორმების
შესაბამისად შრომით იმიგრანტებზე და თვითდასაქმებულ უცხოელებზე შრომითი/სამეწარმეო
საქმიანობის უფლების გაცემა და ამ უფლების ფარგლებში საქართველოში მათი საქმიანობის
კონტროლი ;“
ბ) „ა.კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა.კ. საქართველოში დასაქმებული შრომითი იმიგრანტების თაობაზე ინფორმაციის სხვა
სახელმწიფო უწყებებთან გაცვლის უზრუნველყოფა ამ კანონისა და „პერსონალურ მონაცემთა
დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;.
გ) დაემატოს „ა.მ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:
„ა.მ. ამ კანონითა და შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი წესით გააუქმოს შრომით
იმიგრანტზე გაცემული შრომითი საქმიანობის უფლება ან გააგრძელოს ამ უფლებით
სარგებლობის ვადა;
2
დ) „ბ.ბ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:
„ბ.ბ)
საქართველოს
ოკუპირებული
ტერიტორიებიდან
დევნილთა,
შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გაცემული შრომითი საქმიანობის
უფლების საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით D1 კატეგორიის
საიმიგრაციო ვიზის გაცემა;
ე) „გ.გ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:
„გ.გ)
საქართველოს
ოკუპირებული
ტერიტორიებიდან
დევნილთა,
შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გაცემული შრომითი საქმიანობის
უფლების საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შრომითი
ბინადრობის ნებართვის გაცემა.“;
ვ) დაემატოს „გ.დ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:
„გ.დ)
საქართველოს
ოკუპირებული
ტერიტორიებიდან
დევნილთა,
შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გაცემული შრომითი საქმიანობის
უფლების საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ინფორმაციული
ტექნოლოგიების (IT) სფეროში დასაქმებული პირის ბინადრობის ნებართვის გაცემა.“;
ზ) დაემატოს „დ.გ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:
„დ.გ) ამ კანონითა და შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი წესით განახორციელოს
საქართველოში შრომითი საქმიანობის უფლების, D1 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზის, შრომითი
ბინადრობის ნებართვისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) სფეროში დასაქმებული პირის
ბინადრობის
ნებართვის
გარეშე
საქართველში
შრომითი/სამეწარმეო
საქმიანობის
განმახორციელებელი უცხოელების გამოვლენა და კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი
ღონისძიებების განხორციელება.“
4. მუხლი 131 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 131. შრომითი იმიგრანტის ადგილობრივ დამსაქმებელთან შრომითი მოწყობისა და
თვითდასაქმებული უცხოელის მიერ შრომითი/სამეწარმეო საქმიანობა
1. შრომითი იმიგრანტის ადგილობრივ დამსაქმებელთან
შრომითი მოწყობისა და
თვითდასაქმებული უცხოელის მიერ საქართველოში შრომითი/სამეწარმეო საქმიანობა
რეგულირდება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს ორგანული
კანონით „საქართველოს შრომის კოდექსი“, ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო
და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.
2. საქართველოში შრომითი მოწყობისა და ისეთი შრომითი/სამეწარმეო საქმიანობის
უფლება, რომლიდანაც იღებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ეკონომიკურ
სარგებელს, აქვს მხოლოდ იმ უცხოელს, რომელზეც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად
გაცემულია შრომითი ბინადრობის ნებართვა, D1 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზა ან/და
საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული რომელიმე სხვა სახის ბინადრობის ნებართვა
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაცემულ შრომით უფლებასთან ერთად.
3. საქართველოში მყოფ უცხოელს, შრომით საქმიანობის უფლების მიღებაზე განაცხადის
გაკეთების უფლება აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი იგი საქართველოში კანონიერად
იმყოფება.“
3
5. მუხლი 133 - 136 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 133. შრომითი იმიგრანტის ადგილობრივ დამსაქმებელთან შრომითი მოწყობისა და
მის მიერ ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობისა და თვითდასაქმებული უცხოელის მიერ
შრომითი/სამეწარმეო საქმიანობის პირობები
შრომითი იმიგრანტის ადგილობრივ დამსაქმებელთან შრომითი მოწყობისა და მის მიერ
ანაზღაურებადი
შრომითი
საქმიანობის,
ასევე,
თვითდასაქმებული
უცხოელის
შრომითი/სამეწარმეო საქმიანობა
დასაშვებია შრომითი იმიგრანტის ადგილობრივ
დამსაქმებელთან შრომითი მოწყობისა და მის მიერ ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობის
შემთხვევაში, შრომით იმიგრანტსა და ადგილობრივ დამსაქმებელს შორის ამ კანონის 132 მუხლით
განსაზღვრული შრომითი ხელშეკრულების დადების (გარდა თვითდასაქმებული უცხოელის),
ამავე კანონის 134 მუხლით გათვალისწინებული შრომითი საქმიანობის უფლების, შრომთი
ბინადრობის ნებართვის, D1 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზისა ან/და საქართველოს
კანონმდებლობით განსაზღვრული რომელიმე სხვა სახის ბინადრობის ნებართვის საფუძველზე.
„მუხლი 134. შრომითი იმიგრანტისთვის შრომითი საქმიანობის უფლების გაცემა
1. შრომითი იმიგრანტი ადგილობრივ დამსაქმებელთან შრომითი მოწყობისა და მის მიერ
ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში ვალდებულია მოიპოვოს
შრომითი საქმიანობის უფლება
ადგილობრივი დამსაქმებლის მეშვეობით, ხოლო
თვითდასაქმებული უცხოელის შემთხვევაში - უშუალოდ.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, საქართველოს ოკუპირებული
ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს,
შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის თაობაზე, მიმართავს განცხადებით:
ა) თვითდასაქმებული უცხოელი და წარადგენს კანონმდებლობით განსაზღვრულ
დოკუმენტაციას;
ბ) ადგილობრივი დამსაქმებელი, შრომითი ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ და წარადგენს
კანონმდებლობით განსაზღვრულ დოკუმენტაციას;
3. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის სამინისტრო, ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული განცხადების მიღების
შემდეგ იწყებს შრომითი საქმიანობის უფლების გაცემისათვის გათვალისწინებულ პროცედურებს
და კანონმდებლობით დადგენილი ნორმების შესაბამისად იღებს გადაწყვეტილებას ერთ-ერთ
შემდეგ გადაწყვეტილებას:
ა) შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის შესახებ;
ბ) შრომითი საქმიანობის უფლების გაცემაზე უარის თქმის შესახებ.
4. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის სამინისტრო უფლებამოსილია შრომითი საქმიანობის უფლების
მოპოვებისთვის
გაკეთებული
განაცხადის
განხილვის
პროცესში
ადგილობრივ
დამსაქმებელს/თვითდასაქმებულ უცხოელს მოსთხოვოს დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენა
ან/და განხილვის პროცესში გამოვლენილი უზუსტობის აღმოფხვრა.
5. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული განცხადებისა და თანდართული
დოკუმენტაციის სრულად წარდგენის შემდეგ, შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის შესახებ
მიღებული განცხადების განხილვის საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 30 კალენდარულ დღეს.
6. შრომითი საქმიანობის უფლების მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე განცხადების
განხილვის საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 30 კალენდარულ დღეს.
7. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ პირებზე შრომითი საქმიანობის უფლება გაიცემა იმ
შემთხვევაში, თუ სრულად აკმაყოფილებენ ამ კანონითა და შესაბამისი კანონქვემდებარე
ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებს.
4
„მუხლი
პროცედურები
135.
შრომითი
საქმიანობის
უფლების
გაცემასთან
დაკავშირებული
სხვა
1. შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვების შემდეგ, შრომითი იმიგრანტი ვალდებულია:
ა) იმ შემთხვევაში, თუ ჯერ არ იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე, შრომითი
საქმიანობის უფლების მიღებიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა, საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიმართოს უფლებამოსილ ორგანოს D1 კატეგორიის
საიმიგრაციო ვიზის მოსაპოვებლად;
ბ) იმ შემთხვევაში, თუ უკვე იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე, შრომითი საქმიანობის
უფლების მიღებიდან არაუგვიანეს 10 კალენდარული დღისა, საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილი წესით, მიმართოს უფლებამოსილ ორგანოს შრომითი ბინადრობის ნებართვის ან
ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) სფეროში დასაქმებული პირის ბინადრობის ნებართვის
მოსაპოვებლად.
2. შრომით იმიგრანტს, არ აქვს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნების
შესრულების ვალდებულება, თუ მას უკვე აქვს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული
რომელიმე სახის ბინადრობის ნებართვა ან იგი შრომით საქმიანობას ახორციელებს სრულად
დისტანციურად და მისი საქმიანობა არ ითვალისწინებს მის საქართველოს ტერიტორიაზე
შემოსვლის საჭიროებას.
3. ადგილობრივი დამსაქმებელი ვალდებულია, შრომითი საქმიანობის უფლების მქონე
შრომით იმიგრანტთან, გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტის ან
შრომით ხელშეკრულებაში განხორციელებული ცვლილების შემთხვევაში, შესაბამისი ინფორმაცია
ასახოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის სამინისტროს შრომითი მიგრაციის სპეციალურ ელექტრონულ სისტემაში,
შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის ან შრომით ხელშეკრულებაში ცვლილების განხორციელების
დღიდან 5 კალენდარული დღის ვადაში.
4. იმ შემთხვევაში, თუკი ადგილობრივი დამსაქმებელს სურს მასთან დასაქმებულ შრომით
იმიგრანტთან გააგრძელოს შრომითი ურთიერთობა, იგი ვალდებულია კანონმდებლობით
დადგენილი წესის შესაბამისად, მოითხოვოს შრომითი საქმიანობის უფლების ვადის გაგრძელება ამ
შრომით იმიგრანტზე გაცემული შრომითი საქმიანობის უფლების ვადის ამოწურვამდე არანაკლებ
30 კალენდარული დღით ადრე.
5. იმ შემთხვევაში, თუკი თვითდასაქმებულ უცხოელს სურს მასზე გაცემული შრომითი
საქმიანობის უფლების ვადის გაგრძელება, იგი ვალდებულია კანონმდებლობით დადგენილი წესის
შესაბამისად მოითხოვოს შრომითი საქმიანობის უფლების ვადის გაგრძელება მასზე გაცემული
შრომითი საქმიანობის უფლების ვადის ამოწურვამდე არანაკლებ 30 კალენდარული დღით ადრე.
6. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა
და სოციალური დაცვის სამინსიტრო ვალდებულია აცნობოს ადგილობრივ დამსაქმებელსა და
შრომით იმიგრანტს/თვითდასაქმებულ უცხოელს შრომითი საქმიანობის უფლების განცხადების
განხილვის შედეგები, ელექტრონული ფორმით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი
წესით.
7. შრომით იმიგრანტზე შრომითი საქმიანობის უფლება გაიცემა კონკრეტულ ადგილობრივ
დამსაქმებელთან მუშაობის უფლებით, ხოლო თვითდასაქმებული უცხოელის შემთხვევაში კონკრეტული სპეციალობისა და კონკრეტული შრომითი/სამეწარმეო სფეროს მითითებით.
8. შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის შესახებ გადაწყვეტილება შესაძლებელია
გასაჩივრდეს სასამართლოში საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაცნობიდან 1 თვის
ვადაში.
9. შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის/გაცემაზე უარის თაობაზე მიღებული
გადაწყვეტილების გასაჩივრება:
ა) საჩივრის განხილვის პერიოდში, არ წარმოშობს ამ უცხოელის საქართველოში მუშაობის
უფლებას;
5
ბ) არ წარმოშობს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი
მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლით გათვალისწინებული
საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადების სამართლებრივ საფუძველს;
გ) არ აფერხებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს მიერ
გაძევების საკითხის განხილვას ან/და გაძევების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების
აღსრულებას.
10. შრომითი საქმიანობის უფლების ვადებს, ასევე, ამ უფლების გაცემის/გაცემაზე უარის
თქმის და გაცემული შრომითი საქმიანობის უფლების ვადის გაგრძელების პროცედურები
განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
11. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა
და სოციალური დაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს შრომითი საქმიანობის უფლების
გაცემის/გაცემაზე უარის თქმის თაობაზე ინფორმაციის სხვა უფლებამოსილი სახელმწიფო
უწყებებისთვის ხელმისაწვდომობას.
„მუხლი 136. შრომითი იმიგრანტითვის შრომითი საქმიანობის უფლების გაცემაზე უარის
თქმის საფუძვლები
1. შრომითი იმიგრანტითვის შრომითი საქმიანობის უფლების გაცემაზე უარი ეთქვას, თუ:
ა) განცხადებით წარდგენილია არასრულყოფილი ინფორმაცია ან/და სავალდებულო
დოკუმენტაცია და ეს ხარვეზი მისი დადგენიდან 10 კალნდარულ დრეში არ აღმოიფხვრა;
ბ) განცხადება შრომითი საქმიანობის უფლების ვადის გაგრძელების თაობაზე ამ კანონის
5
13 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით განსაზღვრული ვადების დარღვევით არის წარდგენილი;
გ) უცხოელის პროფესია/კვალიფიკაცია და პოზიცია არ შეესაბამება საქართველოს შრომის
ბაზრის მოთხოვნებსა და საჭიროებებს ან არის იმ პროფესიებისა და სპეციალობების
ჩამონათვალში, რომელიც შეზღუდულია ამ კანონის მე-5 მუხლის „ე1“ ქვეპუნქტის შესაბამისად
დადგენილ ნუსხაში;
დ) დაწყებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უცხოელის
საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვა ან მიღებულია გადაწყვეტილება უცხოელის
საქართველოდან გაძევების შესახებ.“.
6. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 137-138 მუხლები:
„მუხლი 137. შრომითი საქმიანობის უფლების შეწყვეტა
1. შრომითი საქმიანობის უფლების შეწყვეტის საფუძვლებია:
ა) ადგილობრივ დამსაქმებელსა და შრომით იმიგრანტს შორის გაფორმებული შრომითი
ხელშეკრულების მოქმედების ვადის ამოწურვა ან ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტა;
ბ) თვითდასაქმებული უცხოელის მიერ, საქართველოს საზღვრების 6 თვეზე მეტი
პერიოდით დატოვება;
გ) შრომითი იმიგრანტისათვისსაქართველოში D1 კატეგორიის ვიზის მოქმედების ვადის
გასვლა ან მოქმედების ვადის შეწყვეტა, გარდა იმ შემთხვევისა თუ მას D1 კატეგორიის ვიზის
მოქმედების ვადის გასვლის ან მოქმედების ვადის შეწყვეტის მომენტში ბინადრობის ნებართვა არ
ექნება მოპოვებული;
დ) შრომითი იმიგრანტისათვისსაქართველოში ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადის
გასვლა ან მოქმედების ვადის შეწყვეტა;
ე) ამ კანონის 136 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შრომითი
იმიგრანტისმიერ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად D1 კატეგორიის
საიმიგრაციო ვიზის ან/და შრომითი ბინადრობის ნებართვის ან ინფორმაციული ტექნოლოგიების
6
(IT) სფეროში დასაქმებული პირის ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად, დადგენილ ვადაში
შრომითი იმიგრანტის მიერ განცხადების წარუდგენლობა;
ვ) შრომითი საქმიანობის უფლების მქონე შრომითი იმიგრანტისმიმართ D1 კატეგორიის
საიმიგრაციო ვიზის, შრომითი ბინადრობის ნებართვის ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT)
სფეროში დასაქმებული პირის ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უფლებამოსილი ორგანოს მიერ
მიღებული უარყოფითი გადაწყვეტილება.
ზ) უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“-„ზ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული შემთხვევის
დადგომისას, შრომითი იმიგრანტის რეგისტრაციის შეწყვეტის თაობაზე ინფორმაცია ეგზავნება მის
დამსაქმებელს, რის საფუძველზეც ადგილობრივი დამსაქმებელი ვალდებულია შეწყვიტოს
აღნიშნულ შრომით იმიგრანტთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება ამ შეტყობინების
მიღებიდან 5 კალენდარული დღის ვადაში და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარუდგინოს
სავალდებულო ინფორმაცია.
3. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა
და სოციალური დაცვის სამინისტრო ვალდებულია შრომითი საქმიანობის უფლების ვადაზე ადრე
შეწყვეტის შესახებ აცნობოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − სახელმწიფო სერვისების
განვითარების სააგენტოს შრომითი საქმიანობის უფლების შეწყვეტიდან პირველივე
შესაძლებლობისთანავე, მაგრამ არაუგვიანეს 2 სამუშაო დღისა.
4. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა
და სოციალური დაცვის სამინისტრო ვალდებულია D1 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზის მქონე
უცხოელისთვის შრომითი საქმიანობის უფლების შეწყვეტის შესახებ აცნობოს საქართველოს
საგარეო საქმეთა სამინისტროს შრომითი საქმიანობის უფლების შეწყვეტიდან პირველივე
შესაძლებლობისთანავე, მაგრამ არაუგვიანეს 2 სამუშაო დღისა.
5. საქართველოში შრომითი საქმიანობის უფლების ვადაზე ადრე შეწყვეტასთან
დაკავშირებული სხვა საკითხები წესრიგდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
მუხლი 138. საქართველოში შრომითი საქმიანობის უფლების მისაღებად განცხადების
განმეორებით წარდგენა
1. უცხოელს, რომელსაც
საქართველოში შრომითი საქმიანობის უფლების
გაცემაზე/გაგრძელებაზე უარი ეთქვა ან შრომითი საქმიანობის უფლება ვადაზე ადრე შეუწყდა,
უფლება აქვს განმეორებით წარადგინოს განცხადება შრომითი საქმიანობის უფლების
გაცემის/გაგრძელების თაობაზე, მიღებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან არანაკლებ 1 თვის
შემდეგ.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებით სარგებლობა
შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ პირი შრომითი საქმიანობის უფლების მიღებამდე ან
გაგრძელების მომენტისთვის არ იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე ან მას აქვს საქართველოს
ტერიტორიაზე ყოფნის კანონიერი საფუძველი.“.
7. მე-14 მუხლის:
ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ამ კანონით დადგენილი მოთხოვნების დარღვევის კონტროლს უფლებამოსილების
ფარგლებში ახორციელებს:
ა) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა
და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლისადმი დაქვემდებარებული
საჯარო სამართლის იურიდიული პირი − შრომის ინსპექციის სამსახური (შემდგომ − შრომის
ინსპექცია), რომელიც უფლებამოსილია ამ კანონის შესაბამისი ნორმების დარღვევისთვის
7
6
სამართალდამრღვევს დააკისროს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ამ კანონის მე-15−16
მუხლების შესაბამისად;
ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო, რომელიც
უფლებამოსილია ამ კანონის შესაბამისი ნორმების დარღვევისთვის შრომით იმიგრანტს ან
თვითდასაქმებულ უცხოელს დააკისროს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ამ კანონის 161 და
6
16 მუხლების შესაბამისად.“;
ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 და 32 პუნქტები :
„31. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სამართალდარღვევის
ადმინისტრაციული წარმოების წესი და პროცედურები განისაზღვრება საქართველოს
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად.
„32. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
გადაწყვეტილების გასაჩივრება არ აჩერებს მის აღსრულებას.“
8. 161 და 162 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
1
„მუხლი 16 . შრომითი იმიგრანტის მიერ შრომითი საქმიანობის უფლების გარეშე შრომითი
საქმიანობის განხორციელება
1. ადგილობრივ დამსაქმებელთან შრომითი იმიგრანტის მიერ შრომითი საქმიანობის
უფლების გარეშე შრომითი საქმიანობა ადგილობრივი დამსაქმებლისთვის (თითოეულ შრომით
იმიგრანტზე ინდივიდუალურად) გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით;
2. ადგილობრივ დამსაქმებელთან შრომითი იმიგრანტის მიერ შრომითი საქმიანობის
უფლების გარეშე შრომითი საქმიანობა შრომითი იმიგრანტისთვის გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით;
3. თვითდასაქმებული უცხოელის მიერ შრომითი საქმიანობის უფლების გარეშე შრომითი
საქმიანობა გამოიწვევს თვითდასაქმებული უცხოელის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით;
4. ამ მუხლის პირველი, მე-2 ან მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული სამართალდარღვევის
განმეორებით ჩადენა –
გამოიწვევს დაჯარიმებას ამ მუხლის პირველი, მე-2 ან მე-3 პუნქტებით
გათვალისწინებული ჯარიმის ორმაგი ოდენობით.
5. ამ პუნქტით ან ამ მუხლის მე-4 პუნქტით სახდელდადებული პირის მიერ ამ მუხლის
პირველი, მე-2 ან მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის
ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის სამმაგი
ოდენობით.“.
„მუხლი 162. შრომის ინსპექციის საქმიანობისთვის ხელის
საიდენტიფიკაციო დოკუმენტაციის წარუდგენლობა
შეშლა
ან
უცხოელის
1. შრომის ინსპექციის მიერ ამ კანონითა და „შრომის ინსპექციის შესახებ“ საქართველოს
კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელებისას მისი საქმიანობისთვის
ხელის შეშლა ან უცხოელის საიდენტიფიკაციო დოკუმენტაციის წარუდგენლობა −
ა) ადგილობრივი დამსაქმებლის შემთხვევაში გამოიწვევს:
8
ა.ა) წინა კალენდარული წლის მიხედვით 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ფიზიკური
პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით;
ა.ბ) წინა კალენდარული წლის მიხედვით 100 000 ლარის ან 100 000 ლარზე მეტი
შემოსავლის მქონე ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით;
ა.გ) დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის (გარდა ფიზიკური პირისა), რომლის
მიერ წინა უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული, დღგ-ით
დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა 100 000 ლარს არ აღემატება, დაჯარიმებას 2 000 (ორი
ათასი) ლარის ოდენობით;
ა.დ) დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის (გარდა ფიზიკური პირისა), რომლის
მიერ წინა უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული, დღგ-ით
დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა აღემატება 100 000 ლარს, მაგრამ არ აღემატება 500 000
ლარს, დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით;
ა.ე) დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის (გარდა ფიზიკური პირისა), რომლის
მიერ წინა უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული, დღგ-ით
დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა 500 000 ლარს აღემატება, დაჯარიმებას 7 000 ლარის
ოდენობით;
ა.ვ) ნებისმიერი სხვა დამსაქმებლის, მათ შორის, იმ პირის, რომელიც რეგისტრირებული არ
არის დღგ-ის გადამხდელად (გარდა ფიზიკური პირისა), დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.
ბ) თვითდასაქმებული უცხოელის შემთხვევაში გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისთვის
ადმინისტრაციული სახდელის დაკისრებიდან 1 კალენდარული წლის განმავლობაში იმავე
ქმედების განმეორებით ჩადენა −
გამოიწვევს დაჯარიმებას შესაბამისი სამართალდარღვევის ჩადენისთვის დაკისრებული
ჯარიმის ორმაგი ოდენობით.“.
9. 164 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ამ კანონის 132 მუხლით გათვალისწინებული შრომითი ხელშეკრულების პირობის
დარღვევა −
გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას:
ა) წინა კალენდარული წლის მიხედვით 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე
ადგილობრივი დამსაქმებლისა, რომელიც ფიზიკური პირია, − არანაკლებ 200 ლარის ოდენობით,
მაგრამ არაუმეტეს 400 ლარისა;
ბ) წინა კალენდარული წლის მიხედვით 100 000 ლარის ან 100 000 ლარზე მეტი შემოსავლის
მქონე ადგილობრივი დამსაქმებლისა, რომელიც ფიზიკური პირია, − არანაკლებ 300 ლარის
ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 800 ლარისა;
გ) დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ადგილობრივი დამსაქმებლისა (გარდა
ფიზიკური პირისა), რომლის მიერ წინა უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში
განხორციელებული, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა 100 000 ლარს არ აღემატება,
− არანაკლებ 300 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 800 ლარისა;
დ) დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ადგილობრივი დამსაქმებლისა (გარდა
ფიზიკური პირისა), რომლის მიერ წინა უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში
განხორციელებული, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა აღემატება 100 000 ლარს,
მაგრამ არ აღემატება - 500 000 ლარს, − არანაკლებ 400 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 900
ლარისა;
ე) დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ადგილობრივი დამსაქმებლისა (გარდა
ფიზიკური პირისა), რომლის მიერ წინა უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში
9
განხორციელებული, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა 500 000 ლარს აღემატება, −
არანაკლებ 600 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 1 000 ლარისა;
ვ) ნებისმიერი სხვა ადგილობრივი დამსაქმებლისა, მათ შორის, იმ პირისა, რომელიც
რეგისტრირებული არ არის დღგ-ის გადამხდელად (გარდა ფიზიკური პირისა), − არანაკლებ 200
ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 400 ლარისა.“.
10. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 165 და 166 მუხლები:
5
„მუხლი 16 . ადგილობრივი დასაქმებლის მიერ, მასთან დასაქმებული შრომით იმიგრანტთან
გაფორმებული შრომთი ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტის, შრომით ხელშეკრულებაში
ცვლილების შეტანის ან შრომითი ხელშეკრულების ვადის გაგრძელების თაობაზე ინფორმაციის
წარუდგენლობა
1. ადგილობრივი დამსაქმებლის მიერ, მასთან დასაქმებული შრომით იმიგრანტთან
გაფორმებული შრომთი ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტის, შრომით ხელშეკრულებაში
ცვლილების შეტანის ან შრომითი ხელშეკრულების ვადის გაგრძელების თაობაზე ინფორმაციის
წარუდგენლობა (თითოეული შრომითი იმიგრანტისათვის ინდივიდუალურად) −
გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.
2. ადგილობრივ დამსაქმებელთან დასაქმებული შრომითი იმიგრანტის მიერ შრომთი
ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტის, შრომით ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის ან
შრომითი ხელშეკრულების ვადის გაგრძელების თაობაზე ინფორმაციის წარუდგენლობა გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.
3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული სამართალდარღვევის
განმეორებით ჩადენა, გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.
4. ამ პუნქტით ან ამ მუხლის მე-3 პუნქტით სახდელდადებული პირის მიერ ამ მუხლის
პირველი ან მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის
ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის სამმაგი
ოდენობით.“.
„მუხლი 166. შრომითი საქმიანობის უფლების პირობების დარღვევა
1. შრომითი იმიგრანტის მიერ ადგილობრივი დამსაქმებლის ან თვითდასაქმებული
უცხოელის მიერ შრომითი/სამეწარმეო საქმიანობის ცვლილება, რომელზეც გაცემულია შრომითი
საქმიანობის უფლება, ამ უფლების განახლების გარეშე, ამ შრომითი იმიგრანტისთვის გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევის განმეორებით
ჩადენა –
გამოიწვევს დაჯარიმებას ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის
ორმაგი ოდენობით.
3. ამ პუნქტით ან ამ მუხლის მე-2 პუნქტით სახდელდადებული პირის მიერ ამ მუხლის
პირველი პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის სამმაგი
ოდენობით.“.
10
11. მე-17 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 და 22 პუნქტები:
„21. 2026 წლის 1 მარტამდე:
ა) საქართველოს მთავრობამ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა,
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წარდგინებით უზრუნველყოს:
ა.ა) შრომითი იმიგრანტზე და თვითდასაქმებულ უცხოელზე შრომითი საქმიანობის
უფლების გაცემის წესის დამტკიცება;
ბ) საქართველოს მთავრობამ და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა უზრუნველყონ
სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა ან/და სხვა
სათანადო ღონისძიებების განხორციელდება.
22. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა
და სოციალური დაცვის სამინისტროს მონაცემთა ერთიან ბაზაში (labourmigration.moh.gov.ge)
რეგისტრირებულმა იმ შრომითმა იმიგრანტებმა, რომლებსაც 2026 წლის 1 მარტის მომენტისთვის
რეგისტრაციის სტატუსი აქვთ აქტიური, არაუგვიანეს 2027 წლის 1 იანვრამდე, საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით უნდა მოიპოვონ შრომითი საქმიანობის უფლება და
შესაბამისი ბინადრობის ნებართვა.“.
მუხლი 2
1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი–მე-10 პუნქტებისა და 11-ე
პუნქტით
გათვალისიწინებული
კანოის
მე-17
მუხლის
22 პუნქტი
ამოქმედდეს
გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი–მე-10 პუნქტები და 11-ე პუნქტით
გათვალისიწინებული კანოის მე-17 მუხლის 22 პუნქტი ამოქმედდეს 2026 წლის 1 მარტს.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ ყაველაშვილი
11
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
2023 წლის 1 სექტემბრიდან, „შრომითი მიგრაციის შესახებ“
საქართველოს
კანონში
განხორციელებული ცვლილებების შედეგად, შეიქმნა და განვითარდა შრომითი მიგრაციის
მარეგულირებელი ახალი ნორმები და მექანიზმები, რამაც გარკვეულწილად გაამართლა.
აღნიშნულზე მეტყველებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს არსებული ოფიციალური მონაცემები,
მაგალითად, 2015 წლიდან („შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის
ამოქმედებიდან) 2023 წლამდე (მასში განხორციელებული ცვლილებების ამოქმედებამდე), 8
წლის განმავლობაში, ჯამში სამინისტროში შევიდა ინფორმაცია მხოლოდ 3 800 უცხო ქვეყნის
მოქალაქის დასაქმების თაობაზე. ხოლო 2023 წლის 1 სექტემბრიდან (განხორციელებული
ცვლილებების ძალაში შესვლიდან), წელიწადნახევარში, სამინისტროს შრომითი მიგრაციის
სპეციალურ ელექტრონულ სისტემაში დარეგისტრირდა 42 000-ზე მეტი შრომითი იმიგრანტი
(სისტემაში ყოველდღიურად ემატება საშუალოდ 50-დან 100-მდე საქართველოში დასაქმებული
უცხოელი).
მიუხედავად, იმისა, რომ საკანონმდებლო ცვლილებებით დადგენილმა ახალმა მექანიზმებმა
შექმნა შესაძლებლობა უკეთ დაწყებულიყო საქართველოში შრომითი მიგრაციის პროცესების
რეგულირება და აღრიცხვა, არსებული ზოგადი საიმიგრაციო ტენდენციებისა და სტატისტიკის
გათვალისწინებით, შეიძლება ითქვას, რომ სამინისტროს ხელთ არსებული ოფიციალური
სტატისტიკა სრულყოფილად არ ასახავს საქართველოში დასაქმებული უცხოელების ზუსტ
რაოდენობას.
ამ პრობლემაზე საუბარი შესაძლებელია ასევე საქსტატის ოფიციალური მონაცემების
გათვალისწინებითაც. მაგალითად, მხოლოდ 2022-2023 წლებში, საზღვრის კვეთის მონაცემებზე
დაყრდნობით,
საქართველოში შემოვიდა 239 334 უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც
საქართველოში დარჩა მინიმუმ 6 თვეს + 1 დღე (ეს არის ის მეთოდი რითაც საქსტატი თვლის
იმიგრანტებს). მიგრაციის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალა არის დასაქმება და
ეკონომიკური სტაბილურობის ძიება. შესაბამისად, მაღალი ალბათობით, ქვეყანაში დარჩენილი
უცხო ქვეყნის მოქალაქეების მნიშვნელოვანი ნაწილი ეკონომიკური მიგრანტია. თუმცა, შრომის
ბაზარზე სამინისტროს სისტემაში არსებული სტატისტიკის მიხედვით მხოლოდ 42 000 შრომითი
იმიგრანტია რეგისტრირებული. ეს შეუსაბამობა მკაფიოდ მიუთითებს, რომ ქვეყანაში შრომითი
იმიგრაციის აღრიცხვა და მონიტორინგი სრულყოფილი არ არის და არსებითად ვერ ასახავს იმ
სამუშაო ძალას, რომელიც რეალურად ოპერირებს ქართულ შრომის ბაზარზე. შედეგად,
რთულდება მიზნობრივი პოლიტიკის დაგეგმვა, შრომითი უფლებების დაცვა და ბაზრის
რეალური სურათის ანალიზი.
ასევე, უდიდეს გამოწვევად რჩება საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემოსვლისა და
დასაქმების რეალური კონტროლისა და საჭიროების შემთხვევაში დასაქმებაზე უარის თქმის
მექანიზმის არარსებობა. აღნიშნული კი, თავის მხრივ, განაპირობებს საქართველოში
არაკვალიფიციური მუშახელის შემოსვლას, რაც საბოლოო ჯამში ნეგატიურად აისახება როგორც
ადგილობრივ სამუშაო ძალაზე, ასევე შრომის ბაზრის ინტერესებზეც.
საქართველოში მიგრაციული პროცესების რეგულირებისა და მართვის უკეთესი მექანიზმების
დანერგვის მიზნით, რომლებიც უზრუნველყოფს არალეგალური მიგრაციული ნაკადების
შემცირებას, საქართველოში შრომითი მიგრაციის პროცესების ლეგალურ ჩარჩოებში მოქცევას და
ასევე, შესაბამისი სტატისტიკური მონაცემების შეგროვებას, წარმოდგენილი კანონპროექტი
ითვალისწინებს შრომითი საქმიანობის უფლების სისტემის დანერგვასა და მისი
აღსრულებისთვის საჭირო მექანიზმებს, ასევე, შესაბამის პასუხისმგებლობის ნორმებს.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქის დასაქმების
მიზნით სპეციალური ნებართვის სისტემა ან შრომითი მიგრაციის სპეციალურ ელექტრონულ
სისტემაში რეგისტრირებული შრომითი იმიგრანტის რეგისტრაციის გაუქმების მექანიზმი არ
არსებობს, მაშინ როცა შრომითი მიგრაციის სპეციალურ ელექტრონულ სისტემაში რეგისტრაცია
(დასაქმების უფლება) უცხო ქვეყნის მოქალაქეს აძლევს საქართველოში ლეგალურად მუშაობის
უფლებას.
ასევე აღსანიშნავია, რომ საქართველოში შემოსული უცხო ქვეყნის მოქალაქეების დიდი
რაოდენობა, საქართველოში შემოდის ტურისტული სტატუსით (უვიზო მიმოსვლის ფარგლებში
ან ტურისტული ვიზით), რომლებიც შემდგომ ადგილობრივი დამსაქმებლის დახმარებით
იწყებენ
მუშაობას
საქართველოში.
ასევე,
უვიზო
მიმოსვლის
ფარგლებში
შემოსული
უცხოელების მიმართ, კანონმდებლობა არ ადგენს შრომითი იმიგრანტის მიერ საქართველოში
შრომითი საქმიანობის
ვალდებულებას.
უფლებისა
და
შრომითი
ბინადრობის
ნებართვის
მოპოვების
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოში შრომითი იმიგრაციის საკითხის რეალური
რეგულირება და მართვა იქცა ძალიან დიდ გამოწვევად.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
საერთაშორისო პრაქტიკიდან გამომდინარე, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ზემოთ
ხსენებული გამოწვევების მოგვარების საუკეთესო ვარიანტი და საშუალება არის „შრომითი
მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების განხორციელება და უცხოელის
დასაქმებაზე სპეციალური უფლების მოპოვების მექანიზმის დანერგვა.
წარმოდგენილი
კანონპროექტის
მიღება
მნიშვნელოვნად
გააუმჯობესებს
მიგრაციული
პროცესების რეგულირებისა და მართვის მექანიზმებს. აღნიშნული პოზიტიურად აისახება
ქვეყანაში არალეგალური მიგრაციის შემცირებაზე, შრომის ბაზრის დაცვაზე და მის სტაბილურ
განვითარებაზე, რაც საბოლოო ჯამში ქვეყნის მდგრადი ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი
მნიშვნელოვანი წინაპირობაა.
კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილებები საშუალებას მისცემს შესაბამის სახელმწიფო
უწყებებს,
სისტემატურად
შეაგროვონ
და
გააანალიზონ
შრომის
ბაზრის
შესაბამისი
სტატისტიკური მონაცემები, რაც საფუძველი იქნება მიზნობრივი და მოქნილი შრომითი
პოლიტიკის შემუშავებისთვის. ასევე, ეკონომიკის სექტორულ ჭრილში სამუშაო ძალის
მოთხოვნა-მიწოდების დინამიკის შესწავლა მნიშვნელოვანი იქნება მიზნობრივი პოლიტიკის
განსასაზღვრად რაც საშუალებას მისცემს სახელმწიფოს იმოქმედოს პროაქტიურად, შიდა
შრომითი ბაზრის ინტერესების დაცვით.
პირველ რიგში, მთავარ პრიორიტეტად განისაზღვრება შიდა შრომითი რესურსების დაცვა. იმ
ეკონომიკურ სექტორებში, სადაც დაფიქსირდება სამუშაო ძალის ჭარბი მიწოდება, უპირატესობა
მიენიჭება ადგილობრივი სამუშაო ძალის დასაქმებას, ხოლო უცხოელი მოქალაქეების დასაქმება
შესაბამისი რეგულაციების ფარგლებში შეიზღუდება, რათა არ მოხდეს ადგილობრივი
დასაქმებულების შესაძლებლობების შეზღუდვა.
მეორე მხრივ, იმ სექტორებში, სადაც გამოიკვეთება კადრების დეფიციტი, სახელმწიფოს მიდგომა
იქნება შრომითი იმიგრანტების შერჩევითი და დროებითი დასაქმება - განსაზღვრული
პერიოდისთვის და ზედამხედველობის პირობებში. უცხოელ სამუშაო ძალას მიეცემა დასაქმების
უფლება მხოლოდ იმ პირობებში, როდესაც დადასტურდება, რომ შესაბამისი პოზიციებისთვის
ადგილობრივი
კადრები
არ
არის
ხელმისაწვდომი.
პარალელურად,
განხორციელდება
ადგილობრივი სამუშაო ძალის გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება, რათა გრძელვადიან
პერსპექტივაში სამუშაო ძალაზე მოთხოვნა მაქსიმალურად შიდა რესურსებით დაკმაყოფილდეს.
შედეგად მოხდება ადგილობრივი სამუშაო ძალის უფრო მეტად ინტეგრაცია ეკონომიკურ
საქმიანობაში, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში უზრუნველყოფს ქვეყნის ეკონომიკური
პოტენციალის სრულ რეალიზებას.
ეს მიდგომა შექმნის ადგილობრივი შრომითი რესურსების განვითარების მექანიზმებს, რაც
შეამცირებს უცხოურ სამუშაო ძალაზე დამოკიდებულებას. გარდა ამისა, შრომითი მიგრაცია
იქნება მხოლოდ ეკონომიკური საჭიროებით განპირობებული და მკაცრად გაკონტროლებული.
შედეგად, გაიზრდება ადგილობრივი სამუშაო ძალის კონკურენტუნარიანობა, გაუმჯობესდება
შრომითი მიგრაციის ხარისხი და შემცირდება არალეგალური დასაქმების მაჩვენებელი, რაც
გრძელვადიან პერსპექტივაში ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკური მდგრადობის განმტკიცებას.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქის დასაქმებისთვის
სავალდებულოა მხოლოდ მისი შრომითი მიგრაციის სპეციალურ ელექტრონულ სისტემაში
რეგისტრაცია (რომელსაც ახორციელებს ამ უცხოელის დამსაქმებელი). ამავდროულად,
კანონმდებლობა არ ადგენს მექანიზმებს, რომლითაც შრომის ბაზრის ინტერესებიდან
გამომდინარე, სახელმწიფოს საშუალებას მისცემდა უარი ეთქვა უცხოელისთვის საქართველოში
დასაქმებაზე. აღნიშნული კი, თავის მხრივ, ხშირ შემთხვევაში განაპირობებს საქართველოში
არაკვალიფიციური ან ჭარბი ოდენობის მუშახელის შემოსვლას, რაც საბოლოო ჯამში
ნეგატიურად აისახება როგორც ადგილობრივ სამუშაო ძალაზე, ასევე შრომის ბაზრის
ინტერესებზეც.
ასევე, უვიზო მიმოსვლის ფარგლებში შემოსული უცხოელების მიმართ, რომლებიც საქმდებიან
საქართველოში და რეგისტრირდებიან შრომითი მიგრაციის სპეციალურ ელექტრონულ
სისტემაში, კანონმდებლობა არ ადგენს შრომითი იმიგრანტის მიერ საქართველოში შრომითი
საქმიანობის უფლებისა და შრომითი ბინადრობის ნებართვის მოპოვების ვალდებულებას.
საერთაშორისო პრაქტიკიდან გამომდინარე, წარმოდგენილი კანონპროექტი ითვალისწინებს
შრომითი საქმიანობის უფლების სისტემის დანერგვასა და მისი აღსრულებისთვის საჭირო
მექანიზმებს, ასევე, შესაბამის პასუხისმგებლობის ნორმებს.
შესაბამისად, წარმოდგენილი ცვლილების თანახმად:
შემუშავდება და დაინერგება უცხოელის დასაქმებისთვის სპეციალური სამუშაო
უფლების გაცემის მექანიზმი;
შემუშავდება აღნიშული სამუშაო უფლების გაცემის კრიტერიუმები;
დარეგულირდება საქართველოში უცხოელი ფიზიკური პირების შრომითი/სამეწარმეო
საქმიანობა (ისეთი შემთხვევები, როდესაც არ გვაქვს კლასიკური დასაქმება);
შემუშავდება კანონმდებლობით დადგენილი ნორმების აღსრულების ახალი მექანიზმები
და განისაზღვრება მათი აღმასრულებელი უწყებები;
გაიზარდება საჯარიმო სანქცია იმ დამსაქმებლებთან მიმართებაში, ვინც უცხოელს
დაასაქმებს სპეციალური სამუშაო უფლების მოპოვების გარეშე;
დაწესდება საჯარიმო სანქცია თითოეული შრომითი მიგრანტისთვის, რომელიც
საქართველოში სპეციალური სამუშაო უფლების გარეშე ეწევა შრომით/სამეწარმეო
საქმიანობას;
საქართველოში შრომითი მიგრაციის პროცესების სრულყოფილად დარეგულირდება და
მართვის მიზნით განისაზღვრება შესაბამისი სახელმწიფო უწყებების ვალდებულებები
და ფუნქციები.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
აღნიშნული
ქვეპუნქტი
არ
გამოიყენება
წარმოდგენილ
კანონპროექტთან
მიმართებაში
(კანონპროექტი არ არის ინიცირებული საქართველოს მთავრობის მიერ).
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის
მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტი ითვალისწინებს კანონის 2026 წლის 1 მარტს ამოქმედებას, ვინაიდან ვინაიდან
ახალი რეგულაციების იმპლემენტაციისათვის შესაბამის სახელმწიფო უწყებებს მიეცეთ
სათანადო დრო. ასევე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მონაცემთა ერთიან ბაზაში
(labourmigration.moh.gov.ge) რეგისტრირებულმა იმ შრომითმა იმიგრანტებმა, რომლებსაც ამ
კანონის ამოქმედების მომენტში რეგისტრაციის სტატუსი აქვთ აქტიური, არაუგვიანეს 2027 წლის
1 იანვრისა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უნდა მოიპოვონ სპეციალური
სამუშაო უფლება და შესაბამისი კატეგორიის ბინადრობის ნებართვა. ამავდროულად, არ არის
გათვალისწინებული კანონისთვის უკუძალის მინიჭება.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, აუცილებელია საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე
აღნიშნული კანონპროექტის მიღება. საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, 2025 წლის საგაზაფხულო სესია მთავრდება 27 ივნისს,
შესაბამისად,
ინიციატორების მიერ მოთხოვნილია კანონპროექტის დაჩქარებული წესით
განხილვა.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი)
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსების წყაროა საქართველოს
სახელმწიფო
ბიუჯეტი.
აღნიშნული
ხარჯები
საშუალოვადიან
პერიოდში
საჭიროების
შესაბამისად დაფინანსდება შესაბამის სახელმწიფო უწყებათა საბიუჯეტო ასიგნებებიდან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას იქონიებს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე,
კანონპროექტის 161, 162, 164, 165 და 16
6
მუხლებით გათვალისწინებული რეგულაციების
დარღვევისთვის გათვალისწინებული ფინანსური პასუხისმგებლობების (ფულადი ჯარიმების)
დაკისრების სახით. გავლენის ოდენობა დამოკიდებული იქნება სამართალდარღვევათა
რაოდენობაზე.
ასევე, საქართველოში დასაქმებული შრომითი იმიგრანტების საქმიანობის ლეგალურ ჩარჩოში
მოქცევა და მათ მიერ გადახდილი საშემოსავლო გადასახადის გადახდა დადებითად აისახება
სახელწიფო/ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
გავლენის ოდენობა დამოკიდებული იქნება დასაქმებულ უცხოელთა რაოდენობასა და მათი
ანაზღაურების ოდენობაზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტი ითვალისწინებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა,
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში მოქმედი მონაცემთა ერთიანი
ბაზის დახვეწას ცვლილებებით დადგენილი ნორმების აღსრულებისთვის, რაც გულისხმობს
სამინისტროს მიერ უცხოელზე შრომითი საქმიანობის უფლების გაცემას. აღნიშნული
ღონისძიებები განხორციელდება სამინისტროს არსებული საკადრო და ფინანსური რესურსის
ფარგლებში, შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მიერ, რომელიც პასუხისმგებელია
შრომითი მიგრაციის რეგულირებაზე და ამჟამად ახორციელებს შრომითი მიგრანტების
რეგისტრაციას და არ გამოიწვევს დამატებითი ხარჯების გამოყოფას.
გარდა ამისა, კანონმდებლობის ამოქმედებამდე განხორციელდება შესაბამისი საინფორმაციო
კამპანიები, რათა მოხდეს იმ პირთა დროული ინფორმირება, რომელთა მიმართაც ვრცელდება
კანონპროექტის მოქმედება. აღნიშნული ასევე განხორციელდება სამინისტროს არსებული
ასიგნებების ფარგლებში.
ამასთან, კანონპროექტი ითვალისწინებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ან/და მის
სისტემაში
შემავალი
ადმინისტრაციული
ორგანოების
მიერ,
საქართველოში
შრომითი
საქმიანობის უფლების, D1 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზის, შრომითი ბინადრობის ნებართვისა
და ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) სფეროში დასაქმებული პირის ბინადრობის ნებართვის
გარეშე საქართველოში შრომითი/სამეწარმეო საქმიანობის განმახორციელებელი უცხოელების
გამოვლენას და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებას. აღნიშნული ღონისძიებები
განხორციელდება შსს-ს არსებული საკადრო და ფინანსური რესურსების ფარგლებში და არ
გამოიწვევს დამატებითი ხარჯების გამოყოფას.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს
ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების
(საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება სახელმწიფოს მხრიდან ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას არ
ითვალისწინებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა
და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ
ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტით მკაცრდება შრომითი იმიგრანტების მიერ რეგულაციების დარღვევაზე
კონტროლი, ამასთან იხვეწება როგორც არსებული ჯარიმები, რაც გულისხმობს როგორც
დამსაქმებლის, ასევე დასაქმებულის დაჯარიმებას, ასევე შემოდის ახალი ჯარიმები. აღნიშნული
6
ჯარიმები გათვალისწინებულია კანონპროექტის 161, 162, 164, 165 და 16 მუხლებით. ამასთან,
ცვლილებების ამოქმედებამდე გათვალისწინებულია დროის პერიოდი და აქტივობები, რათა
მოხდეს იმ პირთა დროული ინფორმირება, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის
მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად განსაზღვრული ჯარიმების
განსაზღვრის პრინციპი ეფუძნება არსებული პრაქტიკით გათვალისწინებულ დაშვებებს. ასევე,
გაანალიზებულია არსებული სხვადასხვა ჯარიმების ოდენობები, შესაბამისად მოცემულ
კანონპროექტში წარმოდგენილი
ჯარიმების ოდენობები თანაზომადია და შესაბამისობაში
მოდის ანალოგიური სახის სხვა შენატანებთან. ემატება საჯარიმო სანქციებზე პასუხისმგებელი
სახელმწიფო უწყება, ემატება შრომითი იმიგრანტის მიერ სამართალდარღვევის შემთხვევაში
ჯარიმის დაკისრება და შინაარსობრივად შესაბამისობაში მოდის საკანონმდებლო
ცვლილებებთან. შესაბამისად, კანონპროექტით განსაზღვრული მარეგულირებელი ნორმების
დარღვევის შემთხვევაში, გათვალისწინებულია შემდეგი სახის ჯარიმები:
1
„მუხლი 16 . შრომითი იმიგრანტის მიერ შრომითი საქმიანობის უფლების გარეშე შრომითი
საქმიანობის განხორციელება
1. ადგილობრივ დამსაქმებელთან შრომითი იმიგრანტის მიერ შრომითი საქმიანობის
უფლების გარეშე შრომითი საქმიანობა ადგილობრივი დამსაქმებლისთვის (თითოეულ შრომით
იმიგრანტზე ინდივიდუალურად)-
გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით;
2. ადგილობრივ დამსაქმებელთან შრომითი იმიგრანტის მიერ შრომითი საქმიანობის
უფლების გარეშე შრომითი საქმიანობა შრომითი იმიგრანტისთვის გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით;
3. თვითდასაქმებული უცხოელის მიერ შრომითი საქმიანობის უფლების გარეშე
შრომითი საქმიანობა გამოიწვევს თვითდასაქმებული უცხოელის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით;
4. ამ მუხლის პირველი, მე-2 ან მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული
სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ამ მუხლის პირველი, მე-2 ან მე-3 პუნქტებით
გათვალისწინებული ჯარიმის ორმაგი ოდენობით.
5. ამ პუნქტით ან ამ მუხლის მე-4 პუნქტით სახდელდადებული პირის მიერ ამ მუხლის
პირველი,
მე-2
ან
მე-3
პუნქტებით
გათვალისწინებული
ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის
სამმაგი ოდენობით.“.
„მუხლი 162. შრომის ინსპექციის საქმიანობისთვის ხელის შეშლა ან უცხოელის
საიდენტიფიკაციო დოკუმენტაციის წარუდგენლობა
1. შრომის ინსპექციის მიერ ამ კანონითა და „შრომის ინსპექციის შესახებ“ საქართველოს
კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელებისას მისი საქმიანობისთვის
ხელის შეშლა ან უცხოელის საიდენტიფიკაციო დოკუმენტაციის წარუდგენლობა −
ა) ადგილობრივი დამსაქმებლის შემთხვევაში გამოიწვევს:
ა.ა) წინა კალენდარული წლის მიხედვით 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ფიზიკური
პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით;
ა.ბ) წინა კალენდარული წლის მიხედვით 100 000 ლარის ან 100 000 ლარზე მეტი
შემოსავლის მქონე ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით;
ა.გ) დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის (გარდა ფიზიკური პირისა),
რომლის მიერ წინა უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული, დღგით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა 100 000 ლარს არ აღემატება, დაჯარიმებას 2 000 (ორი
ათასი) ლარის ოდენობით;
ა.დ) დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის (გარდა ფიზიკური პირისა),
რომლის მიერ წინა უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული, დღგით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა აღემატება 100 000 ლარს, მაგრამ არ აღემატება 500 000
ლარს, დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით;
ა.ე) დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის (გარდა ფიზიკური პირისა),
რომლის მიერ წინა უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული, დღგით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა 500 000 ლარს აღემატება, დაჯარიმებას 7 000 ლარის
ოდენობით;
ა.ვ) ნებისმიერი სხვა დამსაქმებლის, მათ შორის, იმ პირის, რომელიც რეგისტრირებული
არ არის დღგ-ის გადამხდელად (გარდა ფიზიკური პირისა), დაჯარიმებას 1 000 ლარის
ოდენობით.
ბ). თვითდასაქმებული უცხოელის შემთხვევაში გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევის
ჩადენისთვის ადმინისტრაციული სახდელის დაკისრებიდან 1 კალენდარული წლის
განმავლობაში იმავე ქმედების განმეორებით ჩადენა −
გამოიწვევს დაჯარიმებას შესაბამისი სამართალდარღვევის ჩადენისთვის დაკისრებული
ჯარიმის ორმაგი ოდენობით.“.
164 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ამ კანონის 132 მუხლით გათვალისწინებული შრომითი ხელშეკრულების პირობის
დარღვევა −
გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას:
ა) წინა კალენდარული წლის მიხედვით 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე
ადგილობრივი დამსაქმებლისა, რომელიც ფიზიკური პირია, − არანაკლებ 200 ლარის ოდენობით,
მაგრამ არაუმეტეს 400 ლარისა;
ბ) წინა კალენდარული წლის მიხედვით 100 000 ლარის ან 100 000 ლარზე მეტი
შემოსავლის მქონე ადგილობრივი დამსაქმებლისა, რომელიც ფიზიკური პირია, − არანაკლებ 300
ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 800 ლარისა;
გ) დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ადგილობრივი დამსაქმებლისა (გარდა
ფიზიკური პირისა), რომლის მიერ წინა უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში
განხორციელებული, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა 100 000 ლარს არ
აღემატება, − არანაკლებ 300 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 800 ლარისა;
დ) დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ადგილობრივი დამსაქმებლისა (გარდა
ფიზიკური პირისა), რომლის მიერ წინა უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში
განხორციელებული, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა აღემატება 100 000 ლარს,
მაგრამ არ აღემატება - 500 000 ლარს, − არანაკლებ 400 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 900
ლარისა;
ე) დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ადგილობრივი დამსაქმებლისა (გარდა
ფიზიკური პირისა), რომლის მიერ წინა უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში
განხორციელებული, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა 500 000 ლარს აღემატება, −
არანაკლებ 600 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 1 000 ლარისა;
ვ) ნებისმიერი სხვა ადგილობრივი დამსაქმებლისა, მათ შორის, იმ პირისა, რომელიც
რეგისტრირებული არ არის დღგ-ის გადამხდელად (გარდა ფიზიკური პირისა), − არანაკლებ 200
ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 400 ლარისა.“.
5
„მუხლი 16 . ადგილობრივი დასაქმებლის მიერ, მასთან დასაქმებული შრომით
იმიგრანტთან გაფორმებული შრომთი ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტის, შრომით
ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის ან შრომითი ხელშეკრულების ვადის გაგრძელების
თაობაზე ინფორმაციის წარუდგენლობა
1. ადგილობრივი დამსაქმებლის მიერ, მასთან დასაქმებული შრომით იმიგრანტთან
გაფორმებული შრომთი ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტის, შრომით ხელშეკრულებაში
ცვლილების შეტანის ან შრომითი ხელშეკრულების ვადის გაგრძელების თაობაზე ინფორმაციის
წარუდგენლობა (თითოეული შრომითი იმიგრანტისათვის ინდივიდუალურად) −
გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.
2. ადგილობრივ დამსაქმებელთან დასაქმებული შრომითი იმიგრანტის მიერ შრომთი
ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტის, შრომით ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის ან
შრომითი ხელშეკრულების ვადის გაგრძელების თაობაზე ინფორმაციის წარუდგენლობა გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.
3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული სამართალდარღვევის
განმეორებით ჩადენა, გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.
4. ამ პუნქტით ან ამ მუხლის მე-3 პუნქტით სახდელდადებული პირის მიერ ამ მუხლის
პირველი ან მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის
ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის
სამმაგი ოდენობით.“.
„მუხლი 166. შრომითი საქმიანობის უფლების პირობების დარღვევა
1. შრომითი იმიგრანტის მიერ ადგილობრივი დამსაქმებლის ან თვითდასაქმებული
უცხოელის მიერ შრომითი/სამეწარმეო საქმიანობის ცვლილება, რომელზეც გაცემულია
შრომითი საქმიანობის უფლება, ამ უფლების განახლების გარეშე, ამ შრომითი იმიგრანტისთვისგამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.
2. ამ მუხლის
განმეორებით ჩადენა –
პირველი
პუნქტით
გათვალისწინებული
სამართალდარღვევის
გამოიწვევს დაჯარიმებას ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის
ორმაგი ოდენობით.
3. ამ პუნქტით ან ამ მუხლის მე-2 პუნქტით სახდელდადებული პირის მიერ ამ მუხლის
პირველი პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის
სამმაგი ოდენობით.“.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) ქალისა და მამაკაცის
თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი
ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა ქალისა და მამაკაცის თანასწორობის
მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და
შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და
მრავალმხრივ საერთაშორისო ხელშეკრულებებს. კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება
რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა
და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების
შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და
მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი,
სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის,
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში,
იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის
მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: საქართველოს პარლამენტის წევრები: შოთა ბერეკაშვილი,
ანტონ ობოლაშვილი, მარიამ ლაშხი, გიორგი ბარვენაშვილი, ირაკლი მეზურნიშვილი, ლევან
მაჭავარიანი, ზაზა ლომინაძე, ვახტანგ თურნავა, ირაკლი კირცხალია.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: საქართველოს პარლამენტის წევრები: შოთა ბერეკაშვილი,
ანტონ ობოლაშვილი, მარიამ ლაშხი, გიორგი ბარვენაშვილი, ირაკლი მეზურნიშვილი, ლევან
მაჭავარიანი, ზაზა ლომინაძე, ვახტანგ თურნავა, ირაკლი კირცხალია.