საქართველოს ბიზნესომბუდსმენის (ოთარ დანელია) მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება ბაზრობის ტერიტორიაზე განლაგებულ არასტაციონარულ სავაჭრო ადგილზე საკონტროლო-სალარო აპარატით უზრუნველყოფის და მასთან დაკავშირებული რეგულაციების ამოქმედების ვადის 2030 წლის 1 იანვრამდე გადაწევის შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
საკანონმდებლო წინადადება
🏛️ კომიტეტები
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-06-16
ბიუროს ნომერი 59
📜 ტექსტი
საკანონმდებლო წინადადება
*00000183*
№ 00000183
11/06/2025
საქართველოს პარლამენტს
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა
და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის
თავმჯდომარეს ბატონ შოთა ბერეკაშვილს
ასლი: საქართველოს ფინანსთა სამინისტროს
ასლი: სსიპ შემოსავლების სამსახურს
საქართველოს
ბიზნესომბუდსმენის
აპარატს
განცხადებით
მომართა
ა(ა)იპ
სავაჭრო-კომერციული ცენტრების (ბაზრობების) გაერთიანებამ (ს/ნ 402033875), ბაზრობის
ტერიტორიაზე
განლაგებული
არასტაციონარული
სავაჭრო
ადგილების
საკონტროლო-სალარო აპარატებით უზრუნველყოფის საკითხთან დაკავშირებით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 26-2 მუხლის მე-5 ნაწილით დადგენილია ბაზრობის
ორგანიზატორის ვალდებულებები, კერძოდ:
ა) საგადასახადო ორგანოს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით
წარუდგინოს ინფორმაცია ბაზრობის ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის
განმახორციელებელი პირების შესახებ;
ბ) სავაჭრო ობიექტი ან/და სავაჭრო ადგილი იჯარით გასცეს მხოლოდ იმ პირზე, რომელიც
მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრშია
რეგისტრირებული;
გ) ბაზრობის ტერიტორიაზე განლაგებული არასტაციონარული სავაჭრო ადგილი
უზრუნველყოს საკონტროლო-სალარო აპარატით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის მე-42 ნაწილით, არასტაციონალური
სავაჭრო ადგილების საკონტროლო-სალარო აპარატით აღჭურვისთვის, დადგენილია,
პერიოდი:
არაუგვიანეს 2026 წლის 1 იანვრისა სრულად უზრუნველყოს ბაზრობის ტერიტორიაზე
განლაგებული არასტაციონარული სავაჭრო ადგილები საკონტროლო-სალარო აპარატებით.
აქვე, საყურადღებოა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის მე-15 ნაწილი,
რომლის მიხედვითაც, 2026 წლის 1 იანვრამდე საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების
ვალდებულებისგან თავისუფლდება ფიზიკური პირი, რომელიც არ იყენებს დაქირავებული
პირის შრომას და ახორციელებს ეკონომიკურ საქმიანობას ბაზრის (ბაზრობის)
ტერიტორიაზე განლაგებული არასტაციონარული სავაჭრო ადგილიდან, მათ შორის,
დახლიდან, გარდა ფიზიკური პირისა, რომელსაც მინიჭებული აქვს მცირე ბიზნესის
სტატუსი ან რომელიც დარეგისტრირებულია ან ვალდებულია დარეგისტრირდეს დღგ-ის
გადამხდელად ამ კოდექსის შესაბამისად.
აღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, 2026 წლის პირველი იანვრიდან, ყველა მოვაჭრე
რომელიც ბაზრობის ტერიტორიაზე საქმიანობს, ვალდებული იქნება მომხმარებელთან
ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას გამოიყენოს საკონტროლო-სალარო აპარატი. ამავე
პერიოდიდან, ისეთი არასტაციონარული სავაჭრო ობიექტის არსებობა, რომელიც არ იქნება
უზრუნველყოფილი საკონტროლო-სალარო აპარატით, ჩაითვლება სამართალდარღვევად და
გამოიწვევს ბაზრობის ორგანიზატორის დაჯარიმებას საქართველოს საგადასახადო
კოდექსის 290-2 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, რომლის შესაბამისადაც, ბაზრობის
ტერიტორიაზე განლაგებული არასტაციონარული სავაჭრო ადგილის გამოვლენა, რომელიც
არ არის უზრუნველყოფილი საკონტროლო-სალარო აპარატით, – იწვევს ბაზრობის
ორგანიზატორის სტატუსის მქონე პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით თითოეული
ისეთი არასტაციონარული სავაჭრო ადგილისათვის, რომელიც არ არის უზრუნველყოფილი
საკონტროლო-სალარო აპარატით.
ა(ა)იპ სავაჭრო-კომერციული ცენტრების (ბაზრობების) გაერთიანების პოზიციით, აღნიშნულ
ვადაში კანონის ნორმების ამოქმედება მთელ რიგ პრობლემებსა და გართულებებს
გამოიწვევს. მათივე განმარტებით, ვინაიდან, საკონტროლო-სალარო აპარატების გამართული
მუშაობისთვის საჭიროა ელექტროენერგიის წყარო მიყვანილ იქნეს ყველა არასტაციონარულ
ობიექტთან, ამისათვის კი, ბაზრობების ტერიტორიაზე აუცილებელია შესაბამისი
სამუშაოების ჩატარება, სათანადო ინფრასტრუქტურის მოწყობა და თანამედროვე
სტანდარტების შესაბამისი უსაფრთხოების სისტემის უზრუნველყოფა.
გარდა ამისა, ა(ა)იპ სავაჭრო-კომერციული ცენტრების (ბაზრობების) გაერთიანება
მიუთითებს იმ სპეციფიკაზე, რომელიც თან ახლავს ამ ბიზნესში დასაქმებული პირების
საქმიანობას. კერძოდ, ბაზრობის ტერიტორიაზე ხშირია შემთხვევები, როდესაც პირი
ქირაობს არასტაციონარულ სავაჭრო ადგილს და იმის გამო, რომ მას საკუთარი საქონელი არ
გააჩნია, ის დახლზე დებს სხვა პირის საკუთრებაში არსებულ საქონელს და მყიდველის
დაინტერესების შემთხვევაში ყიდის სხვის საქონელს მიზერული ფასნამატით.
საკონტროლო-სალარო
აპარატის
არსებობის
შემთხვევაში
კი,
საქართველოს
კანონმდებლობის შესაბამისად, მან ჩეკი უნდა გასცეს არა მის მიერ რეალურად მიღებულ
(მიზერულ) შემოსავალზე, არამედ სრულ თანხაზე.
გაერთიანების განმარტებით, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ სამუშაოს
დამთავრების შემდეგ, პირები, რომლებიც დასაქმებულნი არიან ბაზრობის ტერიტორიაზე,
მათ კუთვნილ საქონელს აბარებენ ე.წ. შემნახველ საკანს. საკონტროლო-სალარო აპარატის
არსებობის შემთხვევაშიც, მათ ამავე შემნახველ საკანში მოუწევთ აპარატის შენახვაც, ეს
ფაქტი კი, გაზრდის აპარატის დაზიანების ან დაკარგვის ალბათობას. ბაზრობის
ტერიტორიაზე
დასაქმებული
პირების
შემოსავალი
საკმაოდ
მწირია
და
საკონტროლო-სალარო აპარატის დაკარგვის შემთხვევაში, აპარატის შეძენა, ხოლო,
დაზიანების შემთხვევაში - მისი შეკეთება დიდი ტვირთი იქნება მათთვის.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ა(ა)იპ სავაჭრო-კომერციული ცენტრების
(ბაზრობების)
გაერთიანება
ითხოვს,
ბაზრობის ტერიტორიაზე განლაგებულ
არასტაციონარული სავაჭრო ადგილზე საკონტროლო-სალარო აპარატით უზრუნველყოფის
და მასთან დაკავშირებული რეგულაციების ამოქმედების ვადის გადაწევას 2030 წლის 1
იანვრამდე.
საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატი იზიარებს ა(ა)იპ სავაჭრო-კომერციული
ცენტრების (ბაზრობების) გაერთიანების მიერ დასმული საკითხის მნიშვნელობას და
მხარდაჭერის საჭიროებას შემდეგი არგუმენტების გამო:
1. აღნიშნული რეგულაციის ამოქმედებით, მოვაჭრეები ექცევიან დაბეგვრის ახალ
რეჟიმში, რამაც შესაძლოა მათი სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის
დამძიმება გამოიწვიოს;
2. დღეის
მდგომარეობით
საკონტროლო-სალარო
აპარატების
გამოყენების
ვალდებულებისაგან თავისუფლდებიან მხოლოდ ის ფიზიკური პირები, რომლებიც
დამოუკიდებლად ახორციელებენ ვაჭრობას ბაზრობის ტერიტორიაზე განლაგებული
არასტაციონარული სავაჭრო ადგილიდან, მათ შორის, დახლიდან, შესაბამისად, ეს
კატეგორია წარმოადგენს ყველაზე დაბალშემოსავლიან პირებს, მათი შემოსავალი ხშირ
შემთხევაში მიზერულია და სავარაუდოდ, სახელმწიფო ბიუჯეტისთვის
შემოსულობების კუთხით ვერ იქნება მნიშვნელოვანი ეფექტის მატარებელი;
3. ბაზრობის ტერიტორიაზე განთავსებული არასტაციონარული ობიექტები შესაბამის
იჯარის თანხას უხდიან ბაზრობის ორგანიზატორს, რომელიც საგადასახადო
კანონმდებლობის შესაბამისად ექცევა დაბეგვრის არეალში.
მიგვაჩნია, რომ ნებისმიერი ცვლილების განხორციელებისას, მაქსიმალური შედეგის
მისაღწევად, საჭიროა შესაბამისი დარგის ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან
კომუნიკაცია და საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, მათი მოთხოვნების
მაქსიმალურად გათვალისწინება. ამასთან, ვფიქრობთ, რომ წარმოდგენილი ცვლილება ხელს
შეუწყობს მცირე და საშუალო ბიზნესის გაძლიერებას და განვითარებას საქართველოში.
„საქართველოს ბიზნესომბუდსმენის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-5
პუნქტის შესაბამისად, გთხოვთ,თქვენს მხარდაჭერას შესაბამისი ცვლილების
განხორციელებაში.
ამასთან, გამოვთქვამთ მზადყოფნას, აქტიური მონაწილეობა მივიღოთ საკითხის შემდგომ
განხილვაში.
პატივისცემით,
საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატი
საქართველოს ბიზნესომბუდსმენი
დანელია ოთარი