„ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 85 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-06-23
ბიუროს ნომერი 60
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის
შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge),
23.03.2015, სარეგისტრაციო კოდი: 130000000.05.001.017637) შეტანილ იქნეს შემდეგი
ცვლილება:
1. მე-19 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 19. ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვის, კოორდინაციის პროცესი და
მისი დაგეგმვის მაკოორდინირებელი უწყებები, ეროვნული სიტუაციური ოთახი“.
2. მე-19 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ეროვნული სიტუაციური ოთახი არის შესაბამისი ტექნიკური და ტექნოლოგიური
საშუალებებით აღჭურვილი პუნქტი, რომელიც აქტიურდება საჭიროებისამებრ, ეროვნული
ინტერესებისთვის საფრთხის შემცველი კრიზისული ვითარების დროს, სადაც ხდება
ინციდენტის ადგილიდან და ინფორმაციის (მათ შორის, ვიდეო- და აუდიოსიგნალების) სხვა
შესაძლო წყაროდან მონაცემების ოპერატიულად მიღება/დამუშავება და საიდანაც
საქართველოს პრემიერ-მინისტრი აღნიშნულ ვითარებას პოლიტიკურ დონეზე მართავს.“;
3. III1 თავი ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2.
1. 2025 წლის 1 სექტემბრიდან ლიკვიდირებულ იქნეს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს
აპარატი.
2. ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის ლიკვიდაციის მიზნით, საქართველოს
მთავრობამ ამ პუნქტის ამოქმედებიდან 10 დღის ვადაში შექმნას სალიკვიდაციო კომისია და
განსაზღვროს მისი შემადგენლობა, საქმიანობის წესი და უფლებამოსილებები.
3. სალიკვიდაციო კომისიამ უზრუნველყოს შესაბამისი უწყების/უწყებების განსაზღვრა,
რომელსაც/რომლებსაც გადაეცემათ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის საბალანსო
მონაცემების მიხედვით არსებული აქტივები, მიმდინარე ვალდებულებები და
სამსახურებრივი დოკუმენტაცია (შესაბამისი საარქივო მასალა და სხვა დოკუმენტები) მათ
შორის,
ეროვნული
უფლებამოსილება.
სიტუაციური
ოთახის
ფუნქციონირების
უზრუნველყოფის
4. „საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით
ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატისთვის (პროგრამული კოდი 54 00)
გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში დარჩენილი სახსრების განკარგვა
განხორციელდეს საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად.
5. ამ კანონის ამოქმედებამდე მოქმედი „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა
და
კოორდინაციის
წესის
შესახებ“
საქართველოს
კანონის
საფუძველზე
მიღებული/გამოცემული სამართლებრივი აქტები ინარჩუნებენ იურიდიულ ძალას შესაბამისი
ახალი სამართლებრივი აქტების მიღებამდე/გამოცემამდე. ამასთან, აღნიშნულ სამართლებრივ
აქტებში ცვლილებების შეტანის ან/და მათი ძალადაკარგულად გამოცხადების
უფლებამოსილება ენიჭება შესაბამის ორგანოს/თანამდებობის პირს.
6. ამ კანონის საფუძველზე გათავისუფლებულ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის
თანამშრომლებს მიეცეთ კომპენსაცია 1 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.
7. საქართველოს მთავრობამ შესაბამისი უწყებების წარდგინებით ამ კანონის ამოქმედებიდან
1 თვის ვადაში უზრუნველყოს სათანადო კანონქვემდებარე აქტების ამ კანონთან
შესაბამისობა, მათ შორის, შესაბამისი ნორმატიული აქტების მიღება.
მუხლი 3
1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა და მე-2 მუხლის მე-5 - მე-7 პუნქტებისა,
ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ კანონის პირველი მუხლი და მე-2 მუხლის მე-5 - მე-7 პუნქტები ამოქმედდეს 2025 წლის
1 სექტემბრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
საქართველოს საკანონმდებლო სივრცეში ტერმინი „ეროვნული უშიშროებისა და
თავდაცვის საბჭო“ თავდაპირველად 1992 წელს მიღებულ კანონში „სახელმწიფო
ხელისუფლების შესახებ“ გაჩნდა. ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს
თავმჯდომარეობდა სახელმწიფოს მეთაური, 1995-2018 წლებში მოქმედი კონსტიტუციით,
პრეზიდენტის დაქვემდებარებაში არსებობდა „ეროვნული უშიშროების საბჭო“, რომელიც
კონსტიტუციურ ორგანოს წარმოადგენდა და, რომლის ფუნქციებიც, ძირითადად,
საპრეზიდენტო მმართველობის მოდელზე იყო მორგებული. 2013 წელს განხორციელებული
საკონსტიტუციო ცვლილებების თანახმად, საპარლამენტო მმართველობის მოდელზე
ნაწილობრივ გადასვლის შედეგად, მნიშვნელოვნად გაიზარდა მთავრობის აღმასრულებელი
ფუნქციები და მისი როლი ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და
უზრუნველყოფის სფეროში. აქედან გამომდინარე, 2014 წელს უსაფრთხოების სექტორის
კოორდინაციისთვის, შეიქმნა პრემიერ-მინისტრის სათათბირო ორგანო - სახელმწიფო
უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო, რომელიც 2017 წლის დეკემბრამდე
ფუნქციონირებდა, ხოლო 2018 წლის საპრეზიდენტო არჩვენების შემდეგ, საქართველოს
პრეზიდენტთან არსებული ეროვნული უშიშროების საბჭო გაუქმდა და 2019 წელს შეიქმნა
საქართველოს პრემიერ-მინისტრთან არსებული „ეროვნული უსაფრთხოების საბჭო“
(შემდგომ - საბჭო), რომლის ფუნქციონირების სამართლებრივი საფუძველი განსაზღვრულია
საქართველოს კანონით „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და
კოორდინაციის წესის შესახებ“. დღეის მდგომარეობით, საბჭო არის საქართველოს პრემიერმინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სათათბირო ორგანო, რომელსაც
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს.
გასათვალისწინებელია, რომ საბჭოს ჰყავს მუდმივი და მოწვეული წევრები. საბჭოს
მუდმივი წევრები არიან: საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საქართველოს თავდაცვის
მინისტრი, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, საქართველოს საგარეო საქმეთა
მინისტრი, საქართველოს ფინანსთა მინისტრი, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების
სამსახურის უფროსი, საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსი, საქართველოს
თავდაცვის ძალების მეთაური და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი
(საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, საბჭოს
სხდომაზე შეიძლება მოწვეულ იქნას საქართველოს პრეზიდენტის მიერ ნომინირებული და
მისი ნდობით აღჭურვილი პირი, ან სხვა პირები, რომლებიც საბჭოს მუდმივი წევრები არ
არიან). პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, საბჭოს ერთ-ერთ მუდმივ წევრს, საბჭოს
მდივნის მანდატი ეძლევა, რომელიც საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებისას
მხოლოდ საქართველოს პრემიერ-მინისტრის წინაშეა ანგარიშვალდებული.
გამოდინარე იქიდან, რომ ქვეყანა სრულად გადავიდა საპარლამენტო მმართველობის
მოდელზე, რამაც კიდევ უფრო მნიშვნელოვნად გაზარდა მთავრობის აღმასრულებელი
ფუნქციები, მთავრობის საქმიანობის განვლილმა პერიოდმა აჩვენა, რომ საბჭოს ცალკე
ორგანოდ ფუნქციონირება, მით უფრო, რომ იგი აღარ წარმოადგენს კონსტიტუციურ ორგანოს,
აზრს მოკლებულია. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ საბჭოს მუდმივ წევრებს
ძირითადად წარმოადგენენ საქართველოს მთავრობის წევრები და საქართველოს
მთავრობას/პრემიერს დაქვემდებარებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო
დაწესებულებების ხელმძღვანელები. აღსანიშნავია, რომ მთავრობას და მის თითოეულ წევრს
ყოველდღიურ რეჟიმში უწევთ ქვეყნის მართვის პროცესში უწყვეტი კოორდინაცია და
თანამიმდევრული თანამშრომლობა. სამთავრობო გუნდის საქმიანობა ეფუძნება ერთიან
სტრატეგიულ ხედვას, რაც განაპირობებს ინსტიტუციათაშორისი თანამშრომლობის მაღალ
ხარისხს და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში სინქრონიზებული მოქმედების
აუცილებლობას, მათ შორის, სახელმწიფო უსაფრთხოების განმტკიცების პროცესში. ამასთან,
უსაფრთხოების სფეროში მოქმედი პოლიტიკის, სტრატეგიული დოკუმენტებისა და
სამართლებრივი აქტების შემუშავება მოიცავს კომპლექსურ, მრავალდონიან პროცესს,
რომელიც სამთავრობო სტრუქტურებს შორის მჭიდრო კოორდინაციასა და სპეციალიზებულ
ანალიზს ეფუძნება. გარდა ამისა, საჭიროების მიხედვით, შესაძლებელია უწყებათაშორისი
სამუშაო ჯგუფების/კომისიების შექმნა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხების
განხილვის, თუ სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავების/გადახედვის მიზნით. თუმცა,
საბოლოო გადაწყვეტილება, იქნება ეს კანონქვემდებარე აქტი, სტრატეგიული დოკუმენტი თუ
სისტემური მნიშვნელობის ინიციატივა, არსებული პრაქტიკითა და კონსტიტუციური
წესრიგით, მიიღება საქართველოს მთავრობის სხდომაზე, ვინაიდან, მთავრობა წარმოადგენს
იმ უმაღლეს პლატფორმას, სადაც უსაფრთხოების სფეროს მარეგულირებელი
კონცეპტუალური დოკუმენტები გადის საბოლოო ინსტიტუციურ განხილვას, თანხვედრაში
მოდის საერთო ეროვნული ინტერესებთან და მხოლოდ ამის შემდეგ იძენენ ისინი
სამართლებრივ ძალას.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
„ა.ა.ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული საკითხი, მისი არსიდან გამომდინარე, მოითხოვს
საკანონმდებლო ცვლილების განხორციელებას „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის
დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტით წარმოდგენილი ცვლილების შედეგად, ფუნქციონირებას შეწყვეტს
ეროვნული უსაფრთხოების საბჭო და შესაბამისად, მისი აპარატი.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტით ხდება ეროვნული უსაფრთხოების საბჭოსა და მისი აპარატის
სტატუსთან, უფლებამოსილებებთან და საქმიანობასთან დაკავშირებული ნორმების ამოღება.
კერძოდ, კანონიდან ამოღებული III1 თავი, ასევე ახლებურად ყალიბდება მე-19 მუხლის
სათაური და ამავე მუხლის მე-3 პუნქტი.
კანონპროექტის მე-2 მუხლის შესაბამისად:
2025 წლის 1 სექტემბრიან ლიკვიდირებულ უნდა იქნეს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს
აპარატი.
ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის ლიკვიდაციის მიზნით, საქართველოს
მთავრობამ 10 დღის ვადაში უნდა შექმნას სალიკვიდაციო კომისია და განსაზღვროს მისი
შემადგენლობა, საქმიანობის წესი და უფლებამოსილებები.
სალიკვიდაციო კომისიამ უნდა უზრუნველყოს შესაბამისი უწყების/უწყებების
განსაზღვრა, რომელსაც/რომლებსაც გადაეცემათ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის
საბალანსო მონაცემების მიხედვით არსებული აქტივები, მიმდინარე ვალდებულებები და
სამსახურებრივი დოკუმენტაცია (შესაბამისი საარქივო მასალა და სხვა დოკუმენტები) მათ
შორის,
ეროვნული
სიტუაციური
ოთახის
ფუნქციონირების
უზრუნველყოფის
უფლებამოსილება.
„საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით
ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატისთვის (პროგრამული კოდი 54 00)
გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში დარჩენილი სახსრების განკარგვა
განხორციელდება საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად.
კანონის ამოქმედებამდე მოქმედი „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და
კოორდინაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე მიღებული/გამოცემული
სამართლებრივი აქტები შეინარჩუნებენ იურიდიულ ძალას შესაბამისი ახალი
სამართლებრივი აქტების მიღებამდე/გამოცემამდე. ამასთან, აღნიშნულ სამართლებრივ
აქტებში ცვლილებების შეტანის ან/და მათი ძალადაკარგულად გამოცხადების
უფლებამოსილება ენიჭება შესაბამის ორგანოს/თანამდებობის პირს.
ამ კანონის საფუძველზე გათავისუფლებულ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის
თანამშრომლებს მიეცემათ კომპენსაცია 1 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.
საქართველოს მთავრობამ შესაბამისი უწყებების წარდგინებით ამ კანონის ამოქმედებიდან
1 თვის ვადაში უნდა უზრუნველყოს სათანადო კანონქვემდებარე აქტების ამ კანონთან
შესაბამისობა, მათ შორის, შესაბამისი ნორმატიული აქტების მიღება.
კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად: ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ფუნქციონირების
შეწყვეტასთან დაკავშირებული ძირითადი ნორმები ამოქმედდება მიმდინარე წლის 1
სექტემბრიდან, ხოლო კანონის გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდება ნორმები, რომლებიც
დაკავშირებულია მისი ლიკვიდაციის პროცესის ორგანიზებასთან.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ფუნქციონირების შეწყვეტასთან დაკავშირებული
ძირითადი ნორმები ამოქმედდება მიმდინარე წლის 1 სექტემბრიდან, ხოლო კანონის
გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდება ნორმები, რომლებიც დაკავშირებულია მისი
ლიკვიდაციის პროცესის ორგანიზებასთან. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის
უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება
(თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
ვინაიდან, საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება ეროვნული
უსაფრთხოების საბჭოსა და მისი აპარატის ფუნქციონირების შეწყვეტასთან დაკავშირებით,
არარელევანტურია აღნიშნული პროცესის გახანგრძლივება და გადადება. შესაბამისად,
მიზანშეწონილია, კანონპროექტი განხილულ იქნეს დაჩქარებული წესით, რათა მიმდინარე
წლის საგაზაფხულოზე სესიაზე მოესწროს წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილების
მიღება და დროული ამოქმედება.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
საშუალოვადიან
პერიოდში
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყაროა
სახელმწიფო ბიუჯეტი.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის შესაბამისად, 2025 წლის 1 სექტემბრიდან, ლიკვიდაციის შედეგად
საბჭოს აპარატის გათავისუფლებულ თანამშრომლებს მიეცემათ კომპენსაცია 1 თვის
თანამდებობრივი სარგოს ოდენობით. დღეის მდგომარეობით, „საქართველოს 2025 წლის
სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით, საბჭოს აპარატში საშტატო
რიცხოვნობა განსაზღვრულია 61 ერთეულით, ხოლო შრომის ანაზღაურებისთვის წლიურად
გათვალისწინებულია 4 000 000 ლარი. 1 თვის კომპენსაციის თანხებიდან საშემოსავლო
გადასახადის (20%) მიმართვა მოხდება სახელმწიფო ბიუჯეტში. გარდა აღნიშნულისა, საბჭოს
აპარატის გაუქმების შედეგად, თანამშრომელთა წლიური შრომის ანაზღაურებიდან
სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე ასევე იქნება გავლენა ზემოაღნიშნული
შრომის ანაზღაურების 20% ოდენობით.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიხედვით, „საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“
საქართველოს კანონით ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატისთვის (პროგრამული
კოდი 54 00) გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში დარჩენილი სახსრების განკარგვა
განხორციელდება საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად.
დღეის მდგომარეობით, საბჭოს აპარატის წლიური ბიუჯეტი შეადგენს 5 100 000 ლარს.
ამასთან, 2025 წლის 1 სექტემბრიდან, ლიკვიდაციის შედეგად საბჭოს აპარატის
გათავისუფლებულ თანამშრომლებს მიეცემათ კომპენსაცია 1 თვის თანამდებობრივი სარგოს
ოდენობით. დღეის მდგომარეობით, „საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის
შესახებ“ საქართველოს კანონით, საბჭოს აპარატში საშტატო რიცხოვნობა განსაზღვრულია 61
ერთეულით, ხოლო შრომის ანაზღაურებისთვის წლიურად გათვალისწინებულია 4 000 000
ლარი.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება სახელმწიფოს ახალი ფინანსური
ვალდებულებები. აგრეთვე, კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ან/და მის
სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღებ პირდაპირ ფინანსურ ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტის შესაბამისად, 2025 წლის 1 სექტემბრიდან ლიკვიდაციის შედეგად საბჭოს
აპარატიდან გათავისუფლებულ თანამშრომლებს მიეცემათ კომპენსაცია 1 თვის
თანამდებობრივი სარგოს ოდენობით. დღეის მდგომარეობით, „საქართველოს 2025 წლის
სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით, საბჭოს აპარატში საშტატო
რიცხოვნობა განსაზღვრულია 61 ერთეულით, ხოლო შრომის ანაზღაურებისთვის წლიურად
გათვალისწინებულია 4 000 000 ლარი.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს
გადასახდელის შემოღებას.
გადასახადის,
მოსაკრებლის
ან
სხვა
სახის
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი
ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა ქალისა და მამაკაცის თანასწორობის
მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
ორგანიზაციებში
საქართველოს
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მომზადება არ უკავშირდება
რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.