„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 85 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-06-23
ბიუროს ნომერი 60
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და
საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №3,
13.02.2004, მუხ. 7) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მთავრობა აღმასრულებელ ხელისუფლებას ახორციელებს სამინისტროების,
სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების, სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და
სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულებების მეშვეობით.“.
2. მე-5 მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) კოორდინაციას უწევს და აკონტროლებს სამინისტროების, სახელმწიფო
საქვეუწყებო დაწესებულებების, სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და სპეციალური
დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულებების საქმიანობას;
ბ) ამტკიცებს სამინისტროების, სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და სპეციალური
დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულებების დებულებებს;“.
3. მე-13 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მთავრობის საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფის, ანალიტიკური,
ინფორმაციული და სხვა მასალების მომზადების, საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში ამ კანონით განსაზღვრული აღმასრულებელი
ხელისუფლების
ორგანოების/დაწესებულებების/თანამდებობის
პირების
(გარდა
სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულებების, მათი მმართველობის სფეროში
შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და მათი მმართველობის სფეროში
შემავალი/მათი სახელმწიფო კონტროლისადმი დაქვემდებარებული საჯარო სამართლის
იურიდიული პირებისა), აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიული პირების, სახელმწიფოს
პირდაპირი ან/და არაპირდაპირი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი/მოქმედი
საწარმოების და სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული)
იურიდიული პირების გადაწყვეტილებათა შესრულების კონტროლის ხელშეწყობის, „საჯარო
სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ძირითადი მიმართულებების
განხორციელებისა და საჯარო სამსახურის სფეროში საქმიანობის კოორდინაციის
ხელშეწყობის მიზნით იქმნება მთავრობის ადმინისტრაცია.“.
4. 25-ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება არის სამინისტროს ან სპეციალური
დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების მმართველობის სფეროში შემავალი
(გამგებლობაში არსებული) აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულება.“;
ბ) მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, სამინისტროს მმართველობის
სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების დებულებას ამტკიცებს
შესაბამისი მინისტრი, ხოლო სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების
მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების დებულებას
ამტკიცებს ამ სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების ხელმძღვანელი.
სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების დებულებაზე ვრცელდება ამ კანონის მე-17
მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნები.
6. სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო
დაწესებულების ხელმძღვანელს შესაბამისი მინისტრის წარდგინებით, ხოლო სპეციალური
დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების მმართველობის სფეროში შემავალი
სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელს ამ სპეციალური დანიშნულების
სახელმწიფო დაწესებულების ხელმძღვანელის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და
თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, თუ კანონით სხვა რამ არ
არის გათვალისწინებული.“.
5. 26-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 26
1. თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, სამინისტროს მმართველობის
სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ტერიტორიული ორგანოს
შექმნის, გარდაქმნისა და საქმიანობის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებებს იღებს
შესაბამისი მინისტრი, ხოლო სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების
მმართველობის
სფეროში
შემავალი
სახელმწიფო
საქვეუწყებო
დაწესებულების
ტერიტორიული ორგანოს შექმნის, გარდაქმნისა და საქმიანობის შეწყვეტის შესახებ
გადაწყვეტილებებს იღებს ამ სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების
ხელმძღვანელი.
2. სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ტერიტორიული ორგანო წარმოადგენს ამ
დაწესებულებას შესაბამის ტერიტორიულ ერთეულში.
3. თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, სამინისტროს მმართველობის
სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ტერიტორიული ორგანოს
ხელმძღვანელსა და მის მოადგილეს ამ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების
ხელმძღვანელის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს
შესაბამისი მინისტრი, ხოლო სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების
მმართველობის
სფეროში
შემავალი
სახელმწიფო
საქვეუწყებო
დაწესებულების
ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელსა და მის მოადგილეს ამ სახელმწიფო საქვეუწყებო
დაწესებულების
ხელმძღვანელის
წარდგინებით
თანამდებობაზე
ნიშნავს
და
თანამდებობიდან ათავისუფლებს აღნიშნული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო
დაწესებულების ხელმძღვანელი.
4.
სახელმწიფო
საქვეუწყებო
დაწესებულების
ტერიტორიული
ორგანოს
მმართველობის სფერო, უფლებამოსილებები და საქმიანობის ძირითადი მიმართულებები
განისაზღვრება ამ ტერიტორიული ორგანოს დებულებით. თუ კანონით სხვა რამ არ არის
გათვალისწინებული, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო
საქვეუწყებო დაწესებულების ტერიტორიული ორგანოს დებულებას ამტკიცებს შესაბამისი
მინისტრი, ხოლო სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების მმართველობის
სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ტერიტორიული ორგანოს
დებულებას ამტკიცებს ამ სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების
ხელმძღვანელი.“.
6. 261 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 261
1. სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულება (შემდგომ − სპეციალური
დაწესებულება) არის მთავრობის ან პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში
არსებული აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულება, რომელიც იქმნება კანონის
საფუძველზე,
კანონით
გათვალისწინებული
სახელმწიფოებრივი
ამოცანების
შესასრულებლად.
2. თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, სპეციალური დაწესებულება
ანგარიშვალდებულია იმ სუბიექტის წინაშე და მის სამსახურებრივ ზედამხედველობასა და
მისი საქმიანობის კონტროლს/ზედამხედველობას ახორციელებს ის სუბიექტი, რომლის
უშუალო დაქვემდებარებაშიც იმყოფება ეს სპეციალური დაწესებულება.
3. თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, სპეციალური დაწესებულების
ხელმძღვანელს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს პრემიერმინისტრი, ხოლო სპეციალური დაწესებულების ხელმძღვანელის მოადგილეებს ამ
სპეციალური დაწესებულების ხელმძღვანელის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და
თანამდებობიდან ათავისუფლებს პრემიერ-მინისტრი. სპეციალური დაწესებულების სხვა
თანამშრომლების თანამდებობაზე დანიშვნისა და თანამდებობიდან გათავისუფლების
საკითხები წესრიგდება სათანადო ნორმატიული აქტებით.
4. სპეციალური დაწესებულება თავის საქმიანობას ახორციელებს საქართველოს
კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, კანონის, ამ სპეციალური
დაწესებულების დებულების, სხვა ნორმატიული აქტებისა და იმ სუბიექტის ინსტრუქციებისა
და დავალებების საფუძველზე, რომლის უშუალო დაქვემდებარებაშიც იმყოფება ეს
სპეციალური დაწესებულება.
5. თუ კანონით ან/და მთავრობის ნორმატიული აქტით სხვა რამ არ არის
გათვალისწინებული, პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული
სპეციალური დაწესებულების დებულებასა და მისი საქმიანობის მომწესრიგებელ სხვა
ნორმატიულ აქტებს პრემიერ-მინისტრის წარდგინებით ამტკიცებს/იღებს მთავრობა.“.
7. 30-ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სამსახურებრივი ზედამხედველობის მიზანია სამინისტროების, სახელმწიფო
საქვეუწყებო დაწესებულებების, სახელმწიფო მინისტრის აპარატის, სპეციალური
დაწესებულებებისა და სახელმწიფო რწმუნებულების საქმიანობის კანონიერების
უზრუნველყოფა.“;
ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. სამსახურებრივი ზედამხედველობის განხორციელებისას მთავრობა, საქართველოს
პრემიერ-მინისტრი,
მინისტრები,
სახელმწიფო
საქვეუწყებო
დაწესებულებების
ხელმძღვანელები და სპეციალური
სათანადო სამართლებრივ აქტებს.“.
დაწესებულებების
ხელმძღვანელები
გამოსცემენ
8. 31-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს პრემიერ-მინისტრი უფლებამოსილია გააუქმოს მინისტრებისა და
პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დაწესებულებების
ხელმძღვანელების ინდივიდუალური სამართლებრივი აქტები მათი კანონიერების ან
მიზანშეუწონლობის მოტივით.“.
9. 32-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:
„41. სპეციალური დაწესებულების მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო
საქვეუწყებო დაწესებულების სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს ამ
სპეციალური დაწესებულების ხელმძღვანელი. ამასთანავე, სპეციალური დაწესებულების
ხელმძღვანელი უფლებამოსილია გააუქმოს ამ დაწესებულებისა და მისი მმართველობის
სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების (მათ შორის, ამ
დაწესებულებათა ტერიტორიული ორგანოების) თანამდებობის პირთა სამართლებრივი
აქტები მათი კანონიერების ან მიზანშეუწონლობის მოტივით. სპეციალური დაწესებულების
ხელმძღვანელი უფლებამოსილია აღნიშნული უფლებამოსილება ან/და მისთვის მინიჭებული
სამსახურებრივი ზედამხედველობის განხორციელების სხვა უფლებამოსილება თავის
მოადგილეს გადასცეს.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2025 წლის 1 აგვისტოდან.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
საქართველოს პარლამენტი იხილავს საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს (N07-3/58;
14.05.2025), რომელიც ითვალისწინებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო
დაქვემდებარებაში აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური დანიშნულების
დაწესებულების სახით არსებული საქართველოს დაზვერვის სამსახურის გარდაქმნას
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალ
სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებად − დაზვერვის სააგენტოდ. ეს საკანონმდებლო
ცვლილებების პაკეტი სხვადასხვა კანონში ცვლილებებთან ერთად იწვევს ცვლილებას
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის
შესახებ“ საქართველოს კანონის ცალკეულ ნორმებშიც. ამდენად, კანონპროექტის მიღების
საჭიროება გამომდინარეობს აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტიდან და
მიზნად ისახავს სათანადო სამართლებრივი ნორმების ერთმანეთთან შესაბამისობის
უზრუნველყოფას.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
„ა.ა.ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული საკითხი, მისი
საკანონმდებლო ცვლილების განხორციელებას.
არსიდან
გამომდინარე,
მოითხოვს
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის
მიღების
შედეგად
„საქართველოს
მთავრობის
სტრუქტურის,
უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში აისახება
შესაბამისი ცვლილება, რომლის განხორციელების საჭიროებაც გამომდინარეობს
საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენილი საკანონმდებლო ცვლილებების ერთ-ერთი
პაკეტიდან (N07-3/58; 14.05.2025).
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის
შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება
შეიძლება შეიქმნას და შედიოდეს მხოლოდ სამინისტროს მმართველობის სფეროში.
კანონპროექტით კი განისაზღვრება, რომ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება,
სამინისტროს მმართველობის სფეროს გარდა, შეიძლება შეიქმნას და შედიოდეს ასევე
სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების მმართველობის სფეროში.
კანონპროექტი ითვალისწინებს აგრეთვე ამ საკითხთან დაკავშირებულ ტექნიკურ და
ტერმინოლოგიურ ცვლილებებს და კანონის ცალკეული ნორმების შინაარსობრივ
დაზუსტებას.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტი ითვალისწინებს კანონის 2025 წლის 1 აგვისტოდან ამოქმედებას, რადგან,
კანონპროექტის მიზნიდან და არსიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია მისი ამოქმედების
ამგვარი ვადის დადგენა. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის
მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენილი საკანონმდებლო ცვლილებების ის პაკეტი
(N07-3/58; 14.05.2025), რომლიდან გამომდინარეც საჭირო გახდა კანონპროექტის ინიციირება,
მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა. შესაბამისად, იმისათვის, რომ ამ საკანონმდებლო
ცვლილებების პაკეტის მესამე მოსმენით მიღების დროს კანონპროექტის განხილვაც მესამე
მოსმენის ფარგლებში მიმდინარეობდეს, საჭიროა, კანონპროექტის განხილვა და მიღება
დაჩქარებული წესით განხორციელდეს.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტი არ იწვევს აუცილებელი ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტი გავლენას არ ახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტი გავლენას არ ახდენს სახელმწიფო, ავტონომიური
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
რესპუბლიკის
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების
აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის
ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით
განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტს არ აქვს ფინანსური გავლენა იმ პირებზე, რომელთა მიმართაც ვრცელდება მისი
მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტით არ დგინდება გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი
(ფულადი შენატანი).
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი
ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა ქალისა და მამაკაცის თანასწორობის
მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
ორგანიზაციებში
საქართველოს
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან
და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე
ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.