„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 86 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-06-23
ბიუროს ნომერი 60
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ“
საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №32, 06.11.2009, მუხ. 191) მე13 მუხლის მე-3–მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. სამსახურის უფროსს ჰყავს პირველი მოადგილე და მოადგილე (მოადგილეები),
რომელთა რაოდენობა განისაზღვრება სამსახურის დებულებით, ხოლო უფლებამოსილება
– სამსახურის უფროსის ბრძანებით.
4. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში უფროსის მოვალეობას ასრულებს მისი
პირველი მოადგილე, პირველი მოადგილის არყოფნის შემთხვევაში სამსახურის უფროსის
მიერ განსაზღვრული მისი ერთ-ერთი მოადგილე.
5.
სამსახურის
სტრუქტურული
უფროსის
პირველ
ერთეულების
მოადგილეს,
უფროსებს
მოადგილეს
სამსახურის
(მოადგილეებს)
უფროსის
და
წარდგინებით
თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს ფინანსთა
მინისტრი.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
დღეს მოქმედი რედაქციის მიხედვით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო
სამსახურის უფროსს ჰყავს მოადგილე (მოადგილეები), თუმცა კანონმდებლობა არ
ითვალისწინებს პირველი მოადგილის პოზიციის არსებობას. მაშინ როდესაც პირველი
მოადგილის პოზიციის არსებობა აპრობირებულია არაერთ სახელმწიფო უწყებაში და
წარმოადგენს ეფექტიანი მენეჯმენტის ნაწილს. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს
საგამოძიებო სამსახურის ინსტიტუციური მნიშვნელობიდან გამომდინარე, მოადგილეთა
შორის ფუნქციებისა და მოვალეობების უკეთ გადანაწილებისთვის, მნიშვნელოვანია, რომ
სამსახურის უფროსს ჰყავდეს პირველი მოადგილე. გარდა ამისა, კანონის მოქმედი
რედაქციის თანახმად სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში სამსახურის უფროსის
მოვალეობას ასრულებს მისი მოადგილე, თუმცა გაურკვეველია რომელი მოადგილე.
იმისათვის, რომ აღნიშნული საკანონმდებლო ხარვეზი აღმოიფხვრას და დაიხვეწოს
საკანონმდებლო რეგულაცია აუცილებელია აღნიშნული ცვლილების განხორციელება.
შედეგად, სამსახურის უფოსის მოვალეობას, მისი არყოფნის შემთხვევაში, შეასრულებს
პირველი მოადგილე, ხოლო ამ უკანასკნელის არ ყოფნის შემთხვევაში თავად სამსახურის
უფროსის მიერ განსაზღვრული ერთ-ერთი მოადგილე.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა
„ა.ა.ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული საკითხი, მისი მიზნიდან და არსიდან გამომდინარე,
მოითხოვს
საკანონმდებლო
ცვლილების
განხორციელებას,
რათა
აღნიშნული
საკანონმდებლო ხარვეზი აღმოიფხვრას და დაიხვეწოს საკანონმდებლო რეგულაცია,
მკაფიოდ განიმარტოს, თუ ვინ შეასრულებს მოვალეობას სამსახურის უფროსის არყოფნის
შემთხვევაში.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები
კანონპროექტის შედეგად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის
უფროსი ეყოლება პირველი მოადგილე, რომელიც მისი არყოფნის შემთხვევაში,
შეასრულებს სამსახურის უფროსის მოვალეობას. აღნიშნული ცვლილებით, ერთი მხრივ,
აღმოიფხვრება არსებული საკანონდებლო ხარვეზი, რომლის მიხედვითაც, გაურკვეველი
იყო, თუ რომელი მოადგილე შეითავსებდა სამსახურის უფროსის მოვალეობას. მეორე
მხრივ, წინამდებარე ცვლილებით გაძლიერდება საგამოძიებო სამსახურის მართვადობა,
მოქნილობა და უზრუნველყოფილი იქნება მისი ეფექტური ფუნქციონირება.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის თანახმად ცვლილება შედის
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს
საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-3-მე-5
პუნქტებში, შესაბამისად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის
უფროსს ეყოლება პირველი მოადგილე. აგრეთვე, წესრიგდება
სამსახურის უფროსის
არყოფნის შემთხვევაში უფროსის მოვალეობის
შესრულების საკითხიც, შედეგად
სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში უფროსის მოვალეობას შეასრულებს
პირველი მოადგილე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში სამსახურის უფროსის მიერ
განსაზღვრული მისი ერთ-ერთი მოადგილე.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
განმარტებითი ბარათის წინამდებარე პუნქტი არ ვრცელდება წარმოდგენილ
კანონპროექტზე, რადგან იგი არ არის საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნული თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტით გათვალისწინებულია ცვლილებების გამოქვეყნებისთანავე ამოქმედება,
რადგან იგი, მისი მიზნიდან და შინაარსიდან გამომდინარე, არ ითხოვს ამოქმედების უფრო
გვიანდელი ვადის დადგენას. ამასთანავე, კანონპროექტით არ არის გათვალისწინებული
კანონისთვის უკუძალის მინიჭება.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება
(თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
იმისათვის, რომ წარმოდგენილი კანონპროექტის მიღება 2025 წლის საგაზაფხულო სესიის
დასრულებამდე მოესწროს, აუცილებელია მისი დაჩქარებული წესით განხილვა, რათა
დროულად
აღმოიფხვრას
არსებული
საკანონმდებლო
ხარვეზი.
შესაბამისად,
ინიციატორების მიერ მოთხოვნილია წარმოდგენილი კანონპროექტის დაჩქარებული
წესით განხილვა.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
საშუალოვადიან
პერიოდში
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღებასთან
დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო
ბიუჯეტი
არის
სახელმწიფო
(საქართველოს
ფინანსთა
სამინისტროსთვის
გამოყოფილი ასიგნებები).
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე გავლენას.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე დამოკიდებულია
იმაზე, თუ რა ოდენობით განისაზღვრება სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის
ანაზღაურება. ახალი თანამდებობის შექმნა მოითხოვს ანაზღაურების სტრუქტურის
გადახედვას, რადგან ეს პოზიცია უფრო მაღალი სტატუსითა და შესაბამისი ანაზღაურებით
ხასიათდება ვიდრე მოადგილის (მოადგილეების) თანამდებობა.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების
აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტის მიღების შედეგად სამსახურის უფროსს ეყოლება პირველი მოადგილე,
შესაბამისად
ამ
პირის
ანაზღაურება
იქნება
შედარებით
მაღალი
მოადგილის
(მოადგილეების) ანაზღაურების ოდენობაზე, შესაბამისად აღნიშნული კანონი იქონიებს
დადებით ფინანსურ გავლენას იმ პირზე, რომელიც დაიკავებს ამ პოზიციას.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი
არ
ითვალისწინებს
გადასახადის,
მოსაკრებლის
ან
სხვა
სახის
გადასახდელის დადგენას.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი გავლენას არ ახდენს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი
ზეგავლენის შეფასება;
კანონპროექტი გავლენას არ ახდენს ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
ორგანიზაციებში
საქართველოს
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
ასეთი არ არსებობს.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული
საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
ფრაქცია „ქართული ოცნების“ აპარატი
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
აკაკი ალადაშვილი, ირაკლი კირცხალია, თორნიკე ბერეკაშვილი, ლევან მაჭავარიანი