„საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
18.06.2025
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: შოთა ბერეკაშვილი; ანტონ ობოლაშვილი; გიორგი ბარვენაშვილი; ირაკლი კირცხალია; ლევან მაჭავარიანი; მარიამ ლაშხი
ნომერი
#07-3/72/11
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 85 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-06-23
ბიუროს ნომერი 60

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 22.07.2020, სარეგისტრაციო კოდი: 240080000.05.001.019981) მე-5 მუხლის მე-71 და 72 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „71. სახელმწიფო ორგანოს ან/და სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოს, რომელშიც სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობა 50%-ს აღემატება, საინვესტიციო ფონდში/ქვეფონდში მონაწილეობის (ერთეულის ფლობის) უფლება აქვს საქართველოს მთავრობის შესაბამისი სამართლებრივი აქტით დადგენილი პირობების საფუძველზე. საინვესტიციო ფონდში/ქვეფონდში მონაწილეობის (ერთეულის ფლობის) შემთხვევაში სახელმწიფო ორგანოს ან/და სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოს, რომელშიც სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობა 50%-ს აღემატება, ეკრძალება საინვესტიციო ფონდის/ქვეფონდის მთლიანი წილის (ერთეულების) 40%-ზე მეტის ფლობა, საინვესტიციო ფონდში/ქვეფონდში რაიმე სახის პრივილეგირებული ხმის უფლებით სარგებლობა, საინვესტიციო გადაწყვეტილებაზე გავლენის მოხდენა და საინვესტიციო ფონდისთვის/ქვეფონდისთვის ამ კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რომელიმე ფუნქციის შესრულება. 72. ამ მუხლის 71 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო ორგანოს ან/და სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოს, რომელშიც სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობა 50%-ს აღემატება, საინვესტიციო ფონდში/ქვეფონდში მონაწილეობის (ერთეულის ფლობის) შემთხვევაში საქართველოს მთავრობა ყოველი წლის 1 ივნისამდე ამზადებს და საქართველოს პარლამენტს უგზავნის წინა წლის ანგარიშს, რომელშიც დეტალურად უნდა იყოს ასახული აღნიშნული მონაწილეობით (ერთეულის ფლობით) არსებული საინვესტიციო ფონდების/ქვეფონდების შესახებ ინფორმაცია.”. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა. ა. ა.) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: კაპიტალის ბაზრის განვითარების რეფორმის ფარგლებში, 2020 წელს მიღებული „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ქვეყანაში შესაძლებელი გახდა დაფინანსებისა და დანაზოგების ალტერნატიული მექანიზმების განვითარება. კერძოდ, საინვესტიციო ფონდების სამართლებრივი ჩარჩოს დანერგვით, ბაზარზე კაპიტალის მობილიზების კუთხით, ერთის მხრივ, შესაძლებელი გახდა სხვადასხვა საინვესტიციო სტრატეგიების განხორციელებით დაფინანსების არხების გაზრდა მეწარმეთათვის, ხოლო მეორეს მხრივ, ამგვარ საინვესტიციო ფონდებში ინვესტორების კაპიტალის მიმართვა არასაბანკო დანაზოგებში. საინვესტიციო ფონდების ბაზრის განვითარების საწყის ეტაპზე მოსალოდნელია ძირითადად გათვითცნობიერებული ინვესტორების კაპიტალის მობილიზება კერძო შეთავაზებების გზით. ასეთი ტიპის საინვესტიციო ფონდებიდან გამოსარჩევია ვენჩერული და კერძო კაპიტალის ფონდები, რომელთაც გააჩნიათ საკმაოდ მოქნილი დაფინანსების (ინვესტირების) მექანიზმები და სტრატეგიები. ასეთი ტიპის ფონდები ხშირად გამოირჩევიან ინვესტირების გარდა, მეწარმეთათვის საჭირო უნარ-ჩვევებისა და ცოდნის გადაცემით, რაც მეწარმეებს მოგების მაქსიმიზაციას და ბიზნესს ზრდაში უწყობს ხელს. რადგან საინვესტიციო ფონდების სამართლებრივი ჩარჩო წარმოადგენს სიახლეს, ასეთი საინვესტიციო ფონდების მასტიმულირებელი განვითარებისათვის მექანიზმების შემოღება. საჭიროა სახელმწიფოს „საინვესტიციო ფონდების მხრიდან შესახებ“ საქართველოს კანონში ამ მიმართულებით 2022 წელს შევიდა შესაბამისი ცვლილება და დაშვებულ იქნა სახელმწიფოს მხრიდან საინვესტიციო ფონდებში, მხოლოდ შეზღუდული პარტნიორის სახით მონაწილეობა საინვესტიციო ფონდის ჯამური აქტივების 25%-მდე ოდენობით. 2024 წლის მდგომარეობით საინვესტიციო ფონდების ბაზარზე ოპერირებდა 8 რეგისტრირებულ/ლიცენზირებული აქტივების მმართველი კომპანია, საინვესტიციო ფონდების ჯამური აქტივების ზომა კი 200 მილიონი ლარი იყო, რომელიც 19 საინვესტიციო ფონდში იყო აკუმულირებული. აღნიშნული პროგრესის მიუხედავად და ბაზარზე დაკვირვების შედეგად, შესამჩნევია, რომ საინვესტიციო ფონდების თანხების მობილიზება კერძო სექტორიდან კვლავ სირთულეს წარმოადგენს, რაც შედეგად იწვევს თავად საინვესტიციო ფონდების მხრიდან ნაკლებად ეფექტურ მუშაობას საინვესტიციო პოლიტიკის მიმართულებით და საინვესტიციო ფონდების მმართველებისაგან საჭიროებს მეტ ფოკუსირებას სახსრების მობილიზებაზე. ევროკავშირის და სხვა ქვეყნების მსგავსად, ასეთ შემთხვევებში სახელმწიფოების მხრიდან მხარდაჭერა იზრდება, სახელმწიფო როგორც შეზღუდული პარტნიორი / ინვესტორი მონაწილეობს საინვესტიციო ფონდებში, ანუ კაპიტალის შენატანის გარდა არანაირ გადაწყვეტილებას არ იღებს ინვესტიციებთან დაკავშირებით, ეს კი ეხმარება საინვესტიციო ფონდების პირველი თაობის მმართველებს, რომ მეტად მობილიზდნენ საინვესტიციო ფონდის პორტფელის მართვაზე და დაეხმარონ მცირე და საშუალო ბიზნესებს. სახელმწიფოს მიერ საინვესტიციო ფონდებში 40%-მდე მონაწილეობის გაზრდით, დაცული იქნება პრინციპი, რომ სახელმწიფო არ ფლობდეს საინვესტიციო ფონდების საკონტროლო პაკეტს, თუმცა მეტად მასტიმულირებელ როლსაც ატარებდეს საინვესტიციო ფონდების განვითარებაში. ამასთან საინვესტიციო ფონდებთან დაკავშირებული ანგარიშის წარდგენის ნაწილში გამოიკვეთა პრაქტიკული ხარვეზები, სადაც კანონით დადგენილი მოთხოვნების შესრულება ისეთი საინვესტიციო ფონდებისათვის, რომლებიც ძირითადად კერძო შეთავაზების ფარგლებში არიან რეგისტრირებული შეუძლებელია. ამრიგად ანგარიშგების ვალდებულება რჩება, თუმცა კონკრეტულ საინვესტიციო ფონდთან დაკავშირებით ინფორმაცია განისაზღვრება საინვესტიციო ფონდის პირობებით და აისახება საქართველოს მთავრობის ანგარიშში. ა. ა. ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების განხორციელება აუცილებელია, ვინაიდან შეზღუდვა, რის გამოც საინვესტიციო ფონდების ბაზრის განვითარება არ არის შესაძლებელი, გამოწვეულია კანონით დადგენილი დაბალი პროცენტითა და ბიზნეს პრაქტიკასთან შეუსაბამო ანგარიშგების მოთხოვნით. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები კანონპროექტის მიღებით, სახელმწიფო ორგანოები ან/და სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოები, სადაც სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობა 50%-ს აღემატება, შეძლებენ საინვესტიციო ფონდებში წილობრივად მონაწილეობდნენ 25%-ის ნაცვლად 40%-ით. ასევე საინვესტიციო ფონდებში მონაწილეობის შესახებ ანგარიშში ასასახი ინფორმაცია განისაზღვრება მთავრობის მიერ. აღნიშნული გამოიწვევს საინვესტიციო ფონდების ბაზრის მეტად სტიმულირებას, რამდენადაც დღეს მოთხოვნა სახელმწიფოს მონაწილეობაზე უფრო დიდია ვიდრე ეს კანონით არის დაშვებული. აღნიშნული გამოწვეულია საინვესტიციო ფონდების სამართლებრივი ჩარჩოს შედარებითი სიახლით, რომელიც მიღებულ იქნა 2020 წელს და საბანკო სისტემის დომინირებით. იმ შემთხვევაში თუ სახელმწიფო შეძლებს საინვესტიციო ფონდის მიერ მოსაზიდი კაპიტალის 25%-ის ნაცვლად 40%-ით შევსებას, აღნიშნული გაამარტივებს დანარჩენი 60%ის მობილიზებას ბაზარზე, საინვესტიციო ფონდების მმართველებს მეტ შესაძლებლობას მისცემს იზრუნონ საინვესტიციო ფონდის სტრატეგიით განსაზღვრული მიზნების მიღწევაზე და არა კაპიტალის მოზიდვაზე და რაც საბოლოოდ დადებითად აისახება საინვესტიციო ფონდების ამონაგებზე. ამის გარდა, ყოველ წელს საქართველოს მთავრობის მიერ მომზადდება ანგარიში, სადაც აისახება საინვესტიციო ფონდებში მონაწილეობის პირობების შესაბამისად ინფორმაცია. აღნიშნული მეტ შესაძლებლობას მისცემს სხვა ინვესტორებს და საინვესტიციო ფონდის მმართველებს მონაწილეობა მიიღონ ფონდებში და დააფუძნონ შესაბამისი ფონდები, რადგან აქამდე არსებული კანონის მოთხოვნები ანგარიშგებასთან დაკავშირებით ვერ იქნებოდა მორგებული ყველა ტიპის საინვესტიციო ფონდზე, მათ შორის ისეთ საინვესტიციო ფონდებზე, რომელთა საინვესტიციო პოლიტიკა კერძო შეთავაზების ფარგლებში არის დამტკიცებული. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტით განისაზღვრება, რომ იმ საინვესტიციო ფონდში, რომელშიც წილობრივად მონაწილეობს სახელმწიფო ორგანო ან/და სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმო, სადაც სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობა 50%-ს აღემატება, ასეთ საინვესტიციო ფონდში, სახელმწიფო ორგანოს ან/და სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოს, სადაც სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობა 50%-ს აღემატება წილობრივი მონაწილეობა დაშვებული იყოს 25%-ის ნაცვლად 40%-მდე. ამასთან წლიურ ანგარიშებში ასასახი ინფორმაცია განისაზღვრება მთავრობის მიერ ასეთ საინვესტიციო ფონდებში მონაწილეობის პირობების გათვალისწინებით. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში): აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონპრექტთან მიმართებაში (კანონპრექტი არ არის ინიცირებული საქართველოს მთავრობის მიერ). ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტი ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე, რადგან კანონის სრულყოფილად ამოქმედებისათვის დამატებითი ვადის საჭიროება არ არსებობს. ამასთან, კანონპროექტით უკუძალა გათვალისწინებული არ არის. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის განხილვა მოთხოვნილია დაჩქარებული წესით, ვინაიდან დროულად მოხდეს კერძო კაპიტალის საინვესტიციო ფონდების პროგრამის დანერგვა, რაც ხელს შეუწყობს დამატებით კაპიტალის მობილიზებას და გამოყოფას აღნიშნულ საინვესტიციო ფონდებში. ამასთან, საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, აუცილებელია საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე აღნიშნული კანონპროექტის მიღება. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): საშუალოვადიან პერიოდში ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღების შედეგად სახელმწიფო შეძლებს საინვესტიციო ფონდებში, მათ შორის ვენჩერული და კერძო კაპიტალის საინვესტიციო ფონდებში დასაბანდებლად საქართველოს საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში მობილიზებული სახსრების გამოყენებას უფრო დიდი პროცენტული მოცულობით თითოეულ საინვესტიციო ფონდზე 40%-მდე. სხვა მხრივ კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სხვა აუცილებელი ხარჯების გამოყოფას სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან. კანონპროექტით განსაზღვრული სახელმწიფოს მონაწილეობით დაფუძნებული/არსებული საინვესტიციო ფონდის შემთხვევაში, საქართველოს ეროვნული ბანკი, როგორც საინვესტიციო ფონდების ზედამხედველი, საკუთარი ტექნიკური და ადამიანური რესურსის ფარგლებში გააგრძელებს ასეთი ფონდების ზედამხედველობას. შინაარსით ამ კანონპროექტით განსაზღვრული საინვესტიციო ფონდები არ განსხვავდებიან „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონით დაფუძნებული საინვესტიციო ფონდებისაგან, შესაბამისად მათი ზედამხედველობა არ საჭიროებს დამატებით კვალიფიკაციას, რაც დამატებით ხარჯებთან შეიძლება იყოს დაკავშირებული, ხოლო თუ ასეთი ხარჯების გაზრდის საჭიროება დადგება, იგი დაფინანსებული იქნება თავად საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის ამოქმედებას, საინვესტიციო ფონდების თავისებურებების გათვალისწინებით, პირველი სამი წლისათვის სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის საშემოსავლო ნაწილზე გავლენა არ ექნება. გრძელვადიან პერსპექტივაში კი კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე იქნება დამოკიდებული იმაზე თუ რა ტიპის საინვესტიციო ფონდებში მოხდება მონაწილეობის მიღება და აგრეთვე სხვა გარე ეკონომიკურ ფაქტორებზე. კერძოდ, საინვესტიციო ფონდში პასიური მონაწილეობის შემთხვევაში, რაც გულისხმობს სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკის ან/და მუნიციპალიტეტის მიერ საინვესტიციო ფონდში ისე მონაწილეობას, რომ ისინი არ იღებენ საინვესტიციო გადაწყვეტილებებში მონაწილეობას. მოსალოდნელი იქნება შესაბამისი დონის ბიუჯეტების საშემოსავლო ნაწილზე დადებითი გავლენა და რაც დამოკიდებული იქნება კონკრეტულ საინვესტიციო ფონდში მონაწილეობის პირობების გათვალისწინებით. ზოგადად ასეთ საინვესტიციო ფონდებში სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკის ან/და მუნიციპალიტეტის მიერ მონაწილეობის შედეგად მიღებული ამონაგები მერყეობს 8%-დან 15%-მდე. აღნიშნული ამონაგები წარმოადგენს წმინდა წლიურ მოგებას, რომელსაც მიიღებს შეზღუდული პარტნიორი (სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკა ან/და მუნიციპალიტეტი) ასეთ საინვესტიციო ფონდში მონაწილეობის შედეგად (ძირითადად იგულისხმება ვენჩერული და კერძო კაპიტალის საინვესტიციო ფონდებში). აღნიშნული წმინდა წლიური ამონაგები უნაწილდება ინვესტორის საინვესტიციო ფონდის კაპიტალში მონაწილეობის შედეგად და წარმოადგენს კაპიტალზე დარიცხულ მოგებას, რომელსაც უკვე გამოკლებული აქვს ყველა სავარაუდო საკომისიო (ფონდის მართვის საკომისიო, ფონდის მიმდინარე ხარჯები და საინვესტიციო ფონდის მმართველის მოგების წილი). როგორც წესი ასეთი ტიპის საინვესტიციო ფონდები (ვენჩერული და კერძო კაპიტალის საინვესტიციო ფონდები) ოპერირებენ განსაზღვრული ვადით, ხშირად 10 წლით, რომელი ვადის გასვლის შემდგომ საინვესტიციო ფონდის მმართველი ანაწილებს გამომუშავებულ მოგებას ინვესტორებზე. საგულისხმოა, რომ საინვესტიციო საქმიანობას ახასიათებს საინვესტიციო სტრატეგიისაგან დამოუკიდებელი საკრედიტო, საბაზრო, საპროცენტო განაკვეთების, სავალუტო და სხვა რისკები. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში, სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე კანონპროექტს ზეგავლენა ექნება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის შესაბამისი ბიუჯეტით გამოყოფილი იქნება საინვესტიციო ფონდში მონაწილეობისათვის შესაბამისი სახსრები კანონპროექტით დაშვებული დამატებითი პროცენტის ფარგლებში. ზეგავლენის ზუსტი დადგენა იმის გათვალისწინებით, რომ ნორმის გამოყენება ნებაყოფლობითია, დამოკიდებული იქნება თითოეული დონის ბიუჯეტის ფარგლებში შესაბამისი საინვესტიციო თანხების გამოყოფის გადაწყვეტილებასა და საინვესტიციო ფონდის სხვა შესაბამის ხარჯებზე, რაც მოიცავს საინვესტიციო ფონდის კაპიტალში შენატანს (კანონპროექტის მიღების შემთხვევაში 40%-მდე), საინვესტიციო ფონდის მართვის წლიურ ხარჯებს (ინდუსტრიის სტანდარტი საშუალოდ 0.5%-დან 2%-მდე), საინვესტიციო ფონდის მომსახურების ხარჯებსა და საინვესტიციო ფონდის მმართველის მოგების წილს (არსებობის შემთხვევაში და ინდუსტრიის სტანდარტი 20%). აღნიშნულის გათვალისწინებთ, საგულისხმოა რომ სსიპ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო 2022 წლის დეკემბერს საქართველოს მთავრობის შესაბამისი განკარგულების საფუძველზე მონაწილეობს, როგორც შეზღუდული პარტნიორი ვენჩერულ საინვესტიციო ფონდ 500 Georgia L.P-ში, რომელიც წარმატებით ახორციელებს ინოვაციურ და ტექნოლოგიურ სექტორში სტარტაპებისთვის კაპიტალის მიწოდებას. ცვლილების ფარგლებში შესაძლებელი გახდება, სხვა შეზღუდული პარტნიორებისა და მმართველი პარტნიორის თანხმობის შემთხვევაში სახელმწიფოს წილის გაზრდა. სსიპ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო შესაბამისად გამოყოფილი პროგრამული ბიუჯეტის ფარგლებში აღნიშნულ ვენჩერულ ფონდში მონაწილეობს მაქსიმუმ 5 მილიონი აშშ დოლარის ფარგლებში, კანონპროექტის მიღების შემდეგ, იქნება არა კონკრეტულად მონაწილეობის თანხის გაზრდა, არამედ ამ თანხის დამატებით ათვისება, რაც დაშვებული გახდება პროცენტის ზრდით და მაქსიმალური თანხის ამ მომენტისათვის ვერ ათვისებთ. ამის გარდა, სსიპ - აწარმოე საქართველოში შეძლებს საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული კაპიტალის ბაზრის განვითარების სტრატეგია 2023-2028 წლების 2024-2025 წლების სამოქმედო გეგმით განსაზღვრული აქტივობის შესრულებას, რომელიც ემსახურება სსიპ აწარმოე საქართველოში მიერ მცირე და საშუალო ბიზნესებისათვის კაპიტალის მიწოდების მხარდაჭერას კერძო კაპიტალის საინვესტიციო ფონდის ინსტრუმენტის გამოყენებით. მსგავსად ამ ორი სააგენტოსი, სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკის ან/და მუნიციპალიტეტის სხვა უწყებებიც შეძლებენ შესაბამისი ინსტრუმენტით სარგებლობას, რისთვისაც კანონის მიხედვით საჭირო იქნება მთავრობის შესაბამისი სამართლებრივი აქტის მიღება. ამასთან, გრძელვადიან პერსპექტივაში კანონპროექტის მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტების ხარჯვით ნაწილის შემცირება, რაც გამოწვეული შეიძლება იყოს იმ ფაქტით, რომ ის კონკრეტული მიმართულებები რასაც საინვესტიციო ფონდები აფინანსებენ განსავითარებლად, გამოიყენებენ არა შესაბამისი დონის ბიუჯეტიდან თანხებს, არამედ შესაბამის ფონდში გენერირებულ მოგებას. აღნიშნული ამონაგები სახსრები შესაძლებელია მოხმარდეს კონკრეტული დარგების მდგრადობას, რისთვისაც საინვესტიციო ფონდის სახსრები იყო გამოყენებული თავდაპირველად. კერძოდ, საინვესტიციო ფონდების ბაზრის განვითარების შედეგად, სახელმწიფოს მხრიდან დასაფინანსებელი მიმართულებები დაფინანსდნენ არა ბიუჯეტიდან, არამედ საინვესტიციო ფონდის ფარგლებში მიღებული ამონაგებიდან. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: 2024 წლის მდგომარეობით საინვესტიციო ფონდების ბაზარზე ოპერირებდა 8 რეგისტრირებულ/ლიცენზირებული აქტივების მმართველი კომპანია, საინვესტიციო ფონდების ჯამური აქტივების ზომა კი 200 მილიონი ლარი იყო, რომელიც 19 საინვესტიციო ფონდში იყო აკუმულირებული. აქედან 18 საინვესტიციო ფონდი კერძო რეგისტრირებული საინვესტიციო ფონდს წარმოადგენს, რომელსაც არ ევალება საინვესტიციო სტრატეგიისა და სხვა ინფორმაციის საჯაროდ გამჟღავნება, ხოლო პირველი ავტორიზებული საჯარო საინვესტიციო ფონდი დარეგისტრირდა 2024 წელს. კანონპროექტის მიღების შედეგად მოსალოდნელია მეტი საინვესტიციო ფონდის დაფუძნება, და სახელმწიფოს მხარდაჭერის შედეგად, რაც გამოიხატება შეზღუდული პარტნიორის სახით ასეთ საინვესტიციო ფონდში მონაწილეობით, მომდევნო 3-4 წელიწადში დამატებითი 2-3 კერძო კაპიტალის საინვესტიციო ფონდის ჩამოყალიბებით, რომელიც დამატებით 200 მილიონი ლარის მობილიზებას მოახდენს. ვინაიდან სახელმწიფოს როლი საინვესტიციო ფონდების ბაზრის განვითარების მიმართულებით კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდება კანონპროექტი, ერთის მხრივ გავლენას მოახდენს ქართული კომპანიების ადრეული ეტაპის დაფინანსებაზე და ასევე მნიშვნელოვანი სამეწარმეო ცოდნის გაზიარებაზე, მეორეს მხრივ საინვესტიციო ფონდების მმართველებზე და საინვესტიციო ფონდებში სხვა შეზღუდულ პარტნიორებზე, დაფინანსების დროულად მიღების კუთხით, თუ მონაწილეობას ასეთ ფონდებში განახორციელებს სახელმწიფო. ფინანსური შედეგების თვალსაზრისით, კანონპროექტის მიღებით, საქართველოში დაფუძნებულ, საქმიანობის საწყის ეტაპზე მყოფ, მცირე და საშუალო ბიზნესებს გაეზრდებათ წვდომა არასაბანკო დაფინანსებაზე, საინვესტიციო ფონდის მმართველებს კი ფონდის საქმიანობიდან მიღებულ სარგებელზე. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ადგენს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი ზეგავლენას არ ახდენს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი ზეგავლენას მდგომარეობაზე. არ ახდენს ქალისა და მამაკაცის თანასწორობის გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: ორგანიზაციებში საქართველოს კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: შოთა ბერეკაშვილი; ანტონ ობოლაშვილი; გიორგი ბარვენაშვილი; ირაკლი კირცხალია; ლევან მაჭავარიანი; მარიამ ლაშხი. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: შოთა ბერეკაშვილი; ანტონ ობოლაშვილი; გიორგი ბარვენაშვილი; ირაკლი კირცხალია; ლევან მაჭავარიანი; მარიამ ლაშხი.