„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
18.06.2025
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: გივი მიქანაძე, გიორგი ჩაკვეტაძე, გიორგი სოსიაშვილი
ნომერი
#07-3/71/11
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 86 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 85 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-06-23
ბიუროს ნომერი 60

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №20, 04.05.2005, მუხ. 143) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. 26-ე მუხლის: ა) პირველი პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შედმეგი რედაქციით: ,,დ) შეიმუშავებს და ამტკიცებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის დებულებებს;“; ბ) ,,დ2“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; გ) ,,ტ6” ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; დ) ,,ყ1” ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; 2. 282 მუხლი ამოღებულ იქნეს. მუხლი 2. 1. 2025 წლის პირველი სექტემბრიდან, ლიკვიდირებულ იქნეს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო. 2. საქართველოს მთავრობამ, ამ კანონის ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში, უზრუნველყოს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს უფლებამონაცვლე შესაბამისი უწყებების განსაზღვრა და მათთვის შესაბამისი უფლებამოისლებების გადაცემა. 3. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ უზრუნველყოს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ლიკვიდაცია და ლიკვიდაციასთან დაკავშირებული ღონისძიებების გატარება, 2025 წლის პირველ სექტემბრამდე. მუხლი 3. 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს 2025 წლის პირველი სექტემბრიდან. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი 1
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: 2025-2028 წლების სამთავრობო პროგრამის შესაბამისად, მიმდინარეობს მნიშვნელოვანი რეფორმა ზოგადი განათლების მიმართულებით, რაც მიზნად ისახავს განათლების ხარისხის გაუმჯობესებას და მოსწავლეების თანაბარი განვითარების ხელშეწყობას. აღნიშნული მიზნის მისაღწევად განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მთელი ქვეყნის მასშტაბით სასკოლო ინფრასტრუქტურის გამართულობას, რისთვისაც ზემოხსენებული პროგრამითვე გათვალისწინებულია 500-ზე მეტი საჯარო სკოლის მშენებლობა და რეაბილიტაცია. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (N484-IIმს-XIმპ; 16/04/2025) შესაბამისად, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო რეორგანიზებულ იქნა საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროდ და საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროდ. გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს ერთ-ერთ ძირითად ამოცანას წარმოდგენს ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი ცალკეული ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების უზრუნველყოფა, აგრეთვე ამ პროექტებით გათვალისწინებული ობიექტების სამშენებლო, სარეაბილიტაციო და სხვა სახის სამუშაოების კოორდინაცია და, კომპეტენციის ფარგლებში, მონიტორინგი. განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის მიერ განხორციელებული საზედამხედველო საქმიანობის ფარგლებში გამოიკვეთა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მშენებლობისა და რეაბილიტაციის ერთიანი მიდგომის დამკვიდრების მიზანშეწონილობა, რათა უზრუნველყოფილი იყოს სამშენებლო სამუშაოების განხორციელების პროცესის ერთიანობა. შესაბამისად, სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ფუნქციები მათი შინაარსის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია გადანაწილდეს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს შორის, მათი კომპეტენციების გათვალისწინებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, საჯარო სამართლის იურიდიული პირი საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ლიკვიდაციით და საქართველოს მთავრობის აღნიშნული დაწესებულების უფლებამონაცვლის განსაზღვრისა და შესაბამისი უფლებამოსილებებით აღჭურვის დავალებით შეიქმნება სამართლებრივი საფუძველი, რაც უზრუნველყოფს საგანმანათლებლო დაწესებულებების მშენებლობის მასშტაბური პროგრამის განხორციელების ერთიანობას. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს საგანმანათლებლო დაწესებულებების მშენებლობისა და რეაბილიტაციის განხორციელების პროცესის ერთიანობა და სსიპ 1 საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ფუნქციები მათი შინაარსის გათვალისწინებით, გადანაწილდეს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს შორის, მათი კომპეტენციების შესაბამისად, საჭიროა ცვლილებების შეტანა საქართველოს კანონში „ზოგადი განათლების შესახებ“. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად, განხორციელდება სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ლიკვიდაცია, 2025 წლის პირველი სექტემბრიდან. ამასთანავე, საქართველოს მთავრობა, ამ კანონის ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში, უზრუნველყოფს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს უფლებამონაცვლე შესაბამისი უწყებების განსაზღვრას და მათთვის შესაბამისი უფლებამოისლებების გადაცემას. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად, განხორციელდება სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ლიკვიდაცია, 2025 წლის პირველი სექტემბრიდან. ლიკვიდაციის პროცესის განხორციელება დაევალება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს. ასევე, საქართველოს მთავრობას დაევალება, წარმოდგენილი კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილებების ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში, სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს უფლებამონაცვლე შესაბამისი უწყებების განსაზღვრა და მათთვის შესაბამისი უფლებამოისლებების გადაცემა. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილი კანონპროექტის (კანონპროექტი არ არის ინიცირებული საქართველოს მთავრობის მიერ). მიმართ ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილებები, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, ხოლო კანონპროექტის პირველი მუხლის ამოქმედების ვადად განისაზღვრება 2025 წლის პირველი სექტემბერი. კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის მსგავსი შერჩევა განპირობებულია იმით, რომ მის სრულად ასამოქმედებლად შესაბამისი ღონისძიებები არის განსახორციელებელი, როგორც საქართველოს მთავრობის მხრიდან, ისე საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ. კანონპროექტი არ ითვალისწინებს მისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): წარმოდგენილი კანონპროექტი ითვალისწინებს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ლიკვიდაციას 2025 წლის პირველი სექტემბრიდან. კანონპროექტის თანახმად, საქართველოს მთავრობასა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაევალება სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს 2 ლიკვიდაციასთან დაკავშირებით გარკვეული ღონისძიებების განხორციელება. იმის გათვალისწინებით, რომ პარლამენტის საგაზაფხულო სესია იხურება ივნისის ბოლო პარასკევს, მიზანშეწონილია კანონპროექტის განხილვა განხორციელდეს დაჩქარებული წესით. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): საშუალოვადიან პერიოდში ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი, კერძოდ, სსიპ - საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ასიგნებები. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტი გავლენა სახელმწიფო, მუნიციპალიტეტის ან/და ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, განისაზღვრება სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს უფლებამონაცვლე შესაბამისი უწყებების განსაზღვრისა და მათთვის შესაბამისი უფლებამოსილებების გადაცემის შემდეგ. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ზრდას სახელმწიფო, მუნიციპალიტეტის ან/და ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილში. მიმდინარე წელს სსიპ - საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსათვის გამოყოფილი ასიგნებები შეადგენს - 776.74 მლნ ლარს. სსიპ - საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ადმინისტრირების ხარჯი შეადგენს 8.39 მლნ ლარს, მათ შორის სახელფასო ფონდი - 7.58 მლნ ლარს. საშუალო ვადიან პერიოდში სსიპ - საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსათვის გამოსაყოფი საბიუჯეტო ასიგნებები წლების მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება: 2026 წელი - 806.72 მლნ ლარი; 2027 წელი - 736.22 მლნ ლარი; 2028 წელი - 617.02 მლნ ლარი. ხსენებული საბიუჯეტო ასიგნებების გადანაწილების შესახებ გადაწყვეტილება მიღებულ იქნება, სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს უფლებამონაცვლე შესაბამისი უწყებების განსაზღვრისა და მათთვის შესაბამისი უფლებამოსილებების გადაცემის შემდეგ. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება არ წარმოქმნის ახალ ფინანსურ ვალდებულებებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე 3 გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტის ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც გავრცელდება მისი მოქმედება განისაზღვრება, სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს უფლებამონაცვლე შესაბამისი უწყებების განსაზღვრისა და მათთვის შესაბამისი უფლებამოსილებების გადაცემის შემდეგ. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ადგენს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს (ფულად შენატანს). ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: წარმოდგენილი კანონპროექტის მიღება არ იქონიებს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება; წარმოდგენილი კანონპროექტის მიღება არ იქონიებს ზეგავლენას ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: ორგანიზაციებში საქართველოს კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. ორგანიზაციებში საქართველოს გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მომზადება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: 4 დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: გივი მიქანაძე, გიორგი ჩაკვეტაძე, გიორგი სოსიაშვილი. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: გივი მიქანაძე, გიორგი ჩაკვეტაძე, გიორგი სოსიაშვილი. 5