„სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
18.06.2025
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, არჩილ გორდულაძე, ირაკლი შატაკიშვილი
ნომერი
#07-3/73/11
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 85 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-06-23
ბიუროს ნომერი 60

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №19, 15.07.2004, მუხ.84) შეტანილი იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. პირველი მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) ცილისწამება – არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი და პირის სახელის გამტეხი განცხადება;“. 2. მე-6 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. ცილისწამების შესახებ სასამართლო დავისას სასამართლო იღებს ზომებს მხარეთა მოსარიგებლად. მას უფლება აქვს გადადოს საქმის განხილვა და მორიგებისათვის დანიშნოს ვადა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 10 დღეს.“. 3. მე-7 მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტები ამოღებულ იქნეს. 4. მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) პირისპირ შეურაცხყოფას, აგრეთვე - შეურაცხყოფას საჯარო სივრცეში;“. 5. მე-12 მუხლის მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს. 6. მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 13. კერძო პირის ცილისწამება 1. კერძო პირმა, რომელიც თვლის, რომ ცილისწამების ადრესატია და აღძრავს სარჩელს ცილისმწამებლისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების მოთხოვნით, სასამართლოს უნდა წარუდგინოს ის განცხადება, რომელსაც იგი ცილისწამებად მიიჩნევს, იმის მითითებით რა არსებითად მცდარ ფაქტს შეიცავს განცხადება მის შესახებ და შესაბამისი დასაბუთება იმის თაობაზე, თუ რატომ არის ის მოსარჩელისთვის სახელის გამტეხი. 2. მოპასუხეს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სარჩელის საფუძველზე დაეკისრება ცილისწამებისათვის შესაბამისი პასუხისმგებლობა, თუ ის ვერ დაამტკიცებს, რომ სადავო განცხადება არ შეიცავს არსებითად მცდარ ფაქტს მოსარჩელის შესახებ.“. 7. მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 14. საჯარო პირის ცილისწამება 1. საჯარო პირმა, რომელიც თვლის, რომ ცილისწამების ადრესატია და აღძრავს სარჩელს ცილისმწამებლისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების მოთხოვნით, სასამართლოს უნდა წარუდგინოს ის განცხადება, რომელსაც იგი ცილისწამებად მიიჩნევს, იმის მითითებით რა არსებითად მცდარ ფაქტს შეიცავს განცხადება მის შესახებ და შესაბამისი დასაბუთება იმის თაობაზე, თუ რატომ არის ის მოსარჩელისთვის სახელის გამტეხი. 2. მოპასუხეს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სარჩელის საფუძველზე დაეკისრება ცილისწამებისათვის შესაბამისი პასუხისმგებლობა, თუ იგი ვერ დაამტკიცებს, რომ სადავო განცხადება არ შეიცავს არსებითად მცდარ ფაქტს მოსარჩელის შესახებ. 3. მოპასუხის ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა გამოირიცხება, თუ, მიუხედავად იმისა, რომ სადავო განცხადება შეიცავს არსებითად მცდარ ფაქტს მოსარჩელის შესახებ, მოპასუხე დაამტკიცებს განცხადების გავრცელებისადმი საკუთარ კეთილსინდისიერებას. ამ ნორმის მიზნებისათვის, კეთილსინდისიერებად ჩაითვლება იმგვარი ვითარება, როდესაც მოპასუხემ, განცხადების გავრცელებამდე, ყველა აუცილებელი გონივრული ზომა მიიღო ინფორმაციის სისწორის გადამოწმების მიზნით და მისთვის უცნობი იყო ფაქტის მცდარობის შესახებ.“. 8. მე-15 მუხლი ამოღებულ იქნეს. 9. მე-17 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,3. თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ შესწორების ან უარყოფის გამოქვეყნება არ არის საკმარისი ცილისწამებით მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანის ჯეროვანი ანაზღაურებისათვის, მოპასუხეს, მოსარჩელის მოთხოვნით, შეიძლება დაეკისროს მოსარჩელისათვის მიყენებული ქონებრივი ან/და არაქონებრივი (მორალური) ზიანის ანაზღაურებაც.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი 2
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედი რედაქცია ითვალისწინებს სამოქალაქოსამართლებრივ პასუხისმგებლობას ცილისწამებისთვის, რომელიც არის არსებითად მცდარი ფაქტების გავრცელება პირზე, რაც ზიანს აყენებს მას და დაკავშირებულია პირის სახელის გატეხვასთან. კერძო პირის ცილისწამებისთვის სამოქალაქოსამართლებრივი პასუხისმგებლობა დადგება, იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე სასამართლოში დაამტკიცებს, რომ მოპასუხის განცხადება შეიცავს არსებითად მცდარ ფაქტს უშუალოდ მოსარჩელის შესახებ და ამ განცხადებით მოსარჩელეს ზიანი მიადგა, ხოლო საჯარო პირის ცილისწამებისათვის, თუ მოსარჩელე სასამართლოში დაამტკიცებს, რომ მოპასუხის განცხადება შეიცავს არსებითად მცდარ ფაქტს უშუალოდ მოსარჩელის შესახებ, ამ განცხადებით მოსარჩელეს ზიანი მიადგა და განცხადებული ფაქტის მცდარობა მოპასუხისათვის წინასწარ იყო ცნობილი ან მოპასუხემ გამოიჩინა აშკარა და უხეში დაუდევრობა, რამაც გამოიწვია არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი განცხადების გავრცელება. თუმცა ის ფაქტი, რომ პიროვნების მიმართ გავრცელებულია არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი განცხადება, თავისთავად არის პირისათვის იმავდროულად ზიანის მიმყენებელი, როგორც მისთვის სახელის გამტეხი განცხადება, რაც ნორმებში შესაბამისად უნდა აისახოს. ამასთანავე, როგორც კანონით დადგენილი აღნიშნული რეგულაციები განსაზღვრავს, მტკიცების ტვირთი ეკისრება მოსარჩელეს ანუ პირს, რომლის შესახებაც გაკეთდა არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი და მისთვის ზიანის მიმყენებელი, მისი სახელის გამტეხი განცხადება, რაც მოკლებულია ლოგიკას ცილისწამების არსიდან გამომდინარე. პირმა, რომლის მიმართაც განხორციელდა ცილისწამება, თავად უნდა დაამტკიცოს სასამართლოში, რომ მოპასუხის განცხადება შეიცავს არსებითად მცდარ ფაქტს მის შესახებ. სამართლებრივი დავის შემთხვევაში, მიზანშეწონილი იქნება, რომ მოპასუხემ, როგორც ცილისწამების ავტორმა, სასამართლოში თვითონ დაამტკიცოს მოსარჩელის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის ფაქტობრივი ჭეშმარიტება, კერძოდ, მოსარჩელის ნაცვლად მოპასუხეს დაეკისროს სასამართლოში იმის მტკიცების ტვირთი, რომ მისი განცხადება არ შეიცავს არსებითად მცდარ ფაქტს უშუალოდ მოსარჩელის შესახებ. რადგან ცილისწამებასთან დაკავშირებული საქმეები უმეტეს შემთხვევაში შეეხება შელახული სახელის, პატივის, ღირსების ან საქმიანი რეპუტაციის აღდგენას, რაც დროში ხანგრძლივი გაჭიანურების შემთხვევაში უმეტესწილად არაპროდუქტიულია და აზრს ჰკარგავს, მიზანშეწონილია ცილისწამებასთან დაკავშირებული დავების განხილვა და გადაწყვეტილების მიღება სასამართლოს მიერ ხდებოდეს მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში. ვინაიდან „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტი ითვალისწინებს ცილისწამების საქმეების განხილვის ვადის შემცირებას 1 თვემდე ვადით „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ პროექტით ცილისწამების შესახებ დავისას სასამართლოს მიერ მხარეთა მორიგებისათვის დანიშნული ვადაც უნდა იყოს რელევანტური და შესაბამისად გონივრული. „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედი რედაქციით, კერძო ცხოვრების ხელშეუხებლობისა და პერსონალური მონაცემების დაცვის მოტივით არ შეიძლება შეიზღუდოს გამოხატვის თავისუფლება იმ მოვლენასთან დაკავშირებით, რომლის ცოდნაც აუცილებელია ადამიანისათვის დემოკრატიულ სახელმწიფოში საზოგადოებრივი თვითმმართველობის განსახორციელებლად. თუმცა, კონსტიტუციური პრინციპების გათვალისწინებით ერთი ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება და მეორე ადამიანის გამოხატვის თავისუფლება თანაბარწონადი სიკეთეებია, რომელთა დაპირისპირებისას სამართლიანი ბალანსი ყოველი კონკრეტული შემთხვევის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით უნდა დადგინდეს და არა კანონის ნორმით რომელიმე სიკეთისათვის აშკარა უპირატესობის მინიჭებით, მოცემულ შემთხვევაში გამოხატვის თავისუფლების სასარგებლოდ, რაც ამ სიკეთეებს შორის დადგენილი ბალანსის დარღვევას იწვევს. „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედი რედაქციის შესაბამისი მუხლის ის ნორმები, რომლებიც ეხება კვალიფიციურ პრივილეგიას ცილისწამებისათვის გაუგებარი და ბუნდოვანია, და გარკვეულწილად პირდაპირ თუ ირიბად წინააღმდეგობაში მოდის ზოგადად კანონის პრინციპთან. „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონით ცილისწამებისათვის კვალიფიციურ პრივილეგიას მიკუთვნებულ ნორმებში მაგალითად, გაუგებარია სიცრუის გავრცელებით საზოგადოებრივი ინტერესების დაცვაზე და სამართლიანობაზე საუბარი, რაც ამ კანონის არსსა და მიზნებს არ შეესაბამება. „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედი რედაქციით ცილისწამებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების საკითხის მარეგულირებელი ნორმა ბუნდოვანია და ისე იკითხება, რომ ზიანის ანაზღაურება მოსარჩელეს მას შემდეგ უნდა დაეკისროს, როდესაც მოპასუხის მიერ გამოქვეყნებული შესწორება ან უარყოფა არ არის საკმარისი მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებისათვის. შესაბამისად, საჭიროა დაზუსტება, და 2 მოსარჩელის მოთხოვნის შემთხვევაში, ზიანის ანაზღაურების საკითხიც შესწორების ან უარყოფის საკითხის გადაწყვეტასთან ერთად უნდა გადაწყდეს. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: „ა.ა.ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული საკითხი, მისი არსიდან გამომდინარე, მოითხოვს საკანონმდებლო ცვლილების განხორციელებას. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღების შედეგად სათანადოდ მოწესრიგდება „ა.ა.ა“ ქვეპუნქტში გათვალისწინებული საკითხი, კერძოდ, ცილისწამების თაობაზე დავების განხილვისას სასამართლოში მტკიცების ტვირთის გადატანა მოხდება მოპასუხეზე, მოსარჩელე, რომელმაც მიიღო შესაძლო მორალური, რეპუტაციული ზიანი, გათავისუფლდება მოპასუხის მიერ გავრცელებული ფაქტების მცდარობის მტკიცების ტვირთისაგან და ამასთანავე, მოპასუხეს დააკისრებს იმის მტკიცების ტვირთს, რომ მისი განცხადება არ შეიცავს არსებითად მცდარ ფაქტს უშუალოდ მოსარჩელის შესახებ. ცილისწამებასთან დაკავშირებული დავების განხილვის ვადის შემცირებას ხელს შეუწყობს ცილისწამების შესახებ სასამართლო დავისას სასამართლოს მხარეთა მორიგებისათვის დანიშნული ვადის შემცირება, მაქსიმალურად შემჭიდროვებული და გონივრული ვადით. კანონპროექტის მიღებით გადაწყდება სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებისა და პერსონალური მონაცემების დაცვის და კერძო ცხოვრების ხელშეუხებლობის ერთგვაროვანი და თანაბარი დაცვის საკითხი, როგორც თანაბარწონადი სიკეთეებისა, რომელთა დაპირისპირებისას სამართლიანი ბალანსი ყოველი კონკრეტული შემთხვევის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით დადგინდება. კანონპროექტის მიღების შემდეგ „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონიდან ამოღებული იქნება ის ნორმები, რომლებიც ბუნდოვანია და გარკვეულწილად წინააღმდეგობაში მოდის ამავე კანონის არსსა და მიზნებთან, აგრეთვე დაზუსტდება ცილისწამებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების საკითხის მარეგულირებელი ზოგიერთი ბუნდოვანი ნორმა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის თანახმად, ცვლილება განხორციელდება „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველ მუხლის „ე“ ქვეპუნქტში და დაზუსტდება ცილისწამების განმარტება. ვინაიდან პირის მიმართ გავრცელებული განცხადება, რომელიც მცდარ ფაქტს შეიცავს, თავისთავად არის პირისათვის იმავდროულად ზიანის მიმყენებელი, როგორც მისთვის სახელის გამტეხი 3 განცხადება. შესაბამისად, კანონის პირველი მუხლის „ე“ ქვეპუნქტში ცილისწამება განიმარტება, როგორც არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი და პირი სახელის გამტეხი განცხადება. კანონპროექტი ცვლილებას ითვალისწინებს „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-6 პუნქტში, სადაც ცილისწამების საქმის მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში გადაწყვეტის მიზნით, 10 დღემდე მცირდება ცილისწამების შესახებ დავისას სასამართლოს მიერ მხარეთა მორიგებისათვის დადგენილი ვადა, ნაცვლად არსებული 1 თვიანი ვადისა. წარმოდგენილი პროექტის თანახმად, ცვლილება შედის „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტში და ხდება მისი ამოღება, ვინაიდან მტკიცების ტვირთის მოსარჩელიდან მოპასუხეზე გადანაცვლების გამო კანონის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის ჩანაწერი საფუძველს მოკლებულია. აგრეთვე, კანონპროექტით ცვლილება განხორციელდება „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესახებ მე-13 და მე-14 მუხლებში და როგორც კერძო, ისე საჯარო პირის ცილისწამების შემთხვევაში იცვლება მტკიცების ტვირთის დაკისრების საკითხი და მტკიცების ტვირთის გადატანა ხდება მოპასუხეზე. კერძოდ, მე-13 მუხლის შესაბამისად, კერძო პირმა, რომელიც თვლის, რომ ცილისწამების ადრესატია და აღძრავს სარჩელს ცილისმწამებლისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების მოთხოვნით, სასამართლოს უნდა წარუდგინოს ის განცხადება, რომელსაც იგი ცილისწამებად მიიჩნევს, იმის მითითებით რა არსებითად მცდარ ფაქტს შეიცავს განცხადება მის შესახებ და შესაბამისი დასაბუთება იმის თაობაზე, თუ რატომ არის ის მოსარჩელისთვის სახელის გამტეხი. მოპასუხეს აღნიშნული სარჩელის საფუძველზე დაეკისრება ცილისწამებისათვის შესაბამისი პასუხისმგებლობა, თუ ის ვერ დაამტკიცებს, რომ სადავო განცხადება არ შეიცავს არსებითად მცდარ ფაქტს მოსარჩელის შესახებ. ხოლო საჯარო პირის ცილისწამების შემთხვევაში მე-14 მუხლით დგინდება, რომ საჯარო პირმა, რომელიც თვლის, რომ ცილისწამების ადრესატია და აღძრავს სარჩელს ცილისმწამებლისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების მოთხოვნით, სასამართლოს უნდა წარუდგინოს ის განცხადება, რომელსაც იგი ცილისწამებად მიიჩნევს, იმის მითითებით რა არსებითად მცდარ ფაქტს შეიცავს განცხადება მის შესახებ და შესაბამისი დასაბუთება იმის თაობაზე, თუ რატომ არის ის მოსარჩელისთვის სახელის გამტეხი. მოპასუხეს აღნიშნული სარჩელის საფუძველზე დაეკისრება ცილისწამებისათვის შესაბამისი პასუხისმგებლობა, თუ იგი ვერ დაამტკიცებს, რომ სადავო განცხადება არ შეიცავს არსებითად მცდარ ფაქტს მოსარჩელის შესახებ. მოპასუხის პასუხისმგებლობა გამოირიცხება, თუ, მიუხედავად იმისა, რომ სადავო განცხადება შეიცავს არსებითად მცდარ ფაქტს მოსარჩელის შესახებ, მოპასუხე დაამტკიცებს განცხადების გავრცელებისადმი საკუთარ კეთილსინდისიერებას. ამ ნორმის მიზნებისათვის, კეთილსინდისიერებად ჩაითვლება იმგვარი ვითარება, როდესაც მოპასუხემ, განცხადების გავრცელებამდე, ყველა აუცილებელი გონივრული ზომა მიიღო ინფორმაციის სისწორის გადამოწმების მიზნით და მისთვის უცნობი იყო ფაქტის მცდარობის შესახებ. 4 წარმოდგენილი კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს ცვლილების შეტანას „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტში, რომლის მოქმედი რედაქციით კერძო ცხოვრების ხელშეუხებლობისა და პერსონალური მონაცემების დაცვის მოტივით არ შეიძლება შეიზღუდოს გამოხატვის თავისუფლება იმ მოვლენასთან დაკავშირებით, რომლის ცოდნაც აუცილებელია ადამიანისათვის დემოკრატიულ სახელმწიფოში საზოგადოებრივი თვითმმართველობის განსახორციელებლად. თუმცა, ერთი ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებისა და მეორე ადამიანის გამოხატვის თავისუფლების, როგორც თანაბარწონადი სიკეთეების გათვალისწინებით და მათ შორის სამართლიანი ბალანსის ყოველი კონკრეტული შემთხვევის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით დადგენის თვალსაზრისით, ხდება „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონიდან მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის ამოღება. წარმოდგენილი კანონპროექტით ასევე გათვალისწინებულია „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონიდან იმ ნორმების ამოღება, რომლებიც ეხება ცილისწამებისათვის კვალიფიციურ პრივილეგიას და რომლებიც გარკვეულწილად პირდაპირ თუ ირიბად წინააღმდეგობაში მოდის ზოგადად კანონის პრინციპებთან. შესაბამისად, კანონპროექტით ხდება „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონიდან მე-15 მუხლის მე-3 პუნქტის ამოღება. გარდა ამისა, კანონპროექტი აზუსტებს ცილისწამებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების საკითხის მარეგულირებელ ნორმებს და ნორმის ბუნდოვანების საკითხის რეგულირების მიზნით იხვეწება „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-3 პუნქტი, სადაც მიეთითება, რომ თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ შესწორების ან უარყოფის გამოქვეყნება არ არის საკმარისი ცილისწამებით მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანის ჯეროვანი ანაზღაურებისათვის, მოპასუხეს, მოსარჩელის მოთხოვნით, შეიძლება დაეკისროს მოსარჩელისათვის მიყენებული ქონებრივი ან/და არაქონებრივი (მორალური) ზიანის ანაზღაურებაც. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): კანონპროექტი საქართველოს მთავრობის მიერ არ არის ინიციირებული. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, რადგან ეს უკანასკნელი მისი მიზნიდან და შინაარსიდან გამომდინარე, არ ითხოვს ამოქმედების უფრო გვიანდელი ვადის დადგენას. ამასთან, კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისათვის უკუძალის მინიჭებას. 5 ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): ვინაიდან წარმოდგენილი ცვლილება ითვალისწინებს ცილისწამების არსებული რეგულაციების დაზუსტებასა და ცილისწამებასთან დაკავშირებული სამართლებრივი დავის განხილვის საკითხების მოწესრიგებას, მნიშვნელოვანია აღნიშნული რეგულაციების ამოქმედება განხორციელდეს დროის მოკლე მონაკვეთში, რადგან ცილისწამება, არსებითად მცდარი ფაქტების გავრცელებით, მორალურ, რეპუტაციული ზიანს აყენებს პირს და ემსახურება მის მიმართ ნეგატიური საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებას, რომლის დროულად აღდგენაც მეტად მნიშვნელოვანია. შესაბამისად ინიციატორების მიერ მოთხოვნილია პროექტის დაჩქარებული წესით განხილვა. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ხარჯების გამოყოფას სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტი არ ახდენს გავლენას სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები ) მითითებით: კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები. აგრეთვე, კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ან/და მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღებ პირდაპირ ფინანსურ ვალდებულებებს. 6 ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტს არ მოჰყვება ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით არ დგინდება გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა ქალისა თანასწორობის მდგომარეობაზე. კანონპროექტის და მამაკაცის გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების /შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტი არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: 7 ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია /დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის /დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: პარლამენტის წევრები: დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, არჩილ გორდულაძე, ირაკლი შატაკიშვილი. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: პარლამენტის წევრები: დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, არჩილ გორდულაძე, ირაკლი შატაკიშვილი. 8