„საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
18.06.2025
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, არჩილ გორდულაძე, ირაკლი შატაკიშვილი
ნომერი
#07-3/73/11
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 85 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-06-23
ბიუროს ნომერი 60

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №47-48, 31.12 1997, გვ.21) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. 59-ე მუხლს მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, სასამართლო სამოქალაქო საქმეს განიხილავს განცხადების მიღების დღიდან არაუგვიანეს 2 თვისა. განსაკუთრებით რთული კატეგორიის საქმეზე მისი განმხილველი სასამართლოს გადაწყვეტილებით ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 5 თვისა, გარდა ალიმენტის გადახდევინების, დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვა დაზიანებით ან მარჩენალის სიკვდილით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების, შრომითი ურთიერთობებიდან, „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე მოთხოვნებისა, ცილისწამებისა და უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ საქმეებისა, რომლებიც განხილული უნდა იქნეს არაუგვიანეს 1 თვისა.“. 2. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის მეშვიდე11 კარი: „კარი მეშვიდე11 სამართალწარმოება ცილისწამებასთან დაკავშირებულ საქმეზე თავი XLIV18 სამართალწარმოება ცილისწამებასთან დაკავშირებულ საქმეზე მუხლი 36353. სარჩელის დასაშვებობა ცილისწამებასთან დაკავშირებული სარჩელი განიხილება საერთო წესებით, ამ თავით განსაზღვრული თავისებურებების გათვალისწინებით.“. მუხლი 36354. სასამართლოსათვის სარჩელით მიმართვა 1. ნებისმიერ პირს, რომელიც თავს ცილისწამების მსხვერპლად მიიჩნევს, უფლება აქვს სასამართლოში შეიტანოს სარჩელი იმ პირის წინააღმდეგ, რომელმაც მისი ვარაუდით, მის მიმართ ცილისწამება განახორციელა. 2. სასამართლოსთვის სარჩელით მიმართვა შესაძლებელია 100 დღის განმავლობაში მას შემდეგ, რაც პირი გაეცნო ან შეეძლო გასცნობოდა იმ განცხადებას, რომელსაც იგი ცილისწამებად მიიჩნევს. 3. პირს უფლება აქვს, ამ მუხლით გათვალისწინებული სარჩელით მოითხოვოს მისთვის მიყენებული ქონებრივი ან/და არაქონებრივი (მორალური) ზიანის ანაზღაურება. მუხლი 36355. მტკიცების ტვირთი ცილისწამების საქმის განხილვისას საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შესახებ მტკიცების ტვირთი ნაწილდება ,,სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამის ნორმათა გათვალისწინებით. მუხლი 36356. სარჩელის წარმოებაში მიღება 1. სასამართლო სარჩელის შეტანიდან 3 დღის ვადაში იხილავს მისი წარმოებაში მიღების საკითხს. 2. სარჩელის საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების დაუცველად წარდგენის შემთხვევაში სასამართლო ადგენს ხარვეზს და მოსარჩელეს მის აღმოსაფხვრელად განუსაზღვრავს გონივრულ ვადას, რომელიც არ შეიძლება იყოს 3 დღეზე ნაკლები. განსაზღვრულ ვადაში ხარვეზის აღმოფხვრის შემთხვევაში სასამართლო სარჩელს წარმოებაში იღებს, ხოლო თუ ხარვეზი არ აღმოიფხვრა, მას გამოაქვს განჩინება სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ და სარჩელსა და თანდართულ დოკუმენტებს მოსარჩელეს უბრუნებს. 3. სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ სასამართლო განჩინება კერძო საჩივრით შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოსარჩელისათვის მისი ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში. 4. სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ სარჩელისა და თანდართული დოკუმენტის ასლები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დაუყოვნებლივ ეგზავნება მოპასუხეს და მას შესაგებელის წარსადგენად 10 დღის ვადა ეძლევა. მუხლი 36357. სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრება 1. სააპელაციო სასამართლო ცილისწამების საქმეზე შეტანილი სააპელაციო საჩივრის დასაშვებობას ამოწმებს შეტანიდან 3 დღის ვადაში. 2. ცილისწამების საქმეზე სააპელაციო საჩივარი განიხილება მისი განსახილველად მიღებიდან 1 თვის ვადაში.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: წარმოდგენილი კანონპროექტი მიზნად ისახავს, ცილისწამებასთან დაკავშირებით „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტით გათვალისწინებული ცვლილებიდან გამომდინარე რეგულაციების დადგენას. კერძოდ, აღნიშნული კანონის პროექტით გათვალისწინებულია, მოსარჩელის ნაცვლად მოპასუხეს დაეკისროს მტკიცების ტვირთი, რომ პირის მიმართ ცილისწამება არ განხორციელებულა, რაც შესაბამისად უნდა აისახოს „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში“. ამასთანავე, რადგან ცილისწამებასთან დაკავშირებული საქმეები უმეტეს შემთხვევაში შეეხება შელახული სახელის, პატივის, ღირსების ან საქმიანი რეპუტაციის აღდგენას, რაც დროში ხანგრძლივი არაპროდუქტიულია და აზრს გაჭიანურების ჰკარგავს, შემთხვევაში მიზანშეწონილია უმეტესწილად ცილისწამებასთან დაკავშირებული დავების განხილვა და გადაწყვეტილების მიღება სასამართლოს მიერ ხდებოდეს მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში. აღნიშნულიდან გამომდინარე, პროექტი ითვალისწინებს ცილისწამების საქმეების განხილვის ვადის შემცირებას 1 თვემდე ვადით. გარდა აღნიშნულისა, იმისათვის, რომ ცილისწამების შესახებ საქმის განხილვის პროცედურები უფრო მეტად ცხადი, მოქნილი, განხილვის შემცირებული ვადის რელევანტური და „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტით გათვალისწინებულ ცვლილებებთან შესაბამისი გახდეს, მიზანშეწონილი იქნება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცალკე თავით განისაზღვროს ცილისწამებასთან დაკავშირებულ საქმეზე სამართალწარმოების მარეგულირებელი ნორმები. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: „ა.ა.ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული საკითხი, მისი არსიდან გამომდინარე, მოითხოვს საკანონმდებლო ცვლილების განხორციელებას. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღების შედეგად სათანადოდ მოწესრიგდება „ა.ა.ა“ ქვეპუნქტში დასახელებული საკითხი, კერძოდ, ცილისწამების განხილვის წესი ჩამოყალიბდება ცალკე თავად და შემცირდება ცილისწამების შესახებ საქმეების განხილვის ვადა არაუმეტეს 1 თვემდე, რაც ხელს შეუწყობს ცილისწამებასთან დაკავშირებული სამართლებრივი დავების უფრო ეფექტიანად, შემჭიდროვებულ ვადებში განხილვას და სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების პროდუქტიულობას, განსაკუთრებით რეპუტაციული ზიანის აღდგენის თვალსაზრისით. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის თანახმად, ცვლილება განხორციელდება 59-ე მუხლის მე-3 ნაწილში და განისაზღვრება, რომ ცილისწამების შესახებ საქმეები განხილული უნდა იქნეს არაუგვიანეს 1 თვისა. აგრეთვე, კოდექსს დაემატება მეშვიდე11 კარი - სამართალწარმოება ცილისწამებასთან დაკავშირებულ საქმეზე, რომელიც მოიცავს ცილისწამებასთან დაკავშირებული დავის განხილვის საკითხებს, კერძოდ, სარჩელის დასაშვებობა, სასამართლოსათვის სარჩელით მიმართვა, მტკიცების ტვირთი, სარჩელის წარმოებაში მიღება, სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრება. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): კანონპროექტი საქართველოს მთავრობის მიერ არ არის ინიციირებული. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, რადგან ეს უკანასკნელი მისი მიზნიდან და შინაარსიდან გამომდინარე, არ ითხოვს ამოქმედების უფრო გვიანდელი ვადის დადგენას. ამასთან, კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისათვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): ვინაიდან წარმოდგენილი ცვლილება ითვალისწინებს დაკავშირებული სამოქალაქოსამართლებრივი მოწესრიგებას, მნიშვნელოვანია აღნიშნული დავის ცილისწამებასთან განხილვის საკითხების რეგულაციების ამოქმედება განხორციელდეს დროის მოკლე მონაკვეთში, რადგან ცილისწამება, არსებითად მცდარი ფაქტების გავრცელებით, მორალურ, რეპუტაციული ზიანს აყენებს პირს და ემსახურება მის მიმართ ნეგატიური საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებას, რომლის დროულად აღდგენა მეტად მნიშვნელოვანია. შესაბამისად ინიციატორების მიერ მოთხოვნილია პროექტის დაჩქარებული წესით განხილვა. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ავტონომიური რესპუბლიკის ხარჯების რესპუბლიკური გამოყოფას ან/და სახელმწიფო, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტი არ ახდენს გავლენას სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები ) მითითებით: კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები. აგრეთვე, კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ან/და მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღებ პირდაპირ ფინანსურ ვალდებულებებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტს არ მოჰყვება ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით გადასახდელი. არ დგინდება გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი მდგომარეობაზე ზეგავლენა ქალისა კანონპროექტის და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის ხელშეკრულებებთან მიმართება და საქართველოს შეთანხმებებთან, ორმხრივ აგრეთვე, ისეთი და მრავალმხრივ ხელშეკრულების /შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტი არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, /დაწესებულება, არასახელმწიფო ექსპერტი, სამუშაო ან/და ჯგუფი, საერთაშორისო რომელმაც კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ორგანიზაცია მონაწილეობა მიიღო დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის /დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: პარლამენტის წევრები: დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, არჩილ გორდულაძე, ირაკლი შატაკიშვილი. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: პარლამენტის წევრები: დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, არჩილ გორდულაძე, ირაკლი შატაკიშვილი.