„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 85 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-06-23
ბიუროს ნომერი 60
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის
შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, N56, 28.12.2005, მუხ. 433)
შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-8 მუხლის დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:
„11. ამ კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული კომპენსაციის
მაქსიმალური გასაცემი ოდენობის შესახებ პირობა ვრცელდება ამ მუხლის პირველი პუნქტის
შესაბამისად დანიშნულ კომპენსაციაზე, მიუხედავად ამავე პუნქტის გათვალისწინებით
გაანგარიშებული კომპენსაციის ოდენობისა.“.
2. მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:
„5. ამ კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული კომპენსაციის
მაქსიმალური გასაცემი ოდენობის შესახებ პირობა ვრცელდება ამ მუხლის შესაბამისად
დანიშნულ
კომპენსაციაზე,
მიუხედავად
ამავე
მუხლის
შესაბამისი
პუნქტების
გათვალისწინებით გაანგარიშებული კომპენსაციის ოდენობისა.“.
3. მე-12 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:
„3. ამ კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული კომპენსაციის
მაქსიმალური გასაცემი ოდენობის შესახებ პირობა ვრცელდება ამ მუხლის მე-2 პუნქტის
შესაბამისად დანიშნულ კომპენსაციაზე, მიუხედავად ამავე პუნქტის გათვალისწინებით
გაანგარიშებული კომპენსაციის ოდენობისა.“.
4. მე-13 მუხლის:
ა) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:
„41. ამ კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული კომპენსაციის
მაქსიმალური გასაცემი ოდენობის შესახებ პირობა ვრცელდება ამ მუხლის მე-4 პუნქტის
შესაბამისად დანიშნულ კომპენსაციაზე, მიუხედავად ამავე პუნქტის გათვალისწინებით
გაანგარიშებული კომპენსაციის ოდენობისა.“;
ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. პარლამენტის (უზენაესი საბჭოს) ყოფილ წევრს, თუ იგი ეწევა საჯარო საქმიანობას, ამ
მუხლით გათვალისწინებული პარლამენტის (უზენაესი საბჭოს) წევრის კომპენსაცია მიეცემა
მისი საშუალო თვიური ანაზღაურების ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ
კომპენსაციამდე შევსების ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს დადგენილი მაქსიმალური ზღვრისა.“.
5. მე-14 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:
„3. ამ კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული კომპენსაციის
მაქსიმალური გასაცემი ოდენობის შესახებ პირობა ვრცელდება ამ მუხლის მე-2 პუნქტის
შესაბამისად დანიშნულ კომპენსაციაზე, მიუხედავად ამავე პუნქტის გათვალისწინებით
გაანგარიშებული კომპენსაციის ოდენობისა.“.
6. 141 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:
„3. ამ კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული კომპენსაციის
მაქსიმალური გასაცემი ოდენობის შესახებ პირობა ვრცელდება ამ მუხლის მე-2 პუნქტის
შესაბამისად დანიშნულ კომპენსაციაზე, მიუხედავად ამავე პუნქტის გათვალისწინებით
გაანგარიშებული კომპენსაციის ოდენობისა.“.
7. მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 15. უმაღლესი დიპლომატიური რანგის მქონე პირის კომპენსაციის გაანგარიშება
1. უმაღლესი დიპლომატიური რანგის მქონე პირს 65 წლის ასაკის მიღწევისას ენიშნება
კომპენსაცია. მისი ოდენობა შეადგენს ამ პირის მიერ დიპლომატიურ სამსახურში დაკავებული
ბოლო უმაღლესი დიპლომატიური თანამდებობისთვის გათვალისწინებული თანამდებობრივი
სარგოს მესამედს, რომელიც დაითვლება კომპენსაციის დანიშვნის მომენტისთვის შესაბამისი
თანამდებობისთვის განსაზღვრული თანამდებობრივი სარგოს ოდენობიდან.
2. ამ კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული კომპენსაციის
მაქსიმალური გასაცემი ოდენობის შესახებ პირობა ვრცელდება ამ მუხლის პირველი პუნქტის
შესაბამისად დანიშნულ კომპენსაციაზე, მიუხედავად ამავე პუნქტის გათვალისწინებით
გაანგარიშებული კომპენსაციის ოდენობისა.“.
8. 151 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:
„3. ამ კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული კომპენსაციის
მაქსიმალური გასაცემი ოდენობის შესახებ პირობა ვრცელდება ამ მუხლის მე-2 პუნქტის
შესაბამისად დანიშნულ კომპენსაციაზე, მიუხედავად ამავე პუნქტის გათვალისწინებით
გაანგარიშებული კომპენსაციის ოდენობისა.“.
9. 152 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 152. გენერალური აუდიტორისა და მისი მოადგილის (მოადგილეების)
კომპენსაციების გაანგარიშება
1. გენერალურ აუდიტორსა და მის მოადგილეს (მოადგილეებს) კომპენსაციები ენიშნებათ
65
წლის
ასაკის
მიღწევისას
ან
არანაკლებ
25
წლის
შრომის
საერთო
სტაჟის
შემთხვევაში, გენერალურ აუდიტორს – უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ, მის
მოადგილეს (მოადგილეებს) – არანაკლებ 5 წლით სამსახურებრივი უფლებამოსილების
განხორციელებისას,
შესაბამისად გენერალური
აუდიტორისა
და მისი
მოადგილისათვის
(მოადგილეებისათვის) უფლებამოსილების შეწყვეტის მომენტისთვის ბოლო ერთი წლის
განმავლობაში განსაზღვრული საშუალო თანამდებობრივი სარგოების მესამედის ოდენობით.
2. ამ კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული კომპენსაციის
მაქსიმალური გასაცემი ოდენობის შესახებ პირობა ვრცელდება ამ მუხლის პირველი პუნქტის
შესაბამისად დანიშნულ კომპენსაციაზე, მიუხედავად ამავე პუნქტის გათვალისწინებით
გაანგარიშებული კომპენსაციის ოდენობისა.“.
10. 153 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:
„3. ამ კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული კომპენსაციის
მაქსიმალური გასაცემი ოდენობის შესახებ პირობა ვრცელდება ამ მუხლის მე-2 პუნქტის
შესაბამისად დანიშნულ კომპენსაციაზე, მიუხედავად ამავე პუნქტის გათვალისწინებით
გაანგარიშებული კომპენსაციის ოდენობისა.“.
11. მე-17 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:
„6. ამ კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული კომპენსაციის
მაქსიმალური გასაცემი ოდენობის შესახებ პირობა ვრცელდება ამ მუხლის შესაბამისად
დანიშნულ
კომპენსაციაზე,
მიუხედავად
ამავე
მუხლის
შესაბამისი
პუნქტების
გათვალისწინებით გაანგარიშებული კომპენსაციის ოდენობისა.“.
12. მე-18 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:
„3. ამ კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული კომპენსაციის
მაქსიმალური გასაცემი ოდენობის შესახებ პირობა ვრცელდება ამ მუხლის შესაბამისად
დანიშნულ
კომპენსაციაზე,
მიუხედავად
ამავე
მუხლის
შესაბამისი
პუნქტების
გათვალისწინებით გაანგარიშებული კომპენსაციის ოდენობისა.“.
13. მე-19 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:
„6. ამ კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული კომპენსაციის
მაქსიმალური გასაცემი ოდენობის შესახებ პირობა ვრცელდება ამ მუხლის შესაბამისად
დანიშნულ
კომპენსაციაზე,
მიუხედავად
ამავე
მუხლის
შესაბამისი
პუნქტების
გათვალისწინებით გაანგარიშებული კომპენსაციის ოდენობისა.“.
14. მე-20 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:
„4. ამ კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული კომპენსაციის
მაქსიმალური გასაცემი ოდენობის შესახებ პირობა ვრცელდება ამ მუხლის შესაბამისად
დანიშნულ
კომპენსაციაზე,
მიუხედავად
ამავე
მუხლის
შესაბამისი
პუნქტების
გათვალისწინებით გაანგარიშებული კომპენსაციის ოდენობისა.“.
15. 21-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 21. კომპენსაცია პარლამენტის წევრის (პარლამენტის ყოფილი წევრის)
გარდაცვალების გამო
1. პარლამენტის წევრის (პარლამენტის ყოფილი წევრის) გარდაცვალების შემთხვევაში
მის შვილებს 18 წლის ასაკის მიღწევამდე, შრომისუუნარო მეუღლეს და შვილებს (ასაკის
მიუხედავად) ენიშნებათ კომპენსაცია პარლამენტის წევრის კომპენსაციის 75%-ის ოდენობით,
მიუხედავად გარდაცვლილის მიერ პარლამენტის წევრის კომპენსაციის მიღების უფლების
მოპოვებისა.
2. ამ კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული კომპენსაციის
მაქსიმალური გასაცემი ოდენობის შესახებ პირობა ვრცელდება ამ მუხლის პირველი პუნქტის
შესაბამისად დანიშნულ კომპენსაციაზე, მიუხედავად ამავე პუნქტის გათვალისწინებით
გაანგარიშებული კომპენსაციის ოდენობისა.“.
მუხლი 2. ამ კანონის მოქმედება ვრცელდება მის ძალაში შესვლამდე „სახელმწიფო
კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის
საფუძველზე დანიშნული/განახლებული/გადაანგარიშებული და გაცემას დაქვემდებარებული
კომპენსაციის ოდენობებზე.
მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს 2025 წლის 1 აგვისტოდან.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი
ა.ა.ა.) პრობლემა რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი
„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“
საქართველოს კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრულია კომპენსაციის მაქსიმალური გასაცემი
ოდენობის დადგენის წესი, მისი გაანგარიშების პირობები, პირთა წრე, რომელზეც ვრცელდება
კომპენსაციის
მაქსიმალური
გასაცემი
ოდენობის
შესახებ პირობა
და
ამ პირობიდან
გამონაკლისები.
უკანასკნელ პერიოდში სახელმწიფო კომპენსაციის ადმინისტრირების ორგანოს - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები კომპენსაციის
დანიშვნისას
ზედა
ზღვრის
ოდენობის
შესახებ
კომპენსაციის
მიმღებ
პირთა
მიერ
გასაჩივრებული იქნა სასამართლოში.
სასამართლო პრაქტიკის ანალიზი ცხადყოფს, რომ ყველა შემთხვევაში სასამართლო
აკმაყოფილებს მოსარჩელეთა მოთხოვნას და მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს
„სადავო საკითხი უნდა გადაეწყვიტა არა ზოგადი, არამედ სპეციალური ნორმის საფუძველზე,
რომელიც კონკრეტულად განსაზღვრავს მსგავსი კატეგორიის პირთათვის კომპენსაციის თანხის
ოდენობას. მოპასუხემ არასწორად შეაფასა სამართლებრივი გარემოებები, რამდენადაც
სპეციალურ ნორმასთან მიმართებაში უპირატესობა მიანიჭა ზოგადი ხასიათის ნორმას,
რომლითაც დადგენილია სახელმწიფო კომპენსაციის მაქსიმალური ოდენობა და სპეციალური
დათქმის/ნორმის უგულებელყოფით მიიღო სადავოდ გამხდარი გადაწყვეტილება.“ ამასთანავე,
სასამართლო თავის გადაწყვეტილებებში აღნიშნავს, რომ „სახელმწიფო კომპენსაციისა და
სახელმწიფო
აკადემიური
სტიპენდიის
შესახებ“
საქართველოს
კანონის
მე-7
მუხლი
„წარმოადგენს ზოგადი ხასიათის ნორმას, რომელიც გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში,
როდესაც კანონმდებლობა არ ითვალისწინებს კონკრეტული, სადავო საკითხის მოწესრიგებას.“
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ
„სამართლის ზოგადი პრინციპის თანახმად, ერთსა და იმავე იერარქიულ საფეხურზე მდგომ
სპეციალურ და ზოგად ნორმებს შორის კოლიზიის არსებობისას, გამოიყენება სპეციალური
ნორმა“. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ ზემოაღნიშნული კანონის მოქმედი რედაქცია
მკაფიოდ განსაზღვრავს ზედა ზღვრის ოდენობას, სასამართლო კანონის მე-7 მუხლს განიხილავს,
როგორც ზოგადი ხასიათის ნორმას, რომელიც არ ვრცელდება იმ სუბიექტებზე, რომელთაც
კომპენსაცია ენიშნებათ სპეციალური ნორმების საფუძველზე.
ზემოაღნიშნული მიდგომის შედეგად, სასამართლო გადაწყვეტილებების საფუძველზე
კომპენსაციის მიმღები კონკრეტული პირებისთვის დანიშნული კომპენსაციის ოდენობები (2797
ლარი, 5033 ლარი, 2794 ლარი) მნიშვნელოვნად აღემატება კანონით დადგენილ ზედა ზღვარს,
რაც „საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე
მუხლის შესაბამისად, 1035 ლარს შეადგენს, ასევე, კანონმდებლობით საკონსტიტუციო
სასამართლოს და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთათვის დადგენილი კომპენსაციის
ოდენობას, რაც 1200 ლარს შეადგენს. ამასთანავე, სასამართლო ადმინისტრაციული ორგანოს
ვალდებულებად მიიჩნევს კომპენსაციის გადაანგარიშებას არა სასამართლო გადაწყვეტილების
ძალაში შესვლის თარიღიდან, არამედ კომპენსაციის გაზრდილი ოდენობით ანაზღაურებას
გასულ პერიოდზეც, თითოეული პირის მიერ მისი მიღების საფუძვლის წარმოშობის
მომენტიდან (რაც საშუალოდ ერთი პირის მიმართ 80 000-100 000 ლარს შეადგენს).
სასამართლოს
ზემოაღნიშნული
გადაწყვეტილებები,
გარდა
იმისა,
რომ
იწვევს
მნიშვნელოვანი მოცულობის სახელმწიფო საბიუჯეტო სახსრების გამოყოფას, არათანაბარ
პირობებში აყენებს „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის
შესახებ“ საქართველოს კანონით მოსარგებლე პირთა წრეს და აზრს უკარგავს მე-7 მუხლის
ნორმატიულ შინაარსს.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, კანონის „ზოგადი“ და „სპეციალური“
ნორმების
ერთმანეთთან
სრულად
შესაბამისობაში
მოყვანისა
და
მათი
შინაარსის
არაერთგვაროვანი ინტერპრეტაციის თავიდან აცილების მიზნით, საჭიროა კანონის მოქმედების
სფეროში მოქცეულ პირთა წრისთვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მარეგულირებელ
ნორმებს თითოეულ შემთხვევაში დაემატოს ჩანაწერი, რომლის თანახმად, ამ კატეგორიის
პირებისთვის გაანგარიშებულ კომპენსაციის ოდენობაზე ვრცელდება ამავე კანონის მე-7
მუხლით განსაზღვრული კომპენსაციის მაქსიმალური გასაცემი ოდენობის შესახებ პირობა,
მიუხედავად შესაბამისი ნორმის საფუძველზე გაანგარიშებული კომპენსაციის ოდენობისა.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა
იმ მიზნით, რომ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის
შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული სახელმწიფო კომპენსაციის
მაქსიმალური ოდენობის შესახებ მითითება გათვალისწინებულ იქნეს შესაბამისი კატეგორიის
პირებისთვის კომპენსაციის ოდენობის გაანგარიშებისას, საჭიროა ამავე კანონის მე-8, მე-9, მე-12153, მე-17 და მე-18-21-ე მუხლებში ცვლილებების განხორციელება.
ა.ბ ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები
კანონპროექტის მიღების შემთხვევაში „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო
აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული
სახელმწიფო
კომპენსაციის
მაქსიმალური
გასაცემი
ოდენობის
შესახებ
მითითება
გათვალისწინებულ იქნება შესაბამისი კატეგორიის პირებისთვის კომპენსაციის ოდენობის
გაანგარიშებისას, რითაც უზრუნველყოფილი იქნება კანონის ცალკეული ნორმების სრული
ურთიერთშესაბამისობა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი
კანონპროექტის თანახმად, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური
სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული სახელმწიფო
კომპენსაციის მაქსიმალური გასაცემი ოდენობის შესახებ პირობა გათვალისწინებულ იქნება
კანონის მე-8, მე-9, მე-12-153, მე-17 და მე-18-21-ე მუხლების შესაბამის ნორმებში.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში)
აღნიშნული ქვეპუნქტის მოქმედება არ ვრცელდება კანონპროექტზე, რადგან იგი არაა
ინიციირებული საქართველოს მთავრობის მიერ.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება
კანონპროექტით ძალაში შედის 2025 წლის 1 აგვისტოდან. კანონის მიღებიდან ამ
თარიღამდე არსებული დრო სახელმწიფო კომპენსაციის ადმინისტრირების ორგანოს მიერ
გამოყენებულ იქნება კანონის აღსრულებისთვის საჭირო ორგანიზაციული ღონისძიებების
განსახორციელებლად. ამასთანავე, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური
სტიპენდიის
შესახებ“ საქართველოს კანონის
„ზოგადი“
და „სპეციალური“
ნორმების
ერთმანეთთან სრულად შესაბამისობაში მოყვანისა და მათი შინაარსის არაერთგვაროვანი
ინტერპრეტაციის თავიდან აცილების მიზნით, კანონპროექტით გათვალისწინებულია, რომ ამ
კანონის მოქმედება ვრცელდება მის ძალაში შესვლამდე „სახელმწიფო კომპენსაციისა და
სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე
დანიშნული/განახლებული/გადაანგარიშებული და გაცემას დაქვემდებარებული კომპენსაციის
ოდენობებზე.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება
(თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას)
საკითხის შინაარსიდან და მნიშვნელობიდან გამომდინარე, საჭიროა კანონპროექტის
მცირე დროში მიღება, რაც, მიმდინარე სასესიო პერიოდის დასრულებამდე დარჩენილი
შუალედის გათვალისწინებით, მოითხოვს მის განხილვას დაჩქარებული წესით.
ბ)
კანონპროექტის
ფინანსური
გავლენის
შეფასება
საშუალოვადიან
პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო
კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული ხარჯებთან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ცვლილებებს.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით
კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების
აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის
ბუნებისა
და
მიმართულების
მითითებით,
რომლებზედაც
მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა
2025 წლის მაისის მდგომარეობით სახელმწიფო კომპენსაციის მიმღებია 22 863 პირი, მათ
შორის, სახელმწიფო კომპენსაციის ზღვრული ოდენობის გაუთვალისწინებლად, ამ ოდენობაზე
დიდი ოდენობით კომპენსაციის მიღების პრეტენდენტია 1361 პირი. ამასთანავე, კანონპროექტით
გათვალისწინებულია, რომ ამ კანონის მოქმედება ვრცელდება მის ძალაში შესვლამდე
„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს
კანონის
საფუძველზე
დანიშნული/განახლებული/გადაანგარიშებული
დაქვემდებარებული კომპენსაციის ოდენობებზე.
და
გაცემას
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
დადგენას.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება
კანონპროექტი გავლენას არ ახდენს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი
ზეგავლენის შეფასება
კანონპროექტის
მიღებით
ქალისა
და
მამაკაცის
თანასწორობის
მდგომარეობაზე
ზეგავლენის მოხდენა მოსალოდნელი არ არის.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ)
კანონპროექტის
მიმართება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი
მუხლი ან/და ნაწილი
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს მიერ
დადებულ
ორმხრივ და
მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ
უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის
ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში
კანონპროექტის შემუშავების პროცესში კონსულტაციები იქნა გავლილი საქართველოს
ფინანსთა სამინისტროსთან.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში
გამოყენებული
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: არჩილ გორდულაძე,
თორნიკე ჭეიშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი,
ალუდა ღუდუშაური, თენგიზ შარმანაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, აკაკი ალადაშვილი.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: არჩილ გორდულაძე,
თორნიკე ჭეიშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი,
ალუდა ღუდუშაური, თენგიზ შარმანაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, აკაკი ალადაშვილი.