„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-06-23
ბიუროს ნომერი 60
📜 ტექსტი
საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს ორგანული კანონი
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში
(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე 41, 08.12.2009; მუხ. 300) შეტანილ იქნეს შემდეგი
ცვლილება:
1. 11 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) დაინტერესებული პირი – პირი, რომელიც დაინტერესებულია განსახილველი საქმის
შედეგით და ამ მიზნით ცდილობს მოსამართლესთან კომუნიკაციას; აგრეთვე
ნებისმიერი სხვა პირი რომელიც მოსამართლის ან ზოგადად სასამართლო სისტემის
დამოუკიდებლობაზე ზემოქმედების მოხდენის მიზნით ცდილობს მოსამართლესთან
არასათანადო კომუნიკაციას;“.
2. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 8. სასამართლოს საქმიანობაში ჩარევის დაუშვებლობა
1. სახელმწიფო თუ მუნიციპალიტეტის ორგანოს, დაწესებულებას, საზოგადოებრივ თუ
პოლიტიკურ გაერთიანებას, თანამდებობის პირს, იურიდიულ თუ ფიზიკურ პირს
ეკრძალებათ ნებისმიერი ფორმით სასამართლოს დამოუკიდებლობის შელახვა.
2. მოსამართლეზე რაიმე სახით ზემოქმედება უკვე მიღებული გადაწყვეტილების გამო ან
სამომავლოდ მისაღებ გადაწყვეტილებაზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით აკრძალულია
და ისჯება კანონით.“.
3. მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 9. პასუხისმგებლობა სასამართლოს უპატივცემულობისათვის
„მხარეების, საქმეში მონაწილე სხვა პირების, აგრეთვე ნებისმიერი პირის მიერ
ნებისმიერი ფორმით (ვერბალურად, უხამსი ქმედებით და ა.შ.) და ნებისმიერ
ვითარებაში (სასამართლო სხდომაზე, საჯარო სივრცეში) მოსამართლისადმი
უპატივცემულობას გამოხატვა, რომელიც უკავშირდება მოსამართლის სტატუსს, იწვევს
კანონით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.“.
4. მე-13 მუხლის 31 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„31. სასამართლოს მიერ ღია სასამართლო სხდომის შედეგად მიღებული სასამართლო
აქტის სრული ტექსტი შესაბამის საქმეზე სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების
კანონიერ ძალაში შესვლისთანავე ხდება საჯარო ინფორმაცია და გაიცემა საჯარო
ინფორმაციის გაცემისთვის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით
დადგენილი წესით. არავის არ აქვს უფლება, ამ აქტის ტექსტი საჯაროდ გამოაქვეყნოს
მისი დეპერსონალიზაციის გარეშე.
ამასთანავე, აღნიშნული სასამართლო აქტის
დეპერსონალიზებული ტექსტი შესაბამის საქმეზე სასამართლოს საბოლოო
გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ
საქართველოს იუსტიციის
უმაღლესი საბჭოს ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვებგვერდზე ქვეყნდება. ამ
პუნქტის მიზნებისთვის სასამართლო აქტი არის საქართველოს საერთო სასამართლოს
მიერ გამოტანილი ნებისმიერი გადაწყვეტილება, მათ შორის, ისეთი გადაწყვეტილება,
რომლითაც საქმე არსებითად არ წყდება. ამ პუნქტის მიზნებისთვის სასამართლო აქტის
ტექსტის დეპერსონალიზაციაში იგულისხმება მასში მითითებული შემდეგი
ინფორმაციის სრული დეპერსონალიზაცია:
ა) პირის ვინაობა, სახელწოდება, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი,
საიდენტიფიკაციო ნომერი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი,
სამუშაო ადგილისა და დაკავებული თანამდებობის სახელწოდებები;
ბ) პირის რეგისტრაციის ადგილის, ადგილსამყოფლის, საცხოვრებელი ადგილისა და
სამუშაო ადგილის მისამართები;
გ) პირის ტელეფონის ნომერი და ელექტრონული ფოსტის მისამართი;
დ) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ განსაზღვრული სხვა სახის ისეთი
ინფორმაცია, რომელიც პერსონალურ მონაცემებს განეკუთვნება. ამ ქვეპუნქტით
გათვალისწინებულ
ინფორმაციას
საჭიროების
შემთხვევაში
განსაზღვრავს
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.“.
5. 131 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სასამართლოში (სასამართლოს შენობაში, სასამართლო სხდომის დარბაზში,
სასამართლოს ეზოში) ფოტო-, კინო-, ვიდეოგადაღება და ტრანსლაცია დაუშვებელია,
გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამას ახორციელებს სასამართლო ან სასამართლოს მიერ
უფლებამოსილი პირი. სასამართლოს შეუძლია გაავრცელოს თავის ხელთ არსებული
სასამართლო პროცესის ფოტო-, კინო- და ვიდეოგადაღების მასალები, თუ ეს არ
ეწინააღმდეგება კანონს. სასამართლო სხდომის ვიდეო და აუდიო ჩაწერა დაიშება
მხოლოდ დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე, მოსამართლის მიერ
მიღებული მოტივირებული გადაწყვეტილებით.“.
ბ) მე-3-მე-7 პუნქტები ამოღებულ იქნეს.
6. მე-15 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:
„21. უზენაეს სასამართლოში, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს
გადაწყვეტილებით, შეიძლება განხორციელდეს მოსამართლეთა უფრო ვიწრო
სპეციალიზაცია.“.
7. მე-17 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. დიდი პალატა შედგება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, სხვა პალატების
თავმჯდომარეებისა და პლენუმის მიერ უზენაესი სასამართლოს პალატების
შემადგენლობიდან 3 წლის ვადით არჩეული არანაკლებ 12 მოსამართლისაგან.“.
8. მე-19 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატას 3 წევრის შემადგენლობით, 5 წლის
ვადით ირჩევს უზენაესი სასამართლოს პლენუმი. უზენაესი სასამართლოს
სადისციპლინო პალატის წევრთა ასარჩევად მათ კანდიდატურებს, მათ შორის,
სადისციპლინო პალატის თავმჯდომარის კანდიდატურას, უზენაესი სასამართლოს
წევრთაგან უზენაესი სასამართლოს პლენუმს წარუდგენს პლენუმის წევრი.
სადისციპლინო პალატის წევრი არ შეიძლება იყოს უზენაესი სასამართლოს ის
მოსამართლე, რომელიც იმავდროულად საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს
წევრია.“.
9. მე-191 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატას 3 წევრის შემადგენლობით, 5
წლის ვადით ირჩევს უზენაესი სასამართლოს პლენუმი. უზენაესი სასამართლოს
საკვალიფიკაციო პალატის წევრი არ შეიძლება იყოს უზენაესი სასამართლოს ის
მოსამართლე, რომელიც იმავდროულად საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს
წევრია.“.
10. მე-20 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. უზენაესი სასამართლოს პალატებს ჰყავთ თავმჯდომარეები. პალატის
თავმჯდომარეს
(გარდა
სადისციპლინო
და
საკვალიფიკაციო
პალატების
თავმჯდომარეებისა) ამ პალატის შემადგენლობიდან 10 წლის ვადით ირჩევს უზენაესი
სასამართლოს
პლენუმი.
სადისციპლინო
და
საკვალიფიკაციო
პალატების
თავმჯდომარეებს ამ პალატების შემადგენლობიდან 5 წლის ვადით ირჩევს უზენაესი
სასამართლოს პლენუმი ამ კანონის მე-19 და 191 მუხლებით დადგენილი წესით.
უზენაესი სასამართლოს პლენუმის გადაწყვეტილების საფუძველზე პალატის
თავმჯდომარის
(გარდა
სადისციპლინო
და
საკვალიფიკაციო
პალატების
თავმჯდომარეებისა) უფლებამოსილება შეიძლება განახორციელოს უზენაესი
სასამართლოს თავმჯდომარემ.“.
11. 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) საერთო ხელმძღვანელობას და ორგანიზებას უწევს უზენაესი სასამართლოს
მუშაობას;“.
12. 23-ე მუხლის მე-4-მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. აუცილებლობის შემთხვევაში, მართლმსაჯულების განხორციელების შეფერხების
თავიდან ასაცილებლად სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარემ, საქართველოს
საერთო სასამართლოებში საქმეთა ავტომატურად, ელექტრონული სისტემის მეშვეობით
განაწილების წესის შესაბამისად შერჩეულ მოსამართლეს, მისი თანხმობით, შეიძლება
დაავალოს საქმის განხილვაში მონაწილეობა ამავე სასამართლოს სხვა პალატაში ან
საგამოძიებო კოლეგიაში.
5. სააპელაციო სასამართლოს თითოეულ პალატას და საგამოძიებო კოლეგიას ჰყავთ
თავმჯდომარეები. სააპელაციო სასამართლოს პალატებისა და საგამოძიებო კოლეგიის
თავმჯდომარეებს შესაბამისი პალატისა და კოლეგიის შემადგენლობიდან 10 წლის
ვადით თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.
თანამდებობაზე 3 წლის ვადით გამწესებული მოსამართლე სააპელაციო სასამართლოს
პალატის თავმჯდომარედ ან საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარედ დაინიშნება
თავისი უფლებამოსილების ვადის ფარგლებში.
6. სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს და მის მოადგილეს სააპელაციო
სასამართლოს მოსამართლეთაგან 10 წლის ვადით თანამდებობაზე ნიშნავს
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო დასაბუთებული გადაწყვეტილებით.
თანამდებობაზე 3 წლის ვადით განწესებული მოსამართლე სააპელაციო სასამართლოს
თავმჯდომარედ
ან
თავმჯდომარის
მოადგილედ
დაინიშნება
თავისი
უფლებამოსილების ვადის ფარგლებში.“.
13. 25-ე მუხლის პირველი პუნქტი „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) ორგანიზებას უწევს სასამართლოს მუშაობას;“.
14. 30-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. სასამართლო კოლეგიას ჰყავს თავმჯდომარე, რომელსაც ამ კოლეგიის
შემადგენლობიდან 10 წლის ვადით თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს იუსტიციის
უმაღლესი საბჭო. თანამდებობაზე 3 წლის ვადით გამწესებული მოსამართლე
სასამართლო კოლეგიის თავმჯდომარედ დაინიშნება თავისი უფლებამოსილების ვადის
ფარგლებში.
5. აუცილებლობის შემთხვევაში, მართლმსაჯულების განხორციელების შეფერხების
თავიდან ასაცილებლად სასამართლოს თავმჯდომარემ, საქართველოს საერთო
სასამართლოებში საქმეთა ავტომატურად, ელექტრონული სისტემის მეშვეობით
განაწილების წესის შესაბამისად შერჩეულ მოსამართლეს, მისი თანხმობით, შეიძლება
დაავალოს საქმის ამავე სასამართლოს სხვა სპეციალიზებულ შემადგენლობაში
(სასამართლო
კოლეგიაში)
განხილვა, აგრეთვე
მაგისტრატი
მოსამართლის
უფლებამოსილების განხორციელება, ხოლო მაგისტრატ მოსამართლეს შეიძლება
დაავალოს საქმის მისი სამოქმედო ტერიტორიის გარეთ, რაიონულ (საქალაქო)
სასამართლოში განხილვა.“.
15. 32-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
1. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარეს შესაბამისი სასამართლოს
მოსამართლეთაგან, ხოლო იმ სასამართლოს თავმჯდომარეს, სადაც შექმნილია
სასამართლო კოლეგიები, – მათ შორის, სასამართლო კოლეგიების თავმჯდომარეთაგან,
10 წლის ვადით თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო
დასაბუთებული გადაწყვეტილებით. თანამდებობაზე 3 წლის ვადით განწესებული
მოსამართლე რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარედ დაინიშნება თავისი
უფლებამოსილების ვადის ფარგლებში.“.
16. კანონს 32-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 321 მუხლი:
„მუხლი 321. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე
1. იმ რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში, სადაც არანაკლებ 30 მოსამართლეა,
სასამართლოს თავმჯდომარეს ჰყავს მოადგილე, რომელსაც იმავე სასამართლოს
მოსამართლეთაგან 10 წლის ვადით თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს იუსტიციის
უმაღლესი საბჭო დასაბუთებული გადაწყვეტილებით. თანამდებობაზე 3 წლის ვადით
განწესებული მოსამართლე რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარის
მოადგილედ დაინიშნება თავისი უფლებამოსილების ვადის ფარგლებში.
2. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე:
ა) სასამართლოს თავმჯდომარის დავალებით ზედამხედველობას უწევს სასამართლოს
აპარატის მუშაობას, სასამართლოს თავმჯდომარესთან შეაქვს წინადადებები შრომის
შინაგანაწესის უხეშად დარღვევისა თუ სხვაგვარი
დისციპლინური გადაცდომის
ჩადენის გამო სასამართლოს აპარატის
მოხელეებისათვის დისციპლინური
პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე;
ბ) სასამართლოს თავმჯდომარის დავალებით, მართლმსაჯულების ორგანიზაციული
უზრუნველყოფის მიზნით, ახორციელებს შესაბამის ღონისძიებებს;
გ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს მოქალაქეთა
განცხადებების, საჩივრებისა და წინადადებების განზოგადებას და
განზოგადების
მასალებს წარუდგენს სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს;
დ) ამ კანონით გათვალისწინებულ
თავმჯდომარის მოვალეობას;
ე) ახორციელებს საქართველოს
უფლებამოსილებებს.
შემთხვევაში
კანონმდებლობით
ასრულებს
სასამართლოს
გათვალისწინებულ
სხვა
3. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარის დროებით არყოფნისას მის
მოვალეობას ასრულებს სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, ხოლო სასამართლოს
თავმჯდომარის მოადგილის არყოფნისას − სასამართლოს ერთ-ერთი მოსამართლე
სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის დავალებით.
4. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე შეიძლება იყოს
სასამართლოს ერთ-ერთი კოლეგიის თავმჯდომარე.“.
17. 34-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
18. 341 მუხლის მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„11. კანდიდატების საჯარო მოსმენის დასრულების შემდეგ, საქართველოს იუსტიციის
უმაღლესი საბჭოს წევრები, ამ კანონის 351 მუხლის გათვალისწინებით, სამოსამართლო
გამოცდილების არმქონე კანდიდატს აფასებენ ქულებით იმავე მუხლის მე-16 პუნქტის
შესაბამისად, ხოლო სამოსამართლო გამოცდილების მქონე კანდიდატს − ქულებით იმავე
მუხლის მე-17 პუნქტის შესაბამისად. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს
წევრები, ამ კანონის 351 მუხლის გათვალისწინებით, კანდიდატებს აფასებენ აგრეთვე
კეთილსინდისიერების
კრიტერიუმით
იმავე
მუხლის
მე-15
პუნქტის
შესაბამისად. ამასთანავე, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოველი წევრი
კანდიდატის შეფასებისას წერილობით ასაბუთებს ამ კანონის 351 მუხლის მე-16
პუნქტით/მე-17 პუნქტით გათვალისწინებულ თითოეულ ქულას და იმავე მუხლით
განსაზღვრულ კეთილსინდისიერების კრიტერიუმის თითოეულ მახასიათებელს.
აღნიშნულ შეფასებებსა და დასაბუთებებში მიეთითება საქართველოს იუსტიციის
უმაღლესი საბჭოს შესაბამისი წევრის სახელი, გვარი და ხელმოწერა. თუ საქართველოს
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ამ პუნქტის შესაბამისად არ შეაფასებს ყველა
კანდიდატს და აღნიშნულ შეფასებებს ამავე პუნქტით განსაზღვრულ დასაბუთებებთან
ერთად არ გადასცემს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატს, მიიჩნევა,
რომ საბჭოს ეს წევრი არ მონაწილეობს ამ პუნქტით გათვალისწინებულ პროცედურაში.
ამასთანავე, მის მიერ განხორციელებული ყველა კანდიდატის შეფასების შედეგები
უქმდება. თუ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი საქართველოს
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატს გადასცემს კანდიდატის არასრულ შეფასებას ან
კანდიდატის შეფასებას დასაბუთების გარეშე, საბჭოს აპარატი საბჭოს ამ წევრს აცნობებს
აღნიშნული ხარვეზის თაობაზე. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს
უფლება აქვს, ეს ხარვეზი 2 სამუშაო დღის ვადაში აღმოფხვრას. ხარვეზის ამ ვადაში
აღმოუფხვრელობის შემთხვევაში მიიჩნევა, რომ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი
საბჭოს ეს წევრი არ მონაწილეობს ამ პუნქტით გათვალისწინებულ პროცედურაში.
ამასთანავე, მის მიერ განხორციელებული ყველა კანდიდატის შეფასების შედეგები
უქმდება. კანდიდატების მიერ დაგროვებული ქულების რაოდენობა და ამ ქულების
დასაბუთებები, ამ კანონის 351 მუხლის მე-15 პუნქტით გათვალისწინებული შეფასებები
და ამ შეფასებების დასაბუთებები საჯაროა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი
საბჭოს წევრთა ვინაობის მითითებით ქვეყნდება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი
საბჭოს ვებგვერდზე.“.
19. 371 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით მოსამართლე ვერ შეირჩა,
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია - სრული შემადგენლობის
არანაკლებ 2/3-ის მხარდაჭერით, მოსამართლის თანხმობის გარეშე,
მიიღოს
გადაწყვეტილება მოსამართლის სხვა სასამართლოში (მათ შორის, სააპელაციო
სასამართლოდან რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში ან რაიონული (საქალაქო)
სასამართლოდან სააპელაციო სასამართლოში) არაუმეტეს 3 წლის ვადით მივლინების
შესახებ. მივლინების ვადა მოსამართლის თანხმობის გარეშე შეიძლება გაგრძელდეს
არაუმეტეს 2 წლით. ამასთანავე, საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ თავისი
გადაწყვეტილებით უნდა დაასაბუთოს ამ მუხლის პირველი პუნქტის პირველი
წინადადებით გათვალისწინებული იმ გარემოების არსებობა, რომელმაც მოსამართლის
თანხმობის გარეშე მისი სხვა სასამართლოში მივლინება ან მივლინების ვადის
გაგრძელება აუცილებელი გახადა.
3. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ ამ მუხლით დადგენილი წესით
მიღებული გადაწყვეტილება მივლინებული მოსამართლის მიერ შეიძლება
ერთჯერადად გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო
პალატაში, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში. გასაჩივრება აჩერებს
მივლინების შესახებ გადაწყვეტილების მოქმედებას, საკვალიფიკაციო პალატის მიერ
საჩივართან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებამდე. საკვალიფიკაციო პალატაში
სამართალწარმოება მიმდინარეობს ამ კანონის 365 და 366 მუხლებით დადგენილი წესით.
საკვალიფიკაციო პალატა, საჩივრის განხილვის შედეგად, იღებს ერთ-ერთ შემდეგ
გადაწყვეტილებას:
ა) მოსამართლის მივლინების შესახებ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს
გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე;
ბ) მოსამართლის მივლინების შესახებ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს
გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების
შესახებ;
გ) მოსამართლის მივლინების შესახებ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს
გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ, რითაც მივლინებასთან დაკავშირებული
პროცედურა სრულდება.“.
20. 41-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 41. მოსამართლის დაწინაურება
რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე შეიძლება დაინიშნოს სააპელაციო
სასამართლოში, თუ იგი რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში მოსამართლის
უფლებამოსილებას ახორციელებდა არანაკლებ 3 წლის განმავლობაში.“.
21. 43-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია, მოსამართლე
გაათავისუფლოს თანამდებობიდან, თუ იგი ბოლო 12 თვის განმავლობაში 6 თვეზე მეტ
ხანს ვერ ახორციელებდა თავის უფლებამოსილებას და არსებობს შესაბამისი
სამედიცინო დასკვნა, რომლის თანახმადაც, იგი მომავალშიც ვერ შეძლებს მოსამართლის
უფლებამოსილების განხორციელებას.“.
22. 45-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია წარდგინებით
მიმართოს საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო
კოლეგიას რაიონული (საქალაქო) ან სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის საქმეთა
განხილვისგან ჩამოცილების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად, თუ მოსამართლის
მიმართ დაწყებულია სისხლისსამართლებრივი დევნა და საქართველოს იუსტიციის
უმაღლესი საბჭო კენჭისყრის შედეგად, სრული შემადგენლობის უმრავლესობით
მიღებული
გადაწყვეტილებით,
ურთიერთშეთავსებად
და
დამაჯერებელ
მტკიცებულებათა
ერთობლიობის
საფუძველზე
მიიჩნევს,
რომ
შესაბამის
თანამდებობაზე მოსამართლის დარჩენით ხელი შეეშლება შესაბამისი სისხლის
სამართლის საქმის წარმოებას.“.
23. 47-ე მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო შედგება 15 წევრისგან. საქართველოს
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 11 წევრს, ამ კანონით დადგენილი წესით ირჩევს
საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა თვითმმართველობის ორგანო,
2 წევრს ირჩევს საქართველოს პარლამენტი, ხოლო 1 წევრს ნიშნავს საქართველოს
პრეზიდენტი. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე თანამდებობრივად არის
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი.“;
ბ) მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს;
გ) მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. საქართველოს საერთო სასამართლოებს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში
წარმოადგენენ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და საქართველოს მოსამართლეთა
კონფერენციის მიერ არჩეული 11 წევრი, მათ შორის, საქართველოს იუსტიციის
უმაღლესი საბჭოს მდივანი. საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის მიერ
არჩეული წევრი შეიძლება იყოს მხოლოდ საქართველოს საერთო სასამართლოს
მოსამართლე. საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის მიერ არჩეული წევრი არ
შეიძლება იყოს თანამდებობაზე 3 წლის ვადით გამწესებული მოსამართლე, უზენაესი
სასამართლოს სადისციპლინო პალატის ან საკვალიფიკაციო პალატის წევრი.
საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის მიერ არჩეულ წევრთაგან 6-ზე მეტი არ
შეიძლება იყოს სასამართლოს თავმჯდომარე, მისი პირველი მოადგილე ან მოადგილე ან
სასამართლო კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარე.
5. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2 წევრს ირჩევს საქართველოს
პარლამენტი სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეხუთედის უმრავლესობით,
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით. საქართველოს
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატად საქართველოს პარლამენტის
წევრის, მოსამართლის, პროკურორის წარდგენა არ შეიძლება.“.
დ) მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„12. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადაა 4
წელი. უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდეგ საქართველოს იუსტიციის
უმაღლესი საბჭოს წევრმა არ შეიძლება შეასრულოს თავისი მოვალეობა. საქართველოს
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი უნდა აირჩეს თანამდებობაზე მყოფი საქართველოს
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შესაბამისი წევრის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე
არაუადრეს 30 კალენდარული დღისა, ხოლო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი
საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში – მისი
უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის დღიდან არაუადრეს 10 კალენდარული
დღისა.“.
24. 48-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამყალიბდეს შემდეგი რედაქციით;
„თ) წელიწადში 6 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში თავისი უფლებამოსილების
განხორციელების შეუძლებლობა;“.
25. 48-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს თანამდებობიდან ათავისუფლებს
შესაბამისად საქართველოს პარლამენტი, საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია ან
საქართველოს პრეზიდენტი. ამ მუხლის პირველი პუნქტის „თ“–„ლ“ ქვეპუნქტებში
მითითებული რომელიმე გარემოების არსებობისას საქართველოს პარლამენტი ან
საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია კენჭს უყრის გადაწყვეტილებას
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის
შესახებ, ხოლო საქართველოს პრეზიდენტი იღებს გადაწყვეტილებას საქართველოს
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე.“.
26. 49-ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) განსაზღვრავს სააპელაციო და რაიონული (საქალაქო) სასამართლოების
მოსამართლეთა სპეციალიზაციას; აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, უზენაესი,
სააპელაციო და რაიონული (საქალაქო) სასამართლოებში მოსამართლეთა ვიწრო
სპეციალიზაციას;
დ) ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის სტრუქტურას,
თანამდებობათა დასახელებებს, საშტატო ნუსხასა და თანამდებობრივ სარგოებს,
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის თანამდებობრივ სარგოს, აგრეთვე
საქართველოს საერთო სასამართლოების (გარდა უზენაესი სასამართლოსი) აპარატების
სტრუქტურებსა და საშტატო ნუსხებს;“.
ბ) მე-4 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომის გამართვამდე საქართველოს
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე ქვეყნდება სხდომის გამართვის თარიღისა
და სხდომის დღის წესრიგის თაობაზე ინფორმაცია. საქართველოს იუსტიციის
უმაღლესი საბჭოს სხდომის გამართვამდე არანაკლებ 3 დღით ადრე საქართველოს
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე ქვეყნდება სხდომაზე განსახილველი
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ნორმატიული აქტის პროექტი.“.
27. კანონს 49-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 491 მუხლი:
„მუხლი 491. მოსამართლის მოსამართლის მიერ სამეცნიერო ან პედაგოგიური საქმიანობის
განხორციელებაზე, აგრეთვე მოსამართლის მიერ „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის
შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სარგებლის მიღებაზე თანხმობის
გაცემის წესი
1. ამ კანონის 49-ე მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრული
უფლებამოსილების ფარგლებში, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სახელით,
საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლის მიერ სამეცნიერო ან
პედაგოგიური საქმიანობის განხორციელებაზე, აგრეთვე მოსამართლის მიერ
„კორუფციის
წინააღმდეგ
ბრძოლის
შესახებ“
საქართველოს
კანონით
გათვალისწინებული და ნებადართული სარგებლის მიღებაზე თანხმობის გაცემის
საკითხს წყვეტს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი.
2. მოსამართლე სამეცნიერო ან პედაგოგიური საქმიანობის დაწყებამდე, აგრეთვე „კორუფციის
წინააღმდეგ
ბრძოლის
შესახებ“
საქართველოს
კანონით
გათვალისწინებული და ნებადართული სარგებლის მიღებამდე გონივრული ვადით
ადრე, წერილობითი განცხადების ფორმით ატყობინებს საქართველოს იუსტიციის
უმაღლეს საბჭოს აღნიშნული საქმიანობის განხორციელების/სარგებლის მიღების
განზრახვის შესახებ. შეტყობინება გულისხმობს საბჭოსათვის მითითებული
საქმიანობის/სარგებლის შესახებ შემდეგი ინფორმაციის წარდგენას:
ა) საქმიანობის მოკლე აღწერა, მისი ძირითადი არსის და განხორციელების
ხანგრძლივობის შესახებ ინფორმაციის მითითებით (მათ შორის - „უმაღლესი
განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული აკადემიური
თანამდებობის დასახელება და ძირითადი ფუნქციების მითითება); სარგებლის
შემთხვევაში - სარგებლის არსის აღწერა, სარგებლის გამცემი წყაროს (გამცემის სახელი
და გვარი/სახელწოდება, პირადი ნომერი/საიდენტიფიკაციო კოდი) და მოსალოდნელი
მატერიალურ-ეკონომიკური ეფექტის (ოდენობის) აღწერის ჩათვლით;
ბ) სამეცნიერო ან პედაგოგიური საქმიანობის თვალსაზრისით, მოსამართლის
პოტენციური დამსაქმებლის შესახებ ძირითადი მონაცემები (სახელწოდება,
საიდენტიფიკაციო კოდი, იურიდიული მისამართი, საქმიანობის ძირითადი
მიმართულებები და ა.შ.).
3. თუ წარდგენილი განცხადება არ აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-2 პუნქტით
გათვალისწინებულ მოთხოვნებს, განცხადება არ განიხილება.
4. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, ამ მუხლის მე-2 პუნქტით
განსაზღვრული შეტყობინების მიღებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში, იხილავს ამ მუხლის
პირველი პუნქტით განსაზღვრული თანხმობის გაცემის საკითხს, რისთვისაც იგი
უფლებამოსილია გამოითხოვის საკითხის გადასაწყვეტად აუცილებელი ინფორმაცია
(მათ შორის - იმ სასამართლოს თავმჯდომარისაგან, სადაც მოსამართლე ახორციელებს
სამოსამართლო უფლებამოსილებას).
5. მოსამართლის მიერ პედაგოგიურ/სამეცნიერო საქმიანობაზე ან სარგებლის მიღებაზე
თანხმობა არ გაიცემა, თუ:
ა) მოსამართლის მიერ დაგეგმილი საქმიანობა გავლენას მოახდენს მის მიერ
სამოსამართლო უფლებამოსილების სათანადოდ (ჯეროვნად) განხორციელებაზე;
ბ) მოსამართლის პოტენციური დამსაქმებლის/სარგებლის გამცემის საქმიანობა
შეუთავსებელია
მართლმსაჯულების
დამოუკიდებლად
და
მიუკერძოებლად
განხორციელების პრინციპებთან;
გ) მოსამართლის მიერ სარგებლის მიღება უპირისპირდება მართლმსაჯულების
ინტერესებს, რამაც შესაძლებელია საფრთხე შეუქმნას მის მიუკერძოებლობას.
6. მოსამართლის მიერ პედაგოგიურ/სამეცნიერო საქმიანობის განხორციელებაზე ან
სარგებლის მიღებაზე თანხმობის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების
გასაჩივრება არ აჩერებს მის მოქმედებას.
7. ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევების არარსებობისას,
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი უფლებამოსილია - გასცეს
თანხმობა:
ა) მოსამართლის მიერ მითითებული სამეცნიერო/პედაგოგიური
განხორციელების შესახებ არაუმეტეს 1 კალენდარული წლის ვადით;
საქმიანობის
ბ) მოსამართლის მიერ მითითებული სარგებლის მიღების შესახებ.“.
28. 51-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით
„1. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს 4 წლის ვადით ირჩევს
საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია მის მიერ არჩეულ საქართველოს
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთაგან.“.
29. 511 მუხლი ამოღებულ იქნეს.
30. 561 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 561. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სასამართლო მენეჯმენტის
დეპარტამენტი
საქართველოს საერთო სასამართლოების ადმინისტრირებასა და მენეჯმენტზე
ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს
სასამართლო მენეჯმენტის დეპარტამენტი. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს
სასამართლო მენეჯმენტის დეპარტამენტის უფლებამოსილებები და საქართველოს
იუსტიციის
უმაღლესი
საბჭოს
სასამართლო
მენეჯმენტის
დეპარტამენტის
თავმჯდომარის არჩევის წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი
საბჭოს რეგლამენტით.“.
31. 562 მუხლი ამოღებულ იქნეს.
32. 59-ე მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2.
სასამართლოების
მანდატურის
სამსახურების
საქმიანობის
საერთო
ხელმძღვანელობასა და კონტროლს ახორციელებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი
საბჭოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეული.“.
ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. სასამართლოს მანდატური არის საჯარო მოსამსახურე, რომელსაც თანამდებობაზე
ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს შესაბამისად სასამართლოს თავმჯდომარე
ან საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი. სასამართლოს მანდატურზე არ
ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული
რანგირება და მის თანამდებობრივ სარგოს განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის
უმაღლესი საბჭო. სასამრთლოს მანდატურის თანამდებობრივი სარგო არ უნდა
აღემატებოდეს შესაბამისი სასამრთლოს მოსამართლის თანამდებობრივ სარგოზე მეტი“.
33. 64-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ადმინისტრაციული კომიტეტის შემადგენლობას და კომიტეტის თავმჯდომარეს
ირჩევს საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია 4 წლის ვადით.“.
34. 65-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) ისმენს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, საქართველოს
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის და საერთო სასამართლოების დეპარტამენტის
თავმჯდომარის ყოველწლიურ ანგარიშებს ამ ორგანოთა მუშაობის შესახებ;“.
35. 66-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია, როგორც წესი, მოიწვევა წელიწადში
ერთხელ.
რიგგარეშე კონფერენცია მოიწვევა ადმინისტრაციული კომიტეტის
ინიციატივით ან საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა 1/5-ის
წერილობითი მოთხოვნით. რიგგარეშე კონფერენციის მოწვევა სავალდებულოა,
როდესაც კანონის შესაბამისად არჩეული უნდა იქნეს (იქნენ) საქართველოს იუსტიციის
უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი (წევრები), საქართველოს საერთო
სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის მოსამართლე წევრი
(წევრები), ადმინისტრაციული კომიტეტის წევრი (წევრები). საქართველოს
მოსამართლეთა კონფერენციის რიგგარეშე სხდომა იმართება მხოლოდ განსაზღვრული
დღის წესრიგით და იხურება მისი ამოწურვისთანავე. საქართველოს მოსამართლეთა
კონფერენციის სხდომის დღის წესრიგი ქვეყნდება უზენაესი სასამართლოს ვებგვერდზე,
სხდომამდე არაუგვიანეს 5 კალენდარული დღისა.“.
36. 663 მუხლის:
ა) მე-4-მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. დამოუკიდებელი საბჭოს 3 წევრს 4 წლის ვადით ირჩევს საქართველოს
მოსამართლეთა კონფერენცია კონფერენციის რეგლამენტით დადგენილი წესით.
დამოუკიდებელი საბჭოს 2 წევრს (1 მოსამართლე წევრს და 1 არამოსამართლე წევრს)
მათი,
როგორც
საქართველოს
იუსტიციის
უმაღლესი
საბჭოს
წევრების,
უფლებამოსილების ვადით ირჩევს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო
საკუთარი შემადგენლობიდან. დამოუკიდებელი საბჭოს დანარჩენ 2 წევრს, ამავე
მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად, 4 წლის ვადით,
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არანაკლებ 3 წევრის წარდგინებით ირჩევს
იუსტიციის უმაღლესი საბჭო.
5. დამოუკიდებელი საბჭოს თავმჯდომარეს საქართველოს მოსამართლეთა
კონფერენციის მიერ არჩეულ დამოუკიდებელი საბჭოს წევრთაგან, მისი, როგორც
დამოუკიდებელი საბჭოს წევრის, უფლებამოსილების ვადით ირჩევს საქართველოს
იუსტიციის უმაღლესი საბჭო.
6. დამოუკიდებელი საბჭო თავისი შემადგენლობიდან ირჩევს დამოუკიდებელი საბჭოს
თავმჯდომარის ორ მოადგილეს.”;
ბ) მე-7 პუნქტის „ე.ე“ და „ე.ზ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე.ე) ირჩევს სკოლის დირექტორის მოადგილეებს და სტაჟირების ხელმძღვანელს;
„ე.ზ) ამტკიცებს თეორიული კურსისა და სკოლის დამამთავრებელი გამოცდების
პროგრამებს, სკოლის დამამთავრებელი გამოცდის კომისიის შემადგენლობას;“;
გ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. დამოუკიდებელი საბჭოს თავმჯდომარისა და წევრის დამოუკიდებელ საბჭოში
საქმიანობა ანაზღაურდება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ
დადგენილი წესით.“.
37. 664 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. დამოუკიდებელი საბჭოს წევრს და თავმჯდომარეს ათავისუფლებს საქართველოს
იუსტიციის უმაღლესი საბჭო დამოუკიდებელი საბჭოს თავმჯდომარის მიმართვის
საფუძველზე.“.
38. 665 მუხლის:
ა) პირველი-მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. დამოუკიდებელი საბჭოს სხდომა, როგორც წესი, მოიწვევა არანაკლებ
წელიწადში
ერთხელ. დამოუკიდებელი საბჭოს სხდომას თავმჯდომარეობს
დამოუკიდებელი საბჭოს თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – მისივე
დავალებით დამოუკიდებელი საბჭოს თავმჯდომარის ერთ-ერთი მოადგილე.
2. დამოუკიდებელი საბჭოს სხდომის შესახებ ინფორმაცია და სხდომის დღის წესრიგი
სხდომის გამართვამდე ქვეყნდება სკოლის ვებგვერდზე.“;
ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. დამოუკიდებელი საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ქვეყნდება სკოლის
ვებგვერდზე.“.
39. 666 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სკოლის დირექცია შედგება სკოლის დირექტორისგან, მისი ორი მოადგილისა და
სტაჟირების ხელმძღვანელისგან.“;
ბ) მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს;
გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. სკოლის დირექტორის მოადგილეები და სტაჟირების ხელმძღვანელი აირჩევიან 5
წლის ვადით. ახალი დირექტორის არჩევა იწვევს სკოლის დირექტორის მოადგილეებისა
და სტაჟირების ხელმძღვანელის უფლებამოსილებების შეწყვეტას.“.
40. 6612 მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტები ამოღებულ იქნეს.
41. 6615 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 6615. სკოლაში მისაღებ იუსტიციის მსმენელთა საერთო რაოდენობა
სკოლაში მისაღები კონკურსის გამოცხადებამდე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი
სკოლის დამოუკიდებელი საბჭო დასაბუთებული გადაწყვეტილებით, სკოლის
დაფინანსებისა და ინფრასტრუქტურული შესაძლებლობების გათვალისწინებით,
განსაზღვრავს სკოლაში მისაღებ იუსტიციის მსმენელთა საერთო რაოდენობას.“.
42. 6630 მუხლის:
ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. სკოლის დამამთავრებელ გამოცდას ატარებს კომისია, რომლის შემადგენლობას
სკოლის დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს დამოუკიდებელი საბჭო.“.
ბ) მე-4 და მე-5 პუნქტები ამოღებულ იქნეს;
43. 6638 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 6638. მოქმედი მოსამართლის კვალიფიკაციის ამაღლება
მოსამართლის კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამა მის საჭიროებებს უნდა
შეესაბამებოდეს. მოსამართლის კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამის სავალდებულო
კომპონენტი, როგორც წესი, უნდა იყოს ადამიანის უფლებების სამართლის, მათ შორის,
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის,
საკითხების სწავლება.“.
44. 69-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. მოსამართლის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოს განაკვეთის ოდენობა
განისაზღვრება საქართველოს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონით
დადგენილი საბაზო თანამდებობრივი სარგოს ნამრავლით შემდეგ სახელფასო
კოეფიციენტზე:
ა) უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისათვის – 10.00;
ბ) უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილისათვის – 9.20;
გ) უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილისათვის – 9.00;
დ) უზენაესი სასამართლოს მოსამართლისათვის, რომელსაც არ უკავია ზემოთ
აღნიშნული ადმინისტრაციული თანამდებობა უზენაეს სასამართლოში – 8.50;
ე) სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარისათვის – 8.40;
ვ) სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილისათვის – 8.30;
ზ) სააპელაციო სასამართლოს პალატის (კოლეგიის) თავმჯდომარისათვის – 8.20;
თ) სააპელაციო სასამართლოს მოსამართლისათვის, რომელსაც არ უკავია ზემოთ
აღნიშნული ადმინისტრაციული თანამდებობა სააპელაციო სასამართლოში – 8.10;
ი) თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარისათვის - 8.20; სხვა რაიონული
(საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარისათვის – 7.80;
კ) თბილისის საქალაქო სასამართლოს კოლეგიის თავმჯდომარისათვის - 7.80; სხვა
რაიონული (საქალაქო) სასამართლოს კოლეგიის თავმჯდომარისათვის – 7.50;
ლ)
რაიონული
(საქალაქო)
სასამართლოს
მოსამართლისათვის/მაგისტრატი
მოსამართლისათვის, რომელსაც არ უკავია ზემოთ აღნიშნული ადმინისტრაციული
თანამდებობა რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში – 7.20.“.
45. 721-722 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 721. მოსამართლესთან კომუნიკაციის დაუშვებლობა
1. საქმის სასამართლოში შესვლის მომენტიდან ამ საქმეზე გამოტანილი სასამართლო
გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, აგრეთვე სისხლის სამართლის საქმის
გამოძიების სტადიაზე აკრძალულია მოსამართლესთან პროცესის მონაწილის,
დაინტერესებული პირის, საჯარო მოსამსახურის, სახელმწიფო მოსამსახურის,
სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირისა და პოლიტიკური თანამდებობის
პირის ან სხვა ნებისმიერი პირის კომუნიკაცია, რომელიც დაკავშირებულია
კონკრეტული საქმის ან საკითხის განხილვასთან ან/და საქმის სავარაუდო შედეგთან და
არღვევს სასამართლოს/მოსამართლის დამოუკიდებლობის, მიუკერძოებლობისა და
სასამართლო პროცესის შეჯიბრებითობის პრინციპებს, ან - წარმოადგენს მოსამართლეზე
ან ზოგადად სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობაზე ზემოქმედების მოხდენის
მცდელობას.
2. ამ თავით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა არ დგება იმ ქმედებისთვის,
რომელიც შეიცავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული
დანაშაულის ნიშნებს.
3. მოსამართლესთან კომუნიკაცია, მისი სამსახურებრივი მივლინების ან/და მისი
სასწავლო/პროფესიული განვითარების პროგრამაში ჩართვის (მონაწილედ/ექსპერტად)
მიზნით ან სხვა ნებისმიერ ისეთ საკითხთან მიმართებაში, რომელიც პირდაპირ ან
არაპირდაპირ
უკავშირდება
მართლმსაჯულების/სასამართლო
ხელისუფლების
განხორციელების პროცესს (სპეციალური კომუნიკაცია), დასაშვებია საქართველოს
იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან შეთანხმებით, ამ კანონის 7212 მუხლით დადგენილი
წესით.
მუხლი 722. მოსამართლის (სასამართლოს თავმჯდომარის) პასუხისმგებლობა
1. მოსამართლესთან პროცესის მონაწილის, დაინტერესებული პირის, საჯარო
მოსამსახურის, სახელმწიფო მოსამსახურის, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის
პირის, პოლიტიკური თანამდებობის პირის ან სხვა ნებისმიერი პირის ამ კანონის 721
მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კომუნიკაციის შემთხვევაში
მოსამართლე ვალდებულია ამის თაობაზე დაუყოვნებლივ, წერილობით შეატყობინოს
სასამართლოს თავმჯდომარეს ან მის მიერ უფლებამოსილ მოსამართლეს. თუ
კომუნიკაცია სასამართლოს თავმჯდომარესთან განხორციელდა, სასამართლოს
თავმჯდომარე ამის თაობაზე დაუყოვნებლივ, წერილობით ატყობინებს ზემდგომი
ინსტანციის სასამართლოს თავმჯდომარეს ან მის მიერ უფლებამოსილ მოსამართლეს.
თუ კომუნიკაცია უზენაესი სასამართლოს მოსამართლესთან განხორციელდა, იგი ამის
თაობაზე დაუყოვნებლივ, წერილობით ატყობინებს უზენაესი სასამართლოს
თავმჯდომარის პირველ მოადგილეს ან უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მიერ
უფლებამოსილ
მოადგილეს.
თუ
კომუნიკაცია
უზენაესი
სასამართლოს
თავმჯდომარესთან განხორციელდა, იგი ამის თაობაზე დაუყოვნებლივ, წერილობით
ატყობინებს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს.
2. მოსამართლესთან კომუნიკაციის თაობაზე წერილობითი შეტყობინების განხილვის
უფლებამოსილების მქონე მოსამართლე, აგრეთვე ამ თავით გათვალისწინებულ
შემთხვევებში – საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია
მოსამართლესთან ამ კანონის 721 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული
კომუნიკაციის შემთხვევაში პროცესის მონაწილის, დაინტერესებული პირის, საჯარო
მოსამსახურის, სახელმწიფო მოსამსახურის, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის
პირის, პოლიტიკური თანამდებობის პირის ან სხვა პირის მიმართ გამოიყენოს შემდეგი
ღონისძიებები:
ა) მიიღოს გადაწყვეტილება მისი დაჯარიმების შესახებ;
ბ) საჯარო მოსამსახურის შემთხვევაში – საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს
მდივნის წინაშე დასვას მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების
საკითხი.
3. მოსამართლის (სასამართლოს თავმჯდომარის) მიერ ამ კანონის 721 მუხლის პირველი
პუნქტით და ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრულ მოთხოვნათა
დარღვევა გამოიწვევს ამ კანონის XIII1 თავით გათვალისწინებული დისციპლინური
პასუხისმგებლობის ამავე კანონით დადგენილი წესით დაკისრებას.“.
46. 727 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. პროცესის მონაწილის, დაინტერესებული პირის, საჯარო მოსამსახურის ან სხვა
ნებისმიერი პირის მიერ ამ თავით განსაზღვრული მოთხოვნის დარღვევა −
გამოიწვევს დაჯარიმებას არაუმეტეს 5 000 ლარისა.“.
47. 7210 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
1. პროცესის მონაწილის, დაინტერესებული პირის, საჯარო მოსამსახურის, სახელმწიფო
მოსამსახურის, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის, პოლიტიკური
თანამდებობის პირის ან სხვა პირის დაჯარიმების შესახებ მოსამართლესთან ამ კანონის
721 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კომუნიკაციის თაობაზე
წერილობითი შეტყობინების განხილვის უფლებამოსილების მქონე მოსამართლის
განკარგულება შეიძლება 3 დღის ვადაში ერთჯერადად გაასაჩივროს პირმა, რომელსაც
ჯარიმა შეეფარდა, ან მისმა ადვოკატმა (კანონიერმა წარმომადგენელმა), აგრეთვე
მოსამართლემ, რომელთანაც, მისი შეტყობინების თანახმად, განხორციელდა ამ კანონის
721 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კომუნიკაცია, ზემდგომი
ინსტანციის სასამართლოს თავმჯდომარესთან ან მის მიერ უფლებამოსილ
მოსამართლესთან, ხოლო უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის
განკარგულება – უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესთან.“.
48. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 7212 მუხლი:
„მუხლი 7212. მოსამართლესთან სპეციალური კომუნიკაცია
1. ამ მუხლში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) „ღონისძიების ორგანიზატორი“ - ნებისმიერი სუბიექტი (ფიზიკური ან იურიდიული
პირი; იურიდიული პირის ფილიალი; ორგანიზაცია; დაწესებულება; სხვა სახელმწიფოს
წარმომადგენლობა და ა.შ.), რომელიც დაინტერესებულია მოსამართლის ჩართულობით
ამ სუბიექტის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში;
ბ) „ღონისძიება“ - ნებისმიერი ხასიათის ვიზიტი/საქმიანი შეხვედრა, ვორქშოფი,
კონფერენცია, ტრენინგი, ლექცია, სემინარი და სხვა მსგავსი ღონისძიებები;
გ) „მოსამართლესთან სპეციალური კომუნიკაცია“ - ღონისძიებაში შესაბამისი
მოსამართლის ჩართვის მიზნით ღონისძიების ორგანიზატორის მხრიდან იმავე
მოსამართლესთან კომუნიკაციის განხორციელება.
2. აკრძალულია მოსამართლესთან სპეციალური
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ჩართულობის გარეშე.
კომუნიკაცია,
საქართველოს
3. ორგანიზატორი ღონისძიებასთან დაკავშირებით, ღონისძიების განხორციელებამდე
გონივრული ვადით ადრე, ატყობინებს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს.
შეტყობინება გულისხმობს საბჭოსათვის ღონისძიების შესახებ შემდეგი ინფორმაციის
წარდგენას:
ა) ღონისძიების არსი და მიზანი, დღის წესრიგი (ღონისძიების განხორციელების დროის,
ხანგრძლივობის და პერიოდულობის, აგრეთვე - ადგილის მითითების ჩათვლით);
ბ) ღონისძიებაში მონაწილე პირთა (ტექნიკური პერსონალის გარდა) ვინაობა (მისი
თანამდებობის ან სხვაგვარი სტატუსის მითითების ჩათვლით);
გ) მოთხოვნა ღონისძიებაში მოსამართლის (მოსამართლეების) ჩართვის შესახებ, მისი
(მათი) ამ ღონისძიებაში როლის აღწერით.
4. კონკრეტულ მოსამართლეთა ღონისძიებაში ჩართვის საკითხს წყვეტს საქართველოს
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი. თანხმობის გაცემაზე უარის თქმის შემთხვევაში,
მოსამართლის სასწავლო შვებულებაში ან სამსახურებრივ მივლინებაში გასვლის შესახებ
ბრძანება არ გამოიცემა.
5. თუ ორგანიზატორი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსათვის ამ მუხლით
დადგენილი წესით მიმართვის გარეშე ან
თანხმობის გაცემაზე უარის თქმის
მიუხედავად, მაინც განახორციელებს სპეციალურ კომუნიკაციას მოსამართლესთან,
აღნიშნული მოსამართლე ვალდებულია - ორგანიზატორს განუცხადოს, რომ ეს
წარმოადგენს არასათანადო კომუნიკაციას და ამ კომუნიკაციის შესახებ დაუყოვნებლივ
აცნობოს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს. ასეთ შემთხვევაში, ამ
ღონისძიებაში აღნიშნული მოსამართლის მონაწილეობის საკითხი აღარ განიხილება.“.
49. 751 მუხლის მე-8 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ.ე” ქვეპუნქტი:
„ვ.ე) მოსამართლის მიერ სამოსამართლო საქმიანობასთან დაკავშირებული მოვალეობის
შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება.“.
50. 753 მუხლის:
ა) პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) ხელფასის 10%-დან 50%-მდე დაქვითვა არაუმეტეს 1 წლის განმავლობაში;“;
ბ) 12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„12. სასამართლოს თავმჯდომარის, სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის
ან მოადგილის, სასამართლო კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარის თანამდებობიდან
გათავისუფლება, ხელფასის 10%-დან 50%-მდე დაქვითვა შეიძლება გამოყენებულ იქნეს
როგორც ძირითად, ისე დამატებით დისციპლინურ სახდელად.“.
51. 754 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. დისციპლინური სამართალწარმოების პროცესი კონფიდენციალურია. შესაბამისი
უფლებამოსილების მქონე თანამდებობის პირები და საჯარო მოსამსახურეები
ვალდებული არიან, დაიცვან ყველა იმ ინფორმაციის საიდუმლოება, რომელიც მათთვის
დისციპლინური სამართალწარმოების დროს გახდა ცნობილი, გარდა ამ კანონით
გათვალისწინებული შემთხვევებისა.“.
52. 755 მუხლის:
ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ ქვეპუნქტი:
„ა1) სასამართლოს თავმჯდომარის მიმართვა მოსამართლის
შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შესახებ;“;
ბ) მე-2-მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მიერ
მოვალეობის
„2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საჩივარი
(განცხადება) უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ
დამტკიცებული ფორმის ნიმუშს და შედგენილი უნდა იყოს, როგორც წესი, ნაბეჭდი
სახით. საჩივრის (განცხადების) წარდგენა შესაძლებელია ელექტრონული ფორმითაც.
საჩივარი (განცხადება) წარედგინება საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს.
დამტკიცებული ფორმის ნიმუშის შეუსაბამო საჩივრის (განცხადების) წარდგენა არ
შეიძლება გახდეს მის მიღებაზე (რეგისტრაციაზე) უარის თქმის საფუძველი.
3. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საჩივარში
(განცხადებაში) მითითებული არ არის მოსამართლის ვინაობა, დისციპლინური საქმე
ან/და დისციპლინური გადაცდომის სავარაუდო ჩადენის ფაქტი, საქართველოს
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი საჩივრის (განცხადების) წარმდგენ პირს
დაუდგენს ხარვეზს და მის აღმოსაფხვრელად განუსაზღვრავს ვადას არაუმეტეს 5
დღისა. ხარვეზის აღნიშნულ ვადაში აღმოუფხვრელობის შემთხვევაში საჩივარი
(განცხადება) არ განიხილება.
4. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი მოსამართლის მიერ
დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შესახებ საჩივრის, განცხადების ან სხვა
ინფორმაციის მიღების თაობაზე დაუყოვნებლივ აცნობებს შესაბამის მოსამართლეს.“.
53. 756 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 756. მოსამართლის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების დაწყების
უფლებამოსილება
მოსამართლის მიმართ დისციპლინურ სამართალწარმოებას იწყებს, აგრეთვე
დისციპლინური საქმის წინასწარ შემოწმებასა და გამოკვლევას ახორციელებს
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, (საქართველოს იუსტიციის
უმაღლესი საბჭოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მეშვეობით), რომელიც თავის
დასაბუთებულ დასკვნებსა და მოსაზრებებს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს
წარუდგენს.“.
54. 757 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 757. დისციპლინური სამართალწარმოების დაწყება და წინასწარი შემოწმება
1. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი მოსამართლის მიერ
დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შესახებ საჩივრის, განცხადების ან სხვა
ინფორმაციის მიღების შემთხვევაში მისი მიღებიდან 1 თვეში წინასწარ, დასაბუთებული
ვარაუდის სტანდარტით, ამოწმებს ამ ინფორმაციის საფუძვლიანობას. წინასწარი
შემოწმების ვადა შეიძლება 2 კვირით გაგრძელდეს, ხოლო წინასწარი შემოწმების
შეუძლებლობის შემთხვევაში − შეჩერდეს.
2. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი უფლებამოსილია
მოსამართლის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შესახებ საჩივრის,
განცხადების ან სხვა ინფორმაციის შემოწმებისას უშუალოდ გამოიყენოს საჯარო
სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს
მონაცემთა ელექტრონული ბაზა, საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საჯარო
რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზა, საჯარო სამართლის
იურიდიული პირის − საქართველოს ნოტარიუსთა პალატის მონაცემთა ელექტრონული
ბაზა, საჯარო სამართლის იურიდიული პირის − აღსრულების ეროვნული ბიუროს
მონაცემთა ელექტრონული ბაზა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის −
შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ელექტრონული ბაზა. ამასთანავე, იგი
უფლებამოსილია შემოწმებისას ინტერაქტიური ელექტრონული სისტემის მეშვეობით,
მიმართვიდან 10 დღის ვადაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსგან
გამოითხოვოს ადმინისტრაციული სახდელის დადებისა და ნასამართლობის შესახებ
ინფორმაცია, ხოლო სახელმწიფო საზღვრის კვეთის, ავტოსატრანსპორტო საშუალებისა
და ცეცხლსასროლი იარაღის სარეგისტრაციო მონაცემები მოიძიოს უშუალოდ
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტომატიზირებული საძიებო რესურსის
მეშვეობით. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ასევე
უფლებამოსილია დასაბუთებული წერილით მიმართოს საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროს დამატებით სხვა ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ, რომლის გაცემაზე
გადაწყვეტილებას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იღებს საქართველოს
კანონმდებლობის შესაბამისად.
3. თუ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი დისციპლინური საქმის
წინასწარი შემოწმებისა და გამოკვლევის განხორციელებისას დარწმუნდება, რომ ამ
საქმეში იკვეთება სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები, იგი საქართველოს
იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მიმართავს დასაბუთებული წარდგინებით აღნიშნული
საქმის მასალების საქართველოს პროკურატურისათვის გადაცემის თაობაზე
გადაწყვეტილების მისაღებად.
4. მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემას შეიძლება საფუძვლად დაედოს
ის გარემოებები, რომლებიც მოსამართლის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის
შესახებ საჩივარში, განცხადებაში ან სხვა ინფორმაციაში მითითებული არ ყოფილა და
რომლებიც წინასწარი შემოწმების დროს გამოვლინდა.
5. დაუშვებელია ერთი და იმავე მოსამართლის მიმართ დისციპლინური
სამართალწარმოების განმეორებით დაწყება იმავე საფუძვლით, რომლითაც უკვე
განხორციელდა დისციპლინური სამართალწარმოება.
6. დისციპლინური სამართალწარმოების დროს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი
საბჭოს მდივნისა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის უფლებამოსილებები
განისაზღვრება ამ კანონით და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შესაბამისი
სამართლებრივი აქტებით.“.
55. 759 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 759. დისციპლინური საქმეების ერთ წარმოებად გაერთიანება
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, აგრეთვე საქართველოს
იუსტიციის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია თავისი გადაწყვეტილებით ერთ
წარმოებად გააერთიანოს ერთი მოსამართლის მიმართ სხვადასხვა საფუძვლით
წარმოებული ორი ან ორზე მეტი დისციპლინური საქმე.“.
56. 7510 მუხლის ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 7510. დისციპლინური საქმის გამოკვლევა
1. დისციპლინური საქმის გამოკვლევა უნდა დასრულდეს მოსამართლისათვის ახსნაგანმარტების ჩამორთმევის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 1 თვეში.
აუცილებლობის შემთხვევაში ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 2 კვირით.
2. წერილობითი ახსნა-განმარტება ჩამოერთმევა იმ მოსამართლეს, რომლის მიმართაც
წარმოებს დისციპლინური დევნა. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი
უფლებამოსილია წერილობითი ახსნა-განმარტება ჩამოართვას საჩივრის (განცხადების)
ავტორს. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი უფლებამოსილია
მოითხოვოს დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტთან დაკავშირებული ყველა
საჭირო ინფორმაცია, დოკუმენტი და მასალა, მიიწვიოს სხვა პირი და მოისმინოს მისი
ინფორმაცია. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ვალდებულია
განიხილოს იმ მოსამართლის შუამდგომლობა, რომლის მიმართაც წარმოებს
დისციპლინური დევნა, და მოსამართლეს, მისი მოთხოვნის შემთხვევაში, დამატებითი
ახსნა-განმარტება ჩამოართვას. მოსამართლეს უფლება აქვს, დისციპლინური საქმის
გამოკვლევისას დამცველის დახმარებით ისარგებლოს. მას შეუძლია დამცველად
მიიწვიოს ადვოკატი ან სხვა მოსამართლე, ან სხვა წარმომადგენელი.
3. დისციპლინური საქმის წინასწარი შემოწმება და გამოკვლევა ობიექტურად,
ყოველმხრივ და მიუკერძოებლად უნდა განხორციელდეს. შესწავლილი უნდა იქნეს
მოსამართლის პასუხისმგებლობის როგორც შემამსუბუქებელი, ისე დამამძიმებელი
გარემოებები.
4. დისციპლინური სამართალწარმოების დროს დაუშვებელია მოსამართლის მიერ
გამოტანილი აქტების კანონიერებაზე ზედამხედველობა.“.
57. 7511 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
1. დისციპლინური საქმის წარმოება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს
მდივნის გადაწყვეტილებით, თუ გამოკვლევის პროცესში წარმოიშვა ისეთი ობიექტური
სირთულე ან დაბრკოლება (იმ მოსამართლის ავადმყოფობა, რომლის მიმართაც
მიმდინარეობს დისციპლინური დევნა, ან სხვა შემთხვევა), რომელიც დროებით
შეუძლებელს ხდის ამ საქმის გამოკვლევას. დისციპლინური საქმის წარმოების შეჩერების
საფუძვლის აღმოფხვრის შემთხვევაში საქმის წარმოება განახლდება.“.
58. 7512 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
1. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი იღებს დასაბუთებულ
გადაწყვეტილებას მოსამართლის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების
დაწყებაზე უარის თქმის შესახებ ან მოსამართლის მიმართ დაწყებული დისციპლინური
სამართალწარმოების შეწყვეტის შესახებ, თუ:
ა) მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის ან მისთვის დისციპლინური
პასუხისმგებლობის (დისციპლინური სახდელის) დაკისრების ვადა ამოიწურა;
ბ) არსებობს დისციპლინური სამართალწარმოების განმახორციელებელი ორგანოს მიერ
იმავე მოსამართლის მიმართ, იმავე ქმედების გამო გამოტანილი გადაწყვეტილება;
გ) მოსამართლეს შეუწყდა სამოსამართლო უფლებამოსილება;
დ) საჩივარი ეხება მოსამართლის მიერ გამოტანილი აქტის კანონიერებას.“;
ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. მოსამართლის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების შეწყვეტის შესახებ
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის ან საქართველოს იუსტიციის
უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება ეცნობება შესაბამის მოსამართლეს და ქვეყნდება
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე ამ მოსამართლისა და
დისციპლინურ საქმეში მონაწილე სხვა პირების მაიდენტიფიცირებელი მონაცემების
გარეშე.“.
59. 7513 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ასევე უფლებამოსილია საქართველოს
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს დაავალოს დისციპლინურ საქმეზე დამატებითი
გამოკვლევის ჩატარება და მისცეს მას შესაბამისი მითითებები. ამ შემთხვევაში
დისციპლინური საქმის გამოკვლევის ვადა 2 თვით გაგრძელდება. ამ ვადის შემდგომი
გაგრძელება დაუშვებელია. დისციპლინური საქმის გამოკვლევის დასრულების შემდეგ
შესაბამისი საკითხი კვლავ დადგება კენჭისყრაზე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი
საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მისაღებად..“.
60. 7519 მუხლის:
ა) პირველი-მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სადისციპლინო კოლეგია შედგება 5 წევრისგან, რომელთაგან 3 საქართველოს საერთო
სასამართლოების მოსამართლეა, ხოლო 2 არ არის მოსამართლე. სადისციპლინო
კოლეგიის მოსამართლე წევრებს ირჩევს საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია.
საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის წინაშე სადისციპლინო კოლეგიის
მოსამართლე წევრის კანდიდატურის დასახელება შეუძლია მოსამართლეთა
კონფერენციაზე დამსწრე ნებისმიერ მოსამართლეს. სადისციპლინო კოლეგიის იმ
წევრებს, რომლებიც არ არიან მოსამართლეები, ირჩევს საქართველოს პარლამენტი.
კანდიდატურების
საქართველოს
პარლამენტისთვის
წარდგენის,
დადგენილ
მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის, მათი განხილვის, პარლამენტის პლენარული
სხდომისთვის წარდგენისა და სადისციპლინო კოლეგიის წევრად არჩევის წესი და ვადა
განისაზღვრება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით. სადისციპლინო კოლეგიის
წევრი აირჩევა 4 წლის ვადით.
2. საქართველოს პარლამენტმა სადისციპლინო კოლეგიის წევრად შეიძლება აირჩიოს
საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება,
სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება, მაღალი რეპუტაცია და
რომელიც სამართლის დარგის აღიარებული სპეციალისტია. სადისციპლინო კოლეგიის
წევრად არჩევისას საჭიროა წევრობის კანდიდატის წინასწარი წერილობითი თანხმობა.“;
ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. სადისციპლინო კოლეგიის წევრი არ შეიძლება იყოს საქართველოს იუსტიციის
უმაღლესი საბჭოს წევრი.“;
გ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. სადისციპლინო კოლეგიის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ
გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისად საქართველოს პარლამენტი ან საქართველოს
მოსამართლეთა კონფერენცია.“.
61. 7525 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 7525. დისციპლინური საქმის განხილვის ვადა
სადისციპლინო კოლეგია
არაუგვიანეს 2 თვისა.“.
დისციპლინურ
საქმეს
განიხილავს
მისი
მიღებიდან
62. 7547 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. თუ კერძო სარეკომენდაციო ბარათით მიმართვიდან 1 წლის ვადაში მოსამართლე
ჩაიდენს იმავე სახის დისციპლინურ გადაცდომას, რომლისთვისაც დაეკისრა
დისციპლინური ზემოქმედების აღნიშნული ღონისძიება, სადისციპლინო კოლეგია
მსჯელობს მისთვის დისციპლინური სახდელის დაკისრების შესახებ.“.
63. 7558 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სადისციპლინო პალატა დისციპლინურ საქმეს განიხილავს საჩივრის წარმოებაში
მიღებიდან 1 თვის ვადაში.“.
მუხლი 2
1. ამ კანონის ამოქმედების დროისათვის საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეულ
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებს უნარჩუნდებათ
უფლებამოსილება „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული
კანონის 47-ე მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული ვადის ამოწურვამდე.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვადის ამოწურვის ან საქართველოს
პარლამენტის მიერ არჩეული საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს
არამოსამართლე წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის ყოველ კონკრეტულ
შემთხვევაში, არამოსამართლე წევრის ნაცვლად საქართველოს იუსტიციის უმაღლესი
საბჭოს წევრად აირჩევა მოსამართლე წევრი, „საერთო სასამართლოების შესახებ“
საქართველოს ორგანული კანონის 47-ე მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტებით დადგენილი
წესით, მანამ, სანამ საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეული საბჭოს მოქმედ
არამოსამართლე წევრთა რაოდენობა არ გაუტოლდება 2-ს, რის შემდეგაც საქართველოს
პარლამენტის მიერ არჩეული საბჭოს დარჩენილი მოქმედი 2 არამოსამართლე წევრის
შემცვლელ წევრებს საქართველოს პარლამენტი „საერთო სასამართლოების შესახებ“
საქართველოს ორგანული კანონის 47-ე მუხლის მე-5 პუნქტით და საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით აირჩევს.
3. 2025 წლის 1 სექტემბრიდან გაუქმდეს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს
დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახური და დამოუკიდებელი ინსპექტორის
თანამდებობა. 2025 წლის 1 სექტემბრიდან თანამდებობიდან გათავისუფლდეს
დამოუკიდებელი ინსპექტორი. დამოუკიდებელი ინსეპქტორის მიერ 2025 წლის 1
სექტემბრამდე წარდგენილი წერილობითი თანხმობის არსებობის შემთხვევაში, იგი 2025
წლის 1 სექტემბრიდან დაინიშნოს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში
მოსამართლეთა მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების წარმართვისათვის
შექმნილი შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობაზე.
4. საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 2025 წლის 1 სექტემბრამდე
უზრუნველყოს:
ა)
საკუთარ
სტრუქტურაში
მოსამართლეთა
მიმართ
დისციპლინური
სამართალწარმოების წარმართვისათვის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის შექმნა
და საბჭოსათვის განკუთვნილი საბიუჯეტო ასიგნებების, აგრეთვე შესასრულებელი
უფლებამოსილების გათვალისწინებით ამ სტრუქტურულ ერთეულში საჯარო
მოსამსახურეთა სათანადო საშტატო ნუსხის დამტკიცება;
ბ) ამ კანონის ძალაში შესვლის მომენტში მოქმედი დამოუკიდებელი ინსპექტორისათვის
აღნიშნული სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობის შეთავაზება.
5. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა უზრუნველყოს:
ა) ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნულ შეთავაზებაზე თანხმობის
შემთხვევაში, ამ კანონის ძალაში შესვლის მომენტში მოქმედი დამოუკიდებელი
ინსპექტორის დანიშვნა მოსამართლეთა მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების
წარმართვისათვის შექმნილი შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის
თანამდებობაზე 2025 წლის 1 სექტემბრიდან;
ბ) ამ კანონის ძალაში შესვლის მომენტში დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის
თანამდებობაზე მყოფი საჯარო მოსამსახურეების დანიშვნა მოსამართლეთა მიმართ
დისციპლინური
სამართალწარმოების
წარმართვისათვის
შექმნილ
შესაბამის
სტრუქტურულ ერთეულში მათი თანამდებობების ტოლფას თანამდებობებზე, მათი
წერილობითი თანხმობის და ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული
საშტატო ნუსხის გათვალისწინებით, 2025 წლის 1 სექტემბრიდან. თუ აღნიშნული
მოსამსახურეები 2025 წლის 15 აგვისტოს ჩათვლით საქართველოს იუსტიციის
უმაღლესი საბჭოს მდივანს არ წარუდგენენ წერილობით თანხმობას, მათზე 2025 წლის 1
სექტემბრიდან არ გავრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით
განსაზღვრული მობილობის წესი. ასეთ პირს არ აქვს მისი თანამდებობის ტოლფას
თანამდებობაზე/მისი სამუშაო ადგილის ტოლფას სამუშაო ადგილზე 2025 წლის 15
აგვისტოს შემდეგ აღდგენის მოთხოვნის უფლება და იგი 2025 წლის 1 სექტემბრიდან
კანონის შესაბამისად შეიძლება ჩაირიცხოს მოხელეთა რეზერვში.
6. მოსამართლე, რომელიც ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის ახორციელებს
ანაზღაურებად
სამეცნიერო,
პედაგოგიურ,
შემოქმედებით
საქმიანობას,
უფლებამოსილია აღნიშნული საქმიანობა სათანადო თანხმობის გარეშე განახორციელოს
2025 წლის 1 სექტემბრამდე.
7. მოსამართლე, რომელსაც უკავია „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს
კანონით გათვალისწინებული აკადემიური თანამდებობა, უფლებამოსილია შესაბამისი
საქმიანობა სათანადო თანხმობის გარეშე განახორციელოს იმ ვადით, რომლითაც მას
უკავია აღნიშნული აკადემიური თანამდებობა.
8. მოსამართლე უფლებამოსილია სათანადო თანხმობის გარეშე მიიღოს „კორუფციის
წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული და
ნებადართული სარგებელი 2025 წლის 1 სექტემბრამდე.
მუხლი 3
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების
შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
სასამართლო
ხელისუფლების
დამოუკიდებლობა
წარმოადგენს
სამართლებრივი
სახელმწიფოს ერთ-ერთ ფუნდამენტს. სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებაა
შექმნას იმგვარი საკანონმდებლო ჩარჩო, რომელიც მაქსიმალურად უზრუნველყოფს
სასამართლოს საქმიანობაში ჩარევის პრევენციას. ამასთანავე, შექმნის სათანადო
სამართლებრივ
და
სოციალურ
გარანტიებს
მოსამართლეთა
უფლებამოსილების
ჯეროვნად
განხორციელების
მიერ
საკუთარი
თვალსაზრისით.
„საერთო
სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში დღესდღეობით არსებობს
რიგი ნორმები, რომლებიც დახვეწას საჭიროებს, რათა სასამართლო ხელისუფლებამ
კიდევ უფრო მეტად ეფექტიანად შეძლოს მართლმსაჯულების განხორციელება.
ამავდროულად, აუცილებელია. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ შეძლოს შეუფერხებლად
განახორციელოს
საქართველოს
კონსტიტუციით
გათვალისწინებული
უფლებამოსილებები.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა;
საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ ორგანულ კანონში ცვლილების შეტანა
შესაძლებელია მხოლოდ ამავე კანონში შესაბამისი ცვლილების შეტანის გზით.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
შემოთავაზებული
ცვლილებების
განხორციელების
შემთხვევაში,
ერთი
მხრივ,
დაზღვეულ იქნება საფრთხე სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობისა და
მიუკერძოებლობის ხელყოფის თვალსაზრისით. კერძოდ: მოსამართლეებიი უფრო
მეტად იქნებიან დაცულები საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებისას შესაძლო
ზეგავლენისაგან, ხოლო, მეორე მხრივ, გაძლიერდება მათი სოციალური დაცვის
გარანტიები. ამასთანავე, დაიხვეწება საკანონმდებლო ნორმები, რომლებიც აწესრიგებს
სასამართლო ხელისუფლების (მათ შორის, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს)
ფუნქციონირებას.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
ფართოვდება მოსამართლესთან უკანონო კომუნიკაციის სუბიექტთა წრე, კერძოდ:
კანონის 11 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ყალიბდება იმგვარად, რომ
სუბიექტად მიჩნეულ იქნეს არა მხოლოდ კონკრეტული, განსახილველი საქმის შედეგით
დაინტერესებული პირი, არამედ - ნებისმიერი პირი, რომელიც მოსამართლის ან
ზოგადად სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობაზე ზემოქმედების მოხდენის
მიზნით ცდილობს მოსამართლესთან არასათანადო კომუნიკაციას.
2. კანონის მე-8 მუხლი ყალიბდება იმგვარი რედაქციით, რომ ნებისმიერ სუბიექტს
აეკრძალოს ნებისმიერი ფორმით სასამართლოს დამოუკიდებლობის შელახვა; ასევე,
აიკრძალება
მოსამართლეზე
რაიმე
სახით
ზემოქმედება
უკვე
მიღებული
გადაწყვეტილების გამო ან სამომავლოდ მისაღებ გადაწყვეტილებაზე ზეგავლენის
მოხდენის მიზნით.
3. კანონის მე-9 მუხლის ცვლილება ეხმიანება საქართველოს კანონმდებლობაში უახლოეს
წარსულში განხორციელებულ ცვლილებებს, რომლითაც დაწესდა პასუხისმგებლობა
სახელმწიფო მოსამსახურეებისათვის მათი საქმიანობიდან (სტატუსიდან) გამომდინარე
შეურაცხყოფის მიყენებისათვის. კერძოდ: კანონის მე-9 მუხლში შემოთავაზებული
ცვლილების თანახმად, აიკრძალება ნებისმიერი პირის მიერ ნებისმიერი ფორმით
(ვერბალურად, უხამსი ქმედებით და ა.შ.) და ნებისმიერ ვითარებაში (სასამართლო
სხდომაზე, საჯარო სივრცეში და ა.შ.) მოსამართლისადმი უპატივცემულობას გამოხატვა,
რომელიც უკავშირდება მოსამართლის სტატუსს.
4. კანონის მე-13 მუხლის მე-31 პუნქტში შემოთავაზებული ცვლილების თანახმად,
სასამართლო აქტები საჯარო ინფორმაციის სახით ხელმისაწვდომი გახდება ნებისმიერი
დაინტერესებული პირისათვის მხოლოდ სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების
კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ.
5. იმისათვის რომ, ერთი მხრივ, უზრუნველყოფილი იყოს მართლმსაჯულების
ეფექტიანი განხორციელება და ხელი არ შეეშალოს სასამარლთლო სხდომების
მიმდინარეობას, ხოლო, მეორე მხრივ, უზრუნველყოფილი იყოს სხდომების ღიაობა,
მიზანშეწონილია, 131 მუხლში განხორციელდებს ცვლილება.
6.
წლების
განმავლობაში
სპეციალიზაციების
ჩამოყალიბებულმა
დანერგვამ
გააუმჯობესა
პრაქტიკამ
ცხადყო,
მართლმსაჯულების
რომ
ვიწრო
ხარისხიც
და
ოპერატიულობაც პირველ და მე-2 ინსტანციის სასამართლოებში. ამიტომ, მე-15 მუხლში
შემოთავაზებული ცვლილებით შესაძლებელი გახდება ვიწრო სპეციალიზაციის
განხორციელება უზენაეს სასამართლოშიც.
7. შემოთავაზებული ცვლილებებით იზრდება რიგ პოზიციებზე განწესებულ (არჩეულ)
მოსამართლეთა
უფლებამოსილების
ვადები,
იმისათვის,
რათა
სასამართლოს/კოლეგიის/პალატის მენეჯმენტი უფრო ეფექტიანად განხორციელდეს,
რადგან ცნობილია, რომ მენეჯერულ თანამდებობაზე განწესებული პირი დროთა
განმავლობაში აგროვებს სათანადო გამოცდილებას, რომელსაც წარმატებით იყენებს
საკუთარი უფლებამოსილების განსახორციელებლად, კერძოდ:
ა) იზრდება უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის წევრთა უფლებამოსილების ვადა 2
წლიდან 3 წლამდე (მე-17 მუხლის მე-2 პუნქტი);
ბ) იზრდება უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატაში არჩეული მოსამართლის
უფლებამოსილების ვადა 3 წლიდან 5 წლამდე (მე-19 მუხლის პირველი პუნქტი);
ამასთანავე,მკაფიო შეუთავსებლობის გამო, ნორმას ემატება შემდეგი აკრძალვა:
,,სადისციპლინო პალატის წევრი არ შეიძლება იყოს უზენაესი სასამართლოს ის
მოსამართლე, რომელიც იმავდროულად საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს
წევრია.“;
გ)
იზრდება
უზენაესი
სასამართლოს
საკვალიფიკაციო
პალატაში
არჩეული
მოსამართლის უფლებამოსილების ვადა 3 წლიდან 5 წლამდე (მე-191 მუხლის მე-2
პუნქტი);
დ) იზრდება უზენაესი სასამართლოს პალატების თავმჯდომარეთა უფლებამოსილების
ვადები, კერძოდ: საკვალიფიკაციო და სადისციპლინო პალატის თავმჯდომარეების
უფლებამოსილების ვადები იზრდება 3 წლიდან 5 წლამდე, ხოლო დანარჩენი პალატების
თავმჯდომარეების უფლებამოსილების ვადები - 5 წლიდან 10 წლამდე (მე-20 მუხლის
პირველი პუნქტი);
ე)
იზრდება
სააპელაციო
სასამართლოს
თავმჯდომარის,
მისი
მოადგილის,
პალატების/კოლეგიის თავმჯდომარეთა უფლებამოსილების ვადები 5 წლიდან 10
წლამდე (23-ე მუხლის მე-5-მე-6 პუნქტები);
ვ)
იზრდება
რაიონული
(საქალაქო)
სასამართლოს/კოლეგიის
თავმჯდომარის
უფლებამოსილების ვადები 5 წლიდან 10 წლამდე (30-ე მუხლის მე-4 პუნქტი; 32-ე
მუხლის პირველი პუნქტი);
ზ)
იზრდება
მოსამართლეთა
კონფერენციის
ადმინისტრაციული
კომიტეტის
შემადგენლობის (თავმჯდომარის ჩათვლით) უფლებამოსილების ვადა 3 წლიდან 4
წლამდე (64-ე მუხლის მე-3 პუნქტი).
8.
ზუსტდება
უზენაესი
სასამართლოს
თავმჯდომარის
უფლებამოსილების
ფორმულირება (21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი) და სამივე ინსტანციის
სასამართლოთა თავმჯდომარეების უფლებამოსილება სასამართლოს ორგანიზაციული
მუშაობის უზრუნველყოფის შესახებ იქნება იდენტურად ფორმულირებული (იხილეთ
შედარებისათვის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტი და 32-ე მუხლის მე-2
პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი).
9.
საერთო
შესაბამისი
სასამართლოებში
ელექტრონული
ელექტრონული
პროგრამა
დანერგილია
პროგრამის
სრული
ელექტრონული
ოპერირების
სიზუსტით
დოკუმენტბრუნვა,
საფუძველზე;
აღნიშნული
უზრუნველყოფს
სათანადო
სტატისტიკური მონაცემების (მაგ: საქმეთა ნაკადის მართვის შესახებ მონაცემები და ა.შ.)
დამუშავებას და განზოგადებას. ამიტომ, აზრს მოკლებულია ამ ფუნქციის კვლავ
სასამართლოს თავმჯდომარისათვის დაკისრება, რის გამოც კანონის 25-ე მუხლის
პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტი (სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარისათვის) და
32-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი (რაიონული (საქალაქო) სასამართლოს
თავმჯდომარისათვის) ყალიბდება იმგვარად, რომ სასამართლოს თავმჯდომარეებს
რჩებათ მხოლოდ სასამართლოს მუშაობის სათანადოდ ორგანიზების უფლებამოსილება.
10. 30-ე მუხლის მე-5 პუნქტის შემოთავაზებული ცვლილებით კონკრეტდება და
მკაფიოდ მიეთითება, რომ მოსამართლის შერჩევა უნდა მოხდეს ,,საქართველოს საერთო
სასამართლოებში საქმეთა ავტომატურად, ელექტრონული სისტემის მეშვეობით
განაწილების წესის შესაბამისად“.
11.
მოქმედი
თანამდებობა
კანონმდებლობით,
სასამართლოს
გათვალისწინებულია
მხოლოდ
თავმჯდომარის
მოადგილის
უზენაეს
სააპელაციო
და
სასამართლოებში. თუმცა, სასამართლო სისტემაში არსებობს და შეიძლება მომავალშიც
იარსებობს
ისეთმა
დიდმა
რაიონულმა
(საქალაქო)
სასამართლოებმა,
სადაც
სამოსამართლო უფლებამოსილებას ახორციელებს არანაკლებ 30 მოსამართლე, მათი
საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელებისათვის არსებული მრავალრიცხოვანი
მოხელეებით
(ე.წ.
მწერალი
თანაშემწეები,
თანაშემწეები,
სხდომის
მდივნები,
მანდატურები და ა.შ.); სასამართლოს სიდიდიდან გამომდინარე, დიდია მისი
დატვირთვაც (საქმეთა სიმრავლის თვალსაზრისით) და, შესაბამისად, რთულდება მისი
ორგანიზაციულ-სამართლებრივი მართვაც. ამიტომ, შემოთავაზებული ცვლილებით,
დიდ რაიონულ (საქალაქო) სასამართლოებში გათვალისწინებულია სასამართლოს
თავმჯდომარის
თანამდებობა,
რომლის
ფუნქციებიც
(იდენტურია
სააპელაციო
სასამართლოს თავმჯდომარისათვის ამჟამად მიკუთვნებული ფუნქციებისა) გაწერილი
იქნება კანონისათვის დამატებულ 321 მუხლში.
12. მოქმედი კანონმდებლობით, საქართველოს უზენაეს სასამართლოში ასარჩევად
უფრო შეღავათიანი საკვალიფიკაციო მოთხოვნები არის დაწესებული, ვიდრე - საერთო
სასამართლოების ქვემდგომ ინსტანციებში მოსამართლედ დასანიშნად. კერძოდ: 34-ე
მუხლის მე-3 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის და მე-4 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად,
უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილი პირი
თავისუფლდება მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარებისგან და
იუსტიციის უმაღლეს სკოლაში სწავლისგან; რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში
მოსამართლის თანამდებობაზე დასანიშნად კანდიდატს მოეთხოვება მითითებული,
საკმაოდ რთული გამოცდის ჩაბარებაც და იუსტიციის უმაღლეს სკოლაში სრული
სასწავლო კურსის (ხანგრძლივობა: 12-16 თვე) გავლაც (34-ე მუხლის პირველი პუნქტი);
ხოლო სააპელაციო სასამართლოში დაწინაურებისათვის, მოსამართლეს უნდა გააჩნდეს
რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში არანაკლებ 5-წლიანი მუშაობის გამოცდილება (41ე მუხლი).
აღნიშნული გარემოებებით არის განპირობებული 34-ე მუხლში შემოთავაზებული
ცვლილება, რათა ქვეყნის უმაღლეს სასამართლო ინსტანციაში განწესებისათვის
კანდიდატს დაუწესდეს შესაბამისი საკვალიფიკაციო მოთხოვნა: მოსამართლეობის
საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარება. შესაბამისად, მე-3 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტი
ამოღებულ უნდა იქნეს კანონიდან.
13. 341 მუხლის მე-11 პუნქტის პირველი წინადადების ახალი რედაქციით, აუცილებელი
აღარ იქნება უზენაესი სასამართლოს კანდიდატების შეფასება მათი საჯარო მოსმენის
დასრულებიდან საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უახლოეს სხდომამდე.
14. კანონის 371 მუხლის მე-2 და იცვლება იმისათვის, რათა მოსამართლის მივლინების
მექანიზმი უფრო მოქნილი იყოს და ხელი შეუწყოს მართლმსაჯულების ეფექტიანად
განხორციელებას
მთელი
საქართველოს
მასშტაბით.
ამასთანავე,მოსამართლის
თანხმობის გარეშე მისი მივლინების შესახებ გადაწყვეტილების ლეგიტიმაციის მაღალი
ხარისხის დასადასტურებლად, იზრდება დაწესებული კვორუმი და უმჯობესდება ამ
გადაწყვეტილებაზე წარდგენილი საჩივრის განხილვის პროცედურაც, კერძოდ:
ა) იზრდება მივლინების ვადა 2 წლიდან 3 წლამდე; ამასთანავე,დაიშვება ამ ვადის
გაგრძელებაც 2 წლით;
ბ) მოსამართლის თანხმობის გარეშე მისი მივლინების გადაწყვეტილება იუსტიციის
უმაღლესმა
საბჭომ
უნდა
მიიღოს
სრული
შემადგენლობის
არანაკლებ
2/3-ის
მხარდაჭერით (დღეს მოქმედი რედაქციის მიხედვით, გადაწყვეტილება მიიღება სრული
შემადგენლობის უმრავლესობით.);
გ) მოსამართლის მივლინების შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრების შემთხვევაში,
გასაჩივრება
შეაჩერებს
საკვალიფიკაციო
მივლინების
პალატის
მიერ
შესახებ
საჩივართან
გადაწყვეტილების
დაკავშირებით
მოქმედებას,
გადაწყვეტილების
მიღებამდე; ამასთანავე, უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატას ენიჭება
უფლებამოსილება - საკუთარი გადაწყვეტილებით დაასრულოს მივლინებასთან
დაკავშირებული პროცედურა, თუ მიიჩნევს, რომ მოსამართლის მივლინების შესახებ
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება იქნება უკანონო (მოქმედი რედაქციით,
საკვალიფიკაციო პალატას შეუძლია მხოლოდ საქმის ხელახლა განსახილველად
იუსტიციის უმაღლესი საბჭოსათვის დაბრუნება, იხ: ,,საერთო სასამართლოების შესახებ“
საქართველოს ორგანული კანონის 366 მუხლის მე-20 პუნქტი).
15. მარტივდება რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლის დაწინაურების
პროცედურა (მუხლი 41): მისი სააპელაციო სასამართლოში დასაწინაურებლად ამჟამად
მოქმედი 5-წლიანი ვადა მცირდება 3 წლამდე, რადგან მოსამართლის განწესება
საქართველოში საკმაოდ რთული პროცედურების შედეგად ხდება; და თუ ამგვარი
რთული პროცედურების შედეგად შერჩეულმა, კეთილსინდისიერმა და კომპეტენტურმა
მოსამართლემ,
საქმეთა
სიმრავლის
და
სტრესული
გარემოების
მიუხედავად,
სათანადოდ გაართვა თავი 3 წლის მანძილზე რაიონული (საქალაქო) სასამართლოს
მოსამართლის უფლებამოსილების შესრულებას, მას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა საქმიანობა გააგრძელოს სააპელაციო სასამართლოში. დაწინაურებისათვის დამატებით
რაიმე
კრიტერიუმების
კანონმდებლობით
დაწესება
იუსტიციის
აუცილებელი
უმაღლეს
საბჭოს
არ
არის,
რადგან
მოქმედი
ისედაც
ევალება
-
მისი
გადაწყვეტილებები ყველა (მათ შორის - საკადრო) საკითხებზე იყოს დასაბუთებული.
16. შემოთავაზებული ცვლილებებით, უფრო დაცული ხდება მოსამართლე (43-ე მუხლის
მე-3 პუნქტი) და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი (48-ე მუხლის პირველი პუნქტის
,,თ“
ქვეპუნქტი)
შრომისუუნარობის
გამო
თანამდებობიდან
გათავისუფლების
თვალსაზრისით, რადგან ამჟამად მოქმედი შრომისუუნარობის 4-თვიანი ვადა (რაც
საკმარისია უფლებამოსილების შესაწყვეტად) იზრდება 6 თვემდე.
17. კანონის რიგ მუხლებში შემოთავაზებული ცვლილებებით (45-ე მუხლის პირველი
პუნქტის, 49-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტის, 65-ე მუხლის პირველი
პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის, 755 მუხლის მე-2-მე-4 პუნქტების, 756-757 მუხლების, 759-7511
მუხლების, 7513 მუხლის ახლებურად ჩამოყალიბება და 511 მუხლის ამოღება), 2025 წლის
1
სექტემბრიდან
დაგეგმილია
საქართველოს
იუსტიციის
უმაღლესი
საბჭოს
დამოუკიდებელი ინსპექტორის თანამდებობისა და მისი სამსახურის გაუქმება.
აღსანიშნავია, რომ მის ფუნქციებს შეასრულებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი
საბჭოს მდივანი, საბჭოში შექმნილი შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მეშვეობით.
როგორც წესი, მოხელის (სახელმწიფო მოსამსახურების) დისციპლინური დევნის
საკითხი უნდა გადაწყვიტოს მისმა დამნიშნავმა ორგანომ; ამდენად, უფრო მართებულია,
მოსამართლეთა
მიმართ
დისციპლინური
სამართალწარმოების
ფარგლებში
მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები (მოკვლევის დაწყება; მოსამართლისათვის ახსნაგანმარტების ჩამორთმევა; ფორმალური საფუძვლით საქმის წარმოების შეწყვეტა და ა.შ.)
მიიღოს არა მოსამართლეთა თანამდებობაზე დამნიშნავი კონსტიტუციური ორგანოსგან
განყენებულად მყოფმა სუბიექტმა - დამოუკიდებელმა ინსპექტორმა, არამედ მოსამართლეთა მიერ უშუალოდ არჩეულმა თანამდებობის პირმა, რომელიც საბჭოს
ერთ-ერთ ხელმძღვანელ პირს და პროფესიონალ მოსამართლეს წარმოადგენს. რაც
შეეხება მოქმედ დამოუკიდებელ ინსპექტორს, წარმოდგენილი პროექტი ითვალისწინებს
გარდამავალ დებულებებს (იხ: პროექტის მე-2 მუხლის მე-3-მე-5 პუნქტები). უშუალოდ
მისი და მისი სამსახურის მოხელეების შრომითი უფლებების დასაცავად, რათა
დაგეგმილი
რეორგანიზაცია
განხორციელდეს
სამართლიანად.
2025
წლის
1
სექტემბრამდე იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უნდა შექმნას შესაბამისი სტრუქტურული
ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს მოსამართლეთა მიმართ დისციპლინური
სამართალწარმოების განხორციელებისას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის მიერ
შესაბამისი
გადაწყვეტილებების
მიღებას
ხელმძღვანელის
თანამდებობა
დამოუკიდებელი
ინსპექტორისათვის;
დასაქმდნენ
დამოუკიდებელი
მოსამსახურეები,
და
აღსრულებას;
შეთავაზებულ
იქნება
ამავე
სტრუქტურულ
ინსპექტორის
სამსახურში
შესასრულებელი
უფლებამოსილების
ამ
ერთეულის
სწორედ
მოქმედი
ერთეულში
მომუშავე
უნდა
საჯარო
გათვალისწინებით
ამ
სტრუქტურული ერთეულისათვის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული,
ადეკვატური საშტატო ნუსხის შესაბამისად.
18.
ფუნდამენტურად
იცვლება
საქართველოს
იუსტიციის
უმაღლესი
საბჭოს
დაკომპლექტების წესი (47-ე მუხლი), კერძოდ:
ა) საბჭოს 15-წევრიან შემადგენლობაში იზრდება მოსამართლეთა რაოდენობა: ამჟამად
არსებული მოდელის ნაცვლად (8 მოსამართლე წევრი, არჩეული მოსამართლეთა
თვითთმართველობის ორგანოს მიერ + უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, როგორც
Ex Officio წევრი მისი უფლებამოსილების ვადით), შემოთაზავებულია 11 მოსამართლის
არჩევა მოსამართლეთა თვითთმართველობის ორგანოს მიერ, რომლებსაც ისევ ემატება
უზენაესი
სასამართლოს
თავმჯდომარე,
როგორც
Ex
Officio
წევრი
მისი
უფლებამოსილების ვადით; საერთო ჯამში, საბჭოში იქნება 12 მოსამართლე წევრი, 2 საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეული წევრი (დღეს არსებული 5 წევრის ნაცვლად)
და საქართველოს პრეზიდენტის მიერ დანიშნული 1 წევრი (მე-2, მე-4 და მე-5 პუნქტები);
მოსამართლეთა
ამგვარი,
მართლმსაჯულების
ე.წ.
კვალიფიციური
უმრავლესობის
არსებობა
საბჭოში თავსებადია საერთაშორისო სტანდარტებთან (მაგ:
ევროპის მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭოს (CCJE) 2007 წლის 23 ნოემბრის #10
დასკვნის
მე-16
პუნქტში
მითითებულია,
რომ
,,მართლმსაჯულების
საბჭო
შესაძლებელია სრულად შედგებოდეს მოსამართლეებისაგან ან იყოს შერეული
შემადგენლობის და შედგებოდეს მოსამართლეებისა და არამოსამართლეებისაგან. ორივე
შემთხვევაში თავიდან უნდა იქნას არიდებული პირადი ინტერესების გატარება, პირადი
პროტექცია
და
ქრონიზმი.“);
პირიქით,
აღნიშნული
მოდელი
ხელს
შეუწყობს
სასამართლო ხელისუფლების გაძლიერებას და სისტემისათვის ყველა აუცილებელი
გადაწყვეტილების
დაუბრკოლებლად
მიღებას მხოლოდ მოსამართლე
წევრების
მხარდაჭერითაც კი;
ბ)
ცვლილებებით
უქმდება
მოქმედი
რედაქციით
საბჭოს
დაკომპლექტებისას
დაწესებული 2 შეზღუდვა: 1) საბჭოს მოსამართლე წევრთაგან თითო წევრი მაინც
წარმოადგენდეს თითოეული ინსტანციის სასამართლოს (მე-2 პუნქტი); 2) ზუსტდება,
რომ ,,საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის მიერ არჩეულ წევრთაგან 6-ზე მეტი
არ შეიძლება იყოს სასამართლოს თავმჯდომარე, მისი პირველი მოადგილე ან მოადგილე
ან სასამართლო კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარე.“ (მე-4 პუნქტი). ამჟამად მოქმედი
შეზღუდვის თანახმად, მოსამართლეთა კონფერენციის მიერ არჩეული 8 წევრის
პირობებში, ადმინისტრაციული თანამდებობის მქონე მოსამართლეთა რაოდენობა
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არ უნდა აღემატებოდეს 4-ს; ვინაიდან ამგვარი წესით
არჩეულ მოსამართლეთა რაოდენობა იზრდება 8-დან 11-მდე, ლოგიკურია, რომ
გაიზარდოს
საბჭოში
ადმინისტრაციული
თანამდებობის
მქონე
მოსამართლეთა
რაოდენობაც.
მოსამართლეთა თვითმმართველ ორგანოს უნდა შეეძლოს - შეუზღუდავად აირჩიოს
მისთვის სასურველი მოსამართლე საბჭოში, მიუხედავად იმისა, ეს მოსამართლე იკავებს
თუ არა ადმინისტრაციულ თანამდებობას სასამართლოში, ან თუ რომელი ინსტანციის
სასამართლოს წარმოადგენს.
ამ საკითხთან დაკავშირებით, თავის დროზე, ნამსჯელი აქვს ვენეციის კომისიასაც,
რომლის 2013 წლის 11 მარტის #701/2012 (CDL-AD(2013)007) დასკვნის 44-ე, 47-ე-48-ე
პუნქტებში მითითებულია:
,,44. ადვილად გასაგებია იმის უზრუნველყოფის სურვილი, რომ უმაღლესი საბჭო არ
წარმოადგენდეს მხოლოდ სასამართლო ხელისუფლების ხელმძღვანელობას. თუმცა თუ
საბჭო წარმოადგენს მთლიანად სასამართლო ხელისუფლებას, მაშინ პრინციპში
არასწორი იქნება ჩამოერთვას სასამართლო სისტემის რომელიმე წევრს შესაძლებლობა,
იყოს არჩეული...
47. ვენეციის კომისია თვლის, რომ ამ არგუმენტების გათვალისწინება უნდა მოხდეს
თავად ამრჩევ პირთა მიერ, როდესაც ისინი წყვეტენ, უნდა იქნეს თუ არა მათი კოლეგა
აღჭურვილი
იმ
უფლებამოსილებით,
რომელსაც
საბჭოს
წევრობის
მანდატი
ითვალისწინებს. უფრო მეტიც, ზემოხსენებულმა არგუმენტებმა გარკვეულწილად
დაკარგა მნიშვნელოვანი წონა ახლა, როდესაც საბჭოს წევრთა არჩევნები ფარული
კენჭისყრით ჩატარდება.
48. იუსტიციის საბჭოების შექმნის ლოგიკა გულისხმობს იმას, რომ მაქსიმალურად მცირე
რაოდენობის შეზღუდვები დაწესდეს მოსამართლეთა უფლებაზე, აირჩიონ თავიანთ
კოლეგებს შორის მათთვის სასურველი პირები, რომლებიც მათ წარმოადგენენ საბჭოში.“.
გ) ასევე უქმდება საბჭოს წევრთა განახლებასთან მიმართებით დაწესებული შეზღუდვა,
რომელიმე 6-თვიან პერიოდში საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 4-ზე მეტი
წევრთა არჩევის დაუშვებლობის შესახებ (მე-12 პუნქტი). სრულიად გაუგებარია ეს
შეზღუდვა იმ ვითარებაში, როდესაც, რაღაც ობიექტური ვითარების გამო, საბჭოს 4-ზე
მეტ წევრს ერთდროულად უწყდება უფლებამოსილება, რატომ უნდა ელოდოს
სასამართლო
სისტემა
ახალი
6-თვიანი
ვადის
დაწყებას
იმისათვის,
რათა
კონსტიტუციური ორგანო სრულად დაკომპლექტდეს და სრულად იყოს ქმედითი
სასამართლო სისტემისათვის აუცილებელი გადაწყვეტილებების სწრაფად მიღების
თვალსაზრისით.
ვინაიდან მცირდება იუსტიციის უმაღლეს საბჭოში საქართველოს პარლამენტის მიერ
ასარჩევ არამოსამართლე წევრთა რაოდენობა 5-დან 2-მდე, სათანადო მოწესრიგებს
საჭიროებს ამჟამად მოქმედი 5 არამოსამართლე წევრის უფლებამოსილების და მათი
შემცვლელების
თანამდებობაზე
განწესების
საკითხები;
ამიტომ,
პროექტი
ითვალისწინებს გარდამავალ დებულებებს (იხ: მე-2 მუხლის პირველი-მე-2 პუნქტები),
რომელთა თანახმად, ამ კანონის ამოქმედების დროისათვის საქართველოს პარლამენტის
მიერ არჩეულ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებს
უნარჩუნდებათ უფლებამოსილება ,,საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს
ორგანული კანონის 47-ე მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული ვადის
ამოწურვამდე; ხოლო შემდეგ მათი შემცვლელი მოსამართლე წევრების არჩევა მოხდება
,,საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 47-ე მუხლის
შეცვლილი, მე-2 და მე-4 პუნქტებით დადგენილი წესით, მანამ, სანამ საბჭოს მოქმედ
არამოსამართლე წევრთა რაოდენობა არ გაუტოლდება 2-ს, რის შემდეგაც საბჭოს
დარჩენილი მოქმედი 2 არამოსამართლე წევრის შემცვლელი წევრების არჩევას
განახორციელებს საქართველოს პარლამენტი ,,საერთო სასამართლოების შესახებ“
საქართველოს ორგანული კანონის 47-ე მუხლის მე-5 პუნქტით და საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით.
19. 48-ე მუხლის მე-2 პუნქტში შესატანი ცვლილებით, აღარ იქნება გათვალისწინებული
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრისათვის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლად
არსებული გარემოების ცნობად მიღების პროცედურული ქმედება.
20. 49-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ” ქვეპუნქტში შემოთავაზებული ცვლილებით,
იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ენიჭება უფლებამოსილება - განსაზღვროს მოსამართლეთა
ვიწრო
სპეციალიზაციები
უზენაეს
სასამართლოში;
ხოლო
მე-4
პუნქტში
შემოთავაზებული ცვლილებით, ორგანულ კანონში აღარ იქნება გათვალისწინებული
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობასთან დაკავშირებული, რიგი საჯარო
ინფორმაციის ხელმისაწვდომობის სპეციალური წესი და ამ ინფორმაციის გაცემა
მოხდება ზოგადი წესით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული
წესით. ასევე, აღარ იქნება გათვალისწინებული კონკრეტული ვადა იუსტიციის
უმაღლესი
საბჭოს
მომავალი
სხდომის
თარიღისა
და
დღის
წესრიგის
გამოქვეყნებისათვის (ამჟამად მოქმედი რედაქციით, დღის წესრიგი უნდა გამოქვეყნდეს
სხდომამდე არანაკლებ 3 დღით ადრე), არამედ განისაზღვრება, რომ სხდომის თარიღის
და დღის წესრიგის თაობაზე ინფორმაცია უნდა გამოქვეყნდეს ,,სხდომის გამართვამდე“.
ასევე მცირდება სხდომაზე განსახილველი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს
ნორმატიული აქტის პროექტის გამოქვეყნების ვადაც, სხდომამდე არანაკლებ 7 დღიდან
3 დღემდე.
21. კანონს 49-ე მუხლის შემდეგ ემატება 491 მუხლი, რომლითაც განისაზღვრება
მოსამართლის მიერ სამეცნიერო ან პედაგოგიური საქმიანობის განხორციელებაზე,
აგრეთვე მოსამართლის მიერ „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს
კანონით
გათვალისწინებული
სარგებლის
მიღებაზე
საქართველოს
იუსტიციის
უმაღლესი საბჭოსაგან თანხმობის გაცემის დეტალური წესი, რომლის მიზანია დაზღვეულ იქნეს რისკები, ერთი მხრივ, მოსამართლის მიერ მისთვის ძირითადი
საქმიანობის - სამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელების შეფერხების
თვალსაზრისით, მეორე მხრივ - სამოსამართლო საქმიანობის მიღმა განხორციელებული
სხვა
საქმიანობით
მიღებული
სარგებელი
წინააღმდეგობაში
არ
მოდიოდეს
მართლმსაჯულების ინტერესებთან. სწორედ ამიტომ, მოსამართლე უფლებამოსილი
იქნება - დაგეგმოს და განახორციელოს ზემოთ აღნიშნული საქმიანობა, ან - მიიღოს
აღნიშნული მხოლოდ მას შემდეგ, რაც გაიცემა საამისო თანხმობა იუსტიციის უმაღლესი
საბჭოს
სახელით
იუსტიციის
ამასთანავე,წარმოდგენილი
უმაღლესი
პროექტი
საბჭოს
ითვალისწინებს
მდივნის
მხრიდან.
,,კორუფციის
წინააღმდეგ
ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს
2025 წლის 1 აპრილის №396-IIმს-XIმპ კანონის მე-2 მუხლის გარდამავალი დებულებების
იდენტურ გარდამავალ ნორმებს (იხ: მე-2 მუხლის მე-6-მე-8 პუნქტები), რომელთა
თანახმად,
მოსამართლე,
რომელიც
ამ
კანონის
ამოქმედების
მომენტისთვის
ახორციელებს ანაზღაურებად სამეცნიერო, პედაგოგიურ, შემოქმედებით საქმიანობას,
უფლებამოსილია აღნიშნული საქმიანობა სათანადო თანხმობის გარეშე განახორციელოს
2025 წლის 1 სექტემბრამდე; მოსამართლე, რომელსაც უკავია „უმაღლესი განათლების
შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული აკადემიური თანამდებობა,
უფლებამოსილია შესაბამისი საქმიანობა სათანადო თანხმობის გარეშე განახორციელოს
იმ ვადით, რომლითაც მას უკავია აღნიშნული აკადემიური თანამდებობა; მოსამართლე
უფლებამოსილია სათანადო თანხმობის გარეშე მიიღოს „კორუფციის წინააღმდეგ
ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული და ნებადართული
სარგებელი 2025 წლის 1 სექტემბრამდე.
22. 51-ე მუხლის პირველი პუნქტი ყალიბდება იმგვარი რედაქციით, რომ შესაძლებელი
გახდება
-
იუსტიციის
უმაღლესი
საბჭოს
მდივნად
მოსამართლეთა
თვითთმართველობის ორგანომ აირჩიოს ისეთი მოსამართლეც, რომელსაც უკავია
ადმინისტრაციული
(სასამართლოს
მოადგილის) თანამდებობა.
/
კოლეგიის
/
პალატის
თავმჯდომარის
/
23. 561 მუხლის ახალი რედაქციით ჩამოყალიბების, აგრეთვე - 562 მუხლის კანონიდან
ამოღების შედეგად, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სასამართლო
მენეჯმენტის დეპარტამენტი დგება საბჭოს სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან
(დეპარტამენტებთან)
თანაბარ
სამართლებრივ
მდგომარეობაში:
მისი
უფლებამოსილებები განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს
რეგლამენტით, ხოლო დეპარტამენტის თავმჯდომარეც თანამდებობაზე დაინიშნება
საბჭოს
სხვა
დეპარტამენტების
თავმჯდომარეების
თანამდებობაზე
დანიშვნის
ანალოგიური წესით.
24. 59-ე მუხლში შემოთავაზებული ცვლილებებით, ერთი მხრივ, იცვლება საქართველოს
საერთო სასამართლოების სისტემაში არსებული ყველა მანდატურის სამსახურის
დაქვემდებარების
წესი
(უზენაესი
სასამართლოს
თავმჯდომარისადმი
საერთო
დაქვემდებარების ნაცვლად, აღნიშნული დაქვემდებარება მოხდება საქართველოს
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულისადმი); მეორე
მხრივ, იზრდება სასამართლოს მანდატურის სოციალური დაცვის გარანტია, იმგვარად,
რომ მისი სპეციფიკური ფუნქციიდან გამომდინარე, მასზე არ გავრცელდეს ,,საჯარო
სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული რანგირება და მის
თანამდებობრივ სარგოს განსაზღვრავდეს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.
25. 64-ე მუხლის მე-3 პუნქტში შემოთავაზებული ცვლილების თანახმად, უქმდება
მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის წევრად სასამართლოს /
კოლეგიის / პალატის თავმჯდომარის / მოადგილის არჩევის დაუსაბუთებელი აკრძალვა.
26. 66-ე მუხლის 1-ლ პუნქტში შემოთავაზებული ცვლილებით, საქართველოს
მოსამართლეთა კონფერენციის მოწვევა აღარ ხდება სავალდებულო წელიწადში
ერთხელ მაინც. მისი მოწვევა დაუკავშირდება შექმნილ ობიექტურ აუცილებლობას;
კონფერენციის სხდომის დღის წესრიგი კი გამოქვეყნდება უზენაესი სასამართლოს
ვებგვერდზე, სხდომამდე არაუგვიანეს 5 კალენდარული დღისა (ამჟამად მოქმედი 7დღიანი ვადის ნაცვლად).
27. 663 მუხლში შემოთავაზებული ცვლილებების თანახმად:
ა) იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს 3 წევრის არჩევისას,
საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია აღარ იქნება შეზღუდული - აირჩიოს
მისთვის სასურველი კანდიდატები ნებისმიერი ინსტანციის სასამართლოდან (ამჟამად
მოქმედი რედაქციის თანახმად, თითო წევრი უნდა იყოს სასამართლოს სხვადასხვა
ინსტანციიდან); ხოლო იუსტიციის უმაღლესი საბჭო აღარ იქნება შეზღუდული - მის
მიერ ასარჩევი 2 კანდიდატი აუცილებლად იყოს კანონით დადგენილი წესით
აკრედიტებულ
უმაღლეს
საგანმანათლებლო
დაწესებულებაში
პროფესორის,
ასოცირებული პროფესორის ან ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის
მქონე ისეთი პირები, რომლებიც არ მუშაობენ საჯარო დაწესებულებაში (მე-4 პუნქტი);
ბ) უქმდება აკრძალვა - სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს თავმჯდომარე ზედიზედ 2ჯერ არჩევის შემდეგ ისევ იქნეს არჩეული იმავე თანამდებობაზე (მე-5 პუნქტი);
გ) დამოუკიდებელი საბჭოს თავმჯდომარეს შესაძლებელია ჰყავდეს მოადგილეები
(ამჟამინდელი მე-6 პუნქტი ითვალისწინებს მხოლოდ 1 მოადგილეს); შესაბამისად
იცვლება მე-7 პუნქტის ,,ე.ე“ ქვეპუნქტიც;
დ) განისაზღვრება, რომ დამოუკიდებელი საბჭო ამტკიცებს სკოლის დამამთავრებელი
გამოცდის კომისიის შემადგენლობას (მე-7 პუნქტის ,,ე.ზ“ ქვეპუნქტი);
ე) დამოუკიდებელი საბჭოს წევრის საქმიანობა ხდება ანაზღაურებადი, საქართველოს
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დადგენილი წესით (მე-8 პუნქტი).
28. 664 მუხლის მე-2 პუნქტის ცვლილების შედეგად, ადმინისტრირების გამარტივების
მიზნით, დამოუკიდებელი საბჭოს წევრს და თავმჯდომარეს თანამდებობიდან
გაათავისუფლებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო, დამოუკიდებელი საბჭოს
თავმჯდომარის მიმართვის საფუძველზე (ამჟამად მოქმედი ნორმის თანახმად,
დამოუკიდებელი
საბჭოს
თავმჯდომარეს
ათავისუფლებს
კონფერენცია).
29. 665 მუხლში შემოთავაზებული ცვლილებების თანახმად:
მოსამართლეთა
ა) დამოუკიდებელი საბჭოს სხდომა მოიწვევა არანაკლებ წელიწადში ერთხელ (დღეს
მოქმედი რედაქციის თანახმად, სხდომა მოიწვევა წელიწადში არანაკლებ 2-ჯერ) –
პირველი პუნქტი;
ბ) დამოუკიდებელი საბჭოს სხდომის შესახებ ინფორმაცია და სხდომის დღის წესრიგი
სკოლის ვებგვერდზე გამოქვეყნდება სხდომის გამართვამდე (ამჟამად მოქმედი ნორმის
თანახმად, გამოქვეყნება ხდება არანაკლებ 1 კვირით ადრე სხდომამდე) - მე-2 პუნქტი;
გ)
მე-5-მე-6
პუნქტების
ცვლილების
შედეგად,
აღარ
მოითხოვება
სკოლის
დამოუკიდებელი საბჭოს სხდომის ოქმის გამოქვეყნება.
30. 666 მუხლში შემოთავაზებული ცვლილებების თანახმად:
ა) სკოლის დირექტორს ჰყავს დამატებით კიდევ ერთი მოადგილე (პირველი პუნქტი);
ბ) უქმდება აკრძალვები: ერთი და იგივე პირი ზედიზედ მესამედ და მეტჯერ ვეღარ იქნეს
არჩეული სკოლის დირექტორად (მე-4 პუნქტის ამოღების გზით, სადაც მითითებულია
აღნიშნული აკრძალვა) და, ასევე, ერთი და იგივე პირი ზედიზედ მესამედ და მეტჯერ
ვეღარ
იქნეს
არჩეული
სკოლის
დირექტორის
მოადგილედ
ან
სტაჟირების
ხელმძღვანელად (მე-5 პუნქტის განსხვავებული რედაქციით ჩამოყალიბების გზით).
31. 6612 მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტების ამოღების შედეგად, უქმდება სკოლის მსმენელთა
კონკურსის სულ მცირე წელიწადში ერთხელ ჩატარების ვალდებულება, აგრეთვე პროცედურა, რომლითაც განსაზღვრულია წელიწადში ერთზე მეტი კონკურსის
ჩატარების გადაწყვეტილების მიღების წესი.
32. 6615 მუხლის ახალი რედაქციით ჩამოყალიბების შედეგად, იუსტიციის უმაღლეს
სკოლაში მისაღებ მსმენელთა საერთო რაოდენობის განსაზღვრის უფლებამოსილება
ენიჭება სკოლის დამოუკიდებელ საბჭოს (იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ნაცვლად),
რომელიც ამ რაოდენობას ადგენს სკოლის დაფინანსებისა და ინფრასტრუქტურული
შესაძლებლობების გათვალისწინებით.
33. 6630 მუხლის ცვლილების შედეგად, უქმდება სკოლის დამამთავრებელი გამოცდის
ჩამტარებელი
კომისიის
ე.წ.
ჰიბრიდული
წესით
(უზენაესი
სასამართლოს
თავმჯდომარის, იუსტიციის მინისტრის და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ერთობლივი
მონაწილეობის) დამტკიცების პროცედურა (მე-4 და მე-5 პუნქტების ამოღების გზით) და
განისაზღვრება, რომ სკოლის დამამთავრებელ გამოცდას ატარებს კომისია, რომლის
შემადგენლობას სკოლის დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს დამოუკიდებელი
საბჭო (მე-3 პუნქტი).
34. 6638 მუხლის ცვლილების შედეგად კანონის დონეზე უქმდება მოსამართლის
ვალდებულება - კვალიფიკაციის ამაღლებას დაუთმოს ყოველ 3 წელიწადში 5 დღე მაინც;
თუმცა, უდავოა, რომ კვალიფიკაციის უწყვეტი ამაღლების ეთიკური ვალდებულება
მოსამართლეს ისედაც დაკისრებული აქვს, სამოსამართლო ეთიკის წესების ნორმებიდან
(ე.წ. კომპეტენტურობისა და გულისხმიერების პრინციპი) გამომდინარე.
35. 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის ცვლილების შედეგად, მოსამართლეთა თანამდებობრივი
სარგოების განაკვეთები განისაზღვრება სხვა სახელმწიფო (საჯარო) მოსამსახურეთა
თანამდებობრივი სარგოების განაკვეთების განსაზღვრის წესის ანალოგიურად, კერძოდ:
საქართველოს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონით დადგენილი საბაზო
თანამდებობრივი სარგოს ნამრავლით ინსტანციების მიხედვით მოსამართლეთათვის
მიკუთვნებულ კოეფიციენტებზე (მაგ: უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისათვის
განსაზღვრული
კოეფიციენტია
10.00,
პარლამენტის
თავმჯდომარისათვის
განსაზღვრული კოეფიციენტის მსგავსად და ა.შ.), კერძოდ:
ა) უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისათვის – 10.00;
ბ) უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილისათვის – 9.20;
გ) უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილისათვის – 9.00;
დ) უზენაესი სასამართლოს მოსამართლისათვის, რომელსაც არ უკავია ზემოთ
აღნიშნული ადმინისტრაციული თანამდებობა უზენაეს სასამართლოში – 8.50;
ე) სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარისათვის – 8.40;
ვ) სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილისათვის – 8.30;
ზ) სააპელაციო სასამართლოს პალატის (კოლეგიის) თავმჯდომარისათვის – 8.20;
თ) სააპელაციო სასამართლოს მოსამართლისათვის, რომელსაც არ უკავია ზემოთ
აღნიშნული ადმინისტრაციული თანამდებობა სააპელაციო სასამართლოში – 8.10;
ი) თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარისათვის - 8.20; სხვა რაიონული
(საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარისათვის – 7.80;
კ) თბილისის საქალაქო სასამართლოს კოლეგიის თავმჯდომარისათვის - 7.80; სხვა
რაიონული (საქალაქო) სასამართლოს კოლეგიის თავმჯდომარისათვის – 7.50;
ლ)
რაიონული
(საქალაქო)
სასამართლოს
მოსამართლისათვის/მაგისტრატი
მოსამართლისათვის, რომელსაც არ უკავია ზემოთ აღნიშნული ადმინისტრაციული
თანამდებობა რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში – 7.20.“.
36. 721 მუხლის ცვლილების შედეგად:
ა) იკრძალება მოსამართლესთან ნებისმიერი პირის ისეთი კომუნიკაცია, რომელიც
დაკავშირებულია კონკრეტული საქმის ან საკითხის განხილვასთან ან/და საქმის
სავარაუდო შედეგთან და არღვევს სასამართლოს/მოსამართლის დამოუკიდებლობის,
მიუკერძოებლობისა და სასამართლო პროცესის შეჯიბრებითობის პრინციპებს, ან წარმოადგენს მოსამართლეზე ან ზოგადად სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობაზე
ზემოქმედების მოხდენის მცდელობას (პირველი პუნქტი);
ბ) კანონს შემოაქვს მოსამართლესთან ე.წ. სპეციალური კომუნიკაციის ინსტიტუტი;
ამგვარი კომუნიკაციად მიიჩნევა მოსამართლესთან კომუნიკაცია, მისი სამსახურებრივი
მივლინების ან/და მისი სასწავლო/პროფესიული განვითარების პროგრამაში ჩართვის
(მონაწილედ/ექსპერტად) მიზნით ან სხვა ნებისმიერ ისეთ საკითხთან მიმართებაში,
რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ უკავშირდება მართლმსაჯულების/სასამართლო
ხელისუფლების განხორციელების პროცესს; იქვე განისაზღვრება, რომ სპეციალური
კომუნიკაცია დასაშვებია საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან შეთანხმებით,
ამ კანონის 7212 მუხლით დადგენილი წესით (მე-3 პუნქტი).
37. 722 მუხლში, 727 მუხლის 1-ლ პუნქტში, 7210 მუხლის 1-ლ პუნქტში ცვლილებების
შედეგად, მოსამართლესთან არასათანადო კომუნიკაციის სუბიექტად იქცევა კანონში
პირდაპირ ჩამოთვლილ პირებთან (პროცესის მონაწილე, დაინტერესებული პირი,
საჯარო
მოსამსახურე,
სახელმწიფო
მოსამსახურე,
სახელმწიფო-პოლიტიკური
თანამდებობის პირი, პოლიტიკური თანამდებობის პირი) ერთად სხვა ნებისმიერი
პირიც, რომელთან კომუნიკაციის შესახებ მოსამართლეს/სასამართლოს თავმჯდომარეს
ევალებათ შესაბამისი რეაგირების განხორციელება, რის შემდეგაც აღნიშნულ პირს
საერთო
წესით
დაეკისრება
პასუხისმგებლობა
მოსამართლესთან
არასათანადო
კომუნიკაციისათვის.
38. კანონს ემატება 7212 მუხლი, რომლითაც განისაზღვრება მოსამართლესთან ე.წ.
სპეციალური
კომუნიკაციის
განხორციელების
წესი,
რომლის
შესაბამისადაც
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სახელით საბჭოს მდივნის მიერ საკითხის
განხილვის შედეგად გადაწყდება - ჩაებმება თუ არა მოსამართლე გარკვეული
ღონისძიების
(ნებისმიერი
ხასიათის
ვიზიტი/საქმიანი
შეხვედრა,
ვორქშოფი,
კონფერენცია, ტრენინგი, ლექცია, სემინარი და ა.შ.) განხორციელებაში სხვადასხვა
სტატუსით (ტრენერის, მსმენელის/მონაწილის და ა.შ.); ასევე განისაზღვრება ამ წესის
დაუცველად ღონისძიების ორგანიზატორის მხრიდან მოსამართლესთან სპეციალური
კომუნიკაციის განხორციელების სამართლებრივი შედეგები.
39. 751 მუხლის მე-8 პუნქტს დაემატება შემდეგი შინაარსის „ვ.ე” ქვეპუნქტი:
,,ვ.ე) მოსამართლის მიერ სამოსამართლო საქმიანობასთან დაკავშირებული მოვალეობის
შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება.“.
სასამართლოს
(მოსამართლეების)
ეს ცვლილება აუცილებელია
საზოგადოებისადმი
ანგარიშვალდებულების
გაძლიერების თვალსაზრისით იმდენად, რამდენადაც მე-8 პუნქტში კონკრეტულად
ჩამოთვლილი დისციპლინური გადაცდომები ვერ ფარავს მოსამართლის მიერ საკუთარი
სამსახურებრივი მოვალეობების უგულებელყოფის ყველა შესაძლო ქმედებას.
40. 753 მუხლის ცვლილების შედეგად:
ა) პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდება შემდეგი რედაქციით:
„დ) ხელფასის 10%-დან 50%-მდე დაქვითვა არაუმეტეს 1 წლის განმავლობაში;“; (ამჟამად
მოქმედი ნორმით, დისციპლინური სახდელის სახედ გათვალისწინებულია ხელფასის
5%-დან 20%-მდე დაქვითვა არაუმეტეს 6 თვის განმავლობაში);
გ) 12 პუნქტი, ზემოთ აღნიშნული ცვლილების გათვალისწინებით,
ჩამოყალიბდება
შემდეგი რედაქციით:
,,12. სასამართლოს თავმჯდომარის, სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის
ან მოადგილის, სასამართლო კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარის თანამდებობიდან
გათავისუფლება, ხელფასის 10%-დან 50%-მდე დაქვითვა შეიძლება გამოყენებულ იქნეს
როგორც ძირითად, ისე დამატებით დისციპლინურ სახდელად.“.
41. 754 მუხლის პირველი პუნქტის ცვლილების შედეგად, მოსამართლის მიმართ
წარმართულ დისციპლინურ სამართალწარმოებას ენიჭება მკაცრად კონფიდენციალური
ხასიათი,
იმგვარად,
რომ
პასუხისგებაში
მიცემულ
მოსამართლეს,
სურვილის
შემთხვევაშიც კი, ვეღარ შეეძლება მისი გასაჯაროება.
42. 755 მუხლის პირველ პუნქტს ემატება ,,ა1“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, სხვა
მიზეზებთან ერთად, მოსამართლის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების
დაწყების
მიზეზი
შეიძლება
იყოს
,,სასამართლოს
თავმჯდომარის
მიმართვა
მოსამართლის მიერ მოვალეობის შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების
შესახებ“. ეს ლოგიკურია, რადგან უპირველესად სწორედ შესაბამისი სასამართლოს
თავმჯდომარისათვის
შეიძლება
იყოს
ცნობილი
მისდამი
დაქვემდებარებულ
სასამართლოში მოღვაწე მოსამართლის შესაძლო დისციპლინური გადაცდომის ჩადენის
შესახებ.
43. 7519 მუხლის ცვლილების შედეგად:
ა) სადისციპლინო კოლეგიის წევრი აირჩევა 4 წლის ვადით (ამჟამად მოქმედი 2-წლიანი
დათქმის ნაცვლად) – პირველი პუნქტი;
ბ)
სადისციპლინო
კოლეგიის
წევრობის
კანდიდატისათვის
ამჟამად
მოქმედი
პროფესიული ცენზი (სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 10-წლიანი გამოცდილება)
მცირდება (5 წლამდე) - მე-2 პუნქტი;
გ) უქმდება სადისციპლინო კოლეგიის წევრად ისეთი მოსამართლის არჩევის აკრძალვა,
რომელსაც სასამართლო სისტემაში უკავია ადმინისტრაციული თანამდებობა (უზენაესი
სასამართლოს თავმჯდომარე, მისი პირველი მოადგილე ან მოადგილე, სასამართლოს
თავმჯდომარე, მისი პირველი მოადგილე ან მოადგილე, კოლეგიის ან პალატის
თავმჯდომარე), ან რომელსაც ბოლო 1 წლის განმავლობაში ეკავა რომელიმე ასეთი
თანამდებობა - მე-4 პუნქტი;
დ) სადისციპლინო კოლეგიის წევრისათვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკიტხის
განხილვისას, უქმდება პარლამენტის და მოსამართლეთა კონფერენციის ვალდებულება
-
შეამოწმონ
უფლებამოსილების
შეწყვეტის
საფუძველ,
რა
მიზნითაც
ისინი
უფლებამოსილნი არიან - სხდომაზე მოიწვიონ აღნიშნული პირი და მოისმინონ მისი
მოსაზრება - მე-8 პუნქტი.
44. 7525 მუხლის ცვლილების შედეგად, სადისციპლინო კოლეგიის მიერ დისციპლინური
საქმის განხილვის ვადა იზრდება 1 თვიდან (ამჟამად მოქმედი ვადა) 2 თვემდე.
45. 7547 მუხლის მე-4 პუნქტის ცვლილების შედეგად, იზრდება კერძო სარეკომენდაციო
ბარათის მოქმედების ვადა და განისაზღვრება, რომ ამ ბარათით მიმართვიდან 1 წლის
ვადაში (მოქმედი რედაქციით ეს ვადა 6 თვეს შეადგენს) მოსამართლის მხრიდან იმავე
დისციპლინური
გადაცდომის
ჩადენის
შემთხვევაში
სადისციპლინო
კოლეგია
იმსჯელებს ამ მოსამართლისათვის დისციპლინური სახდელის დაკისრების შესახებ.
46. 7558 მუხლის პირველი პუნქტის ცვლილებით, სადისციპლინო პალატა დისციპლინურ
საქმეს განიხილავს საჩივრის წარმოებაში მიღებიდან 1 თვის ვადაში (ამჟამად მოქმედი
რედაქციით ეს ვადა შეადგენს 15 დღეს, რომლის გაგრძელებაც, ობიექტური
გარემოებების არსებობის შემთხვევაში, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ
შეიძლება ერთჯერადად 15 დღით გააგრძელოს).
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
აღნიშნული ქვეპუნქტის მოქმედება არ ვრცელდება კანონპროექტზე, რადგან იგი არაა
ინიციირებული საქართველოს მთავრობის მიერ.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში, აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, რადგან ეს უკანასკნელი მისი
მიზნიდან და შინაარსიდან გამომდინარე, არ ითხოვს ამოქმედების უფრო გვიანდელი
ვადის დადგენას.
კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისათვის უკუძალის
მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტით
წარმოდგენილი
საკითხის
მნიშვნელობიდან
გამომდინარე,
აუცილებელია საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე აღნიშნული კანონპროექტის
მიღება. საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის
მიხედვით, 2025 წლის საგაზაფხულო სესია მთავრდება 27 ივნისს, შესაბამისად,
ინიციატორების მიერ მოთხოვნილია კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა.
ბ)
კანონპროექტის
ფინანსური
გავლენის
შეფასება
საშუალოვადიან
პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო;
საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით საქართველოს საერთო სასამართლოებისა და
იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის განსაზღვრული ასიგნებები.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე;
კანონპროექტს
ექნება
გავლენა
სახელმწიფო,
რესპუბლიკური
ან/და
მუნიციპალიტეტის
ავტონომიური
ბიუჯეტის
რესპუბლიკის
საშემოსავლო
ნაწილზე.
გამომდინარე იქიდან, რომ იზრდება პირთა წრე, რომლებიც შესაძლოა დაჯარიმდნენ
სასამართლოს
უპატივცემულობისათვის,
ეს
გავლენას
იქონიებს
სახელმწიფო,
ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე, კონკრეტული შემთხვევების რაოდენობის შესაბამისად.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე;
კანონპროექტის მიღება შესაძლოა დაკავშირებული იყოს გარკვეულ ხარჯებთან,
კერძოდ: მოსამართლეთა თანამდებობრივი სარგოების განაკვეთები განისაზღვრება სხვა
სახელმწიფო (საჯარო) მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განაკვეთების
განსაზღვრის
წესის
ანალოგიურად,
კერძოდ:
საქართველოს
შესაბამისი
წლის
სახელმწიფო ბიუჯეტის კანონით დადგენილი საბაზო თანამდებობრივი სარგოს
ნამრავლით მოსამართლეთათვის მიკუთვნებულ კოეფიციენტებზე.
რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობის
შემოღება, შესაბამისი თანამდებობის პირების რაოდენობის პროპორციულად, გავლენას
მოახდენს
სახელმწიფო,
ავტონომიური
რესპუბლიკის
რესპუბლიკური
ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, რაც უკავშირდება მათ მატერიალურტექნიკურ უზრუნველყოფას.
ვინაიდან იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს თავმჯდომარისა და
წევრის დამოუკიდებელ საბჭოში საქმიანობა ხდება ანაზღაურებადი, აღნიშნული
გამოიწვევს შესაბამისი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ზრდას.
გამომდინარე
იქიდან,
რომ
იზრდება
დისციპლინური
სახდელისთვის
გათვალისწინებული ზომა, კერძოდ, ხელფასის 10%-დან 50%-მდე დაქვითვა, პირისთვის
დისციპლინური სახდელის გამოყენებას გავლენა ექნება სახელმწიფო ბიუჯეტის
ხარჯვით ნაწილზე, რაც დამოკიდებული იქნება შემთხვევების რაოდენობაზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით;
კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს,
აგრეთვე სახელმწიფოს ან/და მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღებ პირდაპირ
ფინანსურ ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა;
კანონპროექტის მიღება ფინანსური თვალსაზრისით დადებით გავლენას მოახდენს იმ
პირებზე,
რომლებზეც
ვრცელდება
მისი
მოქმედება,
კერძოდ:
მოსამართლეთა
თანამდებობრივი სარგოების განაკვეთები განისაზღვრება სხვა სახელმწიფო (საჯარო)
მოსამსახურეთა
თანამდებობრივი
სარგოების
განაკვეთების
განსაზღვრის
წესის
ანალოგიურად, კერძოდ: საქართველოს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის
კანონით
დადგენილი
საბაზო
თანამდებობრივი
სარგოს
ნამრავლით
მოსამართლეთათვის მიკუთვნებულ კოეფიციენტებზე.
იზრდება პირთა წრე, რომლებთან მიმართებითაც შესაძლოა გამოყენებულ იქნეს ჯარიმა
სასამართლოს უპატივცემულობისათვის, რაც შესაბამის გავლენას მოახდენს მათ
ფინანსურ მდგომარეობაზე.
შემოთავაზაბეული
ცვლილებებით
იზრდება
კონკრეტული
თანამდებობის
დაკავებისთვის დადგენილი ვადა, რაც გავლენას იქონიებს (უფრო მეტი ვადით მიიღებენ
ანაზღაურებას) იმ პირებზე, რომლებიც იკავებენ/დაიკავებენ შესაბამის თანამდებობას.
ამასთანავე, ცალკეული თანამდებობების დაკავების მოთხოვნები იცვლება, რაც
შესაბამის პირებს მისცემს შესაძლებლობას დაიკავონ კონკრეტული თანამდებობები.
ვინაიდან იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს თავმჯდომარისა და
წევრის დამოუკიდებელ საბჭოში საქმიანობა ხდება ანაზღაურებადი, აღნიშნული
გამოიწვევს
შესაბამის
ფინანსურ
გავლენას
იმ
პირებზე,
რომლებიც
იკავებენ
დასახელებულ თანამდებობებს.
გამომდინარე
იქიდან,
გათვალისწინებული
რომ
ზომა,
იზრდება
კერძოდ,
დისციპლინური
ხელფასის
10%-დან
სახდელისთვის
50%-მდე
დაქვითვა,
შესაბამისად, პირისთვის დისციპლინური სახდელის გამოყენების შემთხვევაში ექნება
ფინანსური გავლენა, რაც დამოკიდებული იქნება შემთხვევების რაოდენობაზე.
ბ.ვ)
კანონპროექტით
დადგენილი
გადასახადის,
მოსაკრებლის
ან
სხვა
სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი;
კანონპროექტით არ არის გათვალისწინებული გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება;
კანონპროექტის
ამოქმედება
არ
მოახდენს
ზეგავლენას
ბავშვთა
უფლებრივ
მდგომარეობაზე.
ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი
ზეგავლენის შეფასება;
კანონპროექტის მიღებით ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე
ზეგავლენის მოხდენა მოსალოდნელი არ არის.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან;
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ)
კანონპროექტის
მიმართება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან;
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
ხელშეკრულებებთან,
მიმართება
აგრეთვე,
საქართველოს
ისეთი
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის
შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი
მუხლი ან/და ნაწილი;
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე
ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან
დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან;
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი,
სამუშაო
ჯგუფი,
რომელმაც
მონაწილეობა
მიიღო
კანონპროექტის
შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
კანონპროექტის მომზადებისას ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: არჩილ გორდულაძე,
თორნიკე
ჭეიშვილი,
ალექსანდრე
ტაბატაძე,
დავით
მათიკაშვილი,
რატი
იონათამიშვილი, ალუდა ღუდუშაური, თენგიზ შარმანაშვილი, გურამ მაჭარაშვილი,
აკაკი ალადაშვილი.
ვ)
კანონპროექტის
ინიციატორი:
საქართველოს
პარლამენტის
წევრები:
არჩილ
გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, დავით მათიკაშვილი, რატი
იონათამიშვილი, ალუდა ღუდუშაური, თენგიზ შარმანაშვილი, გურამ მაჭარაშვილი,
აკაკი ალადაშვილი.