„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-06-23
ბიუროს ნომერი 60
📜 ტექსტი
საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს ორგანული კანონი
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ
კანონის (პარლამენტის უწყებანი, №001, 27.02.1996, გვ. 8) მე-181 მუხლის პირველი პუნქტი
ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოს
განაკვეთის ოდენობა განისაზღვრება საქართველოს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის
კანონით დადგენილი საბაზო თანამდებობრივი სარგოს ნამრავლით შემდეგ სახელფასო
კოეფიციენტზე:
ა) საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარისათვის – 10.00;
ბ)
საკონსტიტუციო
სასამართლოს
თავმჯდომარის
საკონსტიტუციო სასამართლოს მდივნისათვის – 9.00;
მოადგილისათვის,
აგრეთვე
გ) საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლისთვის, რომელსაც არ უკავია ზემოთ
აღნიშნული თანამდებობები – 8.50.“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
წარმოდგენილი ცვლილებების პროექტი გამიზნულია საქართველოს საკონსტიტუციო
სასამართლოს მოსამართლეთა შრომის ანაზღაურების საკითხის მოსაწესრიგებლად. მოქმედი
რედაქციით, განსაზღვრულია მოსამართლეთა თანამდებობრივი სარგოს ფიქსირებული
ოდენობები, რომლებიც უკვე მრავალია წელია არ შეცვლილა.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა;
საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ ორგანულ კანონში ცვლილების შეტანა
შესაძლებელია მხოლოდ ამავე კანონში შესაბამისი ცვლილების შეტანის გზით.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
შემოთავაზებულ
ცვლილებათა
განხორციელების
შემთხვევაში,
საკონსტიტუციო
სასამართლოს მოსამართლეთა თანამდებობრივი სარგოს განსაზღვრა მოხდება იგივე
პრინციპით, როგორც ეს ხდება საჯარო (სახელმწიფო) სამსახურის მოსამსახურეთა მიმართ,
კერძოდ, მოსამართლეთათვის გარკვეული კოეფიციენტების მიკუთვნებით, რომელიც
გამრავლდება სახელმწიფო ბიუჯეტის კონკრეტული წლის კანონით განსაზღვრული საბაზო
თანამდებობრივ სარგოზე.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
იცვლება მე-181 მუხლის პირველი პუნქტი იმგვარად, რომ მოსამართლეთა თანამდებობრივი
სარგოების განაკვეთები განისაზღვრება სხვა სახელმწიფო (საჯარო) მოსამსახურეთა
თანამდებობრივი სარგოების განაკვეთების განსაზღვრის წესის ანალოგიურად, კერძოდ:
საქართველოს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონით დადგენილი საბაზო
თანამდებობრივი სარგოს ნამრავლით მოსამართლეთათვის მიკუთვნებულ კოეფიციენტებზე
(საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარისათვის განსაზღვრული კოეფიციენტია 10.00;
საკონსტიტუციო
სასამართლოს
თავმჯდომარის
მოადგილისათვის,
აგრეთვე
-
საკონსტიტუციო სასამართლოს მდივნისათვის – 9.00; საკონსტიტუციო სასამართლოს
მოსამართლისთვის, რომელსაც არ უკავია ზემოთ აღნიშნული თანამდებობები – 8.50.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
აღნიშნული ქვეპუნქტის მოქმედება არ ვრცელდება კანონპროექტზე, რადგან იგი არაა
ინიციირებული საქართველოს მთავრობის მიერ.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში, აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, რადგან ეს უკანასკნელი მისი მიზნიდან
და შინაარსიდან გამომდინარე, არ ითხოვს ამოქმედების უფრო გვიანდელი ვადის დადგენას.
კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისათვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტით წარმოდგენილი საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, აუცილებელია
საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე აღნიშნული კანონპროექტის მიღება. საქართველოს
კონსტიტუციისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, 2025 წლის
საგაზაფხულო სესია მთავრდება 27 ივნისს, შესაბამისად, ინიციატორების მიერ მოთხოვნილია
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო;
საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის
განსაზღვრული ასიგნებები.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე;
კანონპროექტს არ ექნება გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე;
კანონპროექტის მიღება შესაძლოა დაკავშირებული იყოს გარკვეულ ხარჯებთან, კერძოდ:
მოსამართლეთა თანამდებობრივი სარგოების განაკვეთები განისაზღვრება სხვა სახელმწიფო
(საჯარო) მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განაკვეთების განსაზღვრის წესის
ანალოგიურად, კერძოდ: საქართველოს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონით
დადგენილი
საბაზო
თანამდებობრივი
სარგოს
ნამრავლით
მოსამართლეთათვის
მიკუთვნებულ კოეფიციენტებზე.
ბ.დ)
სახელმწიფოს
ახალი
ფინანსური
ვალდებულებები,
კანონპროექტის
გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით;
კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს, აგრეთვე
სახელმწიფოს ან/და მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღებ პირდაპირ ფინანსურ
ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის
ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით
განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა;
კანონპროექტის მიღება ფინანსური თვალსაზრისით დადებით გავლენას მოახდენს
პირებზე,
რომლებზეც
ვრცელდება
მისი
მოქმედება,
კერძოდ:
იმ
მოსამართლეთა
თანამდებობრივი სარგოების განაკვეთები განისაზღვრება სხვა სახელმწიფო (საჯარო)
მოსამსახურეთა
თანამდებობრივი
სარგოების
განაკვეთების
განსაზღვრის
წესის
ანალოგიურად, კერძოდ: საქართველოს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონით
დადგენილი
საბაზო
თანამდებობრივი
მიკუთვნებულ კოეფიციენტებზე.
სარგოს
ნამრავლით
მოსამართლეთათვის
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი;
კანონპროექტით არ არის გათვალისწინებული გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება;
კანონპროექტის ამოქმედება არ მოახდენს ზეგავლენას ბავშვთა უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი
ზეგავლენის შეფასება;
კანონპროექტის მიღებით ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე ზეგავლენის
მოხდენა მოსალოდნელი არ არის.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან;
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან;
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან,
აგრეთვე,
ისეთი
ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის
შემთხვევაში,
რომელსაც
უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი;
კანონპროექტი
არ
ხელშეკრულებებს.
ეწინააღმდეგება
აგრეთვე,
საქართველოს
კანონპროექტის
მიღება
ორმხრივ
არ
და
მრავალმხრივ
უკავშირდება
რომელიმე
ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც
გამომდინარეობს
„ერთი
მხრივ,
საქართველოსა
და,
მეორე
მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან;
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
კანონპროექტის მომზადებისას ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: არჩილ გორდულაძე,
თორნიკე ჭეიშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი,
ალუდა ღუდუშაური, თენგიზ შარმანაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, აკაკი ალადაშვილი.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: არჩილ გორდულაძე,
თორნიკე ჭეიშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი,
ალუდა ღუდუშაური, თენგიზ შარმანაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, აკაკი ალადაშვილი.