საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის გიორგი გაბუნიას მიერ წარმოდგენილი, 2025 წლის 18-20 ივნისს სომხეთის რესპუბლიკაში (ქ. ერევანი) მისი და პარლამენტის წევრების: ზაზა ლომინაძის, ბეჟან წაქაძის, სამველ მანუკიანისა და სუმბატ კიურეღიანის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრების შესახებ ანგარიში
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-06-23
ბიუროს ნომერი 60
📜 ტექსტი
წერილი
2-8408/25
23-06-2025
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
ასლი: საორგანიზაციო დეპარტამენტს
ბატონო შალვა,
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 188-ე მუხლის საფუძველზე, წარმოგიდგენთ
ანგარიშს 2025 წლის 18-20 ივნისს სომხეთის რესპუბლიკაში (ქ. ერევანი) ჩემი და
პარლამენტის წევრების: ზაზა ლომინაძის, ბეჟან წაქაძის, სამველ მანუკიანისა და სუმბატ
კიურეღიანის სამუშაო ვიზიტის ფარგლ;ებში, გამართული შეხვედრების შესახებ.
დანართი „2“ ფურცელი.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
გიორგი გაბუნია
თბილისი 0118, რუსთაველის გამზ. № 8 საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679, ელ-ფოსტა contact@parliament.ge
ანგარიში
საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის გიორგი გაბუნიას,
პარლამენტის წევრების: ზაზა ლომინაძის, ბეჟან წაქაძის, სამველ მანუკიანისა და სუმბატ
კიურეღიანის სამუშაო ვიზიტის ანგარიში სომხეთის რესპუბლიკაში ( ქ. ერევანი)
2025 წლის 18-20 ივნისი
2025 წლის 18-20 ივნისს
განხორციელდა პარლამენტის კულტურის კომიტეტის
თავმჯდომარის გიორგი გაბუნიას და პარლამენტის წევრების: ზაზა ლომინაძის, ბეჟან
წაქაძის, სამველ მანუკიანისა და სუმბატ კიურეღიანის სამუშაო ვიზიტი სომხეთის
რესპუბლიკაში, ქ. ერევანში.
ვიზიტის ფარგლებში ჩატარდა მნიშვნელოვანი შეხვედრები:
1. სომხეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში,
ეროვნულ ასამბლეაში
საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტისა და სომხეთის რესპუბლიკის
ეროვნული ასამბლეის მეცნიერების, განათლების, კულტურის, დიასპორის,
ახალგაზრდობისა და სპორტის მუდმივმოქმედი კომიტეტის სამუშაო შეხვედრა
გაიმართა, რომელსაც კომიტეტების თავმჯდომარეები გიორგი გაბუნია და სისაკ
გაბრიელიანი ხელმძღვანელობდნენ.
მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებზე და
სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებაზე
ისაუბრეს.
ყურადღება გამახვილდა საკანონმდებლო ორგანოებს შორის არსებულ მჭიდრო
კავშირებზე მათ შორის, ორი ქვეყნის პარლამენტის კომიტეტებს შორის
თანამშრომლობაზე, რაც გაფორმებული მემორანდუმის შემდგომ საქართველოსომხეთის საკანონმდებლო ორგანოების ურთიერთობაში ახალი ეტაპის დასაწყისი
გახდა.
2. საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის
გიორგი გაბუნიას ხელმძღვანელობით, სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული
ასამბლეის თავმჯდომარეს ალენ სიმონიანს შეხვდა. მხარეებმა საქართველოსა და
სომხეთს შორის თანამშრომლობის საკითხები მიმოიხილეს.
ყურადღება გამახვილდა საპარლამენტო თანამშრომლობის გაძლიერების
მნიშვნელობასზე და ხზგასმით აღინიშნა, რომ საპარლამენტო ფორმატი საუკეთესო
საშუალებაა მეზობელ ქვეყნებს შორის ურთიერთობის გასაღრმავებლად.
3. კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნია და დელეგაციის წევრები
სომხეთის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს, ჟანა
ანდრეასიანს შეხვდნენ. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ კულტურული
ურთიერთობის კიდევ უფრო განვითარებაზე ისაუბრეს.
ყურადღება გამახვილდა იმ მნიშვნელოვან ერთობლივ პროექტებზე, რომლებიც
ქართველი და სომეხი ხელოვანების მიერ წლების მანძილზე ხორციელდებოდა.
განსაკუთრებით ხაზი გაესვა ამ პროექტებში ახალგაზრდობის ჩართულობის
ხელშეწყობას.
4. საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა
კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული
ასამბლეის ჯანმრთელობის დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, არსენ ტოროსიანს
შეხვდა.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საყოველთაო ჯანდაცვის და დაზღვევის
მიმართულებით საქართველოს მიერ განხორციელებულ რეფორმებსა და მიღწეულ
პროგრესზე.
საუბარი ასევე შეეხო ჯანდაცვის მიმართულებით არსებულ საერთო გამოწვევებს
და მიგრაციის საკითხებს.