საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის ინფორმაცია პარლამენტის წევრის კითხვაზე რეაგირების შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-06-23
ბიუროს ნომერი 60
📜 ტექსტი
წერილი
2-8410/25
23-06-2025
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 148-ე მუხლის მე-8 პუნქტის
შესაბამისად წარმოგიდგენთ პარლამენტის წევრის კითხვაზე რეაგირების შესახებ
ინფორმაციას.
დანართი: „ 2 “ ფურცელი
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
დავითი მათიკაშვილი
თბილისი 0118, რუსთაველის გამზ. № 8 საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679, ელ-ფოსტა contact@parliament.ge
დანართი
საქართველოს პარლამენტის
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის
ინფორმაცია
პარლამენტის წევრის კითხვაზე რეაგირების შესახებ
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 148-ე მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად
შეისწავლა და 2025 წლის 20 ივნისს კომიტეტის სხდომაზე განიხილა საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტის 148-ე მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი მოთხოვნების
(გარდა სრული წერილობითი პასუხის წარდგენის მოთხოვნისა) შესაბამისად
პარლამენტის წევრის კითხვაზე რეაგირების საკითხი.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 148-ე მუხლის მე-8 პუნქტის მიხედვით,
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი
კალენდარული წლის თებერვლისა და ყოველი მომდევნო მესამე თვის (მაისი,
აგვისტო, ნოემბერი) დასრულებიდან არაუგვიანეს 15 დღისა შეისწავლის ამ მუხლის
მე-4 პუნქტით დადგენილი მოთხოვნების (გარდა სრული წერილობითი პასუხის
წარდგენის მოთხოვნისა) შესაბამისად პარლამენტის წევრის კითხვაზე რეაგირების
საკითხს და პარლამენტის წევრის კითხვაზე რეაგირების შესახებ ინფორმაციას
წარუდგენს საქართველოს პარლამენტის ბიუროს. შესაბამისად, საპროცედურო
საკითხთა და წესების კომიტეტმა შეისწავლა 2025 წლის 1 მარტიდან 2025 წლის 31
მაისის ჩათვლით გაგზავნილ პარლამენტის წევრის კითხვაზე რეაგირების საკითხი.
შესწავლის
შედეგად
გამოვლინდა,
რომ
საანგარიშო
პერიოდში
გაიგზავნა
პარლამენტის წევრის ერთი კითხვა, კითხვაზე პასუხი გაცემულია პარლამენტის
რეგლამენტით დადგენილი ვადის დაცვით, თუმცა აღნიშნულ შემთხვევაში პასუხი
გაცემულია არაუფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ. უნდა აღინიშნოს, რომ
პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულ ორგანოს წარმოადგენს მისი ხელმძღვანელი
და მნიშვნელოვანია, პარლამენტის წევრისთვის გაგზავნილ ინფორმაციას ხელს
აწერდეს კონკრეტული დაწესებულების ხელმძღვანელი.
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 148-ე მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად,
აღნიშნულ ინფორმაციას წარუდგენს საქართველოს პარლამენტის ბიუროს, ასევე,
განაგრძობს პარლამენტის წევრის კითხვაზე რეაგირების შესახებ მონაცემების
შესწავლას და დინამიკაში დააკვირდება პარლამენტის წევრის კითხვებზე რეაგირების
საკითხს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მოთხოვნების შესაბამისად.
2