საქართველოს პარლამენტის წევრების: ზაზა ლომინაძის და ვლადიმერ კახაძის მომართვა მათ მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის (№07-3/465; 11.09.2024) დაჩქარებული წესით განხილვის შესახებ

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
23.06.2025
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: ზაზა ლომინაძე, ვლადიმერ კახაძე
ნომერი
#2-8420/25/11
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-06-23
ბიუროს ნომერი 60

📜 ტექსტი

წერილი
2-8420/25 23-06-2025 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის წევრების: ზაზა ლომინაძისა და ვლადიმერ კახაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილია საქართველოს კანონის პროექტი „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-3/465; 11.09.2024). კანონპროექტის მიზანია, უმცროს ექიმს 2025 წლის 1 ოქტომბრამდე სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარების შემდეგ მიეცეს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლება. მიზანშეწონილია, კანონპროექტით წარმოდგენილი საკითხი, მისი არსიდან და მიზნიდან გამომდინარე, დროულად საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე მოწესრიგდეს, რაც დაჩქარებული წესით მიღების გარეშე შეუძლებელია. აღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 117-ე მუხლის შესაბამისად, მიიღოთ გადაწყვეტილება ამ კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვისა და მიღების თაობაზე. პატივისცემით, პარლამენტის წევრი ზაზა ლომინაძე პარლამენტის წევრი ვლადიმერ კახაძე თბილისი 0118, რუსთაველის გამზ. № 8 საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679, ელ-ფოსტა contact@parliament.ge