საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დადებითი დასკვნა სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის 2024 წლის საქმიანობის ანგარიშთან (№1-1549/25; 28.02.2025) დაკავშირებით
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-06-24
ბიუროს ნომერი 61
📜 ტექსტი
წერილი
2-8510/25
23-06-2025
საქართველოს პარლამენტის ბიუროს,
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2025 წლის 23 ივნისის
სხდომაზე განიხილა საჯარო სამართლის იურიდიული პირის − იურიდიული დახმარების
სამსახურის 2024 წლის საქმიანობის შესახებ ანგარიში (N1-1549/25/11; 28.02.2025).
გიგზავნით კომიტეტის დასკვნას აღნიშნულ ანგარიშთან დაკავშირებით.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
არჩილ გორდულაძე
თბილისი 0118, რუსთაველის გამზ. № 8 საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679, ელ-ფოსტა contact@parliament.ge
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
2-8508/25
23-06-2025
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის
დასკვნა
საჯარო სამართლის იურიდიული პირის − იურიდიული დახმარების სამსახურის
2024 წლის საქმიანობის შესახებ ანგარიშის თაობაზე (N1-1549/25/11; 28.02.2025)
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2025 წლის 23
ივნისს კომიტეტის სხდომაზე განიხილა საჯარო სამართლის იურიდიული პირის −
იურიდიული დახმარების სამსახურის 2024 წლის საქმიანობის შესახებ ანგარიში
(N1-1549/25/11; 28.02.2025).
ანგარიშის საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენას ითვალისწინებს
„იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონი და საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტი.1
ანგარიშში
ასახულია
ინფორმაცია
ძირითადად
შემდეგ
საკითხებთან
დაკავშირებით: იურიდიული დახმარების სამსახურის ფუნქცია და მანდატი;
სამსახურის სტრუქტურა; იურიდიული დახმარების ხელმისაწვდომობა;
სამთავრობო ვალდებულებები; საქმიანი შეხვედრები; პროექტები; სამთავრობო
ვალდებულებები; იურიდიული დახმარების სამსახურის ფსიქოლოგების მიერ
გაწეული საქმიანობა; იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ გაწეული
მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმები; სამსახურის მიერ
განგრძობადი განათლების მიმართულებით გაწეული საქმიანობა; ანალიტიკური
საქმიანობა; იურიდიული დახმარების საბჭოს საქმიანობა; ადმინისტრაციული
საქმიანობა; სამსახურის ფინანსური ანგარიში; სამსახურის ცნობადობის გაზრდის
მიმართულებით გაწეული საქმიანობა; საქველმოქმედო საქმიანობა; იურიდიული
დახმარების სამსახურის რეგიონული ოფისები და მათი საკონტაქტო ინფორმაცია.
იხ. „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-4 პუნქტი და
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 170-ე მუხლი.
1
თბილისი 0118, რუსთაველის გამზ. № 8 საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679, ელ-ფოსტა contact@parliament.ge
ანგარიშის მიმოხილვა და კომიტეტის შეფასება
ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2024 წელს იურიდიული დახმარების სამსახურის
მიერ წარმოებაში მიღებულ საქმეთა რაოდენობამ 21 512 შეადგინა (სისხლის
სამართლის საქმე - 14 369, სამოქალაქო სამართლის საქმე - 4 892,
ადმინისტრაციული სამართლის საქმე - 2 251); გაწეულ იქნა 21 104 კონსულტაცია;
შედგენილ იქნა 2 629 სამართლებრივი დოკუმენტი.
წარმოებაში მიღებული საქმეების რაოდენობა რამდენიმე ბიუროს მაგალითზე
შემდეგია: თბილისი - 3737, ბათუმი - 2615, ქუთაისი - 2408, რუსთავი - 1776,
ზუგდიდი - 914, თელავი - 889.
წარმოებაში მიღებული სისხლის სამართლის საქმეები კატეგორიების მიხედვით
შემდეგნაირია: ნაკლებად მძიმე - 7 333, მძიმე - 4 573, განსაკუთრებით მძიმე - 855.
დასრულებული სისხლის სამართლის საქმეები სულ: 12 225; აქედან – საპროცესო
შეთანხმებით დასრულებული 5 679, სხვა შედეგი 6 546.
საქმის წარმოებაში მიღების საფუძვლის მიხედვით ამგვარია: არასრულწლოვანი 3 689, არ იცის სისხლის სამართლის პროცესის ენა - 2 863, აქვს შესაძლებლობის
იმგვარი შეზღუდვა, რაც ხელს უშლის მის მიერ საკუთარი დაცვის
განხორციელებას - 635, გადახდისუუნარო დასაცავი პირი (70000 ქულა) - 847,
დირექტორის საგამონაკლისო უფლება - 93, ქალთა მიმართ ან/და ოჯახში
ძალადობა - 28, სისხლის სამართლის საქმეს იხილავს ნაფიც მსაჯულთა
სასამართლო
34,
ჩადენილი
ქმედებისათვის
გათვალისწინებულია
პასუხისმგებლობა უვადო თავისუფლების აღკვეთის სახით - 86.
იურიდიული დახმარების საბჭოს 2023 წლის 24 ნოემბრის N120-ე
გადაწყვეტილებით იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ გაწეული
იურიდიული კონსულტაციისა და იურიდიული დახმარების ხარისხის შეფასების
წესისა და კრიტერიუმების მიხედვით, შეფასდა:
სისხლის სამართლის
მიმართულებით - 2074 საქმე; სამოქალაქო/ადმინისტრაციული მიმართულებით 658 საქმე; არასრულწლოვანთა 1553 მიმდინარე სისხლის სამართლის საქმე;
არასრულწლოვანთა 1551 მიმდინარე სამოქალაქო/ადმინისტრაციული საქმე;
თავშესაფრის მაძიებელთა, საერთაშორისო დაცვით მოსარგებლე პირთა 17 საქმე;
2024 წელს
შემუშავდა ბავშვებსა და შშმ პირებზე მორგებული კლიენტის
კომუნიკაციის კითხვარის, კმაყოფილების კვლევისა და მომსახურების პირობების
ფორმები.
არასრულწლოვანთა სამართლებრივი ცნობიერების გაზრდის მიზნით, თბილისისა
და რეგიონების სხვადასხვა სკოლაში ჩატარდა 16 შეხვედრა.
ეთნიკური უმცირესობებისთვის უფასო სამართლებრივი ხელმისაწვდომობის
გაზრდის მიზნით, იურიდიული დახმარების სამსახურის წარმომადგენლებმა
გამართეს 20 შეხვედრა, რომელსაც ჯამში 500-მდე ადამიანი დაესწრო.
ანგარიშში ადგილი ეთმობა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ
მიმართულ ღონისძიებას, რომელშიც მონაწილეობდნენ თბილისსა და რეგიონებში
მოქმედი საზოგადოებრივი ადვოკატები. აგრეთვე, ამ ღონისძიების ფარგლებში
გადამზადდა იურიდიული დახმარების სამსახურის 23 თანამშრომელი.
2024 წელს იურიდიული დახმარების სამსახურის ინიციატივით არაერთი
საკონსულტაციო/საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა გამყოფი ხაზის მიმდებარე
სოფლებში, აგრეთვე, საქართველოს მასშტაბით, რეგიონებში მცხოვრებ
დევნილებთან და დევნილთა დასახლებებში.
2024 წელს იურიდიული დახმარების სამსახურის სპეციალიზებულ საქმეთა
ბიუროს და სასწავლო ცენტრის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ გაეროს
ბავშვთა ფონდის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაში, რომელშიც პროფესიონალებმა
და მოწვეულმა სპეციალისტებმა რომელიც დაეთმო ბავშვის უფლებათა კოდექსის
26-ე მუხლის ეფექტიანი აღსრულების და ერთგვაროვანი პრაქტიკის
ჩამოყალიბების საკითხებს. პროექტის ფარგლებში 150-ზე მეტმა პროფესიონალმა სოციალურმა მუშაკმა, მოსამართლემ, ადვოკატმა - მიიღო მონაწილეობა.
2024 წელს იურიდიული კონსულტაციისა და მომსახურების ხარისხის
გაუმჯობესების მიზნით გაფართოვდა იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ
ხელოვნური ინტელექტის პროგრამა „LOGOS” − ის გამოყენების არეალი. ამ ეტაპზე
ადვოკატებს შესაძლებლობა აქვთ მოამზადონ როგორც სარჩელები, ასევე
სააპელაციო საჩივრები.
იურიდიული დახმარების სამსახურის სასწავლო ცენტრის მიერ ჩატარდა 27
ტრენინგი. ტრენინგებში მონაწილეობა მიიღეს იურიდიული დახმარების
სამსახურის, როგორც აპარატის თანამშრომლებმა, ისე ადვოკატებმა და
კონსულტანტებმა - ჯამში ტრენინგებს დაესწრო 256 მონაწილე.
2024 წელს იურიდიული კლინიკის პროგრამის ფარგლებში, იურიდიული
დახმარების სამსახურის ბიუროებში, მენტორი ადვოკატების ხელმძღვანელობით
სტაჟირება გაიარა ხუთი უმაღლესი სასწავლებლის 31-მა სტუდენტმა.
იურიდიული
დახმარების
სამსახურის
მიმდინარე
პრიორიტეტულ
მიმართულებებში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს სამსახურის ცნობადობის
გაზრდა. 2024 წელს ამ მიმართულებით საქმიანობა მედიასაშუალებების,
შესაბამისი ვებგვერდებისა და სოციალური ქსელის მეშვეობით კვლავ აქტიურად
ხორციელდებოდა. ამასთანავე, სამსახურმა გამართა 121 საინფორმაციო გასვლითი
შეხვედრა, რომელსაც ჯამში დაესწრო 6000-მდე ადამიანი.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მოისმინა საჯარო სამართლის იურიდიული
პირის − იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის მიერ წარმოდგენილი
ინფორმაცია ანგარიშში მოცემულ საკითხებთან დაკავშირებით. კომიტეტი
წარმოდგენილი ანგარიშისა და ინფორმაციის საფუძველზე დადებითად აფასებს
იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ 2024 წელს გაწეულ საქმიანობას.
ამასთანავე, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 176-ე მუხლის მე-7
პუნქტით განსაზღვრულ წესთან დაკავშირებით იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
მიიჩნევს, რომ არ არსებობს წარმოდგენილი ანგარიშის საქართველოს პარლამენტის
პლენარულ სხდომაზე განხილვის აუცილებლობა.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
არჩილ გორდულაძე