საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დადებითი დასკვნა ანტიკორუფციული ბიუროს საქმიანობის 2024 წლის ანგარიშთან (№1-2502/25; 28.03.2025) დაკავშირებით

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
23.06.2025
ავტორი
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#2-8511/25/11
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-06-24
ბიუროს ნომერი 61

📜 ტექსტი

წერილი
2-8511/25 23-06-2025 საქართველოს პარლამენტის ბიუროს, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2025 წლის 23 ივნისის სხდომაზე განიხილა ანტიკორუფციული ბიუროს 2024 წლის საქმიანობის ანგარიში (N12502/25; 28.03.2025). გიგზავნით კომიტეტის დასკვნას აღნიშნულ ანგარიშთან დაკავშირებით. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე თბილისი 0118, რუსთაველის გამზ. № 8 საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679, ელ-ფოსტა contact@parliament.ge
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
2-8509/25 23-06-2025 იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დასკვნა ანტიკორუფციული ბიუროს 2024 წლის საქმიანობის ანგარიშის თაობაზე (N12502/25; 28.03.2025) საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2025 წლის 23 ივნისის სხდომაზე განიხილა ანტიკორუფციული ბიუროს 2024 წლის საქმიანობის ანგარიში (N1-2502/25; 28.03.2025). ანგარიშის საქართველოს „კორუფციის წინააღმდეგ პარლამენტისთვის წარდგენას ბრძოლის საქართველოს შესახებ“ ითვალისწინებს კანონი და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი.1 აღნიშნული საკანონმდებლო აქტების თანახმად, ანგარიში მიმართულია ანტიკორუფციული ბიუროს უფლებამოსილებებისთვის მიკუთვნებული საკითხების შესახებ ინფორმაციის წარმოდგენისკენ.2 წარმოდგენილი ანგარიში ეხება ძირითადად შემდეგ საკითხებს:  პოლიტიკური პარტიების ფინანსური მდგომარეობის მონიტორინგი;  თანამდებობის პირთა ეკონომიკური ინტერესების განცხადება;  ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგია და მისი განხორციელების სამოქმედო გეგმა;  საერთაშორისო თანამშრომლობა და უწყებათაშორისი კოორდინაცია;  ეთიკა და კეთილსინდისიერება;  ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარება;  ინსტიტუციური განვითარება. იხ. „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის 2015 მუხლი და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 1753 მუხლი. 2 იხ. „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის 2015 მუხლი და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 1753 მუხლი. 1 თბილისი 0118, რუსთაველის გამზ. № 8 საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679, ელ-ფოსტა contact@parliament.ge ანგარიშის მიმოხილვა და კომიტეტის შეფასება 2024 წელს ანტიკორუფციული ბიურო, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, ახორციელებდა პარტიების, საარჩევნო სუბიექტებისა და გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე გამჭვირვალობის პირების ფინანსური მონიტორინგს. საქმიანობის ასევე, კანონიერებისა უზრუნველყოფდა და პოლიტიკური კორუფციის წინააღმდეგ პრევენციულ ღონისძიებებს. ამასთანავე, პოლიტიკური პარტიების ფინანსური მდგომარეობის მონიტორინგის მექანიზმების და გამჭვირვალობის ხარისხის გაუმჯობესებას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი მარეგულირებელ კანონმდებლობაში განხორციელებულმა ცვლილებებმა. ასევე, „პოლიტიკური ფინანსების გამჭვირვალობასთან დაკავშირებული საკითხების მოწესრიგების შესახებ“ ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის 2023 წლის 25 აგვისტოს №4 ბრძანებით დამტკიცდა ფინანსური ანგარიშების ფორმები, რომელიც მოიცავს პარტიის ფინანსური საქმიანობის ყველა ძირითად კომპონენტს, ადგენს ანგარიშების წარმოდგენის პერიოდულობას და მათი გამჭვირვალობის უზრუნველყოფის წესებს. კანონმდებლობის დაცვით, ბიუროს გადაწყვეტილებით, 34 პოლიტიკურ გაერთიანებას დაევალა 2024 წლის 1 იანვრიდან 26 აგვისტოს ჩათვლით პერიოდის სრული ფინანსური ინფორმაციის წარმოდგენა. ბიუროს მოთხოვნა არ შეასრულა ერთმა პარტიამ (პოლიტიკური გაერთიანება „გირჩი-მეტი თავისუფლება“), რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის დადგენილებით ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად. ასევე, 6 პარტიის თავისუფლებისთვის“, („ძლიერი საქართველო-ლელო, „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“, ხალხისთვის, „კი ევროპას- სტრატეგია აღმაშენებელი“, „გახარია საქართველოსთვის“, „ელენე ხოშტარიადროა“, „კოალიცია ცვლილებებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“) მიერ წარდგენილ დოკუმენტაციასა და ფინანსურ ანგარიშებში გამოვლინდა რამდენიმე შეუსაბამობა, რის საფუძველზეც მათ განესაზღვრათ 5 დღიანი ვადა მითითებული ხარვეზების აღმოსაფხვრელად. პასუხად, ზემოაღნიშნული პარტიების მიერ ხარვეზები აღმოფხვრილ იქნა ნაწილობრივ ან საერთოდ არ იქნა აღმოფხვრილი. ასევე, წინასაარჩევნო კამპანიის გამჭვირვალედ წარმართვის მიზნით, არსებული კანონმდებლობის შესაბამისად, ბიუროს მიერ საარჩევნო სუბიექტებს განესაზღვრათ საარჩევნო კამპანიის ფინანსური ანგარიშების წარდგენის გრაფიკი. კერძოდ, საარჩევნო სუბიექტებს, არჩევნების დანიშვნის დღიდან 3 კვირაში ერთხელ, ბიუროს მიერ დადგენილი ფორმით, უნდა წარედგინათ ანგარიში შემდეგი პერიოდულობით:  2024 წლის 27 აგვისტოდან 16 სექტემბრის ჩათვლით პერიოდზე - 2024 წლის 19 სექტემბრამდე;  2024 წლის 17 სექტემბრიდან 7 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდზე - 2024 წლის 10 ოქტომბრამდე.  2024 წლის 8 ოქტომბრიდან 26 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდზე - 2024 წლის 29 ოქტომბრამდე;  2024 წლის 27 აგვისტოდან 26 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდზე - 2024 წლის 8 ნოემბრამდე (სუბიექტებისათვის, რომლებმაც წინასწარი მონაცემებით მიიღეს საქართველოს საარჩევნო კოდექსით დადგენილი ხმების საჭირო რაოდენობა);  ინფორმაცია 2024 წლის 27 აგვისტოდან საბოლოო შედეგების გამოქვეყნების დღის მდგომარეობით - შედეგების გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს ერთი თვისა აუდიტორულ დასკვნასთან ერთად. ანგარიში წარადგინა:  2024 წლის 27 აგვისტოდან 16 სექტემბრის ჩათვლით პერიოდზე - 27-მა საარჩევნო სუბიექტმა (ვალდებულების მქონე ყველა სუბიექტმა);  2024 წლის 17 სექტემბრიდან 7 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდზე - 27-მა საარჩევნო სუბიექტმა (ვალდებულების მქონე ყველა სუბიექტმა);  2024 წლის 8 ოქტომბრიდან 26 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდზე - 18-მა საარჩევნო სუბიექტმა (ვალდებულების მქონე ყველა სუბიექტმა);  2024 წლის 27 აგვისტოდან 26 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდზე -5-მა საარჩევნო სუბიექტმა (ვალდებულების მქონე ყველა სუბიექტმა);  2024 წლის 27 აგვისტოდან 16 ნოემბრის ჩათვლით პერიოდზე - 18-მა საარჩევნო სუბიექტმა (აქტიური სტატუსის მქონე ყველა სუბიექტმა). საარჩევნო სუბიექტების მიერ 2024 წლის 27 აგვისტოდან კენჭისყრის დღემდე წარმოდგენილი ფინანსური ანგარიშების შესწავლის დროს 5 სუბიექტთან („ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“, „ერთიანობანაციონალური მოძრაობა“, „კი ევროპას-სტრატეგია აღმაშენებელი“, „კოალიცია ცვლილებებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო“) მიმართებით გამოვლინდა საკითხები რომლებიც დაზუსტებას მოითხოვდა. გაგზავნილი კითხვები ძირითადად აზუსტებდა ინფორმაციას ინტერნეტ რეკლამის, საგარეო ვიზიტების, საჯარო შეხვედრების/ღონისძიებების ხარჯების შესახებ. შედეგად, აღნიშნული საარჩევნო სუბიექტების მიერ დამატებით იქნა წარმოდგენილი შესაბამისი ინფორმაცია და დოკუმენტაცია დაზუსტების მიზნით. ასევე, ბიურომ საარჩევნო სუბიექტების სასარგებლოდ განხორციელებული შემოწირულებების კანონიერების შესწავლის მიზნით შეამოწმა 7 საარჩევნო სუბიექტის სასარგებლოს 2024 წლის 27 აგვისტოდან 26 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში განხორციელებული შემოწირულებები. კერძოდ შემოწმდა შემომწირველი 1102 ფიზიკური პირის ფინანსების შესახებ ინფორმაცია. ასევე, ბიურო ახორციელებდა გაცხადებული საარჩევნო მიზნების მქონე სუბიექტების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგს. ბიუროს 2024 წლის გადაწყვეტილებებით პოლიტიკური 4 აპრილის, 27 საქართველოს გაერთიანებების აგვისტოს ორგანული შესახებ“ III თავით და 24 კანონის სექტემბრის „მოქალაქეთა დადგენილი ნორმები გავრცელდა და საქმიანობის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა დაევალა (საარჩევნო კამპანიის ფონდის გახსნა, შესაბამისი ფინანსური ინფორმაციის და დოკუმენტაციის ბიუროში წარდგენა) 37 ფიზიკურ და 4 იურიდიულ პირს. მათგან 29 სუბიექტმა გახსნა საარჩევნო კამპანიის ფონდის ანგარიში და ითანამშრომლა ბიუროსთან. 12 სუბიექტს ფონდის ანგარიში არ გაუხსნია. ბიუროს 2024 წლის 2 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირად ცნობის შესახებ 2024 წლის 4 აპრილის და 27 აგვისტოს გადაწყვეტილებები ძალადაკარგულად გამოცხადდა. წინასაარჩევნო პერიოდში ბიურო აქტიურად თანამშრომლობდა და მართავდა შეხვედრებს სადამკვირვებლო მისიებთან. საანგარიშო წლის განმავლობაში ბიურო ახორციელებდა თანამდებობის პირთა ეკონომიკური ინტერესების გაცხადების მონიტორინგს. კერძოდ, საქართველოს კანონის „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ მე-14 მუხლით განსაზღვრული უზრუნველყოფდა ვალდებულებებისა თანამდებობის დეკლარაციების შევსების პროცესს. პირთა და ვადების ქონებრივი შესაბამისად მდგომარეობის თანამდებობის პირთა მიერ ქონებისა და ფინანსური რესურსების დეკლარირება 1998 წლიდან. დეკლარანტთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება, რაც მეტად ეფექტურს ხდის საზოგადოებრივი კონტროლის განხორციელებას. ბიურო საანგარიშო წელს ასევე ახორციელებდა თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების მონიტორინგს. 2024 წელს ბიუროს ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას წარმოადგენდა ანტიკორუფციული პოლიტიკის დოკუმენტების შექმნა/განახლება. სიტუაციური ანალიზის ფარგლებში შესწავლილ იქნა საერთაშორისო ორგანიზაციების - გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ბიუროს (UNODC), კორუფციის წინააღმდეგ სახელმწიფოთა ჯგუფის (GRECO), MONEYVAL, მსოფლიო ბანკის და ა.შ. დასკვნები და რეკომენდაციები, სახელმწიფო უწყებების, აკადემიური წრეებისა და სხვა ანგარიშები. შედეგად გამოიკვეთა ძირითადი მიმართულებები: კორუფციული რისკების შეფასება, კეთილსინდისიერება და ეთიკა, მხილება, ინტერესთა კონფლიქტის მართვა, თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის მონიტორინგი და სხვა. 2024 წელს ბიურო მუშაობდა: - კორუფციის წინააღმდეგ გაეროს კონვენციის (UNCAC) იმპლემენტაციაზე. კერძოდ 2024 წლის 5-7 ნოემბერს, თბილისში, გაიმართა კონვენციის შესრულების შეფასების მექანიზმით გათვალისწინებული სახელმწიფო ვიზიტი. - კორუფციის წინააღმდეგ სახელმწიფოთა ჯგუფის (GRECO) იმპლემენტაციაზე. 2024 წელს გაიმართა GRECO-ს სამი პლენარული სხდომა. 16 რეკომენდაციიდან სრულიად შესრულებულად შეფასდა 9, ხოლო ნაწილობრივ შესრულებულად 6. 2024 წლის 20 ივნისს ბიუროს დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ევროპელ პარტნიორთა ქსელის (EPAC) 21-ე საერთაშორისო ანტიკორუფციული კონფერენციაში. 2024 წელს ბიურო გაწევრიანდა კეთილსინდისიერებისა და მამხილებელთა დაცვის უწყებათა ევროპულ ქსელში (NEIWA) და ანტიკორუფციული ორგანოების საერთაშორისო ასოციაციაში (IAACA). 2024 წლის განმავლობაში ბიუროს წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა თემატურ კონფერენციებში, სემინარებში და შეხვედრებში. ასევე ბიურო აქტიურად ზრუნავს პროცესში ჩართული პირების კვალიფიკაციის ამაღლებაზე. მიმდინარეობს სასწავლო პროგრამების შემუშავება. ასევე განისაზღვრა მხილების მექანიზმების გაძლიერებისა და ცნობიერების ამაღლებისთვის საჭირო აქტივობები. 2024 წელს ბიურო განვითარების აქტიურად მიზნით. აგრძელებდა მუშაობას უზრუნველყოფდა სასწავლო ინსტიტუციური პროექტების განხორციელებას. გადამზადდა 50-მდე თანამშრომელი. 2024 წელს ანტიკორუფციული ბიუროს სახელმწიფო ბიუჯეტი შეადგენდა 8 500 000 ლარს. ხარჯი შეადგენდა 5 140 838.4 ლარს. მათ შორის შრომის ანაზღაურება 1 441 521.62 ლარს. 2024 წელს ბიუროში საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით შევიდა 140 წერილი, რომელზეც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ ვადებში გაცემულ იქნა შესაბამისი პასუხები. იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მოისმინა ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია ანგარიშში მოცემულ საკითხებთან დაკავშირებით. კომიტეტის სხდომაზე დაისვა ასევე შეკითხვები ამ საკითხების თაობაზე. კომიტეტი აღნიშნულ შეკითხვებზე პასუხებისა და ანგარიშში ასახული ინფორმაციის საფუძველზე დადებითად აფასებს წარმოდგენილ ანგარიშს და ანტიკორუფციული ბიუროს მიერ 2024 წელს განხორციელებულ საქმიანობას. ამასთანავე, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 176-ე მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ წესთან დაკავშირებით იურიდიულ საკითხთა კომიტეტი მიიჩნევს, რომ არ არსებობს წარმოდგენილი ანგარიშის საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვის აუცილებლობა. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე
დანართი
2-8481/25 23-06-2025 საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს ბატონ არჩილ გორდულაძეს ასლი: საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს დასკვნა სსიპ ანტიკორუფციული ბიუროს მიერ წარმოდგენილ ანტიკორუფციული ბიუროს საქმიანობის 2024 წლის ანგარიშზე (№12502/25; 28.03.2025). საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა 2025 წლის 23 ივნისის სხდომაზე განიხილა სსიპ ანტიკორუფციული ბიუროს მიერ წარმოდგენილი ანტიკორუფციული ბიუროს საქმიანობის 2024 წლის ანგარიში. აღნიშნული ანგარიშის თანახმად, 2024 წლის 9 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით ანტიკორუფციული ბიუროს მიერ შემოწმდა თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის 1562 დეკლარაცია. აქედან, ხარვეზი დაუდგინდა 1040 დეკლარაციას, რომლებიც სრულად აღმოიფხვრა დეკლარანტების მიერ, რაც ადასტურებს ახლად დანერგილი შემოწმების მექანიზმის ეფექტიანობას. ახალი შემოწმების სისტემის დანერგვამ დეკლარაციები მათი სისწორის პრეზუმფციამდე მიიყვანა. 2024 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია ანტიკორუფციული ბიუროში ელექტრონულად წარადგინა 6970-მა პირმა. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში თბილისი 0118, რუსთაველის გამზ. № 8 საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679, ელ-ფოსტა contact@parliament.ge დეკლარაცია წარადგინა კანდიდატად რეგისტრირებულმა 1017-მა პირმა 18 პოლიტიკური პარტიიდან. პარლამენტის წევრობის კანდიდატის დეკლარაცია არ წარადგინა 5-მა პირმა. 2024 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში დეკლარაცია წარადგინა 54-მა მოსამართლეობის კანდიდატმა. საარჩევნო სუბიექტების სასარგებლოდ განხორციელებული შემოწირულობების კანონიერებისა და გამჭვირვალობის შესწავლის მიზნით, მიმდინარე წარმოების ფარგლებში, ბიურომ შეისწავლა 7 სუბიექტის სასარგებლოდ, 2024 წლის 27 აგვისტოდან 26 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში განხორციელებული შემოწირულობების კანონიერება და გამჭვირვალობა, რა მიზნითაც შემოწმდა შემომწირველი 1102 ფიზიკური პირის ფინანსების შესახებ ინფორმაცია. პოლიტიკურ პარტიებს, წლიური საფინანსო დეკლარაციების წარმოდგენის ვალდებულება, ახალ უწყებაში - ანტიკორუფციულ ბიუროში, პირველად 2024 წლის იანვარში წარმოეშვათ. საარჩევნო წლის მნიშვნელობიდან გამომდინარე, გამჭვირვალობის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, ბიურომ მიზანშეწონილად მიიჩნია მონიტორინგის დამატებითი მექანიზმების გამოყენება. შედეგად, პოლიტიკურ პარტიებს დაევალათ დამატებით წარმოედგინათ დეკლარაციები 2024 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის 26 აგვისტოს ჩათვლით პერიოდზე. 2024 წელს ბიურო ანტიკორუფციული ორგანოების საერთაშორისო ასოციაციაში (IAACA) გაწევრიანდა. ქსელი შეიქმნა კორუფციის წინააღმდეგ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონვენციის (UNCAC) ეფექტური მუშაობის ხელშეწყობისთვის. მასში 170-ზე მეტი ქვეყანაა გაწევრიანებული აზიის, ევროპის, ამერიკისა და აფრიკის კონტინენტებიდან. 2024 წელს ბიურო კეთილსინდისიერებისა და მამხილებელთა დაცვის უწყებათა ევროპულ ქსელში (NEIWA) გაწევრიანდა. აღნიშნული პლატფორმა წევრ უწყებას საშუალებას აძლევს გაცვალოს საუკეთესო პრაქტიკა მამხილებლის ინსტიტუტის გაძლიერების მიზნით. აღსანიშნავია, რომ ქსელში მხოლოდ ევროკავშირის წევრი ქვეყნების უწყებები არიან გაერთიანებულნი, საქართველო კი ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც მოცემული ქსელის სრულუფლებიანი წევრი გახდა, როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატი სახელმწიფო. ქსელის ფარგლებში, ბიურო აქტიურად არის ჩართული სხვადასხვა აქტივობებში, როგორებიცაა: პანელური დისკუსიები, კვლევები, კონფერენციები და ა. შ. 2024 წლის აგვისტოდან ბიუროს მანდატი გაფართოვდა და მოიცავს საჯარო სამსახურში ეთიკის, კეთილსინდისიერებისა და ანგარიშვალდებულების საკითხების მართვას, რაც გულისხმობს ეთიკის, კეთილსინდისიერებისა და ანგარიშვალდებულების საკითხებზე პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავებასა და მათი შესრულების განხორციელებას; მონიტორინგს; საჯარო შესაბამისი სამსახურში პროგრამების ეთიკის, შემუშავებასა და კეთილსინდისიერებისა და ანგარიშვალდებულების ნორმების დაცვის არსებული მექანიზმების შეფასებას, სათანადო რეკომენდაციების გაცემასა და მათი შესრულების მონიტორინგს; საჯარო მოსამსახურეთა მიერ ეთიკის ნორმების დაცვის პრაქტიკის შესწავლასა და შესაბამისი კვლევების ჩატარებას; საჯარო სამსახურში ეთიკის, კეთილსინდისიერებისა და ანგარიშვალდებულების ნორმების დარღვევაზე ინფორმაციის მოძიების მეთოდოლოგიის შემუშავებას; საჯარო სამსახურში კეთილსინდისიერების რისკების შეფასებას; საკონსულტაციო საქმიანობის განხორციელებას; საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის მოძიებასა და შესაბამისი წინადადებების მომზადებას; კეთილსინდისიერების საკითხებზე საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების ანალიზს. 2024 წელს ჩატარებული სიტუაციური ანალიზით ბიურომ დააიდენტიფიცირა პრიორიტეტული მიმართულებები და აქტიურად დაიწყო მუშაობა შიდა სტრატეგიის ჩამოყალიბებაზე. აღნიშნული მანდატის ამოქმედებისთანავე დაიწყო საკანონმდებლო ჩარჩოს შესწავლასა და ჩამოყალიბებაზე მუშაობა, GRECO-ს რეკომენდაციებისა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით. ამ მიმართულებით GRECO-ს რეკომენდაციების შესრულების მიზნით გასულ წელს ბიურო აქტიურად თანამშრომლობდა შესაბამის საჯარო უწყებებთან. 2024 წელს ცვლილება შევიდა „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში, რომლის თანახმად, ბიურო უფლებამოსილია მამხილებელს სამართლებრივი აწ/და ფსიქოლოგიური დახმარება გაუწიოს და მხილების ფაქტთან დაკავშირებული ინფორმაცია, დოკუმენტი, მტკიცებულება, მასზე რეაგირებისთვის, სათანადო ორგანოს/თანამდებობის პირს გაუგზავნოს. 2024 წლის განმავლობაში აქტიური მუშაობა მიმდინარეობდა საკანონმდებლო ჩარჩოს ჩამოყალიბებაზე. მამხილებელთა დაცვის შესახებ ევროკავშირის დირექტივის (2019/1937), GRECO-ს რეკომენდაციებისა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, შემუშავდა პოტენციური მამხილებლის მხარდაჭერის მექანიზმები და ცნობიერების ამაღლებისთვის საჭირო აქტივობები. მამხილებლის სამართლებრივი დახმარების ნაწილში, ბიუროს საქმიანობა მოიცავს მამხილებლისათვის როგორც სამართლებრივი კონსულტაციის გაწევას, ისე მხილების განმხილველ ორგანოსა და სასამართლოში მის ადვოკატირებას. 2024 წელს სხვადასხვა ელექტრონული საინფორმაციო სისტემის დეველოპმენტის პარალელურად, დაიწყო ერთიანი ანალიტიკური საინფორმაციო ბაზის კონცეფციის შემუშავება, რომელიც გულისხმობს საჯარო, კანონმდებლობით განსაზღვრული და ღია წყაროებიდან მიღებული მონაცემების სისტემაში აკუმულირებას შემდგომი ანალიტიკის წარმოების მიზნით, რაც ხელს შეუწყობს ფაქტებზე დამყარებული სხვადასხვა, მათ შორის, სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებას. ერთიანი ანალიტიკური საინფორმაციო ბაზა უზრუნველყოფს სხვადასხვა სახის ანგარიშების მომზადებას, ასევე, აღჭურვილი იქნება საოპერაციო ფუნქციითაც, რაც მნიშვნელოვნად დაზოგავს დროსა და ადამიანურ რესურსს. გარდა საოპერაციო ფუნქციისა, ერთიანი ანალიტიკური საინფორმაციო ბაზა, სხვადასხვა ცვლადების (სისტემაში იმპორტირებული მისთვის ცნობილი მნიშვნელობები) ურთიერთკავშირის საშუალებით უზრუნველყოფს დაბალი, საშუალო და მაღალი რისკ-ფაქტორების იდენტიფიცირებას კონკრეტულ პირსა თუ შესაბამის უწყებასთან მიმართებით. კომიტეტმა ცნობად მიიღო წარმოდგენილი ანგარიში და მთლიანობაში დადებითად შეაფასა სსიპ ანტიკორუფციული ბიუროს მიერ 2024 წლის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობა. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი