საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის გივი მიქანაძის მიერ წარმოდგენილი, 2025 წლის 19-20 ივნისს, ქ. ბაქოში, საქართველოს პარლამენტის დელეგაციის (გივი მიქანაძე, შოთა ბერეკაშვილი, ლევან მაჭავარიანი, ანტონ ობოლაშვილი) ვიზიტის ანგარიში
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-06-24
ბიუროს ნომერი 61
📜 ტექსტი
წერილი
2-8530/25
24-06-2025
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
მოგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 19-20 ივნისს საქართველოს პარლამენტის
დელეგაციასთან ერთად ვიმყოფებოდი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, ქ. ბაქოში.
საქართველოს
პარლამენტის
რეგლამენტის
188-ე
მუხლის
მე-3
შესაბამისად, წარმოგიდგენთ ჩემი ვიზიტის ანგარიშს.
დანართი: 02 (ორი) ფურცელი.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
გივი მიქანაძე
თბილისი 0118, რუსთაველის გამზ. № 8 საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679, ელ-ფოსტა contact@parliament.ge
პუნქტის
ანგარიში
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
საქართველოს პარლამენტის განათლების,
მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა
კომიტეტის თავმჯდომარის - გივი მიქანაძის
მივლინების ანგარიში
გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 19-20 ივნისს საქართველოს პარლამენტის
დელეგაციასთან ერთად ვიმყოფებოდი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, ქ. ბაქოში.
დელეგაციის შემადგენლობაში ვიყავით: მე, როგორც განათლების, მეცნიერებისა და
ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე და აზერბაიჯანის რესპუბლიკის
პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, დარგობრივი ეკონომიკისა და
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი, ამავე
კომიტეტის წევრები, ლევან მაჭავარიანი და ანტონ ობოლაშვილი, განათლების,
მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის აპარატის უფროსი დავით გიორგაძე
და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის აპარატის
უფროსის მოვალეობის შემსრულებელი მარიამ ხურციძე.
ვიზიტის ფარგლებში, შევხვდი აზერბაიჯანის მეცნიერებისა და განათლების მინისტრის
მოადგილეს ფირუდი გურბანოვს და ახალგაზრდობის და სპორტის მინისტრის
მოადგილეებს - ინდირა ჰაჯიევას და ფარხად ჰაჯიევს. მხარეებმა ორ ქვეყნას შორის
არსებული თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებებზე და ურთიერთობების კიდევ
უფრო გაძლიერების მნიშვნელობაზე ვისაუბრეთ. ახალგაზრდობის და სპორტის
მინისტრის მოადგილეებთან შეხვედრისას განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა
ახალგაზრდებისთვის გაცვლითი ბანაკების პროგრამაზე, რომელიც ივლის-აგვისტოში
განხორციელდება აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და საქართველოში. შევთანხმდით, რომ
ახალგაზრდებს შორის სამომავლო ურთიერთობების გაღრმავების მიზნით, მსგავსი
ფორმატი სისტემატურ ხასიათს მიიღებს.
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ შეხვედრები გამართა აზერბაიჯანის მილი
მეჯლისის თავმჯდომარე საჰიბა გაფაროვასთან, მილი მეჯლისის ეკონომიკური
პოლიტიკის, სამრეწველო და კომერციულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აზერ
ამირასლანოვთან და კომიტეტის წევრებთან, აზერბაიჯანი-საქართველოს საპარლამენტო
მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელ არზუ ნაგიევთან და მეგობრობის ჯგუფის წევრებთან,
მეცნიერებისა და განათლების კომიტეტის თავმჯდომარე ანარ ისკანდაროვთან,
ახალგაზრდობისა და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე შაჰინ ისმაილოვთან და
შრომისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე მუსა გულიევთან.
აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ
საკანონმდებლო ორგანოებს შორის არსებული თანამშრომლობის პოზიტიურ დინამიკაზე
და ყურადღება გავამახვილეთ დარგობრივ კომიტეტებს შორის ურთიერთობების
გაღრმავებაზე. საუბარი შეეხო ორი ქვეყნის ახალგაზრდებისთვის გაცვლითი ბანაკების
პროგრამასაც, რომელიც ივლისსა და აგვისტოში განხორციელდება. საკანონმდებლო
ორგანოების წარმომადგენლებმა დადებითად შევაფასეთ აღნიშნულ ინიციატივის
განხორციელებაში დარგობრივი კომიტეტების როლი და ავღნიშნეთ, რომ ორი ქვეყნის
ახალგაზრდებისთვის მსგავსი შესაძლებლობის არსებობა მნიშვნელოვანი იქნება.
შეხვედრის ფარგლებში ასევე განხილულ იქნა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის
ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების საკითხები.
აზერბაიჯანი-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელთან და
ზემოხსენებული კომიტეტების წარმომადგენლებთან შეხვედრისას მიმოვიხილეთ
საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები და
თანამშრომლობის საკითხები. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ორ
ქვეყანას შორის არსებულ ეკონომიკურ ურთიერთობებზე და ახალგაზრდულ გაცვლით
ბანაკებზე.
შეხვედრებს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანის
რესპუბლიკაში ზურაბ პატარაძე ესწრებოდა.