საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დასკვნა საპროკურორო საბჭოს მიერ საქართველოს გენერალური პროკურორის თანამდებობაზე პარლამენტისთვის ასარჩევად წარმოდგენილი გიორგი გვარაკიძის კანდიდატურის შესახებ (№1-5825/25; 19.06.2025);

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
24.06.2025
ავტორი
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#2-8553/25/11
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-06-24
ბიუროს ნომერი 61

📜 ტექსტი

წერილი
2-8553/25 24-06-2025 საქართველოს პარლამენტის აპარატის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს, ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს ქალბატონო ეთერ, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2025 წლის 24 ივნისის სხდომაზე მოუსმინა საქართველოს პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენილ საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატს გიორგი გვარაკიძეს და განიხილა მისი არჩევის საკითხი (N1- 5825/25; 19.06.2025). გიგზავნით კომიტეტის დასკვნას და სხვა დოკუმენტებს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე თბილისი 0118, რუსთაველის გამზ. № 8 საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679, ელ-ფოსტა contact@parliament.ge
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
2-8549/25 24-06-2025 იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დასკვნა საქართველოს პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენილი საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატის შესახებ (N1- 5825/25; 19.06.2025) საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2025 წლის 24 ივნისის სხდომაზე მოუსმინა საქართველოს პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენილ საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატს გიორგი გვარაკიძეს და განიხილა მისი არჩევის საკითხი (N1- 5825/25; 19.06.2025) I. ზოგადი მიმოხილვა და კომიტეტის შეფასება 2025 წლის 19 ივნისს საპროკურორო საბჭომ საქართველოს კონსტიტუციის 65-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად საქართველოს პარლამენტს ასარჩევად წარუდგინა საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატი გიორგი გვარაკიძე. აღნიშნული კანდიდატის არჩევის საკითხის განმხილველ კომიტეტად საქართველოს პარლამენტის ბიუროს 2025 წლის 23 ივნისის N60/15 გადაწყვეტილებით განისაზღვრა იურიდიულ საკითხთა კომიტეტი. 2025 წლის 24 ივნისს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 205-ე მუხლის შესაბამისად მოუსმინა საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატს და განიხილა მისი არჩევის საკითხი. „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „გენერალურ პროკურორად შეიძლება არჩეულ იქნეს ნასამართლობის არმქონე, უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე საქართველოს მოქალაქე, რომელიც ზნეობისა და პროფესიული თვისებების გამო სარგებლობს მაღალი ავტორიტეტით და რომელსაც აქვს სისხლის სამართლის საქმეების განმხილველ მოსამართლედ ან პროკურორად ან სისხლის სამართლის საქმეებზე ადვოკატად მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება ან აქვს იურისტის პროფესიით მუშაობის არანაკლებ 10 წლის გამოცდილება და იმავდროულად არის სისხლის სამართლის დარგის აღიარებული სპეციალისტი უმაღლესი აკადემიური წრეებიდან ან სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციიდან.“. თბილისი 0118, რუსთაველის გამზ. № 8 საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679, ელ-ფოსტა contact@parliament.ge საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატის კომიტეტის სხდომაზე მოსმენისა და მასთან დაკავშირებით წარმოდგენილი დოკუმენტების საფუძველზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტი მიიჩნევს, რომ აღნიშნული კანდიდატი შეესაბამება კანონით დადგენილ მოთხოვნებს. კომიტეტი მხარს უჭერს წარმოდგენილი კანდიდატის საქართველოს გენერალურ პროკურორად არჩევის საკითხს (კომიტეტის სხდომაზე ჩატარებული კენჭისყრის შედეგად აღნიშნულმა კანდიდატმა მოიპოვა კომიტეტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა (მომხრე - 9, წინააღმდეგი - 0). II. დასკვნითი ნაწილი იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მის მიერ ჩატარებული კენჭისყრის შედეგად გასცა რეკომენდაცია, რომ გიორგი გვარაკიძე არჩეულ იქნეს საქართველოს გენერალურ პროკურორად. ამასთანავე, კომიტეტი მიზანშეწონილად მიიჩნევს, საქართველოს გენერალური პროკურორობის აღნიშნულ კანდიდატს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვის გარეშე ეყაროს კენჭი. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე
საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება გიორგი გვარაკიძის საქართველოს გენერალურ პროკურორად არჩევის შესახებ საქართველოს კონსტიტუციის 65-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 2046 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად საქართველოს პარლამენტი ადგენს: 1. არჩეულ იქნეს გიორგი გვარაკიძე საქართველოს გენერალურ პროკურორად 6 წლის ვადით. 2. ეს დადგენილება ამოქმედდეს მიღებისთანავე. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი