ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს (მიხეილ კაკაურიძე) მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტთან დაკავშირებით

საკანონმდებლო წინადადება განხილვაშია
ინიცირების თარიღი
24.06.2025
ავტორი
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო (მიხეილ კაკაურიძე)
ნომერი
#1-5979/25/11
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-06-25
ბიუროს ნომერი 62

📜 ტექსტი

წერილი
წერილის ნომერი: 03-032517525 თარიღი: 24/06/2025 ადრესატი: საქართველოს პარლამენტი მისამართი: შოთა რუსთაველის გამზირი N 8 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ბატონ შალვა პაპუაშვილს ბატონო შალვა დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მოქმედი საკრებულოს წევრად საქმიანობის პრაქტიკისა და ქვეყნის პოლიტიკურ ველზე მრავალწლიანი ყოფნის გამოცდილების გათვალისწინებით საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105- მუხლის შესაბამისად მოგმართავთ საკანონმდებლო წინადადებით საქართველოს ორგანულ კანონში ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების შეტანის თაობაზე. საკანონმდებლო წინადადება ითვალისწინებს მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობითი ორგანოების - საკრებულოების არჩევნების სრულად მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე ჩატარებას, რასთან დაკავშირებით წარმოგიდგენთ საკანონმდებლო წინადადების დასაბუთებისა და მიზეზების თაობაზე განმარტებით ბარათს და შესაბამის კანონპროექტს. კანონპროექტი საბოლოო დახვეწას მოითხოვს(ძირითადად დანართების შედგენის თვალსაზრისით) ვინაიდან მის შემუშავებაში მნიშვნელოვანია ცენტრალური საარჩევნო კომისიის ჩართულობა, რაც ამ ეტაპზე შეუძლებელი იყო. პატივისცემით მიხეილ კაკაურიძე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსაკრებულოს წევრი გამოყენებულია კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა/ ელექტრონული შტამპი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს ორგანულ კანონში ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილებების შეტანის შესახებ კანონპროექტის განმარტებითი ბარათი ადგილობრივი თვითმმართველობების გაძლიერების და არსებულ გამოწვევებზე დროული და ადეკვატური რეაგირების უზრუნველსაყოფად საჭიროა მუნიციპალიტეტების საკრებულოები დაკომპლექტდეს ადგილობრივი საზოგადოებისთვის ცნობადი და მისაღები პირებისგან, რომლიც ამ თემის/ქალაქის წევრია და კარგად იცნობს მათ პრობლემებს. სწორედ ესეთი საკრებულოს წევრი იქნება მაქსიმალურად მობილიზებული იმოქმედოს პრაგმატულად, სწორად განსაზღვროს პრიორიტეტები და ბიუჯეტის რაციონალური გახარჯვით კონკრეტული ხელშესახები სიკეთეები მიიტანოს მოსახლეობამდე, რომელსაც ის წარმოადგენს. მუნიციპალიტეტის საკრებულოებში მაქსიმალური პასუხისმგებლობის, კომპეტენტურობის და ადგილობრივი საზოგადოების რეალური მხარდაჭერის მქონე პირების მოხვედრის საუკეთესო საშუალებაა თვითმმართველობის არჩევნების სრულად მაჟორიტარული წესით ჩატარება, რითაც მოსახლეობას შესაძლებლობა მიეცემა კონკრეტულ პიროვნებასთან მიმართებაში მიიღოს გადაწყვეტილება/არჩევანი და თავად განსაზღვროს მისი და მისი თემის/ქალაქის განვითარების ხარისხი უახლოესი 4 წლის განმავლობაში. ამ ფორმით არჩევნების ჩატარების შემთხვევაში ორივე მხარე კიდევ უფრო მეტად დაფიქრდება გადაწყვეტილების მიღებამდე ვინაიდან რეალურად ხდებიან პასუხისმგებლობის ამღები თემის/ქალაქის წინაშე, განსხვავებით არსებული რეალობისა, როდესაც საკრებულოს უმეტესი წევრი ადგილობრივი თემისთვის უცნობია, შესულია პარტიული სიით და მათ საქმისადმი დამოკიდებულების პასუხისმგებლობის ხარისხის, რომ თავი დავანებოთ ნაკლებად ფლობენ ინფორმაციას ადგილობრივი მუნიციპალური პრობლემების შესახებ. წარმოუდგენელია მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეფექტურობას ხელს უწყობდეს პროპორციული წესით არჩევნების შედეგად ამ ინსტიტუტში მეტწილად პარტიული ნიშნით დაკომპლექტება ვინაიდან თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოში ამ დოზით პოლიტიკის არსებობა შემაფერხებელია კონკრეტული პრიორიტეტული ადგილობრივი მასშტაბის პროექტების განხორციელებისთვის და საზოგადოებრივ აზროვნებაზე ნეგატიურ გავლენას ახდენს ქვეყანაში თვითმმართველობის როლის მნიშვნელობაზე, ბუნდოვანს ხდის ამ ინსტიტუციის არსებობით საზოგადოების თითოეულ წევრზე კონკრეტული რა სახის დივიდენდების მიღებაა შესაძლებელი და რა როლი უჭირავს მას მთლიანად ქვეყნის განვითარებაში. საკრებულოების საქმიანობის შესახებ ქვეყნის ყოველი კუთხიდან საზოგადოებაზე მიწოდებული ინფორმაცია/რეპორტაჟები პირდაპირი მტკიცებულებაა საკრებულოების დაკომპლექტების მოქმედი წესის კრახის ვინაიდან ,,პირდაპირ ეთერში“ ვხედავთ სხდომის გახსნისთანავე პოლიტიკურად დაპირისპირებული ძალის წარმომადგენელთა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცყოფების დონეზე ურთიერთბრალდებებს რითაც ფაქტიურად სრულდება ოპოზიციის ყოფნა დარბაზში(ან მისი მცირედი ნაწილი რჩება) და ამით სრულდება საზოგადოების ინფორმირებულობა პრესის წარმომადგენელთა მხრიდანაც. სხდომების გაგრძელება ფიქტიურ ხასიათს ღებულობს, შეუძლებელი ხდება თემის/ქალაქის გამოწვევებზე მსჯელობა და უმრავლესობის მიერ არსებითად განხილვის გარეშე მიიღება გადაწყვეტილებები. შესაძლოა გარკვეულ პირთა ჯგუფსაც კი საკრებულოში ჰქონდეს სურვილი თემატურ განხილვაში შევიდეს ოპონენტთან, მაგრამ პარტიული დღის წესრიგის ტყვეობაში იმყოფებიან, რომელსაც მისი პარტიის ლიდერი უკვეთავს, ლიდერი რომელთანაც პირველ რიგში გრძნობს პასუხისმგებლობას პარტიულ სიაში გამსვლელ პოზიციაში შეყვანისთვის. ამ პრაქტიკის საპირისპირო ვალდებულების წარმოქმნაა მაჟორიტარობა, რაც გავალდებულებს და გთხოვს მაქსიმალურ კონცენტრირებას ადგილობრივ/მუნიციპალურ პრობლემებზე, რომლის გადაჭრით მეტი სიკეთეების მიწოდებას შესძლებ პირველ რიგში იქ მცხოვრებ მოსახლეობაზე/ამომრჩეველზე, რა მიზნითაცაა შექმნილი თვითმმართველობა! სამწუხარო რეალობაა, მაგრამ პირველ რიგში პროპორციული წესით ჩატარებული არჩევნების შედეგია საკრებულოებში შესული ადგილობრივი საზოგადოებისთვის უცნობი, მიუღებელი და არაკომპეტენტური პირების ყოფნა საკრებულოებში, რომელთა შესაძლებლობა აღემატება უნარს მიიღოს სწორი გადაწყვეტილებები, ფორმალურად არიან ამ დონის ინსტიტუტში და პარტიული ქოლგის ქვეშ კომფორტულად გრძნობენ თავს, ფიქტიურადაც არ იღებენ მონაწილეობას კომისიების და საკრებულოს სხდომებში, რაზეც მოწმობს სხდომებზე დასწრებისა და მის მუშაობაში ჩართულობის სტატისტიკა/ოქმები. საკრებულოების საქმიანობის ანალიზი საშუალებას იძლევა დავასკვნათ, რომ სხდომებზე მუნიციპალური დონის გამოწვევებზე ადეკვატური რეაგირება მეორეხარისხოვანია საკითხები შეუსწავლელად და განხილვის გარეშე მიიღება, რაზეც მოწმობს საკრებულოს კომისიების ჩატარების გრაფიკი და თავად საკრებულოს სხდომების მოწვევის და ჩატარების შესახებ თუნდაც მშრალი ინფორმაცია. საკრებულოს არჩევნების სრულად მაჟორიტარული წესით ჩატარება პოლიტიკურ პარტიებს უკარნახებს/აიძულებს ეძიოს აქტიური საზოგადოების წევრები ადგილებზე და მაჟორიტარობის კანდიდატების შერჩევისას იხელმძღვანელონ პირველ რიგში კანდიდატის უნარებით, რომელთა შორის გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება ადგილობრივ საზოგადოებასთან ახლო ყოფნა, ამ თემის/ქალაქის გამოწვევების ცოდნას და კომპეტენტური გადაწყვეტილებების მიღების უნარს. ამ მოცემულობით თვითრეალიზების საშუალება მიეცემა დღემდე პოლიტიკური ცხოვრებიდან დისტანცირებულ, შეუბღალავი რეპუტაციის მქონე არაერთ საზოგადოებრივად აქტიურ პირს, რომელისთვისაც ქვეყნის, ქალაქის, თემის სამსახური პრიორიტეტია. მათი თავშეკავებულობა ჩაერთონ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში ძირითადად განპირობებულია ქვეყანაში ანგარიშგასაწევი შიდაპარტიული დემოკრატიის მაღალი ხარისხის მქონე, ინსტიტუციონალური მმართველობის პოლიტიკური პარტიის არარსებობით, შესაბამისად ის უარს ამბობს იყოს პოლიტიკური პარტიის ,,ტყვე“. ზუსტად ამ კანონპროექტის რეალიზების შემთხვევაში ბიძგი მიეცემა ქვეყანაში შეიქმნას ან არსებული პოლიტიკური ძალა გარდაიქმნას მყარი/ჩამოყალიბებული იდეოლოგიითა და ინსტიტუციონალური მმართველობის ფორმით, სადაც თვითრეალიზების შესაძლებლობა მიეცემა ნებისმიერი საზოგადოებრივად აქტიურ ადამიანს, რომელიც თუნდაც ლოკალურ სივრცეშია ცნობადი. ამ ფორმით რეკორდულ მინიმუმამდე დასული ნდობის მანდატის მქონე ქვეყნის პოლიტიკური სპექტრის გაკეთილშობილების შეუქცევადი პროცესი დაიწყება. თავის მხრივ საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატისთვის მიმზიდველია პოლიტიკურ პარტიებთან თანამშრომლობა წარმომადგენლობით ორგანოში გუნდური ქმედებების განსახორციელებლად, წინასაარჩევნო კამპანიის სწორად და ეფექტურად წარმართვის მიზნით(უფასო სატელევიზიო რეკლამა, სამუშაო/საოფისე პირობების შექმნა, საარჩევნო უბნებში და ოლქებში ინტერესთა დაცვა, საარჩევნო კამპანიის წარმართვის დაფინანსება და ა.შ.), მისთვის უმნიშვნელოვანესი პირობა ხდება პოლიტიკურ ჯგუფთან თანამშრომლობა ან პირდაპირ რომელიმე პარტიის წევრად კენჭისყრაში მონაწილეობა რისთვისაც არჩევანს შეაჩერებს ფართო საზოგადოებით მხარდაჭერილ და პასუხისმგებლობის მქონე პოლიტიკური პარტიაზე. ყოველივე ზემოთ აღნიშნული გარემოებები ცხადჰყოფს ამ კანონპროექტის მიღების მნიშვნელობას/აუცილებლობას, რითაც შესუსტებული იქნება მავნე პარტიული ზეგავლენები საკრებულოებზე და გაიზრდება არსებულ მუნიციპალურ გამოწვევებზე კონცენტრირების ხარისხი. ამით მიღწეული იქნება ხელისუფლების რეალური დეცენტრალიზაცია და მივიღებთ ძლიერ-ეფექტურ-ანგარიშგასაწევ თვითმმართველობებს, რაც ქვეყნის სწორად განვითარების საწინდარია. ამავდროულად განმარტებით ბარათში მოყვანილი გარემოებების შედეგად ეტაპობრივად განხორციელდება ხელისუფლების ყველა რგოლის შევსება შეუბღალავი რეპუტაციის მქონე კომპეტენტური კადრებით და პოლიტიკურ ველზე რეალური სახალხო მხარდაჭერის მქონე პარტიებს დაამკვიდრებს. მიხეილ კაკაურიძე, პირადი ნომერი 01005011433, ტელ. 555796677 მცხოვრები გმირი კურსანტების ქ. 1ბ-ბინა 573
დანართი
კანონპროექტი საქართველოს ორგანული კანონი საქართველოს ორგანულ კანონში ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილებების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს ორგანულ კანონში ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ (www.matsne.gov.ge). 10.01.2012, სარეგისტრაციო კოდი: 010190020.04.001.016032) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-2 მუხლის კ) და ყ) ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,კ) პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნები - საქართველოს პარლამენტის არჩევნები პარტიული სიების საფუძველზე;“ ,,ყ) პარტიული სიით წარდგენილი კანდიდატი - საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის მიზნით შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ რეგისტრირებული პარტიულ სიაში შეყვანილი მოქალაქე;“ 2. მე-18 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,2. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს წევრთა რაოდენობები ადგილობრივი მაჟორიტარული ოლქები განისაზღვრება ამ კანონით.“ 3. 22-ე მუხლის ე) და ზ) ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად: ,,ე) რეგისტრაციაში ატარებს ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფებს, პარტიის/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ საარჩევნო ოლქში წარდგენილ მაჟორიტარ კანდიდატებს და მერობის კანდიდატებს მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისთვის(გარდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს არჩევნებია და ქალაქ თბილისის არჩევნებისას);“ ,,ზ)სათანადო მოწმობას აძლევს არჩეულ საკრებულოს წევრს (გარდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრისა) და აგრეთვე მერს (გარდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერისა);“ 4. 103(2)-ე მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,2. კვოტები განისაზღვრება პროპორციული გეოგრაფიული წარმომადგენლობის პრინციპის დაცვითა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ნაჩვენები შედეგების მიხედვით.“ ,,3. ადგილობრივი თვითმმართველობების კვოტა საარჩევნო კოლეგიაში განისაზღვრება ოდენობით, რომელიც მიიღება საარჩევნო კოლეგიის სრულ შემადგენლობას მინუს საქართველოს პარლამენტის ყველა წევრისა და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების ყველა წევრის ჯამი, ხოლო მიღებული რაოდენობა გადანაწილდება რეგიონების მიხედვით ბოლო თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა პროპორციის შესაბამისად.“ ,,4. საქართველოს რეგიონებზე განსაზღვრული საარჩევნო კოლეგიის წევრთა ვინაობა დადგინდება ბოლო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში რეგიონის მასშტაბით მაჟორიტარად მიღებული ხმების შესაბამისად, შედეგების პროცენტული განსაზღვრებით.“ 5. 103(2)-ე მუხლის მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნას. 6. 135-ე მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,1. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს უფლებამოსილებისა მუნიციპალიტეტი აღმასრულებელი ორგანოს - მერის უფლებამოსილების ვადაა 4 წელი. საკრებულო რიგგარეშე არჩევნებში აირჩევა შესაბამისი საკრებულოს უფლებამოსილების დარჩენილი ვადით. მერი რიგგარეშე არჩევნებში აირჩევა შესაბამისი მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილების დარჩენილი ვადით.“ 7. 135-ე მუხლის მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნას. 8. 138-ე მუხლი ჩამოყალიბდება შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 138. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს-საკრებულოს არჩევნები ტარდება მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე“ 9. 139-ე მუხლი ჩამოყალიბდება შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 139.საარცევნო ხმის უფლება თვითმმართველი ქალაქის/თემის საკრებულოს არჩევნებისას ამომრჩეველს აქვს ერთი ხმის უფლება მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე“ 10. 140-ე მუხლის 1-ლი, მე-2 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,1. თვითმმართველი თემების და თვითმმართველი ქალაქების(გარდა ქალაქ თბილისისა) საკრებულოების არჩეული შემადგენლობები განისაზღვრება ამ კანონის N2 დანართით.“ ,,2. თვითმმართველი თემის ადმინისტრაციულ ცენტრში, სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა 3000-ს აღემატება, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით აირჩევა საკრებულოს 1 წევრი. თვითმმართველი თემის ადმინისტრაციულ ცენტრში, სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა 3000-ზე მეტია, მაგრამ 6000-ს არ აღემატება, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით აირჩევა საკრებულოს 2 წევრი. თვითმმართველი თემის ადმინისტრაციულ ცენტრში, სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა 6000-ზე მეტია, მაგრამ 9000-ს არ აღემატება , მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით აირჩევა საკრებულოს 3 წევრი. თვითმმართველი თემის ადმინისტრაციულ ცენტრში, სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა 9000-ზე მეტია, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით აირჩევა საკრებულოს 4 წევრი. ამ პუნქტით გათვალისწინებულ ამომრჩეველთა რაოდენობა განისაზღვრება მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების წლის 1 მაისის მდგომარეობით.“ ,,4. თვითმმართველ ქალაქებში(გარდა ქალაქ თბილისისა) და თვითმმართველი თემების ადმინისტრაციულ ცენტრებში ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებს ქმნიან და მათ საზღვრებს, სახელწოდებებს და ნორმებს ადგენენ შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიები მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების წლის არაუგვიანეს 1 აგვისტოსი, ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს არჩევნებისათვის 50 ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის ადმინისტრაციულ საზღვრებს, სახელწოდებებს და ნორმებს განსაზღვრავს ცესკო.“ 11. 143-ე მუხლი ამოღებულ იქნას. 12. 144-ე მუხლის მე-6 პუნქტი ამოღებულ იქნას. 13. 145-ე მუხლი, ამ მუხლის 1-ლი, მე-3 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 145. ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში წარდგენილ საკრებულოს წევრობის კანდიდატთა რეგისტრაცია“ ,,1. საკრებულოს არჩევნების დროს პარტიის მიერ ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში წარდგენილი საკრებულოს წევრობის კანდიდატის რეგისტრაციისთვის წარდგენილ საბუთებს ამოწმებს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, რომელიც საბუთების წარდგენიდან 2 დღის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს არჩევნების დღემდე 28-ე დღისა: ა) საარჩევნო რეგისტრაციაში ატარებს საარჩევნო სუბიექტის მიერ წარდგენილ საკრებულოს წევრობის მაჟორიტარი კანდიდატის თუ მისი სარეგისტრაციო დოკუმენტაცია აკმაყოფილებს ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს; ბ) წერილობით აცნობებს საარჩევნო სუბიექტის საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს-საკრებულოს წევრობის მაჟორიტარი კანდიდატის სარეგისტრაციო დოკუმენტაციაში არსებული მონაცემების ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებთან შეუსაბამობის შესახებ(შეუსაბამობის მითითებით), თუ არსებობს ასეთი შეუსაბამობა და საბუთების სრულყოფისთვის 3 დღე ეძლევა.“ ,,3. თუ შესწორებული მონაცემები შეესაბამება ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს, შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე საარჩევნო რეგისტრაციაში ატარებს საკრებულოს წევრობის მაჟორიტარ კანდიდატს, რომელიც შეესაბამება ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს, ხოლო დანარჩენი კანდიდატების თაობაზე იმავე ვადაში გამოსცემს განკარგულებას მათთვის საარჩევნო რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ (განკარგულებაში ზუსტად აღინიშნება რეგისტრაციაზე უარის თქმის მიზეზი და კანონის ის ნორმები, რომელთა მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობამაც გამოიწვია უარის თქმა). განკარგულება პარტიის/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს დაუყონებლივ ეცნობება და მოთხოვნისთანავე გადაეცემა.“ ,,6. საარჩევნო სუბიექტის მიერ წარდგენილი საკრებულოს წევრობის კანდიდატი რეგისტრაციაში არ გატარდება ამ მუხლის პირველი-მე-3 პუნქტების მოთხოვნების გათვალისწინებით ან საარჩევნო რეგისტრაცია გაუქმდება შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულებით ან სასამართლოს გადაწყვეტილებით (ამ პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში):“ 14. 145-ე მუხლის მე-6 პუნქტის ბ), გ), დ) და ვ) ქვეპუნქტები ამოღებულ იქნას. 15. 146-ე მუხლის 2(2) და 2(3) პუნქტები ამოღებულ იქნას. 16. 147-ე მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,1. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს-საკრებულოს არჩევნებისთვის მზადდება ერთი სახის საარჩევნო ბიულეტენი.“ 17. 147-ე მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტები ამოღებულ იქნას. 18. 148-ე მუხლი ამოღებულ იქნას. 19. 154-ე მუხლის 1-ლი პუნქტი ამოღებულ იქნას. 20. 155-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,3. თბილისის საკრებულოს არჩევნები ტარდება მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე.“ ,,4. თბილისის საკრებულო შედგება 50 წევრისგან, რომლებიც ირჩევა ადგილობრივ ერთმანდატიან 50 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, რომელიც განისაზღვრება ამ კანონის N3 დანართით.“ 21. 155-ე მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნას. 22. 157-ე მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნას. 23. 158-ე მუხლი ამოღებულ იქნას 24. 159(1)-ლი მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ამოღებულ იქნას. 25. 160-ე მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,1. თბილისის საკრებულოს არჩევნებისას ამომრჩეველს გადაეცემა ერთი მაჟორიტარული საარჩევნო ბიულეტენ.“ 26. 162- მუხლი ამოღებულ იქნას. 27. 164-ე მუხლის 1-ლი და მე-3 პუნქტები ამოღებულ იქნას. 28. 203-ე მუხლი და მისი 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 203. 2032 წლის ჩათვლით ჩასატარებელი საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის პარტიული სიების წარდგენის ზოგიერთი დროებითი წესი. 1. 2032 წლის ჩათვლით ჩასატარებელი საქართველოს პარლამენტის არჩევნებისათვის პარტიული სიების წარდგენისას გამოიყენება ამ კანონით დადგენილი წესები და ვადები, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.“ 29. 203-ე მუხლის მე-8 და მე-9 პუნქტები ამოღებულ იქნას. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი