საქართველოში უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩის, ანა მარია შიკოს მოსმენა თემაზე: „საქართველო-უნგრეთის ორმხრივი ურთიერთობები და უნგრეთის საგარეო პოლიტიკა“
📋 განხილვის ეტაპები
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
კომიტეტზე განხილვის თარიღი 2025-06-25
კომიტეტის სხდომის ნომერი 15
📜 ტექსტი
დღის წესრიგი
https://parliament.ge/print/announcement/3396?local=true
საქართველოს პარლამენტი
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომა
თარიღი
25 ივნისი 2025 11:00
2025 წლის 25 ივნისი, 11:00 საათი
საქართველოს პარლამენტი
ქ. თბილისი, რუსთაველის გამზ. N8
ილია ჭავჭავაძის დარბაზი
(C კორპუსი, V სართული)
დღის წესრიგი
1. საქართველოში უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩის, ანა მარია შიკოს
მოსმენა თემაზე: „საქართველო-უნგრეთის ორმხრივი ურთიერთობები და უნგრეთის
საგარეო პოლიტიკა“.
1 of 2
6/24/2025, 11:52 PM
ოქმი
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომის ოქმი N15
2025 წლის 25 ივნისი, 11 საათი
საქართველოს პარლამენტი
ქ. თბილისი, რუსთაველის გამზ. N8
ილია ჭავჭავაძის დარბაზი
(C კორპუსი, V სართული)
სხდომას თავმჯდომარეობდა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე
ნიკოლოზ სამხარაძე
სხდომას ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები: მარიამ ლაშხი, ირაკლი მეზურნიშვილი,
ეკა სეფაშვილი, ლევან მახარაშვილი (ჩანაცვლება ნოდარ ტურძელაძე), გივი მიქანაძე, მაია
ბითაძე, ირაკლი ქადაგიშვილი (ჩანაცვლება გენრიეტა წიწავა);
კომიტეტის აპარატი: ნიკოლოზ ხატიაშვილი - კომიტეტის აპარატის უფროსი და
კომიტეტების აპარატის თანამშრომლები.
მოწვეული სტუმრები: საქართველოში უნგრეთის საელჩოს წარმომადგენლები, საქართველოს
პარლამენტის წევრები, მედია.
დღის წესრიგი
საქართველოში უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩის, ანა მარია შიკოს მოსმენა
თემაზე: „საქართველო-უნგრეთის ორმხრივი ურთიერთობები და უნგრეთის საგარეო
პოლიტიკა“.
სხდომის მსვლელობა
სხდომას მიესალმა სხდომის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე. სხდომის
უფლებამოსილება განისაზღვრა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრების დასწრებით.
თავმჯდომარემ გააცნო დღის წესრიგი დამსწრე საზოგადოებას და ერთხმად გადაწყვიტეს
ქალბატონი ელჩის სიტყვით გამოსვლის შემდეგ, კითხვა-პასუხის დახურული რეჟიმის სახით
წარემართად.
კომიტეტის თავმჯდომარე
-
ელჩი ანა მარია შიკო ოთხი წლის განმავლობაში, დაუღალავად შრომობს იმისთვის,
რომ ქართულ-უნგრული ურთიერთობები განვითარდეს და ახალ ეტაპზე ავიდეს.
მისი ელჩობის პერიოდში უპრეცედენტო სიმაღლეებზე ავიდა ორ ქვეყანას შორის
ურთიერთობები. ანა მარია შიკო არის ერთ-ერთი ყველაზე უფრო წარმატებული
ელჩი საქართველოში, რადგან სწორედ მისი საქართველოში ელჩობის პერიოდში
განხორციელდა არაერთი ვიზიტი,
უმაღლეს სახელმწიფოებრივ დონეზე.
უნგრეთთან ჩვენ გავაფორმეთ სტრატეგიული თანამშრომლობა. ასევე, ჩატარდა
სამთავრობო სახელმწიფოთაშორისი კომისიების სხდომები და აღარაფერს ვამბობ
იმ მხარდაჭერაზე, რომელსაც ჩვენ უნგრეთის მხრიდან ვიღებდით მთელი ამ
წლების განმავლობაში.
ელჩი ანა მარია შიკო
ერთი კვირაში დავტოვებ უნგრეთის ელჩის თანამდებობას ამ მშვენიერ ქვეყანაში, მაგრამ
დავბრუნდები როგორც საქართველოს დიდი მეგობარი, 2022 წელს ხელი მოეწერა პირველ
სტრატეგიულ პარტნიორობას და ამ დროიდან მოყოლებული სულ უფრო მეტად
ძლიერდებოდა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები. სამინისტროების დონეზე გვქონდა
ორმხრივი შეხვედრები. საქართველოში პირველად ჩავატარეთ სამთავრობოთაშორისო
სამიტი, სამინისტროებთან ხელი მოვაწერეთ ურთიერთგაგების 11 მემორანდუმს, მუშაობა
დავიწყეთ სხვადასხვა პროექტებზე და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ერთად ვიმუშავებდით
ეკონომიკის განვითარების მიმართულებით. ჩვენ გვინდა, რომ თქვენ იყოთ ჭიშკარი
აღმოსავლეთს, დასავლეთს, ჩრდილოეთსა და სამხრეთ შორის და ეს კავშირი გამოიყენოთ
იმისთვის, რომ იყოთ ნაწილი იმ დერეფნისა, რომელიც დასავლეთისკენ მიდის, ქართველი
ხალხის არჩევანი ჩვენი არჩევანიც არის და საქართველოს არჩეული მთავრობის არჩევანს ჩვენი
მხარდაჭერა აქვს.
სხდომაზე ელჩის გამოსვლა საქართველო-უნგრეთის ორმხრივ ურთიერთობებზე და
უნგრეთის საგარეო პოლიტიკაზე საუბარს დაეთმო. ისაუბრა სოფლის მეურნეობის, გარემოს
დაცვის, ტურიზმის, კულტურის და სხვა მიმართულებებით თანამშრომლობის
გაძლიერებაზე. რუსეთ-უკრაინის ომზე საუბრისას ელჩმა აღნიშნა, რომ ერთადერთი
გამოსავალი არის მშვიდობა. ისაუბრა უნგრეთის მიერ უკრაინისთვის გაწეულ დახმარებაზეც.
-
გეთანხმებით იმაში, რომ არანაირ ფასად არ უნდა ჩავერთოთ ამ პროცესის
სამხედრო მხარეში. მხარს გიჭერთ თქვენს პოლიტიკაში - შორს იდგეთ
კონფლიქტიდან.
დიპლომატმა, საკუთარი ქვეყნის სახელით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და
სუვერენიტეტის, ასევე, ჩვენი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციისადმი მხარდაჭერა კიდევ
ერთხელ გამოხატა.
საქართველოში უნგრეთის მომავალი ელჩი ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრობას და
პარტნიორობას კიდევ უფრო გაამყარებს.
სხდომა დახურულ რეჟიმში გაგრძელდა.
სხდომის თავმჯდომარე
ნიკოლოზ სამხარაძე
სხდომის მდივანი ნანა კვირცხალია