საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის ინფორმაცია მიმდინარე მოწვევაში საქართველოს კანონების გარდამავალი დებულებებით განსაზღვრული დავალებების შესრულების მდგომარეობის თაობაზე, 2025 წლის 24 ივნისის მდგომარეობით
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-06-26
ბიუროს ნომერი 63 (11:45)
📜 ტექსტი
წერილი
2-8711/25
25-06-2025
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 39-ე მუხლის მე-2
პუნქტის შესაბამისად, წარმოგიდგენთ ინფორმაციას მიმდინარე მოწვევაში
საქართველოს კანონების გარდამავალი დებულებებით განსაზღვრული
დავალებების შესრულების მდგომარეობის თაობაზე, 2025 წლის 24 ივნისის
მდგომარეობით.
დანართი: 12 ფურცელი.
1.
საქართველოს
კანონების
გარდამავალი
დებულებებით
განსაზღვრული დავალებები, რომელთა შესრულების ვადა გავიდა
მიმდინარე მოწვევაში 2025 წლის 25 ივნისამდე და ჯერ არ შესრულებულა (4
ფურცელი);
2.
საქართველოს
კანონების
გარდამავალი
დებულებებით
განსაზღვრული დავალებები, რომელთა შესრულების ვადა გავიდა
მიმდინარე მოწვევაში და შესრულდნენ 2024 წლის 24 მარტიდან – 2025 წლის
25 ივნისამდე დროის მონაკვეთში, ან ნორმატიული აქტით განსაზღვრული
შესრულების ვადის გასვლის შემდეგ (8 ფურცელი).
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
დავითი მათიკაშვილი
თბილისი 0118, რუსთაველის გამზ. № 8 საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679, ელ-ფოსტა contact@parliament.ge
დანართი
დანართი N1
საქართველოს კანონების გარდამავალი დებულებებით განსაზღვრული დავალებები,
რომელთა შესრულების ვადა გავიდა მიმდინარე მოწვევაში 2025 წლის 25 ივნისამდე
და ჯერ არ შესრულებულა
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის
კომიტეტი
საქართველოს კანონი „სოციალური მუშაობის შესახებ“ (ცვლილება №3847-XIIIმს-Xმპ,
30.11.2023)
მუხლი 64.
7. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, საქართველოს იუსტიციის
სამინისტრომ და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის
სამინისტრომ 2025 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყონ შემდეგი სამართლებრივი
აქტების გამოცემა:
ა) ამ კანონის 47-ე მუხლის შესაბამისად, საქმეთა გადანაწილების წესის განსაზღვრის
შესახებ;
ბ) ამ კანონის 58-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სოციალური მუშაკის
საქმიანობის ზედამხედველობის განხორციელების წესისა და პირობების დადგენის
შესახებ.
შესრულებულია ნაწილობრივ. კერძოდ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ, საქართველოს
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ მოცემული დავალებები
შესრულდა, ხოლო საქართველოს იუსტიციის სამინსტროს მიერ მიმდინარეობს მუშაობა და უახლოეს
მომავალში დაგეგმილია ზემოაღნიშნული დავალებით გათვალისწინებული ნორმატიული აქტების
მიღება.
საქართველოს კანონი „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე №428-IIმს-XIმპ, 02.04.2025
მუხლი 2
1
1. საქართველოს მთავრობამ ამ კანონის ამოქმედებიდან 30 დღის ვადაში (03.05.2025მდე) უზრუნველყოს „გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და
ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და
დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 12 ივნისის
№286 დადგენილების ამ კანონთან შესაბამისობა.
მიმდინარეობს მუშაობა. კანონით გათვალისწინებული დავალება დასრულების პროცესშია.
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი
საქართველოს კანონი „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ (ცვლილება N5948-სს,
22.05.2020)
მუხლი 67 1.
2. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა:
ბ) 2025 წლის 1 იანვრამდე გამოსცეს ბრძანება „ზონებისა და აგლომერაციების
კლასიფიკაციის შესახებ“.
მიმდინარეობს მუშაობა. მინისტრის ბრძანების პროექტის მომზადება დასრულებულია და
მისი მიღება დაგეგმილია უახლოეს მომავალში.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
საქართველოს კანონი „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური
სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ №335-IIმსXIმპ, 04.03.2025
მუხლი 2. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ ამ კანონის ამოქმედებიდან 30
დღის ვადაში (05.04.2025-მდე) უზრუნველყოს სათანადო ნორმატიული აქტის ამ
კანონთან შესაბამისობა.
ზემოაღნიშნული ნორმატიული აქტით გათვალისწინებული დავალების შესრულების
მიზნით მიმდინარეობს მუშაობა.
2
საქართველოს კანონი „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე №504-IIმს-XIმპ, 16.04.2025
მუხლი 2. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა 2025 წლის 1 ივნისამდე
ბრძანებით განსაზღვროს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის
შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის 13 პუნქტით გათვალისწინებული
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში არსებული კომისიის შემადგენლობა და
საქმიანობის წესი.
ზემოაღნიშნული ნორმატიული აქტით გათვალისწინებული დავალების შესრულების
მიზნით მიმდინარეობს მუშაობა.
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი
საქართველოს კანონი „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ №4206-XIVმს-Xმპ, 29.05.2024
მუხლი 2
4. ამ კანონის პირველი მუხლის მე-16 პუნქტით გათვალისწინებულ საქართველოს
ფინანსთა
სამინისტროს
სისტემაში
შემავალი
სახელმწიფო
საქვეუწყებო
დაწესებულების − ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის
ზედამხედველობის სამსახურის მიერ სანქციის სახის/ოდენობის განსაზღვრისა და
სანქციის დაკისრების წესის დადგენის თაობაზე კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო
დაწესებულება − ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის
ზედამხედველობის სამსახური შეიმუშავებს 2025 წლის 1 იანვრამდე.
მიმდინარეობს მუშაობა. ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის
ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანების პროექტი წარედგინა ბუღალტრული აღრიცხვის,
ანგარიშგებისა და აუდიტის საბჭოს განხილვისა და დარგობრივ-პროფესიული შეფასებისთვის.
მიღებული იქნა შესაბამისი რეკომენდაციები, როგორც საბჭოსგან, ასევე პროფესიული ორგანიზაციების
მხრიდან. მიმდინარე ეტაპზე, სამსახურის იურიდიული დეპარტამენტი მიღებული შენიშვნების
შესაბამისად ახორციელებს ნორმატიული აქტის პროექტის გადამუშავებას და მისი საბოლოო ვერსიის
სამართლებრივ ექსპერტიზას.
3
საქართველოს კანონი „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ №4206-XIVმს-Xმპ, 29.05.2024
მუხლი 2
2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული კანონის მე-9
მუხლის 31 პუნქტით განსაზღვრულ გამოქვეყნებული ანგარიშგებების კანონით
დადგენილ საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის მიმოხილვის წესს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო
დაწესებულება − ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის
ზედამხედველობის სამსახური შეიმუშავებს ამ პუნქტის ამოქმედებიდან 8 თვის
ვადაში (14.02.2025-მდე).
მიმდინარეობს მუშაობა. ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის
ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანების პროექტი გადამუშავდა და განმეორებით
წარედგინა ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის საბჭოს, რომლის რეკომენდაციების
გათვალისწინებით პროექტი გასაჯაროვდა სამსახურის ვებგვერდზე. საბჭომ სხდომაზე უნდა
განიხილოს კანონქვემდებარე აქტის რედაქცია.
4
დანართი
დანართი N2
საქართველოს კანონების გარდამავალი დებულებებით განსაზღვრული დავალებები,
რომელთა შესრულების ვადა გავიდა მიმდინარე მოწვევაში და შესრულდნენ 2024
წლის 24 მარტიდან - 2025 წლის 25 ივნისამდე დროის მონაკვეთში, ან კანონით
დადგენილი შესრულების ვადის გასვლის შემდეგ.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის
კომიტეტი
საქართველოს კანონი „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების
შესახებ“ N6823-რს, 14.07.2020
მუხლი 37. გარდამავალი დებულებები
5. მუნიციპალიტეტის ორგანოებმა:
ა) 2025 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყონ პერსონალური ასისტენტის სერვისის
პროგრამული გაწერა, სერვისის მოცულობის განსაზღვრა და შეზღუდული
შესაძლებლობის მქონე პირთათვის მისი მიწოდების წესების შემუშავება;
შესრულებულია.
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი
საქართველოს კანონი „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ №3663-XIIIმს-Xმპ, 15.11.2023
მუხლი 2
2. 2024 წლის 1 ივნისამდე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ
უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საგანმანათლებლო
დაწესებულების მანდატურის სამსახურის წარდგინებით ფსიქოსაგანმანათლებლო
შეფასებისა და კონსულტირების განხორციელების წესისა და პირობების
დამტკიცება.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ბრძანება
№28/ნ, 04.06.2025
გარემოს და დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი
1
საქართველოს კანონი „რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და
დაცულობის შესახებ“ №3284-XIმს-Xმპ, 16.06.2023
1. საქართველოს მთავრობამ 2026 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს შემდეგი
კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მიღება:
ბ) ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციის დროს ნიმუშების აღების
წესი;
საქართველოს მთავრობის დადგენილება №106, 08.04.2025
დ) ბირთვული და
რეაგირების წესი;
რადიოაქტიური
მასალების
არალეგალურ
მიმოქცევაზე
საქართველოს მთავრობის დადგენილება №105, 08.04.2025
ო) ბირთვულ ან რადიოლოგიურ საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების ეროვნული
გეგმის ტექნიკური რეგლამენტი;
საქართველოს მთავრობის დადგენილება №160, 14.05.2025
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის
კომიტეტი
საქართველოს კანონი „ტურიზმის შესახებ“ (ცვლილება №580-IIმს-XIმპ, 14.05.2025)
მუხლი 50. გარდამავალი დებულებები
2. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ტურიზმის
ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა:
ბ1) 2025 წლის 1 ივნისამდე დაამტკიცოს ტურისტული გიდის სერტიფიცირების
განმახორციელებელი პერსონალის სერტიფიცირების ორგანოს ავტორიზაციის წესი
და ტურისტული გიდის სერტიფიცირების წესი.
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ბრძანება №1,
28.05.2025
2
გ) 2025 წლის 1 ივნისამდე დაამტკიცოს ტურისტული გიდის ოფიციალური
მაიდენტიფიცირებელი ნიშნის გაცემისა და გაუქმების წესი და პირობები და ამ
ნიშნის ფორმა, ავტორიზებული პერსონალის სერტიფცირების ორგანოს მიერ
სერტიფიცირებული ტურისტული გიდების რეესტრის წარმოების წესი და
ტურისტული გიდის რეგისტრაციის ფორმა.
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ბრძანება №1,
28.05.2025
საქართველოს კანონი „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე №115-Iმს-XIმპ, 13.12.2024
მუხლი 2
1. ამ კანონის ამოქმედებიდან 90 დღის ვადაში 31.03.2025-მდე:
ა) საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს:
ა.ა) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ქონების ეროვნული
სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის
17 სექტემბრის №391 დადგენილებაში შესაბამისი ცვლილების შეტანა.
საქართველოს მთავრობის დადგენილება №87, 27.03.2025
ა.ბ) „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს
დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11
თებერვლის №70 დადგენილებაში შესაბამისი ცვლილების შეტანა.
საქართველოს მთავრობის დადგენილება №88, 27.03.2025
საქართველოს კანონი „ენერგოეფექტურობის შესახებ“. (ცვლილება №4310-XIVმს-Xმპ,
27.06.2024)
მუხლი 28.
5. საქართველოს მთავრობამ 2025 წლის 31 დეკემბრამდე უზრუნველყოს
ენერგოაუდიტორების,
ენერგოეფექტურობის
სერტიფიკატების
გამცემი
დამოუკიდებელი ექსპერტებისა და შენობებში არსებული გათბობისა და ჰაერის
კონდიცირების სისტემების პერიოდული ინსპექტირების განმახორციელებელი
დამოუკიდებელი ექსპერტების სერტიფიცირების, აგრეთვე ენერგოეფექტურობის
სერტიფიკატებისა და შენობებში არსებული გათბობისა და ჰაერის კონდიცირების
3
სისტემების პერიოდული
ინსპექტირების
გადამოწმების წესების დამტკიცება.
ანგარიშების
შემოწმებისა
და
საქართველოს მთავრობის დადგენილება №107; 08.04.2025
საქართველოს კანონი „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ
№364-IIმს-XIმპ, 18.03.2025
მუხლი 2. საქართველოს მთავრობამ 2025 წლის 1 ივნისამდე უზრუნველყოს ამ
კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული
„თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის
„დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ნორმატიული აქტის მიღება.
საქართველოს მთავრობის დადგენილება №115, 15.04.2025
საქართველოს კანონი „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე №548-IIმს-XIმპ, 13.05.2025
მუხლი 2. ამ კანონის ამოქმედებიდან 30 დღის ვადაში (15.06.2025-მდე)
საქართველოს მთავრობამ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის
სამინისტროს წარდგინებით უზრუნველყოს „საქართველოს გარემოს დაცვისა და
სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის
იურიდიული პირის − მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს მიერ
გაწეული მომსახურების სახეებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“
დადგენილების მიღება.
საქართველოს მთავრობის დადგენილება №210, 13.06.2025
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
საქართველოს კანონი „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა
და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
№314-IIმს-XIმპ, 20.02.2025
მუხლი 2
4
5. 2025 წლის 1 აპრილამდე სალიკვიდაციო კომისიამ უზრუნველყოს 2025 წლის 1
აპრილამდე არსებული ბიუროს საბალანსო მონაცემების მიხედვით საქართველოს
მთავრობის
ადმინისტრაციისთვის
გადასაცემი
აქტივების,
მიმდინარე
ვალდებულებებისა და სამსახურებრივი დოკუმენტაციის (მათ შორის, შესაბამისი
საარქივო მასალისა და სხვა დოკუმენტების) განსაზღვრა, განკარგვა და გადაცემა.
შესრულებულია.
საქართველოს კანონი „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის
კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ №173-Iმს-XIმპ, 13.12.2024
მუხლი 2
1. საქართველოს მთავრობამ 2025 წლის 1 თებერვლამდე უზრუნველყოს:
ა) პიროტექნიკური ნაწარმის ბაზარზე განთავსების წესისა
განსაზღვრის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცება.
და
პირობების
საქართველოს მთავრობის დადგენილება №93, 28.03. 2025
ბ) პიროტექნიკური ნაწარმის იმპორტის, ექსპორტის, წარმოების ან/და რეალიზაციის
ნებართვის/ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების დამტკიცება.
საქართველოს მთავრობის დადგენილება №94, 28.03. 2025
საქართველოს კანონი „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის
კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ №173-Iმს-XIმპ, 13.12.2024
მუხლი 2
3. სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტომ
2025 წლის 1 აპრილამდე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით
უზრუნველყოს
ამ
მუხლის
მე-2
პუნქტით
გათვალისწინებული
ნებართვის/ლიცენზიის გაცემა.
შესრულებულია.
საქართველოს კანონი „დნმ-ის მონაცემთა ბაზის შესახებ“ №336-IIმს-XIმპ, 04.03.2025
მუხლი 8. გარდამავალი დებულებები
5
2. ბიურომ 2025 წლის 1 ივნისამდე უზრუნველყოს დნმ-ის მონაცემთა ბაზის
შესაქმნელად საჭირო ორგანიზაციულ-ტექნიკური ღონისძიებების განხორციელება.
შესრულებულია.
3. საქართველოს მთავრობამ სამინისტროს წარდგინებით 2025 წლის 1 ივნისამდე
უზრუნველყოს საქართველოს მთავრობის დადგენილებით ბიოლოგიური ნიმუშის
აღებისა და განადგურების, ბიოლოგიური ნიმუშის პროფილირების, გენეტიკური
პროფილის დამუშავებისა და გაცვლის (მათ შორის, გენეტიკური პროფილის დნმ-ის
მონაცემთა ბაზაში შენახვის ვადის ათვლის) წესის დამტკიცება, აგრეთვე ამ კანონის
აღსასრულებლად
საჭირო
სხვა
ორგანიზაციულ-ტექნიკური
საკითხების
განსაზღვრა. სამინისტრო აღნიშნულ წესს საქართველოს მთავრობას ბიუროსთან
შეთანხმებით წარუდგენს.
საქართველოს მთავრობის დადგენილება №192, 30.05.2024
საქართველოს კანონი „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა
და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
№549-IIმს-XIმპ, 13.05.2025
მუხლი 2. საქართველოს მთავრობამ 2025 წლის 1 ივნისამდე საჭიროების
შემთხვევაში
საქართველოს
მთავრობის
ადმინისტრაციის
წარდგინებით
უზრუნველყოს სათანადო კანონქვემდებარე სამართლებრივი აქტების ამ კანონთან
შესაბამისობა, მათ შორის, შესაბამისი სამართლებრივი აქტების მიღება.
შესრულებულია.
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი
საქართველოს კანონი „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა
და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
№484-IIმს-XIმპ, 16.04.2025
მუხლი 2
8. საქართველოს მთავრობამ ამ პუნქტის ამოქმედებიდან 20 დღის ვადაში (09.05.2025მდე) შექმნას კომისია, რომელიც თავის მიერ განსაზღვრულ ვადაში უზრუნველყოფს
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ამ
6
პუნქტის ამოქმედებამდე არსებული საბალანსო მონაცემების მიხედვით
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროსა და საქართველოს
ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის გადასაცემი აქტივების, მიმდინარე
ვალდებულებებისა და სამსახურებრივი დოკუმენტაციის (მათ შორის, შესაბამისი
საარქივო მასალისა და სხვა დოკუმენტაციის) განსაზღვრას, განკარგვას და
აღნიშნული სამინისტროებისთვის მათ გადაცემას.
საქართველოს მთავრობის განკარგულება №766, 07.05.2025
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი
საქართველოს კანონი „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ №4206-XIVმს-Xმპ,
29.05.2024
მუხლი 2
3. ამ კანონის პირველი მუხლის მე-9 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ
გამჭვირვალობის შესახებ წლიური ანგარიშის შედგენისა და გამოქვეყნების წესს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო
საქვეუწყებო დაწესებულება − ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და
აუდიტის ზედამხედველობის სამსახური შეიმუშავებს ამ პუნქტის ამოქმედებიდან 8
თვის ვადაში (14.02.2025-მდე).
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის
უფროსის ბრძანება: №ნ-5, 16.05.2025.
საქართველოს კანონი „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“ №4207-XIVმს-Xმპ, 29.05.2024
მუხლი 2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი
სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − ბუღალტრული აღრიცხვის,
ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური ამ კანონის
ამოქმედებიდან 8 თვის ვადაში (14.02.2025-მდე) შეიმუშავებს აუდიტორული ფირმის
მიერ აუდიტის კომიტეტისთვის წარსადგენი დამატებითი ანგარიშის მომზადებისა
და წარდგენის წესს.
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის
უფროსის ბრძანება: №ნ-6, 16.05.2025.
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი
7
საქართველოს კანონი „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე №4312-XIVმს-Xმპ, 27.06.2024
მუხლი 2
3. 2025 წლის 1 მაისამდე საპენსიო სააგენტო საპენსიო შენატანის განხორციელების
ვალდებულების დარღვევის გამოვლენისა და სათანადო აღსრულების მიზნით
ადგენს შესაბამის პირებთან კომუნიკაციის, აგრეთვე ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის ოქმისა და ნებისმიერი ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის შესაბამისი პირისთვის ჩაბარების/გაცნობის, მათ შორის,
ელექტრონული კომუნიკაციის, სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მეშვეობით
ჩაბარების/გაცნობის, წესსა და პირობებს.
სსიპ - საქართველოს საპენსიო ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანება №3, 07.05.2025
6. 2025 წლის 1 მაისამდე საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საპენსიო ფონდის
მმართველობითი საბჭოს პირველად დაკომპლექტებისთვის მოქმედებს შემდეგი
ნორმები:
მ) მმართველობითი საბჭო 2025 წლის 1 მაისამდე ამტკიცებს საპენსიო ფონდის
დებულებასა და საპენსიო ფონდის იმ ორგანიზაციულ სტრუქტურას, რომელიც 2025
წლის 1 მაისს უნდა ამოქმედდეს, აგრეთვე უზრუნველყოფს სხვა საჭირო
სამართლებრივი აქტებისა და სხვა მოთხოვნების ამ კანონთან შესაბამისობას.
სსიპ - საქართველოს საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარის
დადგენილება №01, 01.05.2025
8