„საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-06-30
ბიუროს ნომერი 65
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე
(www.matsne.gov.ge), 27.02.2023, სარეგისტრაციო კოდი: 040090000.05.001.020812) მე-9 მუხლს
დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ7“ ქვეპუნქტი:
„ჰ7) „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და
ნარკოლოგიური
დახმარების
შესახებ“
საქართველოს კანონის
28-ე-30-ე
მუხლებით
გათვალისწინებული იურიდიული პირის მიერ განხორციელებულ სპეციალურ კონტროლს
დაქვემდებარებულ ნივთიერებათა შესყიდვაზე.“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი
ა.ა.ა.) პრობლემა რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი
სახელმწიფოს მხრიდან დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში განსაკუთრებული
მნიშვნელობა ენიჭება ნარკოდანაშაულს, რომლის თითოეულ გამოვლინებაზე ეფექტური
რეაგირება სახელმწიფოს პრიორიტეტს წარმოადგენს. ეს დასტურდება უკანასკნელ პერიოდში ამ
მიმართულებით
განხორციელებული
მთელი
რიგი
საკანონმდებლო
ცვლილებებით,
რომლებშიც ასახულია სახელმწიფოს თანმიმდევრული მიდგომა ნარკოტიკული დანაშაულის
ჩამდენთა, განსაკუთრებით კი - ნარკომოვაჭრეთა მიმართ გატარებული მკაცრი პოლიტიკის
სახით.
ამჟამად გამოიკვეთა საჭიროება, რომ ოპიოიდური ჩანაცვლებითი მკურნალობის
განხორციელებაზე სრული პასუხისმგებლობა აიღოს საკუთრივ სახელმწიფომ, რომელიც მისივე
დაფუძნებული დაწესებულებების მეშვეობით
უზრუნველყოფს ამ პროცესში ერთიანი
სტანდარტის დამკვიდრებას და ყველა ღონეს იხმარს საიმისოდ, რათა გამოირიცხოს
დადგენილი წესებისა და რეგულაციებისგან გადახვევის ცალკეული შემთხვევები, რამაც,
საბოლოო ჯამში, ხელი უნდა შეუწყოს ჩანაცვლებითი მკურნალობის მთავარი მიზნის ნარკოტიკების მოხმარებასთან დაკავშირებული ზიანის შემცირების - მიღწევას. გარდა ამისა,
საქართველოში
მაღალია
ცალკეული
ფსიქოტროპული
ნივთიერებების
გამოყენების
მაჩვენებელი, რაც შესაძლებელია მისი არარაციონალური დანიშვნით, თვითმკურნალობით და
დასაშვებზე მაღალი დოზით გამოყენებით აიხსნებოდეს. ამდენად, ამ პროცესზეც საჭიროა
კონტროლის
გამკაცრება,
რის
შედეგადაც
სპეციალურ
კონტროლს
დაქვემდებარებულ
სამკურნალო საშუალებათა (ნარკოტიკული საშუალებები და ფსიქოტროპული ნივთიერებები)
იმპორტი და საბითუმო რეალიზაცია მხოლოდ სახელმწიფოს პრეროგატივა იქნება.
ამ მიზნით მომზადებულია ცვლილებები „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული
ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს
კანონში, სადაც ზუსტდება, რომ ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული
ნივთიერებების საბითუმო რეალიზაციასა და იმპორტზე, აგრეთვე ნარკომანიით დაავადებულ
პირთა ოპიოიდური ჩანაცვლებითი მკურნალობის განხორციელებაზე უფლებამოსილი იქნება
მხოლოდ ის იურიდიული პირი, რომელიც დაფუძნებულია სახელმწიფოს ან სახელმწიფოს მიერ
დაფუძნებული/სახელმწიფოს მართვაში მყოფი იურიდიული პირის მიერ.
იმისათვის, რათა საელმწიფოს მიერ დაფუძნებულმა დაწესებულებამ შეუფერხებლად
შეძლოს ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების შესყიდვა
შემდგომში საქართველოში მისი იმპორტისა და საბითუმო რეალიზაციის მიზნით, საჭიროა,
რომ ამ დაწესებულების მიერ განხორციელებული შესყიდვები გამოვიდეს „საჯარო შესყიდვების
შესახებ“ საქართველოს კანონის რეგულირების სფეროდან და შესყიდვის ზოგად წესებს
დაექვემდებაროს, რათა გამოირიცხოს ნებისმიერი სახის შეფერხება ნარკომანიით დაავადებულ
პირთა მკურნალობის, ასევე დადგენილი წესით ფსიქოტროპული ნივთიერებებით მოსარგებლე
პაციენტებისთვის საჭირო ფარმაცევტული პროდუქტის მიწოდების პროცესში.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა
სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული იურიდიული პირის მხრიდან განხორციელებულ
ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების შესყიდვებზე „საჯარო
შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის გავრცელების გამოსარიცხად საჭიროა ამავე
კანონში შესაბამისი ცვლილების შეტანა.
ა.ბ ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები
კანონპროექტის მიღების შემთხვევაში სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული იურიდიული
პირის მხრიდან განხორციელებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული
ნივთიერებების შესყიდვები განხორციელდება არა „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს
კანონით დადგენილი ფორმებით, არამედ ამ სფეროში მოქმედი ზოგადი წესების შესაბამისად,
რაც გამორიცხავს შესაძლო შეფერხებებს ნარკომანიით დაავადებულ პირთა მკურნალობის, ასევე
ფსიქოტროპული ნივთიერებებით მოსარგებლე პაციენტებისთვის საჭირო ფარმაცევტული
პროდუქტის მიწოდების პროცესში.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი
კანონპროექტით „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლს
ემატება ახალი ნორმა, რომლითაც განისაზღვრება, რომ ამავე კანონის მოქმედება არ ვრცელდება
სახელმწიფოს
მიერ
დაფუძნებული
იურიდიული
პირის
მხრიდან
განხორციელებულ
სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა შესყიდვაზე.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში)
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება
კანონპროექტი
ძალაში
შედის
გამოქვეყნებისთანავე,
ვინაიდან
ითვალისწინებს
ცვლილების განხორციელებას „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის იმ
მუხლში, რომელიც, თავის მხრივ, 2027 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება. ანალოგიური
ცვლილება შევა „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში, რომელიც
იმოქმედებს 2026 წლის 1 მარტიდან („ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული
ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს
კანონში შესატანი ცვლილების მოქმედების თარიღიდან) 2027 წლის 1 იანვრამდე პერიოდში.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება
(თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას)
საკითხის შინაარსიდან და მნიშვნელობიდან გამომდინარე, საჭიროა კანონპროექტის
მცირე დროში მიღება, რაც, მიმდინარე სასესიო პერიოდის დასრულებამდე დარჩენილი
შუალედის გათვალისწინებით, მოითხოვს მის განხილვას დაჩქარებული წესით.
ბ)
კანონპროექტის
ფინანსური
გავლენის
შეფასება
საშუალოვადიან
პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ცვლილებებს.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით
კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების
აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა
ასეთი არ არსებობს.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი
კანონპროექტი
არ
ითვალისწინებს
გადასახადის,
მოსაკრებლის
ან
სხვა
სახის
გადასახდელის დადგენას.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება
კანონპროექტი გავლენას არ ახდენს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი
ზეგავლენის შეფასება
კანონპროექტის
მიღებით
ქალისა
და
მამაკაცის
თანასწორობის
მდგომარეობაზე
ზეგავლენის მოხდენა მოსალოდნელი არ არის.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ)
კანონპროექტის
მიმართება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი
მუხლი ან/და ნაწილი
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და
მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ
უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის
ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში,
იმ
გამოცდილების
მიმოხილვა,
რომელიც
მაგალითად
იქნა
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში
გამოყენებული
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: ზაზა ლომინაძე, ვლადიმერ კახაძე, ზაალ მიქელაძე,
ირმა ზავრადაშვილი, სალომე ჯინჯოლავა, ლიკა შარტავა, რამინა (რიმა) ბერაძე, გრეტა
წიწავა, ლევან მაჭავარიანი, ალექსანდრე დალაქიშვილი, ირაკლი კირცხალია, ირაკლი
შატაკიშვილი, ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, ირაკლი ჭეიშვილი, გიორგი სოსიაშვილი, ზურაბ
რურუა, დათო კოდუა, ვარლამ ლიპარტელიანი, იოსებ ჯორბენაძე, ედიშერ თოლორაია,
ალუდა ღუდუშაური, არჩილ ბერიძე, ირაკლი ხელაძე, თორნიკე ბერეკაშვილი, ბეჟან წაქაძე,
სუმბატ კიურეღიან, ნინო წილოსანი, ეკა ჭიჭინაძე, ანზორ ბოლქვაძე, გიორგი გუგუჩია,
დავითი შერაზადიშვილი, ზვიად შალამბერიძე, გრიგოლ აბესაძე, იმედა ნიკურაძე, გიორგი
ჩაკვეტაძე, ნოდარ ტურძელაძე, ეკა სეფაშვილი, დავით მათიკაშვილი, აკაკი ალადაშვილი,
თენგიზ შარმანაშვილი, ვასილ ჩიგოგიძე, ზაალ დუგლაძე, ნიკოლოზ სამხარაძე, სავალან
მირზოევი, გიორგი ხახუბია, დავით კაჭარავა, ლაშა ტალახაძე, გენო პეტრიაშვილი, მაია
ბითაძე, გიორგი ბარვენაშვილი, დიმიტრი ხუნდაძე.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: ზაზა ლომინაძე, ვლადიმერ კახაძე, ზაალ
მიქელაძე, ირმა ზავრადაშვილი, სალომე ჯინჯოლავა, ლიკა შარტავა, რამინა (რიმა)
ბერაძე, გრეტა წიწავა, ლევან მაჭავარიანი, ალექსანდრე დალაქიშვილი, ირაკლი
კირცხალია, ირაკლი შატაკიშვილი, ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, ირაკლი ჭეიშვილი,
გიორგი სოსიაშვილი, ზურაბ რურუა, დათო კოდუა, ვარლამ ლიპარტელიანი, იოსებ
ჯორბენაძე, ედიშერ თოლორაია, ალუდა ღუდუშაური, არჩილ ბერიძე, ირაკლი ხელაძე,
თორნიკე ბერეკაშვილი, ბეჟან წაქაძე, სუმბატ კიურეღიან, ნინო წილოსანი, ეკა ჭიჭინაძე,
ანზორ ბოლქვაძე, გიორგი გუგუჩია, დავითი შერაზადიშვილი, ზვიად შალამბერიძე,
გრიგოლ აბესაძე, იმედა ნიკურაძე, გიორგი ჩაკვეტაძე, ნოდარ ტურძელაძე, ეკა სეფაშვილი,
დავით მათიკაშვილი, აკაკი ალადაშვილი, თენგიზ შარმანაშვილი, ვასილ ჩიგოგიძე, ზაალ
დუგლაძე, ნიკოლოზ სამხარაძე, სავალან მირზოევი, გიორგი ხახუბია, დავით კაჭარავა,
ლაშა ტალახაძე, გენო პეტრიაშვილი, მაია ბითაძე, გიორგი ბარვენაშვილი, დიმიტრი
ხუნდაძე.