„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-06-30
ბიუროს ნომერი 65
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი
მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონს (საქართველოს საკანონმდებლო
მაცნე
(www.matsne.gov.ge),
17.03.2014,
სარეგისტრაციო
კოდი:
010120000.05.001.017356) დაემატოს შემდეგი შინაარსის 532 მუხლი:
„მუხლი 532. არალეგალური მიგრაციის გამოვლენის მიზნით საცხოვრებელი ან
სამუშაო ადგილის ან სხვა კერძო საკუთრების/მფლობელობის შემოწმება
1. საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხოელის გამოვლენის
ან/და
უცხოელის
საცხოვრებელი
ადგილის გადამოწმების
ან
უცხოელის
სამგზავრო დოკუმენტის მოძიების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო უფლებამოსილია შეამოწმოს უცხოელის
საცხოვრებელი
ან
სამუშაო
ადგილი
საკუთრებაში/მფლობელობაში
ან
შევიდეს
რაიონული
სხვაგვარ
(საქალაქო)
კერძო
სასამართლოს
მოსამართლის ბრძანების საფუძველზე. კერძო საკუთრების თანამესაკუთრის ან
თანამფლობელის ან სამუშაო ადგილის დამსაქმებლის თანხმობა საკმარისია
შემოწმების მოსამართლის ბრძანების გარეშე ჩასატარებლად.
2. იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს გადაუდებელი აუცილებლობა და
დაყოვნებამ შეიძლება გამოიწვიოს უცხოელის მიმალვა ან უცხოელის სამგზავრო
დოკუმენტის განადგურება ან გადამალვა, საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო უფლებამოსილია დაიწყოს საცხოვრებელი
ან სამუშაო ადგილის ან სხვა კერძო საკუთრების/მფლობელობის შემოწმება და 24
საათის განმავლობაში შესაბამისი შუამდგომლობით მიმართოს მოსამართლეს.
შუამდგომლობის წარდგენისას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს
უფლებამოსილმა ორგანომ უნდა დაასაბუთოს, თუ რაში მდგომარეობდა
შემოწმების გადაუდებელი აუცილებლობა.
3. უცხოელის საცხოვრებელი ან/და სამუშაო ადგილის შემოწმების დროს
საქართველოს
შინაგან
უფლებამოსილია
ზედაპირული
საქმეთა
სამინისტროს
განახორციელოს
შემოწმება
და
პირის
უფლებამოსილი
გამოკითხვა,
დათვალიერება,
აგრეთვე,
ორგანო
იდენტიფიკაცია,
საქართველოს
კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, სხვა პრევენციული და
იძულების ღონისძიებები.
4. უცხოელის სამუშაო ადგილის შემოწმებისას საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს შეუძლია დამსაქმებლისგან მოითხოვოს
იმ
დოკუმენტების
დათვალიერება,
რომლებიც
ადასტურებენ
უცხოელის
საქართველოში მუშაობის კანონიერ საფუძველს.“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
საქართველოში უკანონო მიგრაციასთან ბრძოლა და მისი პრევენცია წარმოადგენს
ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას ქვეყნის უსაფრთხოების, საზოგადოებრივი
წესრიგისა და შრომითი ბაზრის რეგულირების თვალსაზრისით.
საგულისხმოა,
რომ
განსაკუთრებულ
სირთულეს
წარმოადგენს
უკანონო
მიგრანტის აღმოჩენა და მისი იდენტიფიცირება, რაც მნიშვნელოვნად აფერხებს
სამართლებრივი რეაგირების ეფექტიანობას. ხაზგასასმელია, რომ საქართველოს
მოქმედი კანონმდებლობა არ არეგულირებს საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროს შესაბამისი ორგანოების უფლებამოსილებას იმ შემთხვევებში,
როდესაც საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხოელის
გამოვლენის მიზნით აუცილებელია, მათ შორის, საცხოვრებელი ან სამუშაო
ადგილის ან სხვა კერძო საკუთრების/მფლობელობის შემოწმება.
ზემოაღნიშნული საკითხის რეგულირების მიზნით, შემუშავდა „უცხოელთა და
მოქალაქეობის
არმქონე
პირთა
სამართლებრივი
მდგომარეობის
შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის
პროექტი.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
ვინაიდან
უცხოელთა
და
მოქალაქეობის
არმქონე
პირთა
უფლებები
და
მოვალეობები, ასევე, საქართველოში მყოფ უცხოელთა საქართველოდან გაძევების
ფორმები და პროცედურები განისაზღვრება „უცხოელთა და მოქალაქეობის
არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონით,
საქართველოში მყოფი უკანონო მიგრანტის აღმოჩენის პროცედურის დახვეწის
უზრუნველსაყოფად
აუცილებელია
საკანონმდებლო
დასახელებულ კანონში.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
ცვლილება
შევიდეს
წარმოდგენილი
კანონის
პროექტის
მიღების
შედეგად
განისაზღვრება
არალეგალური მიგრაციის გამოვლენის მიზნით საცხოვრებელი ან სამუშაო
ადგილის ან სხვა კერძო საკუთრების/მფლობელობის შემოწმების წესი.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
წარმოდგენილი
კანონის
პროექტით
მოქალაქეობის
არმქონე
პირთა
ცვლილება
შედის
სამართლებრივი
„უცხოელთა
მდგომარეობის
და
შესახებ“
საქართველოს კანონში და ემატება 53 მუხლი. დასახელებული მუხლის თანახმად,
2
საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხოელის გამოვლენის
ან/და უცხოელის საცხოვრებელი ადგილის გადამოწმების ან უცხოელის სამგზავრო
დოკუმენტის მოძიების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს
უფლებამოსილი
ორგანო
უფლებამოსილი
იქნება
შეამოწმოს
უცხოელის
საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილი ან შევიდეს სხვაგვარ კერძო საკუთრებაში,
მფლობელობაში რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლის ბრძანების
საფუძველზე. იმ შემთხვევაში, თუ იქნება კერძო საკუთრების თანამესაკუთრის ან
თანამფლობელის ან სამუშაო ადგილის დამსაქმებლის თანხმობა, მაშინ აღნიშნული
შემოწმების ჩატარება შესაძლებელი იქნება მოსამართლის ბრძანების გარეშე.
ამასთან, იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს გადაუდებელი აუცილებლობა და
დაყოვნებამ შეიძლება გამოიწვიოს უცხოელის მიმალვა ან უცხოელის სამგზავრო
დოკუმენტის განადგურება ან გადამალვა, საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროს
უფლებამოსილი
ორგანო
უფლებამოსილი
იქნება
დაიწყოს
საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის ან სხვა კერძო საკუთრების/მფლობელობის
შემოწმება და 24 საათის განმავლობაში შესაბამისი შუამდგომლობით მიმართოს
მოსამართლეს. შუამდგომლობის წარდგენისას საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროს
უფლებამოსილმა
ორგანომ
უნდა
დაასაბუთოს,
თუ
რაში
მდგომარეობდა შემოწმების გადაუდებელი აუცილებლობა.
გარდა ამისა, უცხოელის საცხოვრებელი ან/და სამუშაო ადგილის შემოწმების
დროს პოლიცია უფლებამოსილი იქნება განახორციელოს პირის გამოკითხვა,
იდენტიფიკაცია,
ზედაპირული
საქართველოს
კანონმდებლობით
შემოწმება
და
დათვალიერება,
გათვალისწინებულ
აგრეთვე,
შემთხვევებში,
სხვა
პრევენციული და იძულების ღონისძიებები. ამასთან, უცხოელის სამუშაო
ადგილის შემოწმებისას პოლიციელს შეეძლება დამსაქმებლისგან მოითხოვოს იმ
დოკუმენტების
დათვალიერება,
რომლებიც
საქართველოში მუშაობის კანონიერ საფუძველს.
ადასტურებენ
უცხოელის
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს
მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
აღნიშნული ქვეპუნქტის მოქმედება არ ვრცელდება კანონპროექტზე, რადგან იგი
არაა ინიციირებული საქართველოს მთავრობის მიერ.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო
კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი
დასაბუთება:
კანონპროექტი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, რადგან ეს უკანასკნელი მისი
მიზნიდან და შინაარსიდან გამომდინარე, არ ითხოვს ამოქმედების უფრო
გვიანდელი ვადის დადგენას. ამასთანავე, კანონპროექტი არ ითვალისწინებს
კანონისათვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით
განხილვას):
კანონპროექტით
წარმოდგენილი
საკითხის
მნიშვნელობიდან
გამომდინარე,
აუცილებელია რიგგარეშე სესიაზე მიღება. შესაბამისად, ინიციატორების მიერ
მოთხოვნილია კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი)
ბ.ა)
კანონპროექტის
მიღებასთან
დაკავშირებით
აუცილებელი
ხარჯების
დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღებით გამოწვეული აუცილებელი ხარჯების დაფინანსება
განხორციელდება საქართველოს საერთო სასამართლოებისა და საქართველოს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ასიგნებებიდან.
ბ.ბ)
კანონპროექტის
გავლენა
სახელმწიფო,
ავტონომიური
რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
წარმოდგენილი
კანონპროექტი
გავლენას
არ
მოახდენს
სახელმწიფო,
ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ)
კანონპროექტის
გავლენა
სახელმწიფო,
ავტონომიური
რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
წარმოდგენილი კანონპროექტი გავლენას მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის
ხარჯვით ნაწილზე. კერძოდ, პროექტის თანახმად, საქართველოში კანონიერი
საფუძვლის
გარეშე
მყოფი
უცხოელის
გამოვლენის
ან/და
უცხოელის
საცხოვრებელი ადგილის გადამოწმების ან უცხოელის სამგზავრო დოკუმენტის
მოძიების მიზნით, რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლის ბრძანების
საფუძველზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი
ორგანო უფლებამოსილი იქნება შეამოწმოს უცხოელის საცხოვრებელი ან სამუშაო
ადგილი
ან
შევიდეს
სხვაგვარ
კერძო
საკუთრებაში,
მფლობელობაში.
აღნიშნულისთვის აუცილებელი იქნება შუამდგომლობის წარდგენა რაიონულ
(საქალაქო) სასამართლოში.
საგულისხმოა, რომ უცხოელის საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის გადამოწმების
ან სხვაგვარ კერძო საკუთრებაში, მფლობელობაში შესვლის უფლება ექნება
საქართველოს
შინაგან
შესაბამისად,
ეს
საქმეთა
უკანასკნელი
სამინისტროს
მიგრაციის
უზრუნველყოფს
დეპარტამენტს,
რაიონული
(საქალაქო)
სასამართლოსთვის შუამდგომლობით მიმართვას. აღნიშნულ უფლებამოსილებას,
საქართველოს
შინაგან
საქმეთა
სამინისტრო
უზრუნველყოფს
არსებული
ადამიანური რესურსის გამოყენებით და თანამშრომელთა რაოდენობის ზრდა არ
არის დაგეგმილი. ამასთან, სასამართლოსთვის დასაბუთებული შუამდგომლობის
წარდგენისთვის
აუცილებელი
ადმინისტრაციული
ხარჯების
დაფინანსება
მოხდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ასიგნებებიდან, ხოლო
ხარჯების ოდენობა დამოკიდებული იქნება სასამართლოსთვის წარსადგენ
შუამდგომლობათა ყოველწლიურ რაოდენობაზე.
გარდა ამისა, რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მიერ საქართველოს შინაგან
საქმეთა სამინისტროს შუამდგომლობის განხილვისა და ბრძანების გამოცემისთვის
აუცილებელი ადმინისტრაციული ხარჯების დაფინანსება მოხდება საქართველოს
საერთო
სასამართლოების
ასიგნებებიდან,
ხოლო
ხარჯების
ოდენობა
დამოკიდებული იქნება წლის განმავლობაში განხილული შუამდგომლობების
რაოდენობაზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი
ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის
მიღება
სახელმწიფოს
ვალდებულებების აღებას არ ითვალისწინებს.
მხრიდან
ახალი
ფინანსური
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ
პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც
მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი
გავლენა:
კანონპროექტი არ არის დაკავშირებული ფინანსურ შედეგებთან იმ პირთათვის,
ვისზეც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობის შემოღებას.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტის
მიღება
არ
იქონიებს
ზეგავლენას
ბავშვის
უფლებრივ
მდგომარეობაზე.
ბ2)
ქალისა
და
მამაკაცის
თანასწორობის
მდგომარეობაზე
კანონპროექტის
მოსალოდნელი
ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა ქალისა და მამაკაცის
თანასწორობის მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
ხელშეკრულებებთან
მიმართება
და
საქართველოს
ორმხრივ
შეთანხმებებთან,
და
მრავალმხრივ
აგრეთვე,
ისეთი
ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება
კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს/შეთანხმებებს.
კანონპროექტის
მიღება
არ
უკავშირდება
რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და,
მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ
წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან
დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა
მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების,
სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ)
სხვა
ქვეყნების
გამოცდილება
კანონპროექტის
მსგავსი
კანონების
იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად
იქნა
გამოყენებული
კანონპროექტის
მომზადებისას,
ასეთი
მიმოხილვის
მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე)
კანონპროექტის
ავტორი:
საქართველოს
პარლამენტის
წევრები:
არჩილ
გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, დავით მათიკაშვილი,
რატი იონათამიშვილი, ალუდა ღუდუშაური, თენგიზ შარმანაშვილი, გურამ
მაჭარაშვილი, აკაკი ალადაშვილი.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: არჩილ
გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, დავით მათიკაშვილი,
რატი იონათამიშვილი, ალუდა ღუდუშაური, თენგიზ შარმანაშვილი, გურამ
მაჭარაშვილი, აკაკი ალადაშვილი.