„საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
25.06.2025
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, ალუდა ღუდუშაური, რატი იონათამიშვილი, დავით მათიკაშვილი, თენგიზ შარმანაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, აკაკი ალადაშვილი
ნომერი
#07-3/78/11
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-06-30
ბიუროს ნომერი 65

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №39(46), 1999 წელი, მუხ. 190) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. დაემატოს შემდეგი შინაარსის VII34 თავი: „თავი VII34. ადმინისტრაციული სამართალწარმოება არალეგალური მიგრაციის გამოვლენის მიზნით უცხოელის საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის ან სხვა კერძო საკუთრების/მფლობელობის შემოწმებასთან დაკავშირებით“ 132 „მუხლი 21 . მოსამართლის ბრძანება უცხოელის საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის ან სხვა კერძო საკუთრების/მფლობელობის შემოწმების თაობაზე „1. „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა შესახებ“ საქართველოს კანონის 532 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე გამოსცემს ბრძანებას უცხოელის საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის ან სხვა კერძო საკუთრების/მფლობელობის შემოწმების თაობაზე. 133 მუხლი 21 . საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს შუამდგომლობა უცხოელის საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის ან სხვა კერძო საკუთრების/მფლობელობის შემოწმების თაობაზე 1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს შუამდგომლობა უცხოელის საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის ან სხვა კერძო საკუთრების/მფლობელობის შემოწმების თაობაზე სასამართლოს წარედგინება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს ადგილსამყოფლის მიხედვით. აღნიშნული შუამდგომლობა მოსამართლეს წარედგინება შემოწმების დაწყებამდე. 2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს შუამდგომლობა უცხოელის საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის ან სხვა კერძო საკუთრების/მფლობელობის შემოწმების თაობაზე უნდა შეიცავდეს შემოწმების ჩატარების საფუძვლებსა და ჩატარების საჭიროების დასაბუთებას. შუამდგომლობაში მიეთითება იმ საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის ან სხვა კერძო საკუთრების/მფლობელობის ზუსტი მონაცემები, რომელიც უნდა შემოწმდეს, შემოწმების ვადა, ხასიათი და ფარგლები, ხოლო უცხოელის სამგზავრო დოკუმენტის განადგურების ან გადამალვის შემთხვევებში - ასევე იმ უცხოელის მონაცემები, რომლის სამგზავრო დოკუმენტის მოძიება ან საცხოვრებელი ადგილის გადამოწმება ხორციელდება. 3. უცხოელის საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის ან სხვა კერძო საკუთრების/მფლობელობის შემოწმების თაობაზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე, მოსამართლე შესაბამის ბრძანებას გამოსცემს ამ შუამდგომლობის წარდგენიდან 72 საათის განმავლობაში. 4. მოსამართლე უცხოელის საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის ან სხვა კერძო საკუთრების/მფლობელობის შემოწმების თაობაზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს შუამდგომლობას განიხილავს ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა კერძო მესაკუთრის/მფლობელის ან დამსაქმებლის შეუტყობინებლად, რომლის/რომელთა ადგილზე შემოწმებასაც ითხოვს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო. 5. უცხოელის საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის ან სხვა კერძო საკუთრების/მფლობელობის შემოწმების თაობაზე მოსამართლის ბრძანებაში აღინიშნება: ა) ბრძანების შედგენის თარიღი და ადგილი; ბ) განკარგულება უცხოელის საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის ან სხვა კერძო საკუთრების/მფლობელობის შემოწმების შესახებ, შესაბამისი დასაბუთება, უცხოელის საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის ან სხვა კერძო საკუთრების/მფლობელობის ადგილის თაობაზე ზუსტი მონაცემები, ასევე მესაკუთრის/მფლობელის ან დამსაქმებლის შესახებ ინფორმაცია, ხოლო უცხოელის სამგზავრო დოკუმენტის განადგურების ან გადამალვის შემთხვევებში - ასევე იმ უცხოელის მონაცემები, რომლის სამგზავრო დოკუმენტის მოძიება ან საცხოვრებელი ადგილის გადამოწმება ხორციელდება; გ) ბრძანების მოქმედების ვადა, რომლის ფარგლებში დასაშვებია უცხოელის საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის ან სხვა კერძო საკუთრების/მფლობელობის შემოწმება; დ) მოსამართლის ხელმოწერა და სასამართლოს ბეჭედი. 6. უცხოელის საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის ან სხვა კერძო საკუთრების/მფლობელობის შემოწმებაზე უარის თქმის შესახებ ბრძანებაში აღინიშნება: ა) ბრძანების შედგენის თარიღი და ადგილი; ბ) განკარგულება უცხოელის საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის ან სხვა კერძო საკუთრების/მფლობელობის შემოწმებაზე უარის თქმის შესახებ, შესაბამისი დასაბუთება, უცხოელის საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის ან სხვა კერძო საკუთრების/მფლობელობის ადგილის თაობაზე ზუსტი მონაცემები, ასევე მესაკუთრის/მფლობელის ან დამსაქმებლის შესახებ ინფორმაცია, რომლის/რომელთა შემოწმებაზეც უარი ითქვა; გ) მოსამართლის ხელმოწერა და სასამართლოს ბეჭედი. 7. უცხოელის საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის ან სხვა კერძო საკუთრების/მფლობელობის შემოწმების შესახებ მოსამართლის ბრძანება დგება 3 ეგზემპლარად. ერთი ეგზემპლარი რჩება სასამართლოში, ხოლო ორი გადაეცემა (ეგზავნება) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოს, რომელიც ერთ ეგზემპლარს წარუდგენს (გადასცემს) საცხოვრებელი ადგილის ან სხვა კერძო მფლობელობის მესაკუთრეს/მფლობელს ან დამსაქმებელს ადგილზე შემოწმების დაწყებამდე. შემოწმებაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლის ბრძანება დგება 3 ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი ეგზემპლარი რჩება სასამართლოში, ხოლო 2 გადაეცემა (ეგზავნება) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოს. 8. უცხოელის საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის ან სხვა კერძო საკუთრების/მფლობელობის შემოწმების შესახებ მოსამართლის ბრძანების მოქმედების ვადაა 1 თვე. 9. უცხოელის საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის ან სხვა კერძო საკუთრების/მფლობელობის შემოწმების შესახებ ან შემოწმებაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლის ბრძანება საჯაროდ არ ცხადდება. 10. მოსამართლის ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე და მისი გასაჩივრება არ აჩერებს ბრძანების მოქმედებას. 11. საჩივარი მოსამართლის ბრძანების გაუქმების თაობაზე საცხოვრებელი ადგილის ან სხვა კერძო საკუთრების/მფლობელობის მესაკუთრის/მფლობელის ან დამსაქმებელის ან იმ უცხოელის მიერ, რომლის მიმართაც ტარდება შემოწმება, შეიტანება ბრძანების გამომცემ სასამართლოში მხარისათვის ბრძანების ასლის გადაცემიდან 48 საათის განმავლობაში. მოსამართლე საჩივარს საქმის მასალებთან ერთად დაუყოვნებლივ უგზავნის სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს. საჩივრისა და თანდართული მასალების ასლები ეგზავნება მეორე მხარეს. 12. საჩივარი სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში განიხილება ერთპიროვნულად, პირველ ინსტანციაში სასამართლო განხილვისათვის დადგენილი წესით. 13. სააპელაციო ინსტანციის სასამართლო გასაჩივრებულ ბრძანებას აუქმებს ბრძანებით. 14. სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს ბრძანება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.“. 134 მუხლი 21 . უცხოელის საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის ან სხვა კერძო საკუთრების/მფლობელობის შემოწმება გადაუდებელი აუცილებლობისას 1. იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს გადაუდებელი აუცილებლობა და დაყოვნებამ შეიძლება გამოიწვიოს უცხოელის მიმალვა ან უცხოელის სამგზავრო დოკუმენტის განადგურება ან გადამალვა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო უფლებამოსილია დაიწყოს საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის ან სხვა კერძო საკუთრების/მფლობელობის შემოწმება და 24 საათის განმავლობაში შესაბამისი შუამდგომლობით მიმართოს მოსამართლეს. შუამდგომლობის წარდგენისას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილმა ორგანომ უნდა დაასაბუთოს, თუ რაში მდგომარეობდა შემოწმების გადაუდებელი აუცილებლობა. 2. მოსამართლე მასალების შესვლიდან არა უგვიანეს 24 საათისა ზეპირი მოსმენის გარეშე წყვეტს შუამდგომლობას. შუამდგომლობა განიხილება ამ კოდექსის 21133 მუხლით გათვალისწინებული წესის შესაბამისად. შუამდგომლობის განხილვისას მოსამართლე ამოწმებს მოსამართლის ბრძანების გარეშე ჩატარებული უცხოელის საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის ან სხვა კერძო საკუთრების/მფლობელობის შემოწმების კანონიერებას. 3. მასალების განხილვის შემდეგ სასამართლოს გამოაქვს შემდეგი გადაწყვეტილება: ა) ჩატარებული შემოწმების კანონიერად ცნობის შესახებ; ბ) ჩატარებული შემოწმების უკანონოდ ცნობისა და მიღებული ინფორმაციის ადმინისტრაციულ წარმოებაში გამოყენების დაუშვებლად ცნობის შესახებ. 2. 34-ე მუხლის 11 ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ ქვეპუნქტი: „გ1) საჩივრები/სააპელაციო საჩივრები ამ კოდექსის VII34 თავით გათვალისწინებულ დავაზე;“. მუხლი 2 ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: წინამდებარე კანონპროექტის მომზადება განპირობებულია „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტით, რომლის მიზანია საქართველოში უკანონო მიგრაციასთან ბრძოლა და მისი პრევენცია. დასახელებული კანონპროექტის თანახმად, საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხოელის გამოვლენის ან/და უცხოელის საცხოვრებელი ადგილის გადამოწმების ან უცხოელის სამგზავრო საქართველოს შინაგან საქმეთა დოკუმენტის მოძიების მიზნით, სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო უფლებამოსილი იქნება შეამოწმოს უცხოელის საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილი ან შევიდეს სხვაგვარ კერძო საკუთრებაში, მფლობელობაში რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლის ბრძანების საფუძველზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აუცილებელია თანმდევი საკანონმდებლო ცვლილება შევიდეს საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში და არალეგალური მიგრაციის გამოვლენის მიზნით უცხოელის საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის ან სხვა კერძო საკუთრების/მფლობელობის შემოწმებასთან დაკავშირებით განისაზღვროს ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესი. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: ვინაიდან საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი განსაზღვრავს საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული საქმეების განხილვისა და გადაწყვეტის საპროცესო წესებს, არალეგალური მიგრაციის გამოვლენის მიზნით უცხოელის საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის ან სხვა კერძო საკუთრების/მფლობელობის ადმინისტრაციული სამართალწარმოების შემოწმებასთან წესის დაკავშირებით განსაზღვრის აუცილებელია ცვლილება შევიდეს დასახელებულ კოდექსში. მიზნით ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: წარმოდგენილი კანონის ადმინისტრაციული პროექტის მიღების სამართალწარმოების შედეგად წესი, განისაზღვროს არალეგალური მიგრაციის გამოვლენის მიზნით უცხოელის საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის ან სხვა კერძო საკუთრების/მფლობელობის შემოწმებასთან დაკავშირებით. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: წარმოდგენილი კანონის პროექტით ცვლილება შედის საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში და კოდექსს ემატება ახალი, VII34 თავი. ცვლილების თანახმად, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა შესახებ“ საქართველოს კანონის 532 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე გამოსცემს ბრძანებას უცხოელის საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის ან სხვა კერძო საკუთრების/მფლობელობის შემოწმების თაობაზე. ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის VII34 თავი არეგულირებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს შუამდგომლობასთან დაკავშირებულ საკითხებს. კერძოდ, საქართველოს შინაგან საქმეთა მოსამართლეს სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს შუამდგომლობა წარედგინება შემოწმების დაწყებამდე. მოსამართლე დასახელებული შუამდგომლობის საფუძველზე შესაბამის ბრძანებას გამოსცემს მისი წარდგენიდან 72 საათის განმავლობაში. მოსამართლის ბრძანება შედგება 3 ეგზემპლარად და ერთი ეგზემპლარი დარჩება სასამართლოში, ხოლო ორი გადაეცემა (გაეგზავნება) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოს, რომელიც ერთ ეგზემპლარს წარუდგენს (გადასცემს) საცხოვრებელი ადგილის ან სხვა კერძო მფლობელობის მესაკუთრეს/მფლობელს ან დამსაქმებელს ადგილზე შემოწმების დაწყებამდე. წარმოდგენილი ცვლილების თანახმად, რეგულირდება მოსამართლის დასაბუთებული ბრძანების გაუქმების თაობაზე საჩივართან დაკავშირებული საკითხები, კერძოდ აღნიშნული საჩივარი შეიტანება ბრძანების გამომცემ სასამართლოში მხარისათვის ბრძანების ასლის გადაცემიდან 48 საათის განმავლობაში. მოსამართლე საჩივარს საქმის მასალებთან ერთად დაუყოვნებლივ გაუგზავნის სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს. საჩივრისა და თანდართული მასალების ასლები გაეგზავნება მეორე მხარეს. საჩივარი სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში განიხილება კოლეგიალურად, პირველ ინსტანციაში სასამართლო განხილვისათვის დადგენილი წესით და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს ბრძანება იქნება საბოლოო. ამასთან, წარმოდგენილი პროექტით განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს დასაბუთებული შუამდგომლობის განხილვის წესი, იმ შემთხვევაში, როდესაც უცხოელის საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის ან სხვა კერძო საკუთრების/მფლობელობის შემოწმება წარმოადგენს გადაუდებელ აუცილებლობას. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): აღნიშნული ქვეპუნქტის მოქმედება არ ვრცელდება კანონპროექტზე, რადგან იგი არაა ინიციირებული საქართველოს მთავრობის მიერ. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, რადგან ეს უკანასკნელი მისი მიზნიდან და შინაარსიდან გამომდინარე, არ ითხოვს ამოქმედების უფრო გვიანდელი ვადის დადგენას. ამასთანავე, კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისათვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტით წარმოდგენილი საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, აუცილებელია რიგგარეშე სესიაზე მიღება. შესაბამისად, ინიციატორების მიერ მოთხოვნილია კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი) ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსების წყაროა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი. აღნიშნული ხარჯები საჭიროების შესაბამისად დაფინანსდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს საერთო სასამართლოების საბიუჯეტო ასიგნებებიდან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. კერძოდ, უცხოელის საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის ან სხვა კერძო საკუთრების/მფლობელობის შემოწმების შესახებ მოსამართლის დასაბუთებული ბრძანების გაუქმების თაობაზე საჩივრის შეტანის შემთხვევაში პირს მოუწევს „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით სახელმწიფო ბაჟის გადახდა, ხოლო მიღებული შემოსავლების რაოდენობა დამოკიდებული იქნება სასამართლოში განსახილველი საქმეების ყოველწლიურ მაჩვენებელზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: წარმოდგენილი კანონის პროექტი გავლენას მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, რადგან პროექტით გათვალისწინებული სიახლის დანერგვა დაკავშირებული იქნება ადმინისტრაციულ ხარჯებთან. კერძოდ, კანონის პროექტით განისაზღვრება უცხოელის საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის ან სხვა კერძო საკუთრების/მფლობელობის შემოწმების თაობაზე საქართველოს შინაგან შუამდგომლობის საქმეთა განხილვის სამინისტროს წესი. უფლებამოსილი აღნიშნული წესი ორგანოს გულისხმობს, რომ მოსამართლე დასახელებული შუამდგომლობის საფუძველზე შესაბამის ბრძანებას გამოსცემს მისი წარდგენიდან 72 საათის განმავლობაში. ზემოაღნიშნული მიზნით საქართველოს შუამდგომლობის წარდგენას, ხოლო უზრუნველყოფენ არსებული ადამიანური შინაგან საქმეთა სამინისტრო საქმის განხილვას სასამართლო რესურსის გამოყენებით და თანამშრომელთა რაოდენობის ზრდა არ არის დაგეგმილი, ხოლო აუცილებელი ადმინისტრაციული ხარჯი დაფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან სამინისტროსთვის, ასევე საერთო სასამართლოსთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში. დასახელებული ხარჯის ზუსტი ოდენობა დამოკიდებული იქნება შუამდგომლობათა ყოველწლიურ რაოდენობაზე. ამასთან, უცხოელის საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის ან სხვა კერძო საკუთრების/მფლობელობის შემოწმების შესახებ მოსამართლის დასაბუთებული ბრძანების გაუქმების თაობაზე საჩივრის სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში განხილვისთვის აუცილებელი ხარჯის დაფინანსება მოხდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან საერთო სასამართლოსთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება სახელმწიფოს ვალდებულებების აღებას არ ითვალისწინებს. მხრიდან ახალი ფინანსური ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტის მიღება გავლენას მოახდენს იმ პირთა ფინანსურ მდგომარეობაზე, რომელთა მიმართაც გავრცელდება წარმოდგენილი კანონის პროექტი. კანონპროექტის მიღების შემდეგ უცხოელის საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის ან სხვა კერძო საკუთრების/მფლობელობის შემოწმების შესახებ მოსამართლის დასაბუთებული ბრძანების გაუქმების თაობაზე საჩივრის შეტანის შემთხვევაში პირს მოუწევს „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით სახელმწიფო ბაჟის გადახდა, რაც ამ პირის სამართალწარმოებასთან დაკავშირებული ხარჯების გაზრდას გამოიწვევს. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობის შემოღებას. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება ხელშეკრულებებთან და საქართველოს ორმხრივ შეთანხმებებთან, და მრავალმხრივ აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს/შეთანხმებებს. კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, ალუდა ღუდუშაური, თენგიზ შარმანაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, აკაკი ალადაშვილი. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, ალუდა ღუდუშაური, თენგიზ შარმანაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, აკაკი ალადაშვილი.