„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📋 განხილვის ეტაპები
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-06-30
ბიუროს ნომერი 65
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების
შეტანის შესახებ
მუხლი 1.
საქართველოს ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა
კოდექსში
(საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ
იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 119-ე მუხლის:
ა) მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5.
იმ სატრანსპორტო
საშუალების
მართვა,
რომელიც
თვითნებურად
არის
გადაკეთებული (გადაკეთებულია საწვავის ავზი, ძარა, მაყუჩი ან დაყენებულია
ბუნებრივი აირის სისტემა, ან სხვაგვარადაა შეცვლილი სატრანსპორტო საშუალების
კონსტრუქცია
და
იგი
არ
შეესაბამება
საგზაო
მოძრაობის
უსაფრთხოების
უზრუნველყოფის მოთხოვნებს ან/და ქარხანა – დამამზადებლის სტანდარტებს), –
გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.“;
ბ) შენიშვნას დაემატოს 91 ნაწილი:
„91. ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში პოლიციელი
უფლებამოსილია მძღოლი ჩამოაშოროს სატრანსპორტო საშუალების მართვას. ამ
შემთხვევაში ხდება სატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე
გადაყვანა.“.
2. 120-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 და 22 ნაწილები:
„21. სატრანსპორტო საშუალებაზე, საგზაო მოძრაობის მონაწილის შეცდომაში შეყვანის
მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ფერისგან განსხვავებული
ნებისმიერი სხვა ფერის ციმციმა სიგნალის დაყენება, −
გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, აგრეთვე ციმციმა სიგნალის
კონფისკაციას.
2 2.
ამ
მუხლის
21
ნაწილით
გათვალისწინებული
ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა 1 წლის განმავლობაში, −
გამოიწვევს დაჯარიმებას 2 500 ლარის ოდენობით, აგრეთვე ციმციმა სიგნალის
კონფისკაციას.“.
3. 125-ე მუხლის მე-17 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„17. სატრანსპორტო საშუალების განზრახ მოცურება/მოსრიალება ან/და მოცურებით
წრიული
ბრუნვის
კანონმდებლობით
განხორციელება
დადგენილი
წესით
(დრიფტი),
გარდა
საქართველოს
ჩატარებულ
პროფესიულ
სპორტულ
ღონისძიებაში მონაწილეობის შემთხვევისა, − გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის
ოდენობით.“.
4. 127-ე მუხლის:
ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საგზაო მოძრაობის მონაწილის (გარდა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების
მძღოლისა) მიერ „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა
დარღვევა
ან/და
საგზაო
მოძრაობის
მარეგულირებელი
სიგნალისადმი
დაუმორჩილებლობა, აგრეთვე საგზაო ნიშნის ან საგზაო მონიშვნის მოთხოვნათა
უგულებელყოფა (გარდა ამ მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილებით გათვალისწინებული
შემთხვევისა), −
გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით.“;
ბ) 11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„11. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის
განმეორებით ჩადენა 1 წლის განმავლობაში −
გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.“;
გ) მე-3 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 და მე-5 ნაწილები:
„4.
ამ
მუხლის
პირველი
ნაწილით
გათვალისწინებული
ქმედების
ჩადენა
ავტომაგისტრალზე, საერთაშორისო ან შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის
გზაზე, −
გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.
5.
ამ
მუხლის
მეოთხე
ნაწილით
გათვალისწინებული
სამართალდარღვევის
განმეორებით ჩადენა 1 წლის განმავლობაში, −
გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.“.
5. 166-ე მუხლის შენიშვნას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 ნაწილი:
„3. თუ ამ მუხლის რომელიმე ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის
ჩადენისთვის
ადმინისტრაციულსახდელდადებულ
პირს
აღნიშნული სამართალდარღვევის ჩადენისთვის დაკისრებული ჯარიმა საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით არ გადაუხდია, ამ მუხლის მე-2 ნაწილით
გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში
მის მიმართ ადმინისტრაციული სახდელის სახით ჯარიმა არ გამოიყენება და მას
შეეფარდება ადმინისტრაციული პატიმრობა არანაკლებ ამ მუხლის შესაბამისი
ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პატიმრობის მაქსიმალური ვადის
ნახევრით, გარდა იმ შემთხვევისა, თუ სახეზე არ არის ამ კოდექსის 32-ე მუხლის მე-3
ნაწილით გათვალისწინებული გარემოება.“.
6. 173-ე მუხლის შენიშვნას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 ნაწილი:
„3. თუ ამ მუხლის რომელიმე ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის
ჩადენისთვის
ადმინისტრაციულსახდელდადებულ
პირს
აღნიშნული სამართალდარღვევის ჩადენისთვის დაკისრებული ჯარიმა საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით არ გადაუხდია, ამ მუხლის მე-3 ნაწილით
გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში
მის მიმართ ადმინისტრაციული სახდელის სახით ჯარიმა არ გამოიყენება და მას
შეეფარდება ადმინისტრაციული პატიმრობა არანაკლებ ამ მუხლის შესაბამისი
ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პატიმრობის მაქსიმალური ვადის
ნახევრით, გარდა იმ შემთხვევისა, თუ სახეზე არ არის ამ კოდექსის 32-ე მუხლის მე-3
ნაწილით გათვალისწინებული გარემოება.“.
7. 17316 მუხლის შენიშვნას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 ნაწილი:
„3. თუ ამ მუხლის რომელიმე ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის
ჩადენისთვის
ადმინისტრაციულსახდელდადებულ
პირს
აღნიშნული სამართალდარღვევის ჩადენისთვის დაკისრებული ჯარიმა საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით არ გადაუხდია, ამ მუხლის მე-2 ნაწილით
გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში
მის მიმართ ადმინისტრაციული სახდელის სახით ჯარიმა არ გამოიყენება და მას
შეეფარდება ადმინისტრაციული პატიმრობა არანაკლებ ამ მუხლის შესაბამისი
ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პატიმრობის მაქსიმალური ვადის
ნახევრით, გარდა იმ შემთხვევისა, თუ სახეზე არ არის ამ კოდექსის 32-ე მუხლის მე-3
ნაწილით გათვალისწინებული გარემოება.“.
8. 1741 მუხლის შენიშვნას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 ნაწილი:
„3. თუ ამ მუხლის რომელიმე ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის
ჩადენისთვის
ადმინისტრაციულსახდელდადებულ
პირს
აღნიშნული სამართალდარღვევის ჩადენისთვის დაკისრებული ჯარიმა საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით არ გადაუხდია, ამ მუხლის მე-3, მე-6, მე-8 და
მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის
ჩადენის შემთხვევაში მის მიმართ ადმინისტრაციული სახდელის სახით ჯარიმა არ
გამოიყენება და მას შეეფარდება ადმინისტრაციული პატიმრობა არანაკლებ ამ
მუხლის შესაბამისი ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პატიმრობის
მაქსიმალური ვადის ნახევრით, გარდა იმ შემთხვევისა, თუ სახეზე არ არის ამ
კოდექსის 32-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული გარემოება.“.
9. 246-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) შინაგან საქმეთა ორგანოებს – წვრილმანი ხულიგნობის, შეკრების ან მანიფესტაციის
ორგანიზებისა და ჩატარების წესის დარღვევის, პოლიციის მუშაკის, სამხედრო
მოსამსახურის ან სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან მასთან
გათანაბრებული
პირის
კანონიერი
განკარგულებისადმი
ან
მოთხოვნისადმი
დაუმორჩილებლობის, ამ კოდექსის 45-ე, 451, 17316 მუხლებით გათვალისწინებული
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და
ოჯახში
ძალადობის
ჩადენის,
არასრულწლოვანის
განცალკევების
შესახებ
სოციალური მუშაკის გადაწყვეტილებისადმი დაუმორჩილებლობის, პროსტიტუციის,
საზოგადოებრივ ადგილებში მთვრალ, ადამიანის ღირსებისა და საზოგადოებრივი
ზნეობის შეურაცხმყოფელ მდგომარეობაში ყოფნის, საგზაო მოძრაობის წესების
დარღვევის, ნადირობის, თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის წესების დარღვევის,
ცხოველთა
სამყაროს
დაცვისა
და
გამოყენების
შესახებ
საქართველოს
კანონმდებლობის სხვაგვარი დარღვევისა და საქართველოს საკანონმდებლო აქტებით
უშუალოდ გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში;“.
10. 250-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 ნაწილი:
„21. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირის მიერ
იკრძალება იმ სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაცია, რომელიც თვითნებურად
არის გადაკეთებული (გადაკეთებულია საწვავის ავზი, ძარა, მაყუჩი ან დაყენებულია
ბუნებრივი აირის სისტემა, ან სხვაგვარადაა შეცვლილი სატრანსპორტო საშუალების
კონსტრუქცია
და
იგი
არ
შეესაბამება
საგზაო
მოძრაობის
უსაფრთხოების
უზრუნველყოფის მოთხოვნებს ან/და ქარხანა – დამამზადებლის სტანდარტებს).“.
11. 272-ე მუხლის პირველი ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა2“ ქვეპუნქტი:
„ა2) თუ ამ კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევა სახდელის სახით
ითვალისწინებს ადმინისტრაციულ პატიმრობას სხვა სახის სახდელთან ერთად და
ამასთანავე, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა და სახდელის
შეფარდება
ადმინისტრაციული
ორგანოს
კომპეტენციაა,
ასეთ
შემთხვევაში
ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული დადგენილება ჯარიმის დაკისრების
თაობაზე
არ
საჩივრდება
ზემდგომ
ადმინისტრაციულ
ორგანოში
(ზემდგომ
თანამდებობის პირთან) და საჩივრდება უშუალოდ სასამართლოში;“.
12. 275-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 13 ნაწილი:
„13.
ამ
კოდექსის
272-ე
მუხლის
პირველი
ნაწილის
„ა2“
ქვეპუნქტით
გათვალისწინებული დადგენილების სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში,
სასამართლოს მიერ მიღებული დადგენილება ძალაში შედის დადგენილების
გამოტანისთანავე. დადგენილების გასაჩივრება არ აჩერებს მის აღსრულებას.“.
მუხლი 2
1.
ამ
კანონის
ამოქმედებამდე
სამართალდარღვევათა
საქმეებზე,
წარმოებაში
მიღებულ
ამ
ამოქმედების
კანონის
ადმინისტრაციულ
შემდეგ
საქმის
განხილვისას გამოიყენება ამ კანონის პირველი მუხლის მე-11-მე-12 ნაწილები.
2. ამ კანონის ამოქმედებამდე, ამ კანონის პირველი მუხლის მე-11 ნაწილით
განსაზღვრული საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის
272-ე
მუხლის
დადგენილების
პირველი
შესახებ
ნაწილის
ზემდგომ
„ა2“
ქვეპუნქტით
ადმინისტრაციულ
გათვალისწინებული
ორგანოში
(ზემდგომ
თანამდებობის პირთან) შეტანილი საჩივარი, რომელზეც საჩივრის განმხილველი
ადმინისტრაციული
გადაწყვეტილება,
ორგანოს
საქმის
მიერ
მიღებული
მასალებთან
ერთად,
არ
არის
შემაჯამებელი
საჩივრის
განმხილველი
ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განსახილველად იგზავნება სასამართლოში ამ
კანონის ამოქმედებიდან 10 დღის ვადაში.
მუხლი 3
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების
შეტანის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
წარმოდგენილი
კანონის
პროექტის
უსაფრთხოების
უზრუნველყოფისა
მომზადება
განპირობებულია
და
დარგში
ამ
საგზაო
გამოვლენილი
სამართალდარღვევების პრევენციის მიზნით.
საგულისხმოა, რომ ბოლო პერიოდში გახშირებულია საგზაო მოძრაობის მონაწილეთა,
განსაკუთრებით ქვეითად მოსიარულეთა, მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა,
კერძოდ, საგზაო მოძრაობის მარეგულირებელი სიგნალისადმი დაუმორჩილებლობა.
ქვეითად მოსიარულეთა ამგვარი ქცევა, აფერხებს მოძრაობას, ქმნის საავარიო
სიტუაციების რისკს, რაც საფრთხეს უქმნის საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეებს.
მართალია
საქართველოს
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა
კოდექსის
(შემდგომ − სამართალდარღვევათა კოდექსი) 127-ე მუხლის პირველი ნაწილით
სამართალდარღვევას
წარმოადგენს
საგზაო
მოძრაობის
მონაწილის
(გარდა
მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მძღოლისა) მიერ „საგზაო მოძრაობის
შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დარღვევა ან/და საგზაო მოძრაობის
მარეგულირებელი სიგნალისადმი დაუმორჩილებლობა, აგრეთვე საგზაო ნიშნის ან
საგზაო
მონიშვნის
ქმედებისთვის
მოთხოვნათა
დაწესებული
უგულებელყოფა,
ფულადი
სანქცია,
ვერ
თუმცა
დასახელებული
ასრულებს
სახდელის
პრევენციულ ფუნქციას. სწორედ ამიტომ სამართალდარღვევის აღმოფხვრისა და
საგზაო მოძრაობის მონაწილეთა ქცევის მოდიფიცირების მიზნით აუცილებელია
გამკაცრდეს
დაწესებული
პასუხისმგებლობის
ზომა
და
ქმედების
სიმძიმის
გათვალისწინებით დაწესდეს ადეკვატური სანქცია.
გასათვალისწინებელია,
ისიც
რომ
საგზაო
უსაფრთხოების
კუთხით
კვლავ
პრობლემურია ავტომობილების მიერ გამოწვეული ხმაური, რომლითაც მოსახლეობის
უმრავლესობა განსაკუთრებით ღამის საათებშია შეწუხებული. საგულისხმოა, რომ
სატრანსპორტო საშუალებების მიერ ხმაურის გამოწვევის მიზეზი სხვადასხვაა.
განსაკუთრებით
ხშირია
შემთხვევები,
როდესაც
სატრანსპორტო
საშუალების
მფლობელის მიერ სპეციალურად ხდება სატრანსპორტო საშუალების გადაკეთება
იმგვარად, რომ მას მოძრაობისას ჰქონდეს მაღალი ხმა. სწორედ ამიტომ აუცილებელია
დაიხვეწოს საკანონმდებლო ბაზა და პასუხისმგებლობა დაწესდეს პირის მიერ
სატრანსპორტო საშუალების იმგვარად გადაკეთებისთვის, რაც იწვევს ხმაურს.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს კანონმდებლობით სპეციალური ციმციმა სიგნალის
გამოყენება
დასაშვებია
ცალკეული
სატრანსპორტო
საშუალებების
მიერ.
მაგალითისთვის „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის
თანახმად, ოპერატიული ან სპეციალური სამსახურის სატრანსპორტო საშუალების
მძღოლს, რომელსაც სატრანსპორტო საშუალებაზე ჩართული აქვს ლურჯი მოელვარე
სპეციალური ციმციმა სიგნალი და ასრულებს სამსახურებრივ დავალებას, შეუძლია
საგზაო
მოძრაობის
უსაფრთხოების
უზრუნველყოფის
პირობების
დაცვით
გადაუხვიოს ამ კანონით დადგენილ ცალკეულ მოთხოვნებს. აღნიშნულიდან ნათლად
ჩანს კანონმდებლის ნება, რომ საგზაო მოძრაობისას, ცალკეულ შემთხვევებში,
უპირატესობით
ისარგებლოს
გათვალისწინებულმა
საშუალებებზე
მხოლოდ
სატრანსპორტო
დასაშვებია
საქართველოს
საშუალებებმა.
მხოლოდ
კანონმდებლობით
ამასთან,
საქართველოს
სატრანსპორტო
კანონმდებლობით
გათვალისწინებული ფერის სპეციალური ციმციმის დაყენება, ხოლო სატრანსპორტო
საშუალებისათვის სპეციალური სიგნალების დაყენება-გამოყენების თანხმობა გაიცემა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის
მიერ.
საგულისხმოა, რომ პრაქტიკაში მოქალაქეთა მხრიდან გახშირდა საქართველოს
კანონმდებლობით განსაზღვრული ფერების გარდა, სხვა ფერის სპეციალური
სიგნალების დაყენების შემთხვევები, ხოლო მოქმედი კანონმდებლობა არ იძლევა
საშუალებას,
რომ
აღნიშნული
ქმედება
იდენტიფიცირდეს,
როგორც
სამართალდარღვევა,
შესაბამისად,
აუცილებელია
პასუხისმგებლობა
დაწესდეს
სატრანსპორტო საშუალებაზე, საგზაო მოძრაობის მონაწილის შეცდომაში შეყვანის
მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ფერისგან განსხვავებული
ნებისმიერი სხვა ფერის ციმციმა სიგნალის დაყენებისთვის.
გარდა აღნიშნულისა, სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული საქმის
წარმოების პროცედურები საჭიროებს დახვეწას.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
კანონპროექტის
მიღება
აუცილებელია
სამართალდარღვევათა
კოდექსით
განსაზღვრული რიგი სამართალდარღვევებისთვის ადეკვატური და სამართლიანი
სანქციების დაწესების, ასევე, სამართალდარღვევათა კოდექსის სამართლებრივი
სრულყოფისა
და
მისი
ცალკეული
ნორმების
პრაქტიკაში
სათანადო
აღსრულებისთვის.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღებით სამართალდარღვევათა კოდექსი უკეთ უპასუხებს ქვეყანაში
არსებულ ბოლო დროინდელ გამოწვევებს. ამასთან, რიგ სამართალდარღვევებთან
მიმართებით აღმოიფხვრება სამართლებრივი ბუნდოვანება და დაცული იქნება
კანონმდებლობის განსაზღვრულობის პრინციპი.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
წარმოდგენილი კანონის პროექტით ახლებურად ყალიბდება სამართალდარღვევათა
კოდექსის
119-ე
მუხლის
მე-5
ნაწილი,
რომლის
თანახმად
თვითნებურად
გადაკეთებულად ჩაითვლება, მათ შორის ისეთი სატრანსპორტო საშუალება,
რომელსაც გადაკეთებული ექნება სატრანსპორტო საშუალების მაყუჩი. ამასთან,
იზრდება ფულადი სანქცია იმ სატრანსპორტო საშუალების მართვისთვის, რომელიც
თვითნებურად არის გადაკეთებული, აღნიშნული გამოიწვევს დაჯარიმებას 200
ლარის
ოდენობით,
ნაცვლად
100
ლარისა.
გარდა
ამისა,
დასახელებული
სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში პოლიციელი უფლებამოსილი იქნება
მძღოლი ჩამოაშოროს სატრანსპორტო საშუალების მართვას და სატრანსპორტო
საშუალების გადაყვანილი იქნება სპეციალურ დაცულ სადგომზე, გარდა ამისა,
აკრძალული იქნება იმ სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაცია, რომელიც
თვითნებურად
არის
გადაკეთებული,
შესაბამისი
ჩანაწერები
ემატება
სამართალდარღვევათა კოდექსის 119-ე მუხლის შენიშვნასა და 250-ე მუხლს.
წარმოდგენილი პროექტით ცვლილება შედის სამართალდარღვევათა კოდექსის 120-ე
მუხლში და ემატება ახალი სამართალდარღვევები. კერძოდ, პასუხისმგებლობა
წესდება სატრანსპორტო საშუალებაზე, საგზაო მოძრაობის მონაწილის შეცდომაში
შეყვანის მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ფერისგან
განსხვავებული
ნებისმიერი
სხვა
ფერის
ციმციმა
სიგნალის
დაყენებისთვის.
აღნიშნული ქმედება გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, აგრეთვე
ციმციმა
სიგნალის
კონფისკაციასა
და
სატრანსპორტო
საშუალების
მართვის
მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა რაოდენობის შემცირებას 15 ქულით. დასჯადი
იქნება ქმედების განმეორებით ჩადენა, რისთვისაც სანქციის სახით განისაზღვრება
ჯარიმა 2 500 ლარის ოდენობით, აგრეთვე ციმციმა სიგნალის კონფისკაცია და
სატრანსპორტო
საშუალების
მართვის
მოწმობისთვის
მინიჭებული
ქულათა
რაოდენობის 20 ქულით შემცირება.
წარმოდგენილი პროექტით ახლებურად ყალიბდება სამართალდარღვევათა კოდექსის
125-ე მუხლის მე-17 ნაწილი და ავტომობილის ნაცვლად მიეთითება სატრანსპორტო
საშუალება, შესაბამისად ე.წ. დრიფტისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა
დაეკისრება ყველა სახის სატრანსპორტო საშუალების მძღოლს.
წარმოდგენილი პროექტით ცვლილება შედის სამართალდარღვევათა კოდექსის 127-ე
მუხლში და იზრდება ფულადი სანქცია საგზაო მოძრაობის მონაწილის (გარდა
მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მძღოლისა) მიერ „საგზაო მოძრაობის
შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დარღვევისთვის ან/და საგზაო
მოძრაობის მარეგულირებელი სიგნალისადმი დაუმორჩილებლობისთვის, აგრეთვე
საგზაო
ნიშნის
ან
საგზაო
მონიშვნის
მოთხოვნათა
უგულებელყოფისთვის.
აღნიშნული 10 ლარის ნაცვლად გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 50 ლარის
ოდენობით, ხოლო 20 ლარიდან 100 ლარამდე იზრდება სანქცია წარმოდგენილი
ქმედების განმეორებით ჩადენისთვის. ამასთან, სამართალდარღვევათა კოდექსის 127ე მუხლს ემატება ახალი სამართალდარღვევები. კერძოდ, ადმინისტრაციული
პასუხისმგებლობა
წესდება
ავტომაგისტრალზე,
საერთაშორისო
ან
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზაზე, საგზაო მოძრაობის მონაწილის მიერ
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დარღვევისთვის
ან/და
საგზაო
მოძრაობის
დაუმორჩილებლობისთვის,
მარეგულირებელი
აგრეთვე
საგზაო
ნიშნის
ან
სიგნალისადმი
საგზაო
მონიშვნის
მოთხოვნათა უგულებელყოფისთვის. აღნიშნული გამოიწვევს დაჯარიმებას 100
ლარის ოდენობით, ხოლო ქმედების განმეორებით ჩადენა 1 წლის განმავლობაში,
გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.
წარმოდგენილი კანონის პროექტით, სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე, 173-ე,
17316 და 1741 მუხლების შენიშვნას ემატება ჩანაწერი, რომლის თანახმადაც თუ პირი
დასახელებული
სამართალდარღვევის
მუხლებით
ჩადენისთვის
გათვალისწინებული
დაკისრებულ
ადმინისტრაციული
ჯარიმას
საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით არ გადაიხდის, ქმედების განმეორებით
ჩადენის შემთხვევაში მის მიმართ ადმინისტრაციული სახდელის სახით ჯარიმა არ
გამოიყენება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ სახეზე არ იქნება ადმინისტრაციული
პატიმრობის გამოყენების შეუძლებლობის საფუძვლები.
წარმოდგენილი კანონის პროექტით, სამართალდარღვევათა კოდექსის 272-ე მუხლის
პირველ ნაწილს ემატება „ა2“ ქვეპუნქტი ჩანაწერი, რომლის თანახმად, თუ
სამართალდარღვევათა
კოდექსით
გათვალისწინებული
სამართალდარღვევა
სახდელის სახით ითვალისწინებს ადმინისტრაციულ პატიმრობას სხვა სახის
სახდელთან ერთად და ამასთანავე, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის
განხილვა და სახდელის შეფარდება ადმინისტრაციული ორგანოს კომპეტენციაა, ასეთ
შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული დადგენილება ჯარიმის
დაკისრების თაობაზე არ გასაჩივრდება ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში
(ზემდგომ თანამდებობის პირთან) და გასაჩივრდება უშუალოდ სასამართლოში.
ამასთან, დასახელებული დადგენილების სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში,
სასამართლოს
მიერ
მიღებული
დადგენილება
ძალაში
შევა
დადგენილების
გამოტანისთანავე, ხოლო დადგენილების გასაჩივრება არ შეაჩერებს მის აღსრულებას.
აღნიშნულიდან გამომდინარე შესაბამისი ცვლილება შედის სამართალდარღვევათა
კოდექსის 275-ე მუხლში.
წარმოდგენილი პროექტის მე-2 მუხლის თანახმად, ამ კანონის ამოქმედებამდე
წარმოებაში მიღებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებზე, ამ
კანონის ამოქმედების შემდეგ საქმის განხილვისას გამოიყენება ამ პროექტით
წარმოდგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის გასაჩივრების წესი,
ხოლო
ამ
კანონის
ამოქმედებამდე,
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა
კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული
2
დადგენილების
შესახებ
ზემდგომ
ადმინისტრაციულ
ორგანოში
(ზემდგომ
თანამდებობის პირთან) შეტანილი საჩივარი, რომელზეც საჩივრის განმხილველი
ადმინისტრაციული
გადაწყვეტილება,
ორგანოს
საქმის
მიერ
მიღებული
მასალებთან
ერთად,
არ
არის
შემაჯამებელი
საჩივრის
განმხილველი
ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განსახილველად გაიგზავნება სასამართლოში ამ
კანონის ამოქმედებიდან 10 დღის ვადაში.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს
მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
აღნიშნული ქვეპუნქტის მოქმედება არ ვრცელდება კანონპროექტზე, რადგან იგი არაა
ინიციირებული საქართველოს მთავრობის მიერ.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, რადგან ეს უკანასკნელი მისი
მიზნიდან და შინაარსიდან გამომდინარე, არ ითხოვს ამოქმედების უფრო გვიანდელი
ვადის დადგენას. ამასთანავე, კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისათვის
უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით
განხილვას):
კანონპროექტით
წარმოდგენილი
საკითხის
მნიშვნელობიდან
გამომდინარე,
აუცილებელია რიგგარეშე სესიაზე მიღება. შესაბამისად, ინიციატორების მიერ
მოთხოვნილია კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი)
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის
მიღებით
გამოწვეული
აუცილებელი
ხარჯების
დაფინანსება
განხორციელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საერთო
სასამართლოების ასიგნებებიდან.
ბ.ბ)
კანონპროექტის
გავლენა
სახელმწიფო,
ავტონომიური
რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე,
რაც
გამოწვეული
სამართალდარღვევებისთვის
იქნება
პროექტით
გათვალისწინებული
დაწესებული
სანქციისა
და
ახალი
ცალკეულ
სამართალდარღვევებზე გაზრდილი ფულადი სანქციის სახელმწიფო ბიუჯეტში
მიმართვით.
წარმოდგენილი
პროექტით,
ადმინისტრაციული
პასუხისმგებლობა
წესდება
სატრანსპორტო საშუალებაზე, საგზაო მოძრაობის მონაწილის შეცდომაში შეყვანის
მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ფერისგან განსხვავებული
ნებისმიერი სხვა ფერის ციმციმა სიგნალის დაყენებისთვის. აღნიშნული ქმედება
გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, აგრეთვე ციმციმა სიგნალის
კონფისკაციასა და სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობისთვის მინიჭებული
ქულათა რაოდენობის შემცირებას 15 ქულით. დასჯადი იქნება ქმედების განმეორებით
ჩადენა, რისთვისაც სანქციის სახით განისაზღვრება ჯარიმა 2 500 ლარის ოდენობით,
აგრეთვე ციმციმა სიგნალის კონფისკაცია და სატრანსპორტო საშუალების მართვის
მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა რაოდენობის 20 ქულით შემცირება.
ამასთან, წარმოდგენილი კანონის პროექტით ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა
წესდება
ავტომაგისტრალზე,
საერთაშორისო
ან
შიდასახელმწიფოებრივი
მნიშვნელობის გზაზე, საგზაო მოძრაობის მონაწილის მიერ „საგზაო მოძრაობის
შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დარღვევისთვის ან/და საგზაო
მოძრაობის მარეგულირებელი სიგნალისადმი დაუმორჩილებლობისთვის, აგრეთვე
საგზაო
ნიშნის
ან
საგზაო
მონიშვნის
მოთხოვნათა
უგულებელყოფისთვის.
აღნიშნული გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით, ხოლო ქმედების
განმეორებით ჩადენა 1 წლის განმავლობაში, გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის
ოდენობით.
გარდა ამისა, წარმოდგენილი კანონის პროექტით იზრდება ფულადი სანქცია იმ
სატრანსპორტო
საშუალების
მართვისთვის,
რომელიც
თვითნებურად
არის
გადაკეთებული, აღნიშნული გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით,
ნაცვლად 100 ლარისა. საგულისხმოა ისიც, რომ ფართოვდება დაჯარიმებად
ქმედებათა ნუსხაც, რადგან ემატება დაჯარიმება იმ სატრანსპორტო საშუალების
მართვისთვის, რომელსაც მაყუჩი აქვს გადაკეთებული. ასევე, იზრდება ფულადი
სანქცია
საგზაო
მოძრაობის
მონაწილის
(გარდა
მექანიკური
სატრანსპორტო
საშუალების მძღოლისა) მიერ „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის
მოთხოვნათა
დარღვევისთვის
ან/და
საგზაო
მოძრაობის
მარეგულირებელი
სიგნალისადმი დაუმორჩილებლობისთვის, აგრეთვე საგზაო ნიშნის ან საგზაო
მონიშვნის მოთხოვნათა უგულებელყოფისთვის. აღნიშნული 10 ლარის ნაცვლად
გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით. 20 ლარიდან 100 ლარამდე
იზრდება სანქცია წარმოდგენილი ქმედების განმეორებით ჩადენისთვისაც.
აღნიშნულის გათვალისწინებით, წარმოდგენილი ცვლილება გავლენას მოახდენს
სახელმწიფო
ბიუჯეტის
საშემოსავლო
ნაწილზე.
კერძოდ,
ზემოაღნიშნული
დარღვევებისთვის დაწესებული ჯარიმის გადახდისას, სამართალდამრღვევის მიერ
თანხის
ჩარიცხვა
განხორციელდება
სახელმწიფო
ბიუჯეტში.
ასევე,
სამართალდამრღვევს პირისთვის სანქციის სახით ციმციმა სიგნალის კონფისკაციის
დაკისრებისას,
აღნიშნული
მიექცევა
სახელმწიფოს
საკუთრებაში
და
მისი
რეალიზაციით მიღებული შემოსავალი გავლენას მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე. საგულისხმოა, რომ წარმოდგენილი შემოსავლების მიღება
დამოკიდებულია
სამართალდარღვევის
ყოველწლიურ
რაოდენობაზე,
ასევე
კონფისკებულ ციმციმა სიგნალის რაოდენობაზე.
ასევე, წარმოდგენილი პროექტით, ფართოვდება იმ სატრანსპორტო საშუალებათა
ნუსხა, რომელთა მოცურება/მოსრიალება ან/და მოცურებით წრიული ბრუნვის
განხორციელება (დრიფტი) გამოიწვევს დაჯარიმებას. შესაბამისად, აღნიშნული
ცვლილება გავლენას მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
საგულისხმოა, რომ წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, სამართალდარღვევათა
კოდექსის 119-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის
ჩადენის შემთხვევაში შესაძლებელი იქნება სატრანსპორტო საშუალების სპეციალურ
დაცულ სადგომზე გადაყვანა. გასათვალისწინებელია, რომ „საქართველოს შინაგან
საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის
იურიდიული პირის − საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112-ის“
მომსახურების
სახეების,
საფასურებისა
და
ვადების
დამტკიცების
შესახებ“
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 დეკემბრის №660 დადგენილებით
განსაზღვრულია საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112-ის“ დაცულ
სადგომზე
სატრანსპორტო
საშუალების
კატეგორიის
საშუალების
მიხედვით.
დგომის
საფასური
ხაზგასასმელია,
რომ
სატრანსპორტო
სატრანსპორტო
საშუალების ტრანსპორტირებისა და სპეციალურ დაცულ სადგომზე შენახვის
ხარჯების ანაზღაურება სამართალდამრღვევს ეკისრება.
ყოველივე
ზემოაღნიშნულის
გათვალისწინებით,
სატრანსპორტო
საშუალების
სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანის შემთხვევაში, ტრანსპორტირებისა და
სპეციალურ
დაცულ
სადგომზე
შენახვის
ხარჯების
ანაზღაურებისას
სამართალდამრღვევის მიერ თანხის ჩარიცხვა განხორციელდება საქართველოს
შინაგან
საქმეთა
სამინისტროს
საჯარო
სამართლის
იურიდიული
პირის
–
საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის ბიუჯეტში, რაც
გაზრდის, ამ უკანასკნელის შემოსავალს. აღნიშნულის პროპორციულად გაიზრდება
სახელმწიფო ბიუჯეტში მიმართული თანხის ოდენობაც. საგულისხმოა, რომ
აღნიშნული შემოსავლების მიღება დამოკიდებული იქნება სამართალდარღვევის
ყოველწლიურ რაოდენობასა და სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანილი
სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობაზე.
ბ.გ)
კანონპროექტის
გავლენა
სახელმწიფო,
ავტონომიური
რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
წარმოდგენილი კანონპროექტი გავლენას მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე,
რადგან
ახალი
სამართალდარღვევისთვის
პასუხისმგებლობის
დაკისრებისთვის აუცილებელი იქნება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის
ოქმის გამოწერა, რაც დაკავშირებული იქნება ადმინისტრაციულ ხარჯებთან, ხოლო
ხარჯების ოდენობა დამოკიდებული იქნება სამართალდარღვევის ყოველწლიურ
რაოდენობაზე.
ამასთან, სამართალდამრღვევს პირისთვის სანქციის სახით ციმციმა სიგნალის
კონფისკაციისას,
აღნიშნული
მიექცევა
სახელმწიფოს
საკუთრებაში,
ხოლო
კონფისკებული ციმციმა სიგნალის რეალიზაციამდე მისი შენახვის ხარჯები გავლენას
მოახდენს
სახელმწიფო
ბიუჯეტის
ხარჯვით
ნაწილზე.
გარდა
ამისა,
სამართალდამრღვევის მიერ საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული
გასაჩივრების უფლებით სარგებლობის შემთხვევაში, საერთო სასამართლოების მიერ
საქმის
განხილვა
წარმოდგენილი
მოხდება
მისთვის
გამოყოფილი
ასიგნებების
ხარჯების
ოდენობა
დამოკიდებულია
ფარგლებში.
სამართალდარღვევის
ყოველწლიურ რაოდენობაზე, ასევე კონფისკებულ ციმციმა სიგნალის რაოდენობაზე.
ამასთან, კანონპროექტით წარმოდგენილი ახალი სამართალდარღვევების განხილვისა
და მასზე ოქმის შედგენის უფლებამოსილება ექნება საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროს
უფლებამოსილის
აუცილებელი
ხარჯების
პირს,
გამოყოფა
სამინისტროს ასიგნებების ფარგლებში.
შესაბამისად
მოხდება
საქმის
საქართველოს
განხილვისთვის
შინაგან
საქმეთა
კანონპროექტმა შესაძლოა გავლენა მოახდინოს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე, რადგან საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის
166-ე, 173-ე, 17316 და 1741 მუხლების შენიშვნას ემატება ჩანაწერი, რომლის თანახმადაც
თუ პირი დასახელებული მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის
ჩადენისთვის
დაკისრებულ
ჯარიმას
საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით არ გადაიხდის, ქმედების განმეორებით
ჩადენის შემთხვევაში მის მიმართ ადმინისტრაციული სახდელის სახით ჯარიმა არ
გამოიყენება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ სახეზე არ იქნება ადმინისტრაციული
პატიმრობის
გამოყენების
სამართალდარღვევებისათვის
შეუძლებლობის
საფუძვლები.
გათვალისწინებული
სხვა
აღნიშნული
სახდელის
(ადმინისტრაციული პატიმრობის) გამოყენება დაკავშირებულია შესაბამისი ხარჯის
გაწევასთან. ხარჯის ოდენობა დამოკიდებულია აღნიშნული სამართალდარღვევების
ჩადენის რაოდენობაზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი
ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება სახელმწიფოს მხრიდან ახალი ფინანსური ვალდებულებების
აღებას არ ითვალისწინებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ
პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც
მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი
გავლენა:
კანონპროექტის მიღება გავლენას მოახდენს იმ პირთა ფინანსურ მდგომარეობაზე,
რომელთა მიმართაც გავრცელდება წარმოდგენილი კანონის პროექტი.
წარმოდგენილი პროექტის თანახმად, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა წესდება
სატრანსპორტო საშუალებაზე, საგზაო მოძრაობის მონაწილის შეცდომაში შეყვანის
მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ფერისგან განსხვავებული
ნებისმიერი სხვა ფერის ციმციმა სიგნალის დაყენებისთვის. აღნიშნული ქმედება
გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, აგრეთვე ციმციმა სიგნალის
კონფისკაციასა და სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობისთვის მინიჭებული
ქულათა რაოდენობის შემცირებას 15 ქულით. დასჯადი იქნება ქმედების განმეორებით
ჩადენა, რისთვისაც სანქციის სახით განისაზღვრება ჯარიმა 2 500 ლარის ოდენობით,
აგრეთვე ციმციმა სიგნალის კონფისკაცია და სატრანსპორტო საშუალების მართვის
მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა რაოდენობის 20 ქულით შემცირება.
ამასთან, წარმოდგენილი კანონის პროექტით ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა
წესდება
ავტომაგისტრალზე,
საერთაშორისო
ან
შიდასახელმწიფოებრივი
მნიშვნელობის გზაზე, საგზაო მოძრაობის მონაწილის მიერ „საგზაო მოძრაობის
შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დარღვევისთვის ან/და საგზაო
მოძრაობის მარეგულირებელი სიგნალისადმი დაუმორჩილებლობისთვის, აგრეთვე
საგზაო
ნიშნის
ან
საგზაო
მონიშვნის
მოთხოვნათა
უგულებელყოფისთვის.
აღნიშნული გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით, ხოლო ქმედების
განმეორებით ჩადენა 1 წლის განმავლობაში, გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის
ოდენობით.
ასევე, წარმოდგენილი პროექტით, ფართოვდება იმ სატრანსპორტო საშუალებათა
ნუსხა, რომელთა მოცურება/მოსრიალება ან/და მოცურებით წრიული ბრუნვის
განხორციელება (დრიფტი) გამოიწვევს დაჯარიმებას. შესაბამისად, აღნიშნული
ცვლილება გავლენას მოახდენს იმ პირთა ფინანსურ მდგომარეობაზე, რომელთა
მიმართაც გავრცელდება წარმოდგენილი კანონის პროექტი.
გარდა ამისა, წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, სამართალდარღვევათა კოდექსის
119-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის
შემთხვევაში შესაძლებელი იქნება სატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ
სადგომზე გადაყვანა. გასათვალისწინებელია, რომ „საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული
პირის − საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112-ის“ მომსახურების
სახეების, საფასურებისა და ვადების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის
2019 წლის 30 დეკემბრის №660 დადგენილებით განსაზღვრულია საზოგადოებრივი
უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112-ის“ დაცულ სადგომზე სატრანსპორტო
საშუალების დგომის საფასური სატრანსპორტო საშუალების კატეგორიის მიხედვით.
ხაზგასასმელია, რომ სატრანსპორტო საშუალების ტრანსპორტირებისა და სპეციალურ
დაცულ სადგომზე შენახვის ხარჯების ანაზღაურება სამართალდამრღვევს ეკისრება.
წარმოდგენილი
ცვლილებები
გავლენას
მოახდენს
იმ
პირების
ფინანსურ
მდგომარეობაზე, რომლებიც, ამ კანონის ამოქმედების შემდეგ დაჯარიმდებიან
პროექტით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისთვის. ამასთან, დამრღვევის
მიმართ სანქციის სახით გამოყენებული ციმციმა სიგნალის კონფისკაცია გავლენას
მოახდენს სამართალდარღვევის ფინანსურ მდგომარეობაზე. საგულისხმოა ისიც, რომ
ფართოვდება დაჯარიმებად ქმედებათა ნუსხაც, რადგან ემატება დაჯარიმება იმ
სატრანსპორტო საშუალების მართვისთვის, რომელსაც მაყუჩი აქვს გადაკეთებული.
შესაბამისად,
აღნიშნულ
ცვლილებას
გავლენა
ექნება
იმ
პირთა
ფინანსურ
მდგომარეობაზე, რომლებიც ჩაიდენენ აღნიშნულ სამართალდარღვევას.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი:
წარმოდგენილი პროექტის თანახმად, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა წესდება
სატრანსპორტო საშუალებაზე, საგზაო მოძრაობის მონაწილის შეცდომაში შეყვანის
მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ფერისგან განსხვავებული
ნებისმიერი სხვა ფერის ციმციმა სიგნალის დაყენებისთვის. აღნიშნული ქმედება
გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, აგრეთვე ციმციმა სიგნალის
კონფისკაციასა და სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობისთვის მინიჭებული
ქულათა რაოდენობის შემცირებას 15 ქულით. დასჯადი იქნება ქმედების განმეორებით
ჩადენა, რისთვისაც სანქციის სახით განისაზღვრება ჯარიმა 2 500 ლარის ოდენობით,
აგრეთვე ციმციმა სიგნალის კონფისკაცია და სატრანსპორტო საშუალების მართვის
მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა რაოდენობის 20 ქულით შემცირება.
ასევე, წარმოდგენილი პროექტით, ფართოვდება იმ სატრანსპორტო საშუალებათა
ნუსხა, რომელთა მოცურება/მოსრიალება ან/და მოცურებით წრიული ბრუნვის
განხორციელება
(დრიფტი)
გამოიწვევს
დაჯარიმებას.
აღნიშნული
სამართალდარღვევა სანქციის სახით ითვალისწინებს ჯარიმას 300 ლარის ოდენობით.
ამასთან, წარმოდგენილი კანონის პროექტით ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა
წესდება
ავტომაგისტრალზე,
საერთაშორისო
ან
შიდასახელმწიფოებრივი
მნიშვნელობის გზაზე, საგზაო მოძრაობის მონაწილის მიერ „საგზაო მოძრაობის
შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დარღვევისთვის ან/და საგზაო
მოძრაობის მარეგულირებელი სიგნალისადმი დაუმორჩილებლობისთვის, აგრეთვე
საგზაო
ნიშნის
ან
საგზაო
მონიშვნის
მოთხოვნათა
უგულებელყოფისთვის.
აღნიშნული გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით, ხოლო ქმედების
განმეორებით ჩადენა 1 წლის განმავლობაში, გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის
ოდენობით.
საგულისხმოა,
რომ
წარმოდგენილი
უსაფრთხოებასთან
ჯარიმის
ოდენობა
დადგინდა
დაკავშირებული
საგზაო
ადმინისტრაციული
სამართალდარღვევებისთვის სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული
ჯარიმების ანალიზის საფუძველზე, რაც თანაზომადია ანალოგიური სახის სხვა
სამართალდარღვევებისთვის გათვალისწინებულ ფულად სანქციებთან.
საგულისხმოა ისიც, რომ ფართოვდება დაჯარიმებად ქმედებათა ნუსხაც, რადგან
ემატება დაჯარიმება იმ სატრანსპორტო საშუალების მართვისთვის, რომელსაც მაყუჩი
აქვს გადაკეთებული. აღნიშნული სამართალდარღვევა ითვალისწინებს პირის
დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2)
ქალისა
და
მამაკაცის
თანასწორობის
მდგომარეობაზე
კანონპროექტის
მოსალოდნელი
ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტს
არ
აქვს
მოსალოდნელი
ზეგავლენა
ქალისა
და
მამაკაცის
თანასწორობის მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
ხელშეკრულებებთან
მიმართება
და
საქართველოს
ორმხრივ
შეთანხმებებთან,
და
აგრეთვე,
მრავალმხრივ
ისეთი
ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება
კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს/შეთანხმებებს. კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე
ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან
დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი,
სამუშაო
ჯგუფი,
რომელმაც
მონაწილეობა
მიიღო
კანონპროექტის
შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: არჩილ გორდულაძე,
თორნიკე
ჭეიშვილი,
ალექსანდრე
ტაბატაძე,
დავით
მათიკაშვილი,
რატი
იონათამიშვილი, ალუდა ღუდუშაური, თენგიზ შარმანაშვილი, გურამ მაჭარაშვილი,
აკაკი ალადაშვილი.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: არჩილ
გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, დავით მათიკაშვილი, რატი
იონათამიშვილი, ალუდა ღუდუშაური, თენგიზ შარმანაშვილი, გურამ მაჭარაშვილი,
აკაკი ალადაშვილი.