„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
25.06.2025
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, რატი იონათამიშვილი, ალუდა ღუდუშაური, დავით მათიკაშვილი, თენგიზ შარმანაშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, გურამ მაჭარაშვილი, აკაკი ალადაშვილი.
ნომერი
#07-3/79/11
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-06-30
ბიუროს ნომერი 65

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 20.12.2023, სარეგისტრაციო კოდი: 310150000.05.001.102129) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. 51-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 პუნქტი: „9. აკრძალულია სატრანსპორტო საშუალებაზე, საგზაო მოძრაობის მონაწილის შეცდომაში შეყვანის მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ფერისგან განსხვავებული ნებისმიერი სხვა ფერის ციმციმა სიგნალის დაყენება.“. 2. კანონის №5 დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დანართი №5 სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობისთვის მინიჭებულ ქულათა რაოდენობის შემცირების ცხრილი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მუხლი 1151 118-ე საქართველოს ადმინისტრაციულ შესამცირებელი სამართალდარღვევათა ქულის რაოდენობა კოდექსის მუხლის ნაწილი პირველი 30 მე-2 40 მე-3 40 პირველი 15 1181 5 1182 15 1183 5 119-ე პირველი 5 მე-2 5 21 5 [34 10 3 5 20 36 30 (ამოქმედდეს 2026 წლის 1 იანვრიდან)] 120-ე 121-ე 122-ე 1221 123-ე მე-5 30 მე-6 15 მე-7 5 7 1 10 72 20 მე-8 20 პირველი 15 11 20 მე-2 10 21 15 22 20 მე-3 10 31 20 მე-4 40 მე-2 15 მე-3 25 მე-4 30 პირველი 10 მე-2 20 მე-3 25 მე-4 30 მე-5 30 მე-6 35 პირველი 30 მე-2 30 მე-3 30 პირველი 15 მე-2 50 მე-3 20 მე-4 35 125-ე 1271 1291 მე-5 40 პირველი 10 11 20 მე-2 25 მე-4 30 მე-5 40 51 10 5 2 15 მე-6 5 61 10 6 2 10 63 5 მე-7 15 71 10 72 20 73 30 81 15 91 20 92 20 მე-10 25 მე-11 30 მე-17 30 მე-18 35 პირველი 10 11 20 14 10 15 15 მე-2 25 მე-6 20 61 20 62 25 მე-7 15 15 “. მუხლი 2 ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: წინამდებარე კანონპროექტის მომზადება განპირობებულია საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კუთხით გამოვლენილი პრობლემების აღმოფხვრის აუცილებლობით. გასათვალისწინებელია, რომ ბოლო პერიოდში ფიქსირდება შემთხვევები როდესაც სატრანსპორტო საშუალებაზე, საგზაო მოძრაობის მონაწილის შეცდომაში შეყვანის მიზნით, განზრახ აყენებენ ფერისგან განსხვავებული საქართველოს სხვა ფერის კანონმდებლობით ციმციმა სიგნალს. განსაზღვრული ამასთან, ხშირია თვითნებურად გადაკეთებული სატრანსპორტო საშუალების გამოვლენის ფაქტებიც, რაც სახელმწიფოს მხრიდან ადეკვატურ რეაგირებას მოითხოვს. აღნიშნულიდან გამომდინარე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადდა „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი, რომლის თანახმად კოდექსის 120-ე მუხლს ემატება 21 და 22 ნაწილები და წესდება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ზემოაღნიშნული ქმედებისთვის. დასახელებული სამართალდარღვევების სიმძიმიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია, რომ სამართალდამრღვევს სატრანსპორტო ჯარიმის დაკისრებასთან ერთად მართვის მოწმობისთვის მინიჭებული საშუალების შეუმცირდეს ქულათა რაოდენობაც, რა მიზნითაც თანმდევი საკანონმდებლო ცვლილების სახით მომზადდა „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: იმის გათვალისწინებით, რომ „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს საქართველოს ტერიტორიაზე საგზაო მოძრაობის ორგანიზებისა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის სამართლებრივ საფუძვლებს, ამასთან, ამტკიცებს სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობისთვის მინიჭებულ ქულათა რაოდენობის შემცირების ცხრილს, აუცილებელია ცვლილება შევიდეს აღნიშნულ კანონში. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: წარმოდგენილი კანონის პროექტით, აიკრძალება სატრანსპორტო საშუალებაზე, საგზაო მოძრაობის მონაწილის შეცდომაში შეყვანის მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ფერისგან განსხვავებული ნებისმიერი სხვა ფერის ციმციმა სიგნალის დაყენება. ამასთან, გაიზრდება სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობისთვის მინიჭებულ ქულათა შესამცირებელი რაოდენობა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 119-ე მუხლის მე5 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისთვის და დადგინდება შესამცირებელ ქულათა რაოდენობები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის 120-ე მუხლის 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისთვის. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: წარმოდგენილი კანონის პროექტით, „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლს ემატება ახალი რეგულაცია, რომელიც კრძალავს სატრანსპორტო საშუალებაზე, საგზაო მოძრაობის საქართველოს კანონმდებლობით მონაწილის შეცდომაში განსაზღვრული შეყვანის ფერისგან მიზნით, განსხვავებული ნებისმიერი სხვა ფერის ციმციმა სიგნალის დაყენებას. ამასთან, განისაზღვრება „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის 120-ე მუხლის 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევების ჩადენისთვის სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობისთვის მინიჭებულ ქულათა შესამცირებელი რაოდენობები, რომელიც შესაბამისად იქნება 15 და 20 ქულა. გარდა ამისა, წარმოდგენილი პროექტის თანახმად, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 119-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული (იმ სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომელიც თვითნებურად არის გადაკეთებული) ჩადენის შემთხვევაში, პირს სატრანსპორტო სამართალდარღვევის საშუალების მართვის მოწმობისთვის მინიჭებულ ქულათა რაოდენობა შეუმცირდება 30 ქულით, ნაცვლად 10 ქულისა. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): აღნიშნული ქვეპუნქტის მოქმედება არ ვრცელდება კანონპროექტზე, რადგან იგი არაა ინიციირებული საქართველოს მთავრობის მიერ. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, რადგან ეს უკანასკნელი მისი მიზნიდან და შინაარსიდან გამომდინარე, არ ითხოვს ამოქმედების უფრო გვიანდელი ვადის დადგენას. ამასთანავე, კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისათვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტით წარმოდგენილი საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, აუცილებელია რიგგარეშე სესიაზე მიღება. შესაბამისად, ინიციატორების მიერ მოთხოვნილია კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტი ცალკეული სატრანსპორტო საშუალების სამართალდარღვევებისთვის მართვის მოწმობისთვის ითვალისწინებს მინიჭებული ქულების შესამცირებელი ოდენობების გაზრდას, ხოლო ახალი სამართალდარღვევებისთვის დასახელებული ქულების შემცირებას. შესაბამისად, სამართალდამრღვევს, რომელსაც ქულების შემცირების საფუძველზე სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება შეუჩერდება, ეს უფლება აღუდგება, თუ იგი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩააბარებს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ გამოცდას. საგულისხმოა, რომ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა სატრანსპორტო და საშუალების ვადების მართვის შესახებ“ უფლების საქართველოს მისაღები კანონით გამოცდისთვის დადგენილია გარკვეული საფასური, რომელიც გადაიხდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში. ზემოაღნიშნულის მოსალოდნელია გათვალისწინებით, გაიზარდოს წარმოდგენილი საქართველოს შინაგან კანონპროექტით საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს საკუთარი შემოსავლები. შესაბამისად, პროპორციულად გაიზრდება სახელმწიფო ბიუჯეტში მიმართული თანხის ოდენობა. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტი ცალკეული სატრანსპორტო საშუალების სამართალდარღვევებისთვის მართვის მოწმობისთვის ითვალისწინებს მინიჭებული ქულების შესამცირებელი ოდენობების გაზრდას, ხოლო ახალი სამართალდარღვევებისთვის დასახელებული ქულების შემცირებას. შესაბამისად, სამართალდამრღვევს, რომელსაც ქულების შემცირების საფუძველზე სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება შეუჩერდა, ეს უფლება აღუდგება, თუ იგი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩააბარებს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ გამოცდას. საგულისხმოა, რომ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა სატრანსპორტო საშუალების და ვადების მართვის შესახებ“ უფლების საქართველოს მისაღები კანონით გამოცდისთვის დადგენილია გარკვეული საფასური, რომელიც გადაიხდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, წარმოდგენილი კანონპროექტი გავლენას იქონიებს იმ პირთა ფინანსურ მდგომარეობაზე, რომლებსაც სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების აღდგენის მიზნით მოუწევთ სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჩაბარება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი ამ საკითხზე გავლენას არ ახდენს. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2 ) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება: მდგომარეობაზე კანონპროექტის კანონპროექტი გავლენას არ ახდენს ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება ხელშეკრულებებთან და საქართველოს ორმხრივ შეთანხმებებთან, და მრავალმხრივ აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. კანონპროექტის მომზადება არ არის დაკავშირებული ასეთ ხელშეკრულებასთან/შეთანხმებასთან. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: კანონპროექტის მომზადებისას ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, ალუდა ღუდუშაური, თენგიზ შარმანაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, აკაკი ალადაშვილი. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, ალუდა ღუდუშაური, თენგიზ შარმანაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, აკაკი ალადაშვილი.