„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
25.06.2025
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, რატი იონათამიშვილი, ალუდა ღუდუშაური, დავით მათიკაშვილი, თენგიზ შარმანაშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, გურამ მაჭარაშვილი, აკაკი ალადაშვილი.
ნომერი
#07-3/80/11
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-06-30
ბიუროს ნომერი 65

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41(48), 1999 წელი, მუხ. 209) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. 260-ე მუხლის შენიშვნის მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. ამ თავის მოქმედება, აგრეთვე, ვრცელდება „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის №2 დანართის ცხრილით გათვალისწინებული ჩამონათვალის „ნარკოტიკული საშუალებები“ 73-ე და 92-ე გრაფებით განსაზღვრულ ნარკოტიკულ საშუალებებზე − მცენარე კანაფსა და მარიხუანაზე.“. 2. 2601 მუხლის შენიშვნის მე-4 ნაწილი ამოღებულ იქნეს. 3. 265-ე მუხლი ამოღებული იქნეს. 4. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 2651 მუხლი: „მუხლი 2651. ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა ან კულტივირება 1. ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა ან კულტივირება, – ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ექვს წლამდე. 2. იგივე ქმედება, ჩადენილი: ა) დიდი ოდენობით; ბ) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ; გ) სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით; დ) არაერთგზის; ე) იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს კოდექსის ამ თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე. 3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი: ა) განსაკუთრებით დიდი ოდენობით; ბ) ორგანიზებული ჯგუფის მიერ, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან თორმეტ წლამდე. შენიშვნა: 1. ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციით და ჯარიმით. 2. ამ მუხლით გათვალისწინებული ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე, მათ შორის, მოიაზრებს „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის №2 დანართის ცხრილით გათვალისწინებული ჩამონათვალის „ნარკოტიკული საშუალებები“ 73-ე გრაფით განსაზღვრულ ნარკოტიკულ საშუალებას − მცენარე კანაფს.“. 5. 273-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 273. ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის მცირე ოდენობით უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან/და ნარკოტიკული საშუალების, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარება ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის მცირე ოდენობით უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან/და ნარკოტიკული საშუალების, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარება, ჩადენილი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით ან/და იმავე კოდექსის 451 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ ან ამ მუხლით ან ამ კოდექსის 260-ე ან 2601 მუხლით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირის მიერ, − ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე. შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა არ უნდა იყოს სათანადო ქმედების ჩადენისთვის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი მუხლით განსაზღვრული ჯარიმის ორმაგ ოდენობაზე ნაკლები.“. 6. 2731 მუხლი ამოღებულ იქნეს. მუხლი 2 ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: წინამდებარე კანონპროექტის დანაშაულის წინააღმდეგ მომზადება ეფექტური განპირობებულია ნარკოტიკული სისხლისსამართლებრივი პოლიტიკის წარმოებით. მოსახლეობის კეთილდღეობის უზრუნველყოფის გზაზე, დანაშაულის (მათ შორის, ნარკოტიკული დანაშაულის) წინააღმდეგ ბრძოლა სახელმწიფოს ერთ-ერთ უმთავრეს მიზანს წარმოადგენს. ნარკოტიკული დანაშაული თანამედროვე სამყაროს მნიშვნელოვანი გამოწვევაა. აღნიშნული, თავისი ბუნებით, ხელყოფს საზოგადოების ფუნდამენტურ ღირებულებებს, აფერხებს მომავალი თაობის ჯანსაღ გარემოში აღზრდა-განვითარებას, აგრეთვე − ეკონომიკურ, საზოგადოებრივ, სოციალურ, კულტურულ და პოლიტიკურ განვითარებას. ამავდროულად, მსოფლიოში გასათვალისწინებელია ერთ-ერთ ყველაზე ის გარემოებაც, გავრცელებულ რომ დღესდღეობით ნარკოტიკულ საშუალებას წარმოადგენს მარიხუანა, რომელსაც ხშირად უწოდებენ „კარიბჭეს ნარკოტიკების სამყაროში“, რამდენადაც მისი ხანგრძლივი მოხმარება იწვევს გადასვლას სხვა, შედარებით ძლიერ ნაროტიკებზე. აქვე, საზოგადოებაში დამკვიდრებული აღქმებით, მარიხუანა თითქოს „გამოეყო“ სხვა, მძიმე ნარკოტიკულ საშუალებებს, თუმცა რეალურად, მისი მოხმარების შედეგები საკმაოდ ნეგატიურ გავლენას ახდენს ადამიანის ორგანიზმზე. კერძოდ, მარიხუანის მოქმედებს აზროვნებისა და აღქმის უნარზე, ასევე მეხსიერების უნარზე, იწვევს ყურადღების კონცენტრაციის დარღვევას, შესაძლებელია გამოიწვიოს პანიკა, მოუსვენრობა, ტოქსიკური ფსიქოზი; მარიხუანის მოხმარება გავლენას ახდენს გონებრივ და ფიზიკურ რეაქციაზე, იწვევს ქრონიკულ დაღლილობას, არღვევს კოორდინაციას და იწვევს სხვა, მრავალ უარყოფით შედეგს. საგულისხმოა ისიც, რომ ბოლო წლებში, მომხმარებლებში პოპულარულია კანაფის ჰიბრიდული ჯიშების გამოყენებაც, რომლებიც THC-ს მაღალი შემცველობის გამო, გამოირჩევიან უფრო მავნე ზეგავლენით ადამიანის ორგანიზმზე, ვიდრე ბუნებრივი და ენდემური ჯიშის კანაფის მცენარეები. ამავე მიზეზის გათვალისწინებით, ჰიბრიდული მარიხუანის მომხმარებელი დამოკიდებულების უფრო მაღალი რისკის ქვეშაა.1 შესაბამისად, სახელმწიფოს, როგორც იძულების ინსტიტუციონალიზებული და ორგანიზებული აპარატის მხრიდან ზემოდასახელებული დანაშაულის წინააღმდეგ პრევენციული თუ რეაქციული ქმედებების განხორციელებისათვის, მნიშვნელოვანია არსებობდეს შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩო. ზემოთქმულის გათვალისწინებით, წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილების მიზანია დაიხვეწოს ნარკოდანაშაულის მომწესრიგებელი სამართლებრივი ნორმები. აღნიშნულის უზრუნველსაყოფად, კანონპროექტი მიზნად ისახავს მცენარე კანაფის/მარიხუანის შესახებ არსებული სამართლებრივი ჩარჩოს მოწესრიგებას და ამ მხრივ, ცალკეულ ქმედებათათვის გათვალისწინებულ სასჯელთა ცვლილებას. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: განმარტებითი ბარათის „ა.ა.ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული საკითხი, მისი არსიდან გამომდინარე, მოითხოვს საკანონმდებლო ცვლილების განხორციელებას. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: წარმოდგენილი კანონის პროექტით, გამკაცრდება მარიხუანასა და მცენარე კანაფთან დაკავშირებული დანაშაულებრივი ქმედებებისთვის პასუხისმგებლობა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: წარმოდგენილი კანონის პროექტით, ცვლილება ეხება სსკ-ს 273-ე მუხლს, რაც ითვალისწინებს ნარკოტიკული საშუალების, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარების კრიმინალიზებას, ჩადენილი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 451 მუხლის პირველი ნაწილით ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ. ვრცლად, იხ., Di Forti, M., et al., The contribution of cannabis use to variation in the incidence of psychotic disorder across Europe (EU-GEI study), Lancet Psychiatry, 2019, DOI: 10.1016/S2215-0366(19)30048-3. ამ საკითხზე, ასევე იხ., Hall, W., Degenhardt, L., Adverse health effects of non-medical cannabis use, Lancet, 2009. DOI: 10.1016/S0140- 6736(09)61037-0; Freeman, T.P., et al., Changes in delta-9-tetrahydrocannabinol (THC) and cannabidiol (CBD) concentrations in cannabis over time: systematic review and meta-analysis, Addiction, 2021. DOI: 10.1111/add.15403; Volkow, N.D., et al., Adverse health effects of marijuana use, New England Journal of Medicine, 2014. DOI: 10.1056/NEJMra1402309. 1 გარდა ზემოაღნიშნულისა, წარმოდგენილი პროექტით, სსკ-ს XXXIII თავის მოქმედება გავრცელდება „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის №2 დანართის ცხრილით გათვალისწინებული ჩამონათვალის „ნარკოტიკული საშუალებები“ 73-ე და 92-ე გრაფებით განსაზღვრულ ნარკოტიკულ საშუალებებზე − მცენარე კანაფსა და მარიხუანაზე. ამასთან, იცვლება ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვის, მოყვანის ან კულტივირებისათვის განსაზღვრული სასჯელის სახეები და ზომები. ცვლილების თანახმად, აღნიშნული ქმედება დაისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ ექვს წლამდე. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში): აღნიშნული ქვეპუნქტის მოქმედება არ ვრცელდება კანონპროექტზე, რადგან იგი არაა ინიციირებული საქართველოს მთავრობის მიერ. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში, აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, რადგან ეს უკანასკნელი მისი მიზნიდან და შინაარსიდან გამომდინარე, არ ითხოვს ამოქმედების უფრო გვიანდელი ვადის დადგენას. ამასთანავე, კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისათვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტით წარმოდგენილი საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, აუცილებელია რიგგარეშე სესიაზე მიღება. შესაბამისად, ინიციატორების მიერ მოთხოვნილია კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: ამ კანონით გათვალისწინებული დანაშაულის გამოვლენა, მათზე რეაგირება და დანიშნული სასჯელის აღსრულება განხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან საქართველოს პროკურატურის, შინაგან საქმეთა საქართველოს სამინისტროს, საერთო საქართველოს სასამართლოებისა და გენერალური საქართველოს იუსტიციის სამინისტროსათვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტი გავლენას იქონიებს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. კერძოდ, სსკ-ს 273-ე მუხლში განხორციელებული ცვლილება ითვალისწინებს ნარკოტიკული საშუალების, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარების კრიმინალიზებას, ჩადენილი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 451 მუხლის პირველი ნაწილით ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ. წინამდებარე ქმედებისათვის სასჯელის ერთ-ერთ სახედ განსაზღვრულია ჯარიმა. ამასთან, შესაბამის ბიუჯეტზე გავლენის ოდენობა დამოკიდებული იქნება იმ დამნაშავეთა რაოდენობასა და დანიშნული სასჯელის ზომაზე, რომელთაც სასჯელის სახედ განესაზღვრებათ ჯარიმა. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: ცვლილების თანახმად, ერთი მხრივ, ხდება ახალ ქმედებათა კრიმინალიზება 273-ე მუხლში განხორციელებული ცვლილებით, მეორე მხრივ, კი იზრდება სსკ-ს 265-ე მუხლის პირველი ნაწილისთვის გათვალისწინებული თავისუფლების აღკვეთის მაქსიმალური ვადა. შესაბამისად, პროექტით გათვალისწინებული ცვლილებები გავლენას მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, რაც დამოკიდებულია ერთ თავისუფლებააღკვეთილ პირზე დახარჯულ თანხის ოდენობასა და ხსენებულ პირთა რაოდენობაზე. აღნიშნულ ხარჯებს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო გაიღებს მისთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში. საქმეთა განხილვა შესაბამისი უწყებების მიერ (საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს პროკურატურა, საერთო სასამართლოები) განხორციელდება მათთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპოექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს, აგრეთვე სახელმწიფოს ან/და მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღებ პირდაპირ ფინანსურ ვალდებულებებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტის მიღება გავლენას იქონიებს სსკ-ს 273-ე მუხლში განხორციელებული ცვლილებით გათვალისწინებული ქმედების ჩამდენ პირებზე, მათთვის ჯარიმის დაკისრების შემთხვევაში. კერძოდ, კანონპროექტით წარმოდგენილი ერთ-ერთი ცვლილება ითვალისწინებს ნარკოტიკული საშუალების, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარების კრიმინალიზებას, ჩადენილი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 451 მუხლის პირველი ნაწილით ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ. წინამდებარე ქმედებისათვის სასჯელის ერთ-ერთ სახედ გათვალისწინებულია ჯარიმა. შესაბამისად, აღნიშნული ცვლილება გავლენას მოახდენს ზემოხსენებული დანაშაულის ჩამდენ იმ პირთა ფინანსურ მდგომარეობაზე, რომელთაც სასჯელის სახედ განესაზღვრებათ ჯარიმა. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: სსკ-ს 273-ე მუხლში განხორციელებული ცვლილება ითვალისწინებს ნარკოტიკული საშუალების, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარების კრიმინალიზებას, ჩადენილი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 451 მუხლის პირველი ნაწილით ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ. წინამდებარე ქმედებისათვის სასჯელის ერთ-ერთ სახედ განსაზღვრულია ჯარიმა. ჯარიმის ოდენობის განსაზღვრა მოხდება სსკ-ით დადგენილი ზოგადი წესით. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2 ) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი გავლენას არ ახდენს ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის ხელშეკრულებებთან მიმართება და საქართველოს ორმხრივ შეთანხმებებთან, და მრავალმხრივ აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. კანონპროექტის მომზადება არ არის დაკავშირებული ასეთ ხელშეკრულებასთან/შეთანხმებასთან. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: კანონპროექტის მომზადებისას ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, ალუდა ღუდუშაური, თენგიზ შარმანაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, აკაკი ალადაშვილი. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, ალუდა ღუდუშაური, თენგიზ შარმანაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, აკაკი ალადაშვილი.