„საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
25.06.2025
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, რატი იონათამიშვილი, ალუდა ღუდუშაური, დავით მათიკაშვილი, თენგიზ შარმანაშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, გურამ მაჭარაშვილი, აკაკი ალადაშვილი.
ნომერი
#07-3/80/11
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-06-30
ბიუროს ნომერი 65

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, N31, 03.11.2009, მუხ.190) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 371 ნაწილი: „371. პირის იდენტიფიცირების შეზღუდვა - ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებაში ან ფარულ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირის ვინაობის დაფარვა, ნებისმიერი სახის საიდენტიფიკაციო მახასიათებლის დაშტრიხვით, დაბლარვით, ვიზუალიზაციის შეზღუდვისათვის კომუნიკაციის დისტანციური საშუალებების გამოყენებით ან/და ნებისმიერი სხვა სამართალწარმოების ნებისმიერ ეტაპზე ისეთი საშუალებით, გამორიცხავს მისი რომელიც ვინაობის იდენტიფიცირებას ან/და ამოცნობას;“. 2. მე-14 მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. მხარეს უფლება აქვს, სასამართლოში მოითხოვოს მოწმის უშუალოდ დაკითხვა და წარადგინოს საკუთარი მტკიცებულება. ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებაში ან ფარულ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე ის პირი, რომელიც თანამშრომლობს გამოძიების ორგანოსთან და რომლის ვინაობა პროკურორის გადაწყვეტილებით დაფარულია, დაიკითხება დისტანციურად, იმგვარად რომ დაცული იყოს დაცვის მხარის მიერ მისი იდენტიფიცირების ან/და ამოცნობის შესაძლებლობა.“. 3. 83-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 ნაწილი: „51. თუ მიღებულია გადაწყვეტილება ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებაში ან ფარულ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე იმ პირის ვინაობის დაფარვის შესახებ, რომელიც თანამშრომლობს გამოძიებასთან, დაცვის მხარეს ამ მოქმედებისა და ყველა სხვა საგამოძიებო/საპროცესო მოქმედების ამსახველი მტკიცებულებები გადაეცემა ამ პირის ვინაობის იდენტიფიცირებისგან დამცავი და ამოცნობის შესაძლებლობის შემზღუდავი ფორმით.“. 4. 115-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 ნაწილი: „9. ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებაში ან ფარულ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირი, რომელიც თანამშრომლობს გამოძიების ორგანოსთან და რომლის ვინაობა პროკურორის გადაწყვეტილებით დაფარულია, მოწმედ დაიკითხება დისტანციურად, იმგვარად რომ დაცული იყოს დაცვის მხარის მიერ მისი იდენტიფიცირების ან/და ამოცნობის შესაძლებლობა.“. 5. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1181 და 1182 მუხლები: „მუხლი 1181. პირის იდენტიფიცირების შეზღუდვა 1. გენერალური პროკურორის ან მისი მოადგილის თანხმობით, პროკურორი უფლებამოსილია დაფაროს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებაში ან ფარულ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე თანამშრომლობს გამოძიებასთან, მოთანამშრომლე პირის იმ თუ პირის ვინაობა, გამჟღავნებით უსაფრთხოებას ან/და რომელიც ზიანი არსებითად ადგება ხელყოფს მართლმსაჯულების ინტერესს. 2. ბრალდების მხარე უზრუნველყოფს საგამოძიებო მოქმედების ამსახველ ყველა დოკუმენტში, მასალაში და სხვა საპროცესო მოქმედებებში ვინაობის იმგვარად დაფარვას, რომ შეიზღუდოს პირის ვინაობის იდენტიფიცირების და ამოცნობის შესაძლებლობა. 3. ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებაში ან ფარულ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირის იდენტიფიცირების შეზღუდვის შესახებ პროკურორის გადაწყვეტილების მიუხედავად, მისი ვინაობა, საქმის წარმოების ყველა ეტაპზე, ხელმისაწვდომია მოსამართლისთვის. მუხლი 1182. პირის იდენტიფიცირების შეზღუდვის ვადა 1. ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებაში ან ფარულ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირის იდენტიფიცირების შეზღუდვა შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს უვადოდ. 2. გენერალური პროკურორის ან მისი მოადგილის თანხმობით, პროკურორი უფლებამოსილია საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე, დასაბუთებული გადაწყვეტილებით, მოხსნას პირის იდენტიფიცირების შეზღუდვა.“. 6. 135-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. გამოკითხვის ოქმში უნდა აღინიშნოს გამოსაკითხი პირის სახელი, გვარი, ასაკი, მოქალაქეობა, თანამდებობა, განათლება, საცხოვრებელი სამუშაო ადგილი, ადგილი, ოჯახური საქმიანობა ან/და მდგომარეობა, მისი ურთიერთობა ბრალდებულთან თუ დაზარალებულთან, მის მიერ მიწოდებული ინფორმაციის შინაარსი, მისი დამოკიდებულება სასამართლოში გამოცხადებისა და ჩვენების მიცემისადმი, აგრეთვე ამ კოდექსის 113-ე მუხლით გათვალისწინებული სხვა ინფორმაცია. გამოიკითხვის ოქმში არ აღინიშნება ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებაში ან ფარულ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე იმ პირის ვინაობის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები, რომელიც თანამშრომლობს გამოძიების ორგანოსთან და რომლის ვინაობა პროკურორის გადაწყვეტილებით დაფარულია.“. 7. 243-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 ნაწილი: „5. ამ კოდექსის 1181 მუხლით გათვალისწინებული ის პირი, რომელიც თანამშორმლობს გამოძიებასთან და რომლის ვინაობის გამჟღავნებით საფრთხე ექმნება ამ პირის უსაფრთხოებას ან/და არსებითად ზიანდება მართლმსაჯულების ინტერესი, მოწმედ დაიკითხება დისტანციურად, იმგვარად რომ დაცული იყოს დაცვის მხარის მიერ მისი იდენტიფიცირების ან/და ამოცნობის შესაძლებლობა.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი კანონპროექტის მიღება განპირობებულია გამოძიების ორგანოებთან მოთანამშრომლე პირთა დაცვის და მათი საქმიანობის კონფიდენციალურობის პრინციპის უზრუნველმყოფი რეგულაციების დახვეწის აუცილებლობით. კერძოდ, მიზანშეწონილია იმგვარი საკანონმდებლო ნორმების შემოღება, რომელიც, ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს ფარულ საგამოძიებო მოქმედებებში ჩართული პირის ვინაობის გასაჯაროების შეზღუდვას მისი სიცოცხლის, ჯანმრთელობის, მასთან დაკავშირებული პირების უსაფრთხოების დაცვას და მეორე მხრივ გაზრდის გამოძიებასთან თანამშრომლობის პროცესის კონფიდენციალურობის ხარისხს და მინიმუმამდე დაიყვანს მოთანამშრომლე პირთა ვინაობის გასაჯაროებას. კანონმდებლობა სხვა საგამოძიებო მოქმედებებთან შედარებით ბევრად მაღალ სტანდარტს ითხოვს ფარული საგამოძიებო მოქმდებების ჩასატარებლად და ზღუდავს მისი გამოყენების შესაძლებლობასაც, ფარული საგამოძიებო მოქმედება ტარდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად − ეროვნული უშიშროების ან საზოგადოებრივი დანაშაულის უსაფრთხოების ჩადენის თავიდან უზრუნველსაყოფად, ასაცილებლად, უწესრიგობის ქვეყნის ან ეკონომიკური კეთილდღეობის ინტერესების ან სხვა პირთა უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად და იმავდროულად, გამოყენებისთვის ინტენსივობისა და პროპორციულობის პირობაც დასაკმაყოფილებელია - ტარდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი ჩატარება გამოწვეულია გადაუდებელი საზოგადოებრივი საჭიროებით და ის ლეგიტიმური მიზნის მიღწევის შესაფერისი და პროპორციული საშუალებაა. შესაბამისად, ეს საგამოძიებო მოქმედება გადის მკაცრ ფილტრს, წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას და მისი ჩატარების ორგანიზებაც კონსპირაციის პრინციპს ემყარება. ფარულ საგამოძიებო მოქმედებებში ჩართული პირი იღებს ვალდებულებას საიდუმლოდ შეინახოს თანამშრომლობის ფარგლებში მიღებული ინფორმაცია, ხოლო სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს მისი უსაფრთხოება და თანამშრომლობის კონფიდენციალურობა. ოპერატიულ- სამძებრო ღონისძიებების და ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩამტარებელი უწყებებისთვის არსებითი მნიშვნელობა აქვს მოთანამშრომლე პირთა შესახებ ინფორმაციის საჯაროდ გავრცელების შეზღუდვას, რაც ერთის მხრივ, ხელს უწყობს მოთანამშრომლე პირთა უსაფრთხოების უკეთეს დაცვას, ხოლო მეორეს მხრივ თანამშრომლობის კონსპირაციული ხასიათის გაძლიერებას. ფარული საგამოძიებო მოქმედება უმეტესად ტარდება მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულების გამოსავლენად და ნაკლებად მძიმე კატეგორიის მხოლოდ ცალკეული დანაშაული ექცევა დაფარვის ქვეშ, ყველაზე ხშირად კი მნიშვნელოვანი მტკიცებულებაა ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში, შესაბამისად მომეტებულია მხილებაზე დამნაშავეთა მხრიდან საპასუხო ნეგატიური გავლენების რისკი და მეტად მოწყვლადს ხდის ამ ღონისძიებაში ჩართული პირის, ასევე მისი ოჯახის წევრების უსაფრთხოებას. დანაშაულის გახსნის, საზოგადოებრივი პრევენციის და ინტერესისთვის მტკიცებულებათა მნიშვნელოვანია მოპოვების სახელმწიფოს ჰქონდესქმედითი მხილების ეს მექანიზმი, რასაც ხელს შეუწყობს მოთანამშრომლე პირთა საჯაროობის და ცნობადობის შემცირება. წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილება სწორედ ამ მიზნების უზრუნველყოფის საშუალებაა. იმავდროულად გათვალისწინებულია, რომ ყველა შემთხვევაში შესაძლოა არ არსებობდეს საჯაროობის შეზღუდვის და ზიანის მიყენების მომეტებული საფრთხეები, რაც გათვალისწინებულია და პროკურორს ეძლევა დისკრეცია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შეაფასოს მისი გამოყენების საჭიროება, იმავდროულად გენერალური პროკურორის ან მისი მოადგილის თანხმობა ამ გადაწყვეტილების მიღებას აფუძნებს კოლეგიურ კონსესუსზე, რაც ზრდის გამოყენების საჭიროების შეფასების სტანდარტს. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საჭიროა დასახელებული კოდექსის ცალკეული ნორმების ფორმულირებების შეცვლა, რაც უნდა განხორციელდეს საკანონმდებლო ცვლილების გზით. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები კანონპროექტის მიღებით უზრუნველყოფილი იქნება ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებასა და ფარულ საგამოძიებო მოქმედებაში ჩართული პირის უსაფრთხოების და მისი თანამშრომლობის კონსპირაციის პრინციპის დაცვა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი კანონპროექტის თანახმად, მე-3 მუხლს ემატება შემდეგი შინაარსის 371 ნაწილი, რომელიც განმრტავს თუ რას გულისხმობს პირის იდენტიფიცირების შეზღუდვა. კოდექსის მე-14 მუხლის მე-2 ნაწილი ყალიბდება შემდეგი რედაქციით: „ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მხარეს უფლება აქვს, სასამართლოში მოითხოვოს მოწმის უშუალოდ დაკითხვა და წარადგინოს საკუთარი მტკიცებულება. ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებაში ან ფარულ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე ის პირი, რომელიც თანამშრომლობს გამოძიების ორგანოსთან და რომლის ვინაობა პროკურორის გადაწყვეტილებით დაფარულია, დაიკითხება დისტანციურად, იმგვარად რომ დაცული იყოს დაცვის მხარის მიერ მისი იდენტიფიცირების ან/და ამოცნობის შესაძლებლობა“. კოდექსის 83-ე მუხლს ემატება 51 ნაწილი, რომელიც არეგულირებს მხარეებს შორის მტკიცებულების გაცვლის წესს იმ შემთხვევაშითუ მიღებულია გადაწყვეტილება ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებაში ან ფარულ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე იმ პირის ვინაობის დაფარვის შესახებ, რომელიც თანამშრომლობს გამოძიებასთან.დაცვის მხარეს ყველა საგამოძიებო/საპროცესო მოქმედების ამსახველი მტკიცებულებები გადაეცემა ამ პირის ვინაობის იდენტიფიცირებისგან დამცავი და ამოცნობის შესაძლებლობის შემზღუდავი ფორმით. კოდექსის 115-ე მუხლს ემატება შემდეგი შინაარსის მე-9 ნაწილი: „ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებაში ან ფარულ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირი, რომელიც თანამშრომლობს გამოძიების ორგანოსთან და რომლის ვინაობა პროკურორის გადაწყვეტილებით დაფარულია, მოწმედ დაიკითხება დისტანციურად, იმგვარად რომ დაცული იყოს დაცვის მხარის მიერ მისი იდენტიფიცირების ან/და ამოცნობის შესაძლებლობა.“ კოდექსს ემატება 1181 და 1182 მუხლები, რომლებიც არეგულირებს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებაში ან ფარულ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირის იდენტიფიცირების შეზღუდვის საკითხს, რაც გულისხმობს’,შეზღუდვის შინაარსს, მისი გამოყენების ვადებსა და მოხსნის წესს. ამასთანავე, , ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებაში ან ფარულ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირის იდენტიფიცირების შეზღუდვის შესახებ პროკურორის გადაწყვეტილების მიუხედავად, მისი ვინაობა, საქმის წარმოების ყველა ეტაპზე, ხელმისაწვდომია მოსამართლისთვის. კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილებებიდან გამომდინარე განსხვავებულად ყალიბდება 135-ე მუხლის პირველი ნაწილიც: „გამოკითხვის ოქმში უნდა აღინიშნოს გამოსაკითხი პირის სახელი, გვარი, ასაკი, მოქალაქეობა, განათლება, სამუშაო ადგილი, საქმიანობა ან/და თანამდებობა, საცხოვრებელი ადგილი, ოჯახური მდგომარეობა, მისი ურთიერთობა ბრალდებულთან თუ დაზარალებულთან, მის მიერ მიწოდებული ინფორმაციის შინაარსი, მისი დამოკიდებულება სასამართლოში გამოცხადებისა და ჩვენების მიცემისადმი, აგრეთვე ამ კოდექსის 113-ე მუხლით გათვალისწინებული სხვა ინფორმაცია. გამოიკითხვის ოქმში არ აღინიშნება ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებაში ან ფარულ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე იმ პირის ვინაობის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები, რომელიც თანამშრომლობს გამოძიების ორგანოსთან და რომლის ვინაობა პროკურორის გადაწყვეტილებით დაფარულია.“. კოდექსის 243-ე მუხლს ემატება მე-5 ნაწილი, რომლის თანახმადაც, ამ კოდექსის 1181 მუხლით გათვალისწინებული ის პირი, რომელიც თანამშორმლობს გამოძიებასთან და რომლის ვინაობის გამჟღავნებით საფრთხე ექმნება ამ პირის უსაფრთხოებას ან/და არსებითად ზიანდება მართლმსაჯულების ინტერესი, მოწმედ დაიკითხება დისტანციურად, იმგვარად რომ დაცული იყოს დაცვის მხარის მიერ მისი იდენტიფიცირების ან/და ამოცნობის შესაძლებლობა.“. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში): აღნიშნული ქვეპუნქტის მოქმედება არ ვრცელდება კანონპროექტზე, რადგან იგი არაა ინიციირებული საქართველოს მთავრობის მიერ. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში, აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, რადგან ეს უკანასკნელი მისი მიზნიდან და შინაარსიდან გამომდინარე, არ ითხოვს ამოქმედების უფრო გვიანდელი ვადის დადგენას. ამასთანავე, კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისათვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტით წარმოდგენილი საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, აუცილებელია რიგგარეშე სესიაზე მიღება. შესაბამისად, ინიციატორების მიერ მოთხოვნილია კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის დაფინანსების წყარო; მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსების წყაროა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით საქართველოს საერთო სასამართლოებისა და საქართველოს პროკურატურისთვის განსაზღვრული ასიგნებები.. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე; კანონპროექტს არ ექნება გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე; კანონპროექტს არ ექნება გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის კანონპრეოქტით გათვალისწინებულ ბიუჯეტის საკითხებს ხარჯვით ნაწილზე. საქართველოს საერთო სასამართლოები და საქართველოს პროკურატურა განახორციელებს არსებული ადამიანური და მატერიალური რესურსების ფარგლებში. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით; კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს, აგრეთვე სახელმწიფოს ან/და მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღებ პირდაპირ ფინანსურ ვალდებულებებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა; კანონპროექტი არ არის დაკავშირებული ფინანსურ შედეგებთან იმ პირთათვის, ვისზეც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი; კანონპროექტით არ არის გათვალისწინებული გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება; კანონპროექტის ამოქმედება არ მოახდენს ზეგავლენას ბავშვთა უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება; კანონპროექტის მიღებით ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე ზეგავლენის მოხდენა მოსალოდნელი არ არის. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან; კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან; კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი; კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან; ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: კანონპროექტის მომზადებისას ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, ალუდა ღუდუშაური, თენგიზ შარმანაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, აკაკი ალადაშვილი. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, ალუდა ღუდუშაური, თენგიზ შარმანაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, აკაკი ალადაშვილი.