„ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
25.06.2025
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, რატი იონათამიშვილი, ალუდა ღუდუშაური, დავით მათიკაშვილი, თენგიზ შარმანაშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, გურამ მაჭარაშვილი, აკაკი ალადაშვილი.
ნომერი
#07-3/80/11
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-06-30
ბიუროს ნომერი 65

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, 14(21), 13/05/1999) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-5 მუხლის 11 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „11. პროკურორს უფლება აქვს, მოტივირებული დადგენილებით მოახდინოს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის ამსახველი დოკუმენტებისა და მასალების (გარდა ამ კანონის 21-ემუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტებისა და მასალებისა) განსაიდუმლოება მათი მტკიცებულებების სახით გამოყენების მიზნით, თუ ამ დოკუმენტებისა და მასალების განსაიდუმლოება არ ხელყოფს ქვეყნის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ინტერესებსთავდაცვის, ეკონომიკის, საგარეო ურთიერთობების, დაზვერვის, სახელმწიფო უშიშროებისა და მართლწესრიგის დაცვის სფეროში. გენერალური პროკურორის ან მისი მოადგილის თანხმობით, პროკურორი უფლებამოსილია განსაიდუმლოებულ მასალებში დაფარული დატოვოს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების მონაწილე იმ პირის ვინაობა, რომელიც თანამშრომლობს გამოძიებასთან, თუ ვინაობის გამჟღავნებით ზიანი ადგება ამ პირის უსაფრთხოებას ან/და არსებითად ხელყოფს მართლმსაჯულების ინტერესს. ამ პირის ვინაობის განსაიდუმლოება შესაძლებელია პროკურორის დასაბუთებული გადაწყვეტილებით, გენერალური პროკურორის ან მისი მოადგილის თანხმობით.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი კანონპროექტის მიღება განპირობებულია გამოძიების ორგანოებთან მოთანამშრომლე პირთა დაცვის და მათი საქმიანობის კონფიდენციალურობის პრინციპის უზრუნველმყოფი რეგულაციების დახვეწის აუცილებლობით. კერძოდ, მიზანშეწონილია იმგვარი საკანონმდებლო ნორმების შემოღება, რომელიც ერთის მხრივ, ხელს შეუწყობს, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებში ჩართული პირის ვინაობის გასაჯაროების შეზღუდვას მისი სიცოცხლის, ჯანმრთელობის, მასთან დაკავშირებული პირების უსაფრთხოების დაცვას და მეორეს მხრივ, გაზრდის სპეციალურ სამსახურებთან თანამშრომლობის პროცესის კონფიდენციალურობის ხარისხს და მინიმუმამდე დაიყვანს მოთანამშრომლე პირთა ვინაობის გასაჯაროებას.კანონმდებლობა მაღალ სტანდარტს ითხოვს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის ორგანიზებისთვის შესაძლებლობასაც, და ზღუდავს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ღონისძიება გამოყენების ტარდება, თუ ის აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ლეგიტიმური მიზნების მისაღწ ევად −ეროვნული უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველს აყოფად, უწესრიგობის ან დანაშაულის ჩადენის თავიდან ასაცილებლად, ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის ინტერესების ან სხვა პირთა უფლებებისა და თავი სუფლებების დასაცავადდა იმავდროულად, გამოყენებისთვის ინტენსივობისა და პროპორციულობის პირობაც დასაკმაყოფილებელია - ტარდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი ჩატარება გამოწვეულია გადაუდებელი საზოგადოებრივი საჭიროებით და ის ლეგიტიმური მიზნის მიღწევის შესაფერისი და პროპორციული საშუალებაა. შესაბამისად, ეს ღონისძიება გადის მკაცრ ფილტრს, წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას და მისი ჩატარების ორგანიზებაც კონსპირაციის პრინციპს ემყარება. ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებაში ჩართული პირი იღებს ვალდებულებას საიდუმლოდ შეინახოს თანამშრომლობის ფარგლებში მიღებული ინფორმაცია, ხოლო უსაფრთხოება და სახელმწიფო თანამშრომლობის ვალდებულია უზრუნველყოს კონფიდენციალურობა. მისი ოპერატიულ- სამძებრო ღონისძიებების და ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩამტარებელი უწყებებისთვის არსებითი მნიშვნელობა აქვს მოთანამშრომლე პირთა შესახებ ინფორმაციის საჯაროდ გავრცელების შეზღუდვას, რაც ერთის მხრივ, ხელს უწყობს მოთანამშრომლე პირთა უსაფრთხოების უკეთეს დაცვას, ხოლო მეორეს მხრივ თანამშრომლობის კონსპირაციული ხასიათის გაძლიერებას. ოპერატიულსამძებრო ღონისძიება ხშირად მნიშვნელოვანი მტკიცებულებაა ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში, შესაბამისად მომეტებულია მხილებაზე დამნაშავეთა მხრიდან საპასუხო ნეგატიური გავლენების რისკი და მეტად მოწყვლადს ხდის ამ ღონისძიებაში ჩართული პირის, ასევე მისი ოჯახის წევრების უსაფრთხოებას. დანაშაულის გახსნის, პრევენციის და მტკიცებულებათა მოპოვების საზოგადოებრივი ინტერესისთვის მნიშვნელოვანია სახელმწიფოს ჰქონდესქმედითი მხილების ეს მექანიზმი, რასაც ხელს შეუწყობს მოთანამშრომლე პირთა საჯაროობის და ცნობადობის შემცირება. წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილება სწორედ სისხლის სამართლის პროცესში ამ მიზნების უზრუნველყოფის საშუალებაა. იმავდროულად გათვალისწინებულია, რომ ყველა შემთხვევაში შესაძლოა არ არსებობდეს საჯაროობის შეზღუდვის და ზიანის მიყენების მომეტებული საფრთხეები, რაც გათვალისწინებულია და პროკურორს ეძლევადისკრეცია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შეაფასოს მისი გამოყენების საჭიროება, იმავდროულად გენერალური პროკურორის ან მისი მოადგილის თანხმობა ამ გადაწყვეტილების მიღებას აფუძნებს კოლეგიურ კონსესუსზე, რაც ზრდის გამოყენების საჭიროების შეფასების სტანდარტს. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა ზემოაღნიშნულიდან ფორმულირებების შეცვლა, გამომდინარე, რაც უნდა საჭიროა კანონისნორმის განხორციელდეს საკანონმდებლო ცვლილების გზით. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები კანონპროექტის მიღებით უზრუნველყოფილი იქნებასისხლის სამართლის პროცესში გამოყენებული, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებაში ჩართული პირის უსაფრთხოების და მისი თანამშრომლობის კონსპირაციის პრინციპის დაცვა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი კანონპროექტის თანახმად, მე-5 მუხლის 11 ნაწილი რედაქტირდება და ემატება მითითება, რომ სისხლის სამართლის პროცესში პროკურორის მიერ მტკიცებულებად გამოყენებულ და განსაიდუმლოებულ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ამსახველ მასალებში პროკურორმა, გენერალური პროკურორის ან მისი მოადგილის თანხმობით, შესაძლოა დაფარული დატოვოს ოპერატიულსამძებრომონაწილე იმ პირის ვინაობა, რომელიც თანამშრომლობს გამოძიებასთან, თუ ვინაობის გამჟღავნებით ზიანი ადგება მოთანამშრომლე პირის უსაფრთხოებას ან/და არსებითად ხელყოფს მართლმსაჯულების ინტერესს. ამ პირის ვინაობის იდენტიფიცირების შეზღუდვის მოხსნა კი შესაძლებელი იქნება პროკურორის დასაბუთებული გადაწყვეტილებით, გენერალური პროკურორის ან მისი მოადგილის თანხმობით. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში): აღნიშნული ქვეპუნქტის მოქმედება არ ვრცელდება კანონპროექტზე, რადგან იგი არაა ინიციირებული საქართველოს მთავრობის მიერ. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში, აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, რადგან ეს უკანასკნელი მისი მიზნიდან და შინაარსიდან გამომდინარე, არ ითხოვს ამოქმედების უფრო გვიანდელი ვადის დადგენას. ამასთანავე, კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისათვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტით წარმოდგენილი საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, აუცილებელია რიგგარეშე სესიაზე მიღება. შესაბამისად, ინიციატორების მიერ მოთხოვნილია კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო; კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული ხარჯებთან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე; კანონპროექტს არ ექნება გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე; კანონპროექტს არ ექნება გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით; კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს, აგრეთვე სახელმწიფოს ან/და მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღებ პირდაპირ ფინანსურ ვალდებულებებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა; კანონპროექტის მიღებას არ ექნება მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი; კანონპროექტით არ არის გათვალისწინებული გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება; კანონპროექტის ამოქმედება არ მოახდენს ზეგავლენას ბავშვთა უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება; კანონპროექტის მიღებით ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე ზეგავლენის მოხდენა მოსალოდნელი არ არის. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან; კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან; კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი; კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან; ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: კანონპროექტის მომზადებისას ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, ალუდა ღუდუშაური, თენგიზ შარმანაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, აკაკი ალადაშვილი. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, ალუდა ღუდუშაური, თენგიზ შარმანაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, აკაკი ალადაშვილი.