„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
25.06.2025
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, რატი იონათამიშვილი, ალუდა ღუდუშაური, დავით მათიკაშვილი, თენგიზ შარმანაშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, გურამ მაჭარაშვილი, აკაკი ალადაშვილი.
ნომერი
#07-3/80/11
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-06-30
ბიუროს ნომერი 65

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) 1002 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1002. მცირე ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა ან კულტივირება ან/და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის მოყვანისთვის ვარგისი თესლის უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა, მატერიალური სარგებლის გარეშე გადაცემა ან/და რეალიზაცია 1. მცირე ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა ან კულტივირება ან/და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის მოყვანისთვის ვარგისი თესლის უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა, მატერიალური სარგებლის გარეშე გადაცემა ან/და რეალიზაცია – გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარიდან 5 000 ლარამდე ოდენობით და სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციას ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 60 დღემდე ვადით და სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციას, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში, იურიდიული პირის დაჯარიმებას 1000 ლარიდან 10 000 ლარამდე ოდენობით და სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციას. 2. ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ ამავე მუხლით განსაზღვრული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა − გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1000 ლარიდან 6 000 ლარამდე ოდენობით და სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციას ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 10დან 60 დღემდე ვადით და სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციას, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში იურიდიული პირის დაჯარიმებას 2000 ლარიდან 12 000 ლარამდე ოდენობით და სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციას. შენიშვნა: 1. ამ კოდექსით გათვალისწინებული ნარკოტიკული საშუალების ოდენობები განისაზღვრება „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით. 2. პირს ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის სასამართლო „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით ჩამოართმევს იმავე კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უფლებებს. 3. ამ მუხლით გათვალისწინებული ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე, მათ შორის, ნივთიერებების, მოიაზრებს „ნარკოტიკული პრეკურსორებისა და საშუალებების, ნარკოლოგიური ფსიქოტროპული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის №2 დანართის ცხრილით გათვალისწინებული ჩამონათვალის „ნარკოტიკული საშუალებები“ 73-ე გრაფით განსაზღვრულ ნარკოტიკულ საშუალებას − მცენარე კანაფს.“. მუხლი 2 ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: წინამდებარე კანონპროექტის მომზადება განპირობებულია „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტით, რომლის მიზანია ნარკოდანაშაულის მომწესრიგებელი სამართლებრივი ნორმების დახვეწა და ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლის უზრუნველყოფა. საგულისხმოა, რომ ნარკოპოლიტიკის აღსრულების მიზნით გამკაცრებისა მიზანშეწონილია და გამკაცრდეს მისი ეფექტურად ადმინისტრაციულ სამართლებრივი პასუხისმგებლობა ნარკოტიკულ საშუალებებთან დაკავშირებულ სამართალდარღვევებზე. აღნიშნულიდან გამოდინარე, თანმდევი საკანონმდებლო ცვლილების სახით მომზადდა „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: იმის გათვალისწინებით, რომ ნარკოტიკულ საშუალებებთან დაკავშირებულ ცალკეულ ქმედებებზე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი (შემდგომ − სამართალდარღვევათა კოდექსი) ითვალისწინებს ადმინისტრაციულ სამართლებრივ პასუხისმგებლობას, სანქციების გამკაცრების მიზნით აუცილებელია ცვლილება შევიდეს დასახელებულ კოდექსში. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღებით, ერთი მხრივ, გამკაცრდება ადმინისტრაციულ სამართლებრივი პასუხისმგებლობა მცირე ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა ან კულტივირებისთვის, მეორე მხრივ კი პასუხისმგებლობა დაწესდება ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის მოყვანისთვის ვარგისი თესლის უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა, მატერიალური სარგებლის გარეშე გადაცემა ან/ და რეალიზაციისთვის. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: წარმოდგენილი კანონის პროექტით ცვლილება შედის სამართალდარღვევათა კოდექსის 1002 მუხლში. ხაზგასასმელია, რომ სამართალდარღვევათა კოდექსის 1002 მუხლის მოქმედი რედაქციით მცირე ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა ან კულტივირებისთვის გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა. კერძოდ, აღნიშნული ქმედება იწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით ან, გამონაკლის შემთხვევაში, თუ საქმის გარემოებებისა და დამრღვევის პიროვნების გათვალისწინებით ამ ზომის გამოყენება არასაკმარისად იქნება მიჩნეული, – ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით. წარმოდგენილი კანონის პროექტით ახლებურად ყალიბდება სამართალდარღვევათა კოდექსის 1002 მუხლი და მკაცრდება პასუხისმგებლობა მცირე ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა ან კულტივირებისთვის. აღნიშნული ქმედება გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარიდან 5 000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 60 დღემდე ვადით. ამასთან პასუხისმგებლობა გათვალისწინებული იქნება იურიდიული პირისთვისაც და ეს უკანასკნელი დაჯარიმდება 1000 ლარიდან 10 000 ლარამდე ოდენობით, აგრეთვე სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით. ამასთანავე, წარმოდგენილი კანონის პროექტით სამართალდარღვევათა კოდექსის 1002 მუხლის დისპოზიციას ემატება ჩანაწერი და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დგინდება ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის მოყვანისთვის ვარგისი თესლის უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა, მატერიალური სარგებლის გარეშე გადაცემა ან/ და რეალიზაციისთვის. დასახელებული ქმედება გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარიდან 5 000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 60 დღემდე ვადით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას 1000 ლარიდან 10 000 ლარამდე ოდენობით, აგრეთვე სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციას. დასჯადი იქნება ზემოაღნიშნულ ქმედებათა განმეორებით ჩადენაც და სახდელის სახით ფიზიკური პირისთვის განისაზღვრება 1000 ლარიდან 6 000 ლარამდე ოდენობით ჯარიმა ან 10 დღიდან 60 დღემდე ვადით ადმინისტრაციულ პატიმრობა, ხოლო იურიდიული პირისთვის ჯარიმა 2 000 ლარიდან 12 000 ლარამდე, აგრეთვე სამართალდარღვევის საგნის კონფისკაცია. წარმოდგენილი კანონის პროექტით ახლებურად ყალიბდება სამართალდარღვევათა კოდექსის 1002 მუხლის გათვალისწინებული შენიშვნა ნარკოტიკული და ზუსტდება, საშუალების რომ ოდენობები ამ კოდექსით განისაზღვრება „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით. ამასთანავე, მიეთითება, რომ 1002 სამართალდარღვევის წინააღმდეგ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული ჩადენისთვის სასამართლო „ნარკოტიკული დანაშაულის ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით ჩამოართმევს იმავე კანონით გათვალისწინებულ ცალკეულ უფლებებს. გარდა ამისა, განისაზღვრება, რომ 1002 მუხლით გათვალისწინებული ნარკოტიკული საშუალების საშუალებების, შემცველი მცენარე, ფსიქოტროპული მათ შორის, მოიაზრებს ნივთიერებების, „ნარკოტიკული პრეკურსორებისა ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის №2 და დანართის ცხრილით გათვალისწინებული ჩამონათვალის „ნარკოტიკული საშუალებები“ 73-ე გრაფით განსაზღვრულ ნარკოტიკულ საშუალებას − მცენარე კანაფს. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში): აღნიშნული ქვეპუნქტის მოქმედება არ ვრცელდება კანონპროექტზე, რადგან იგი არაა ინიციირებული საქართველოს მთავრობის მიერ. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში, აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, რადგან ეს უკანასკნელი მისი მიზნიდან და შინაარსიდან გამომდინარე, არ ითხოვს ამოქმედების უფრო გვიანდელი ვადის დადგენას. ამასთანავე, კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისათვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტით წარმოდგენილი საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, აუცილებელია რიგგარეშე სესიაზე მიღება. შესაბამისად, ინიციატორების მიერ მოთხოვნილია კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი) ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღებით გამოწვეული აუცილებელი ხარჯების დაფინანსება განხორციელდება საქართველოს საერთო სასამართლოებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ასიგნებებიდან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, რაც გამოწვეული იქნება სამართალდარღვევათა კოდექსის 1002 მუხლით გათვალისწინებული გაზრდილი ადმინისტრაციული ფულადი სანქციისა და სამართალდარღვევის პროექტით ჩადენისთვის განსაზღვრული ახალი სამართალდარღვევისთვის დაწესებული ფულადი სანქციის სახელმწიფო ბიუჯეტში მიმართვით. წარმოდგენილი კანონის პროექტით ახლებურად ყალიბდება სამართალდარღვევათა კოდექსის 1002 მუხლი და მკაცრდება პასუხისმგებლობა მცირე ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა ან კულტივირებისთვის. აღნიშნული ქმედება გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარიდან 5 000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 60 დღემდე ვადით. ამასთან, პასუხისმგებლობა გათვალისწინებული იქნება იურიდიული პირისთვისაც და ეს უკანასკნელი დაჯარიმდება 1000 ლარიდან 10 000 ლარამდე ოდენობით, აგრეთვე სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით. ამასთან, წარმოდგენილი კანონის პროექტით ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დადგინდება ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის მოყვანისთვის ვარგისი თესლის უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა, მატერიალური სარგებლის გარეშე გადაცემა ან/ და რეალიზაციისთვის. დასახელებული ქმედება გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარიდან 5 000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 60 დღემდე ვადით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას 1000 ლარიდან 10 000 ლარამდე ოდენობით, აგრეთვე სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციას. დასჯადი იქნება ზემოაღნიშნულ ქმედებათა განმეორებით ჩადენაც და სახდელის სახით ფიზიკური პირისთვის განისაზღვრება 1000 ლარიდან 6 000 ლარამდე ოდენობით ჯარიმა ან 10 დღიდან 60 დღემდე ვადით ადმინისტრაციულ პატიმრობა, ხოლო იურიდიული პირისთვის ჯარიმა 2 000 ლარიდან 12 000 ლარამდე ოდენობით, აგრეთვე სამართალდარღვევის საგნის კონფისკაცია. აღნიშნულის გათვალისწინებით, წარმოდგენილი ცვლილება გავლენას მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. კერძოდ, ზემოაღნიშნული დარღვევებისთვის დაწესებული ჯარიმის გადახდისას, სამართალდამრღვევის მიერ თანხის ჩარიცხვა განხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტში. ასევე, სამართალდამრღვევს პირისთვის სანქციის სახით სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციის დაკისრებისას, აღნიშნული მიექცევა სახელმწიფოს საკუთრებაში და მისი რეალიზაციით მიღებული შემოსავალი გავლენას მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. საგულისხმოა, რომ წარმოდგენილი შემოსავლების მიღება დამოკიდებულია სამართალდარღვევის ყოველწლიურ რაოდენობაზე, ასევე კონფისკებულ სამართალდარღვევის საგნის რაოდენობაზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: წარმოდგენილი კანონპროექტი გავლენას მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. განხილვის კერძოდ, უფლება პროექტით წარმოდგენილი ახალი სამართალდარღვევის ექნება სასამართლოს, ხოლო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გამოწერის უფლებამოსილება − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს. აღნიშნული სამართალდარღვევის აღსრულებას საერთო სასამართლოები და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფენ არსებული ადამიანური რესურსის გამოყენებით და თანამშრომელთა რაოდენობის ზრდა არ არის დაგეგმილი. ამასთან, საქმის განხილვისთვის და ადმინისტრაციული ოქმის შედგენისთვის აუცილებელი ადმინისტრაციული ხარჯების დაფინანსება მოხდება საქართველოს საერთო სასამართლოებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ასიგნებებიდან, ხოლო ხარჯების ოდენობა დამოკიდებული იქნება სამართალდარღვევის ყოველწლიურ რაოდენობაზე. ამასთან, წარმოდგენილი ცვლილებებით, მცირე ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა ან კულტივირებისთვის სახდელის სახით შესაძლოა გამოყენებულ იქნეს ადმინისტრაციულ პატიმრობა 60 დღემდე ვადით, ნაცვლად 15 დღემდე ვადით ადმინისტრაციული პატიმრობისა. ამასთან, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა წესდება ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის მოყვანისთვის ვარგისი თესლის უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა, მატერიალური სარგებლის გარეშე გადაცემა ან/ და რეალიზაციისთვის, რისთვისაც სახდელის სახით შესაძლოა გამოყენებულ იქნეს ადმინისტრაციულ პატიმრობას 60 დღემდე ვადით. წარმოდგენილი ცვლილებები გამოიწვევს ადმინისტრაციულ ხარჯებს, კერძოდ სამართალდარღვევის დროებითი მოთავსების იზოლატორში განთავსებისა და შენახვის ხარჯებს. საგულისხმოა, რომ დღეის მდგომარეობით, ქ. თბილისის დროებითი მოთავსების იზოლატორებში მთავარი თითოეული სამმართველოს დაკავებულის დროებითი ყოველდღიური მოთავსების შენახვის ხარჯი სრულწლოვნის შემთხვევაში შეადგენს 12,61 ლარს, ხოლო არასრულწლოვნის შემთხვევაში – 13,74 ლარს. რეგიონული სამსახურების დაქვემდებარებულ დროებითი მოთავსების იზოლატორებში დაკავებულის ყოველდღიური შენახვის ხარჯი შეადგენს 11,23 ლარს. დასახელებული ხარჯების ოდენობა დამოკიდებული იქნება იმ სამართალდამრღვევთა ყოველწლიურ რაოდენობაზე, რომლებსაც სახდელის სახით დაენიშნებათ ადმინისტრაციული განხორციელდება საქართველოს პატიმრობა, შინაგან ხოლო საქმეთა ხარჯების დაფინანსება სამინისტროს ასიგნებების ფარგლებში. საგულისხმოა, რომ წარმოდგენილი პროექტი, ზემოაღნიშნული დარღვევებისთვის სანქციის სახით ითვალისწინებს სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციას, რაც მიექცევა სახელმწიფოს საკუთრებაში, ხოლო კონფისკებული სამართალდარღვევის საგნის რეალიზაციამდე მისი შენახვის ხარჯები გავლენას მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. გარდა ამისა, სამართალდამრღვევის მიერ საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული გასაჩივრების უფლებით სარგებლობის შემთხვევაში, საერთო სასამართლოების მიერ საქმის განხილვა მოხდება მისთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში. წარმოდგენილი ხარჯების ოდენობა დამოკიდებულია სამართალდარღვევის ყოველწლიურ რაოდენობაზე, ასევე კონფისკებულ სამართალდარღვევის საგნის რაოდენობაზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება სახელმწიფოს მხრიდან ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას არ ითვალისწინებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტის მიღება გავლენას მოახდენს იმ პირთა ფინანსურ მდგომარეობაზე, რომელთა მიმართაც გავრცელდება წარმოდგენილი კანონის პროექტი. წარმოდგენილი კანონის პროექტით ახლებურად ყალიბდება სამართალდარღვევათა კოდექსის 1002 მუხლი და მკაცრდება პასუხისმგებლობა მცირე ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა ან კულტივირებისთვის. აღნიშნული ქმედება გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარიდან 5 000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 60 დღემდე ვადით. ამასთან, პასუხისმგებლობა გათვალისწინებული იქნება იურიდიული პირისთვისაც და ეს უკანასკნელი დაჯარიმდება 1000 ლარიდან 10 000 ლარამდე ოდენობით, აგრეთვე სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით. ამასთან, წარმოდგენილი კანონის პროექტით სამართალდარღვევათა კოდექსის 1002 მუხლის დისპოზიციას ემატება ჩანაწერი და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დადგინდება ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის მოყვანისთვის ვარგისი თესლის უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა, მატერიალური სარგებლის გარეშე გადაცემა ან/ და რეალიზაციისთვის. დასახელებული ქმედება გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარიდან 5 000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 60 დღემდე ვადით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას 1000 ლარიდან 10 000 ლარამდე ოდენობით, აგრეთვე სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციას. დასჯადი იქნება ზემოაღნიშნულ ქმედებათა განმეორებით ჩადენაც და სახდელის სახით ფიზიკური პირისთვის განისაზღვრება 1000 ლარიდან 6 000 ლარამდე ოდენობით ჯარიმა ან 10 დღიდან 60 დღემდე ვადით ადმინისტრაციულ პატიმრობა, ხოლო იურიდიული პირისთვის ჯარიმა 2 000 ლარიდან 12 000 ლარამდე ოდენობით, აგრეთვე სამართალდარღვევის საგნის კონფისკაცია. წარმოდგენილი ცვლილებები გავლენას მოახდენს იმ პირების ფინანსურ მდგომარეობაზე, რომლებიც, ამ კანონის ამოქმედების შემდეგ დაჯარიმდებიან პროექტით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისთვის. ამასთან, დამრღვევის მიმართ სანქციის სახით გამოყენებული სამართალდარღვევის საგნის კონფისკაცია გავლენას მოახდენს სამართალდარღვევის ფინანსურ მდგომარეობაზე. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: წარმოდგენილი კანონის პროექტი მცირე ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა ან კულტივირებისთვის ითვალისწინებს ჯარიმას ფიზიკური პირის შემთხვევაში 500 ლარიდან 5 000 ლარამდე, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში 1000 ლარიდან 10 000 ლარამდე ოდენობით. ამასთან, ფულადი სანქცია გათვალისწინებულია ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის მოყვანისთვის ვარგისი თესლის უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა, მატერიალური სარგებლის გარეშე გადაცემა ან/ და რეალიზაციისთვის. დასახელებული ქმედება გამოიწვევს დაჯარიმებას ფიზიკური პირის შემთხვევაში 500 ლარიდან 5 000 ლარამდე, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში 1000 ზემოაღნიშნულ ლარიდან ქმედებათა 10 000 ლარამდე განმეორებით ოდენობით. ჩადენაც და დასჯადი იქნება სახდელის სახით განისაზღვრება ფიზიკური პირის შემთხვევაში 1000 ლარიდან 6 000 ლარამდე, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში 2000 ლარიდან 12 000 ლარამდე ოდენობით ჯარიმა. საგულისხმოა, რომ წარმოდგენილი ჯარიმის ოდენობა დადგინდა ნარკოტიკულ საშუალებებთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისთვის სამართალდარღვევათა საფუძველზე, კოდექსით რაც გათვალისწინებული თანაზომადია ჯარიმების ანალოგიური ანალიზის სახის სხვა სამართალდარღვევებისთვის გათვალისწინებულ ფულად სანქციებთან. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის ხელშეკრულებებთან მიმართება და საქართველოს ორმხრივ შეთანხმებებთან, და აგრეთვე, მრავალმხრივ ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს/შეთანხმებებს. კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, ალუდა ღუდუშაური, თენგიზ შარმანაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, აკაკი ალადაშვილი. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, ალუდა ღუდუშაური, თენგიზ შარმანაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, აკაკი ალადაშვილი.