„ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-06-30
ბიუროს ნომერი 65
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ“ საქართველოს კანონის
(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №57, 29.12.2005, მუხ. 438) 31 მუხლი
ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 31. ნარკოვაჭრობა, ნარკომოვაჭრე
1. ნარკოვაჭრობა − ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი
ნივთიერების, მცენარე კანაფის ან მარიხუანის, სხვა ნარკოტიკული საშუალების, მისი
ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო
რეალიზაცია ან/და ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი
ნივთიერების, მცენარე კანაფის ან მარიხუანის, სხვა ნარკოტიკული საშუალების, მისი
ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო
რეალიზაციის ხელშეწყობა.
2. ნარკომოვაჭრე − პირი, რომელიც ახორციელებს ფსიქოტროპული ნივთიერების,
მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების, მცენარე კანაფის ან მარიხუანის, სხვა
ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური
ნივთიერების უკანონო რეალიზაციას ან/და ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი
ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების, მცენარე კანაფის ან მარიხუანის, სხვა
ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური
ნივთიერების უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობას.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
წინამდებარე კანონპროექტის მომზადება განპირობებულია „საქართველოს სისხლის
სამართლის
კოდექსში
ცვლილების
შეტანის
შესახებ“ საქართველოს
კანონის
პროექტით, რომლის მიზანია ნარკოდანაშაულის მომწესრიგებელი სამართლებრივი
ნორმების
დახვეწა
და
ნარკოდანაშაულის
წინააღმდეგ
ეფექტიანი
ბრძოლის
უზრუნველყოფა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში განსახორციელებელი ცვლილების
თანახმად, კოდექსს ემატება ემატება ახალი, 2604 მუხლი, რომლითაც განისაზღვრება
სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი
ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების, მცენარე კანაფის ან მარიხუანის, სხვა
ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური
ნივთიერების მატერიალური სარგებლის მიღების მიზნის გარეშე უკანონო გადაცემის
ან/და უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობისათვის.
ვინაიდან „ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ“ საქართველოს კანონი
განსაზღვრავს ნარკოვაჭრობისა და ნარკომოვაჭრის ცნებებს, მიზანშეწონილია,
ქმედების
საშიშროების
გათვალისწინებით,
დასახელებულ
ტერმინებსა
და,
შესაბამისად, კანონის რეგულირების სფეროში ასევე მოექცეს ფსიქოტროპული
ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების, მცენარე კანაფის ან
მარიხუანის, სხვა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან
ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების მატერიალური სარგებლის მიღების მიზნის
გარეშე უკანონო გადაცემის ან/და უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობა.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
განმარტებითი ბარათის „ა.ა.ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული საკითხი, მისი არსიდან
გამომდინარე, მოითხოვს საკანონმდებლო ცვლილების განხორციელებას.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
წინამდებარე
კანონში
განხორციელებული
ცვლილებით
„ორგანიზებული
დანაშაულისა და რეკეტის შესახებ“ საქართველოს კანონის რეგულირების სფეროში
ასევე მოექცევა ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი
ნივთიერების, მცენარე კანაფის ან მარიხუანის, სხვა ნარკოტიკული საშუალების, მისი
ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების მატერიალური
სარგებლის მიღების მიზნის გარეშე უკანონო გადაცემის ან/და უკანონო რეალიზაციის
ხელშეწყობა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
წარმოდგენილი კანონის პროექტით, „ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის
შესახებ“ საქართველოს კანონის 31 მუხლი ყალიბდება ახლებური რედაქციით და
განისაზღვრება,
რომ
ნარკოვაჭრობის
ტერმინი
გულისხმობს
როგორც
ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების,
მცენარე კანაფის ან მარიხუანის, სხვა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის,
პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო რეალიზაციას, ასევე,
ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების,
მცენარე კანაფის ან მარიხუანის, სხვა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის,
პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების მატერიალური სარგებლის
მიღების მიზნის გარეშე უკანონო გადაცემის ან/და უკანონო რეალიზაციის
ხელშეწყობას. ამასთან, ცვლილების თანახმად, ნარკომოვაჭრე არის პირი, რომელიც
ახორციელებს ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი
ნივთიერების, მცენარე კანაფის ან მარიხუანის, სხვა ნარკოტიკული საშუალების, მისი
ანალოგის,
პრეკურსორის
რეალიზაციას
ან/და
ან
ახალი
ფსიქოტროპული
ფსიქოაქტიური
ნივთიერების
ნივთიერების,
მისი
უკანონო
ანალოგის
ან
ძლიერმოქმედი ნივთიერების, მცენარე კანაფის ან მარიხუანის, სხვა ნარკოტიკული
საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების
მატერიალური სარგებლის მიღების მიზნის გარეშე უკანონო გადაცემის ან/და
უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობას.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს
მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
აღნიშნული ქვეპუნქტის მოქმედება არ ვრცელდება კანონპროექტზე, რადგან იგი არაა
ინიციირებული საქართველოს მთავრობის მიერ.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში, აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, რადგან ეს უკანასკნელი მისი
მიზნიდან და შინაარსიდან გამომდინარე, არ ითხოვს ამოქმედების უფრო გვიანდელი
ვადის დადგენას. ამასთანავე, კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისათვის
უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით
განხილვას):
კანონპროექტით
წარმოდგენილი
საკითხის
მნიშვნელობიდან
გამომდინარე,
აუცილებელია რიგგარეშე სესიაზე მიღება. შესაბამისად, ინიციატორების მიერ
მოთხოვნილია კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი
სახსრების გამოყოფას.
ბ.ბ)
კანონპროექტის
გავლენა
სახელმწიფო,
ავტონომიური
რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო, ავტონომიური
რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე.
ბ.გ)
კანონპროექტის
გავლენა
სახელმწიფო,
ავტონომიური
რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
პროექტით გათვალისწინებული ცვლილებები გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო,
ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი
ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპოექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს,
აგრეთვე სახელმწიფოს ან/და მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღებ
პირდაპირ ფინანსურ ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ
პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც
მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი
გავლენა:
კანონპროექტს მოჰყვება ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, ვინაიდან ცვლილების თანახმად,
ფართოვდება ნარკოვაჭრობისა და ნარკომოვაჭრის ცნება. კერძოდ, ნარკოვაჭრობად
ასევე განიმარტება ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი
ნივთიერების, მცენარე კანაფის ან მარიხუანის, სხვა ნარკოტიკული საშუალების, მისი
ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების მატერიალური
სარგებლის მიღების მიზნის გარეშე უკანონო გადაცემის ან/და უკანონო რეალიზაციის
ხელშეწყობა, ხოლო ნარკომოვაჭრე იქნება აღნიშნული ქმედების განმახორციელებელი
პირი. შესაბამისად, დასახელებული კვალიფიკაციით პირის მსჯავრდების
შემთხვევაში, „ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ“ საქართველოს
კანონის შესაბამისად შეიძლება განხორციელდეს მისი ქონების ჩამორთმევა და
სახელმწიფოსთვის გადაცემა.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ადგენს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2 )
ქალისა
და
მამაკაცის
თანასწორობის
მდგომარეობაზე
კანონპროექტის
მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი
გავლენას
არ
ახდენს
ქალისა
და
მამაკაცის
თანასწორობის
მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
ხელშეკრულებებთან
და
საქართველოს
ორმხრივ
შეთანხმებებთან,
და
მრავალმხრივ
აგრეთვე,
ისეთი
ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება
კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებსა
და
შეთანხმებებს.
კანონპროექტის
მომზადება
არ
არის
დაკავშირებული ასეთ ხელშეკრულებასთან/შეთანხმებასთან.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან
დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი,
სამუშაო
ჯგუფი,
რომელმაც
მონაწილეობა
შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
მიიღო
კანონპროექტის
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
კანონპროექტის მომზადებისას ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: არჩილ გორდულაძე,
თორნიკე
ჭეიშვილი,
ალექსანდრე
ტაბატაძე,
დავით
მათიკაშვილი,
რატი
იონათამიშვილი, ალუდა ღუდუშაური, თენგიზ შარმანაშვილი, გურამ მაჭარაშვილი,
აკაკი ალადაშვილი.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: არჩილ
გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, დავით მათიკაშვილი, რატი
იონათამიშვილი, ალუდა ღუდუშაური, თენგიზ შარმანაშვილი, გურამ მაჭარაშვილი,
აკაკი ალადაშვილი.