„ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-06-30
ბიუროს ნომერი 65
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და
ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე
მუხლი 1. „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების,
პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში
(საქართველოს
საკანონმდებლო
მაცნე
(www.matsne.gov.ge),
08.06.2012,
სარეგისტრაციო კოდი: 470070000.05.001.016760) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-3 მუხლის:
ა) „რ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„რ) სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა ბრუნვა –
ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველ
მცენარეთა
დათესვა,
მოყვანა,
კულტივირება,
სპეციალურ
კონტროლს
დაქვემდებარებულ ნივთიერებათა შექმნა, წარმოება, მომზადება, დამზადებაგადამუშავება, შენახვა, გადაგზავნა, გადაზიდვა (გადატანა), რეალიზაცია (საცალო და
საბითუმო), განაწილება, შეძენა, უკანონო გადაცემა, უკანონო რეალიზაცია, უკანონო
რეალიზაციის ხელშეწყობა, ჩაბარება, გამოყენება, მოხმარება, განადგურება, შემოტანა,
გატანა, იმპორტი, ექსპორტი, ტრანზიტი, რეექსპორტი;“;
ბ) „წ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„წ) უკანონო გადაცემა – სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების
საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით გადაცემა მატერიალური სარგებლის
მიღების მიზნის გარეშე;“;
გ) „წ1“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „წ2“ ქვეპუნქტი:
„წ2)
უკანონო
რეალიზაციის
ხელშეწყობა
−
სპეციალურ
კონტროლს
დაქვემდებარებული ნივთიერების უკანონო რეალიზაციისთვის პირობების შექმნა,
კერძოდ, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების დაფასოება,
საჯაროდ ხელმისაწვდომ ადგილას ღიად ან ფარულად განთავსება, მისი
ადგილსამყოფლის შესახებ ინფორმაციის გავრცელება, მათი შეძენის ხერხებისა და
მეთოდების შესახებ ინფორმაციის მიწოდება ან/და ნებისმიერი სხვა ქმედება,
რომელიც ხელს უწყობს სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების
გავრცელებას.“.
დ) „ჰ2“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ჰ2) კანაფი – მცენარე კანაფის წვეროები ფოთლებით, ყვავილებითა და ნაყოფით
(გარდა თესლებისა, რომელთაც არ ახლავთ მცენარის წვეროები), თუ მათგან არ არის
გამოყოფილი ნებისმიერი დასახელების მქონე ფისი;“.
2. №2 დანართის შენიშვნებს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი:
„8. თუ ამ კანონის №2 დანართის ცხრილით გათვალისწინებული ჩამონათვალის
„ნარკოტიკული საშუალებები“ 73-ე გრაფით განსაზღვრული ნარკოტიკული
საშუალების − მცენარე კანაფის პროდუქტს გააჩნია დანამატი, მინარევი ან/და
ექსტრაგირების ნიშნები, მისი ოდენობის განსაზღვრა მოხდება ამ კანონის №2
დანართის
ცხრილით
გათვალისწინებული
ჩამონათვალის
„ნარკოტიკული
საშუალებები“ 164-ე გრაფით განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალების ტეტრაჰიდროკანაბინოლის შემცველობის მიხედვით.“
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და
ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
წინამდებარე კანონპროექტის მომზადება განპირობებულია „საქართველოს სისხლის
სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის
შემუშავებით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში განსახორციელებელი ცვლილების
თანახმად, კოდექსს ემატება ემატება ახალი, 2604 მუხლი, რომლითაც განისაზღვრება
სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი
ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების, მცენარე კანაფის ან მარიხუანის, სხვა
ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური
ნივთიერების უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობისათვის. ამასთან, იცვლება მცენარე
კანაფის/მარიხუანის შესახებ არსებული სამართლებრივი ჩარჩო და ცალკეული
დანაშაულებრივი ქმედებებისთვის გათვალისწინებული სასჯელები.
საქართველოს
სისხლის
სამართლის
კოდექსში
შესატან
ცვლილებებთან
შესაბამისობაში მოყვანის, საკანონმდებლო რეგულაციების ჰარმონიზებისა და
ცალკეული
პრაქტიკული
ხარვეზების
აღმოფხვრის
თანმდევი
ცვლილება
განხორციელდეს
მიზნით
მნიშვნელოვანია
„ნარკოტიკული
საშუალებების,
ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების
შესახებ“ საქართველოს კანონში.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
განმარტებითი ბარათის „ა.ა.ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული საკითხი, მისი არსიდან
გამომდინარე, მოითხოვს საკანონმდებლო ცვლილების განხორციელებას.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
წარმოდგენილი
პროექტით,
კანონს
დაემატება
ახალი
ტერმინი
−
უკანონო
რეალიზაციის ხელშეწყობა. ამასთან, ახლებურად ჩამოყალიბდება ცალკეული
ტერმინები.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
მოცემული პროექტით, კანონის მიზნებისათვის ახლებურად ყალიბდება რიგი
ტერმინების განმარტებები. კერძოდ:
„სპეციალურ
კონტროლს
დაქვემდებარებულ
ნივთიერებათა
ბრუნვის“
დეფინიციაში მიეთითება, მათ შორის, „უკანონო გადაცემა“ და „უკანონო
რეალიზაციის ხელშეწყობა“;
ტერმინი „გადაცემა“ ტექნიკურად იცვლება ტერმინით - „უკანონო გადაცემა“;
კანონს ემატება ახალი ტერმინი - „უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობა“,
რომელიც განიმარტება, როგორც სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული
ნივთიერების უკანონო რეალიზაციისთვის პირობების შექმნა, მათ შორის,
სპეციალურ
კონტროლს
დაქვემდებარებული
ნივთიერების
დაფასოება,
საჯაროდ ხელმისაწვდომ ადგილას ღიად ან ფარულად განთავსება, მისი
ადგილსამყოფლის შესახებ ინფორმაციის გავრცელება, მათი შეძენის ხერხებისა
და მეთოდების შესახებ ინფორმაციის მიწოდება ან/და ნებისმიერი სხვა
ქმედება, რომელიც ხელს უწყობს სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული
ნივთიერების გავრცელებას;
ცვლილება ეხება „კანაფის“ დეფინიციასაც და მასში მოიაზრება მცენარე კანაფის
წვეროები ფოთლებით, ყვავილებითა და ნაყოფით (გარდა თესლებისა,
რომელთაც არ ახლავთ მცენარის წვეროები), თუ მათგან არ არის გამოყოფილი
ნებისმიერი დასახელების მქონე ფისი.
ამავდროულად, ცვლილების თანახმად, თუ მცენარე კანაფის პროდუქტს გააჩნია
დანამატი, მინარევი ან/და ექსტრაგირების ნიშნები, მისი ოდენობის განსაზღვრა
მოხდება
„ნარკოტიკული
საშუალებების,
ფსიქოტროპული
ნივთიერებების,
პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის №2
დანართის
ცხრილით
საშუალებები“
164-ე
გათვალისწინებული
გრაფით
განსაზღვრული
ჩამონათვალის
„ნარკოტიკული
ნარკოტიკული
საშუალების
ტეტრაჰიდროკანაბინოლის შემცველობის მიხედვით.
-
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს
მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
აღნიშნული ქვეპუნქტის მოქმედება არ ვრცელდება კანონპროექტზე, რადგან იგი არაა
ინიციირებული საქართველოს მთავრობის მიერ.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში, აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, რადგან ეს უკანასკნელი მისი
მიზნიდან და შინაარსიდან გამომდინარე, არ ითხოვს ამოქმედების უფრო გვიანდელი
ვადის დადგენას. ამასთანავე, კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისათვის
უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით
განხილვას):
კანონპროექტით
წარმოდგენილი
საკითხის
მნიშვნელობიდან
გამომდინარე,
აუცილებელია რიგგარეშე სესიაზე მიღება. შესაბამისად, ინიციატორების მიერ
მოთხოვნილია კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი
სახსრების გამოყოფას.
ბ.ბ)
კანონპროექტის
გავლენა
სახელმწიფო,
ავტონომიური
რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
წარმოდგენილი ცვლილება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო, ავტონომიური
რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე.
ბ.გ)
კანონპროექტის
გავლენა
სახელმწიფო,
ავტონომიური
რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის გავლენა არ ექნება სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი
ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტი
არ
ითვალისწინებს
სახელმწიფოს
მიერ
ახალი
ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ
პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც
მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი
გავლენა:
წარმოდგენილი ცვლილებები ფინანსურ გავლენას არ მოახდენს იმ პირებზე რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის შემოღებას.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2 )
ქალისა
და
მამაკაცის
თანასწორობის
მდგომარეობაზე
კანონპროექტის
მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი
გავლენას
არ
ახდენს
ქალისა
და
მამაკაცის
თანასწორობის
მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
ხელშეკრულებებთან
და
საქართველოს
ორმხრივ
შეთანხმებებთან,
და
მრავალმხრივ
აგრეთვე,
ისეთი
ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება
კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებსა
და
შეთანხმებებს.
კანონპროექტის
მომზადება
არ
არის
დაკავშირებული ასეთ ხელშეკრულებასთან/შეთანხმებასთან.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან
დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი,
სამუშაო
ჯგუფი,
რომელმაც
მონაწილეობა
მიიღო
კანონპროექტის
შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
კანონპროექტის მომზადებისას ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: არჩილ გორდულაძე,
თორნიკე
ჭეიშვილი,
ალექსანდრე
ტაბატაძე,
დავით
მათიკაშვილი,
რატი
იონათამიშვილი, ალუდა ღუდუშაური, თენგიზ შარმანაშვილი, გურამ მაჭარაშვილი,
აკაკი ალადაშვილი.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: არჩილ
გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, დავით მათიკაშვილი, რატი
იონათამიშვილი, ალუდა ღუდუშაური, თენგიზ შარმანაშვილი, გურამ მაჭარაშვილი,
აკაკი ალადაშვილი.