„ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
25.06.2025
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: გიორგი ხახუბია, სალომე ჯინჯოლავა, გოდერძი ჩანქსელიანი, ვარლამ ლიპარტელიანი, ზაურ დარგალი.
ნომერი
#07-3/81/11
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-06-30
ბიუროს ნომერი 65

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №30(37), 1999 წელი, მუხ. 158) 381 მუხლში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის და ტრანზიტის ნებართვის (შემდგომ − ნებართვა) გამცემი ადმინისტრაციული ორგანოა სააგენტო. 2. ნებართვის მისაღებად სააგენტოსთვის წარსადგენ განცხადებას, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული დოკუმენტაციის გარდა, უნდა ერთოდეს შემდეგი ინფორმაცია: ა) მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერების დასახელება, რაოდენობა (წონა), შემადგენლობა და შეფუთვის ფიზიკური აღწერა; ბ) მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერების სასაქონლო კოდი საგარეოეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) მიხედვით; გ) მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერების მდგომარეობა, კერძოდ, აღნიშნული ნივთიერება ახალია, ამოღებულია/შეგროვებულია, რეციკლირებულია თუ აღდგენილია; დ) მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის მიზანი; ე) მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერების ექსპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის შემთხვევაში – აგრეთვე მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერების წარმოშობის სერტიფიკატი, იმპორტის სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული იმპორტის ნებართვა (იმპორტის სახელმწიფოს კანონმდებლობაში ასეთი ნებართვის არსებობის შემთხვევაში) და ნებართვის მაძიებელსა და აღნიშნული ნივთიერების გადაზიდვაში მონაწილე ყველა სხვა ფიზიკურ პირს ან/და იურიდიულ პირს შორის დადებული ხელშეკრულებების ასლები; ვ) მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერების − მეთილბრომიდის იმპორტის შემთხვევაში − აგრეთვე დეტალური ინფორმაცია აღნიშნული ნივთიერების მოხმარების მიზნის, დროისა და ადგილის და მისი განთავსების ადგილის შესახებ.“ 3. „ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ“ მონრეალის 1987 წლის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის და ტრანზიტის ნებართვის გაცემის, წლიური საიმპორტო კვოტის განაწილების წესისა და სანებართვო მოწმობის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით აკრძალული ნივთიერებების იმპორტის ნებართვის გაცემისას ნებართვის მისაღებად წარსადგენ განცხადებას ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტაციასთან ერთად უნდა ერთოდეს შესაბამისი ნივთიერების წარმოშობის სერტიფიკატი, ექსპორტის სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული ექსპორტის ნებართვა და აღნიშნული ნივთიერების ლაბორატორიული ან/და კვლევითი მიზნებისთვის გამოყენების დასაბუთება დეტალური აღწერით, რომელიც მოიცავს ნივთიერების გამოყენების აუცილებლობისა და უალტერნატივობის, მისი გამოყენების კონკრეტული მიზნისა და შედეგის დასაბუთებას და სააგენტოს მიერ საჭიროებისამებრ მოთხოვნილ სხვა ინფორმაციას. 2. მე-5-ე და მე-6 პუნქებტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის და ტრანზიტის სანებართვო მოწმობა გაიცემა ნებართვის გაცემის შესახებ სააგენტოს უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 6. მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების მომავალი წლის საიმპორტო კვოტა მტკიცდება ყოველი წლის 15 სექტემბრამდე, „ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ“ მონრეალის 1987 წლის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების წლიური საიმპორტო კვოტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებით. კვოტირებული მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების იმპორტის მომავალ წელს განსახორციელებლად ნებართვის მისაღებად განცხადებას სააგენტო იღებს არაუგვიანეს მიმდინარე წლის 1 ნოემბრისა.“ მუხლი 2. 1. ამ კანონით გათვალისწინებულ საკითხებთან დაკავშირებით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს უფლებამონაცვლედ ჩაითვალოს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - გარემოს ეროვნული სააგენტო. 2. ამ კანონით გათვალისწინებულ საკითხებთან დაკავშირებით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მიღებული/გამოცემული სამართლებრივი აქტები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ ახალი სამართლებრივი აქტების მიღებამდე/გამოცემამდე. ამასთანავე, აღნიშნულ სამართლებრივ აქტებში ცვლილებების შეტანის ან მათი ძალადაკარგულად გამოცხადების უფლებამოსილება ენიჭება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - გარემოს ეროვნულ სააგენტოს. 3. ამ კანონის მოთხოვნების გათვალისწინებით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ ახალი ფუნქციების შესრულებისა და უფლებამოსილებების განხორციელების მიზნით საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული გათვალისწინებული პირის რიცხოვნობა სახელმწიფო ბიუჯეტის რიცხოვნობას. შესახებ“ - გარემოს შეიძლება ეროვნული აჭარბებდეს საქართველოს სააგენტოს „საქართველოს კანონით მისთვის 2025 წლის დამტკიცებულ 4. ეს კანონი, ამოქმედდეს 2025 წლის 1 აგვისტოდან. საქართველოს პრეზიდენტი შტატით მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: არსებული მდგომარეობით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცენტრალური აპარატი უზრუნველყოფს როგორც დარგის პოლიტიკის განხორციელებასთან დაკავშირებული ასევე აღსრულებასთან ფუნქციების განხორციელებას (საქმინობების (ნებართვების, ავტორიზაციასთან) ცერტიფიკატების, თანხმობების გაცემა). ამავე დროს სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი გარემოს ეროვნული სააგენტო ასევე ახორციელებს გარემოს დაცვის სფეროში სხვა მიმართულებებზე ავტორიზაციას (ლიცენზიების, ნებართვების, თანხმობების გაცემა). დარგის მართვის ეფექტურობის გაუმჯობესების მიზნით აუცილებელია გარემოს დაცვის სფეროში ავტორიზაციასთან დაკავშირებული ფუნქციები (ლიცენზიების, ნებართვების, სერტიფიკატების, თანხმობების გაცემა) თავმოყრილი იქნას ერთ ადმინისტრაციულ ორგანოში - სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში. აღნიშნული ხელს შეუწყობს ავტორიზაციის ერთი სარკმლის პრინციპით განხორციელებას რაც საქმიანობის განმახორციელებელ პირებს არსებითად გაუმარტივებს საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო დოკუმენტების (ლიცენზიების, ნებართვების, სერტიფიკატების, თანხმობების) მიღებას, რადგან მათ საქმე ექნებათ ერთ ადმინისტრაციულ ორგანოსთან. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: ატმოსფერული ჰაერის დაცვის სფეროში ზემოაღნიშნული საკითხები მოწესრიგებულია „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით. შესაბამისად საჭიროა აღნიშნულ კანონში ცვლილების შეტანა. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღების შედეგად მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის და ტრანზიტის ნებართვების, ისევე როგორც სხვა ავტორიზაციის დოკუმენტების, გაცემა თავმოყრილი იქნება ერთ ადმინისტრაციულ ორგანოში - სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში, რაც უფრო ეფექტურს გახდის ავტორიზაციის სისტემას და საქმიანობის განმახორციელებლებს გაუმარტივებს მათთვის საჭირო ავტორიზაციის უფლების მოპოვებას. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის შესაბამისად: - ცვლილბა შედის 381 მუხლში, რომლის შესაბამისადაც მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის და ტრანზიტის ნებართვის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოდ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ნაცვლად განისაზღვრება სსიპ - გარემოს ეროვნული სააგენტო; ასევე ცვლილება შედის 381 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებში, სადაც საქართველოს გარემოს დაცისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ნაცვლად მოხდება სსიპ - გარემოს ეროვნიული სააგენტოს მითითება; ამავე დროს, კანონპროექტის მე-2 მუხლით რეგულირდება სამინისტროს ფუნქციის სააგენტოსთვის გადაცემასთან დაკავშირებული უფლებამონაცვლეობისა და გამოცემული აქტებისთვის ძალის შენარჩუნების ან ასეთი აქტების გაუქმების ან მათში ცვლილების შეტანის საკითხები. ასევე მუხლში მოყვანილია დათქმა, რომლის შესაბამისადაც - ამ კანონის მოთხოვნების გათვალისწინებით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ ახალი ფუნქციების შესრულებისა და უფლებამოსილებების განხორციელების მიზნით საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გარემოს ეროვნული სააგენტოს შტატით გათვალისწინებული რიცხოვნობა შეიძლება აჭარბებდეს „საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის დამტკიცებულ რიცხოვნობას. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტის ამოქმედების ვადად მითითებულია 2025 ლის 01 აგვისტო. აღნიშნული განპირობებულია იმ გარემოებით, რომ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამოცხადებულია რეორგანიზაცია და რეორგანიზაციის დასრულების კანონმდებლობით გათვალისწინებული მაქსიმალური 3 თვიანი ვადა იწურება 2025 წლის 01 აგვისტოსთვის. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): არსებობს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის საჭიროება, რადგან მისი ამოქმედება უნდა მოხდეს 2025 წლის 01 აგვისტოდან. აღნიშნული განპირობებულია იმ გარემოებით, რომ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამოცხადებულია რეორგანიზაცია და რეორგანიზაციის დასრულების კანონმდებლობით გათვალისწინებული მაქსიმალური 3 თვიანი ვადა იწურება 2025 წლის 01 აგვისტოსთვის, ხოლო კანონში შესაბამისი ცვლილებების განხორციელების გარეშე რეორგანიზაციის მიზნები (ავტორიზაციის ფუნქციის სამინისტროდან სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში გადატანა) ვერ განხორციელდება. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: ხარჯების დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტი გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტი გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, რადგანაც ფუნქციის სამინისტროდან სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში გადატანისთვის საჭირო ფინანსური რესურსები მოძიებული იქნება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას არ ითვალისწინებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტს არ აქვს პირდაპირი ფინანსური გავლენა იმ პირებზე, რომელთა მიმართაც ვრცელდება მისი მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით არ დგინდება გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი (ფულადი შენატანი). ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტის მიღება ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე გავლენას არ მოახდენს. ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტის მიღება ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე გავლენას არ მოახდენს. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. კანონპროექტის მომზადება არ არის დაკავშირებული ასეთ ხელშეკრულებასთან/შეთანხმებასთან. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: გიორგი ხახუბია, სალომე ჯინჯოლავა, გოდერძი ჩანქსელიანი, ვარლამ ლიპარტელიანი, ზაურ დარგალი. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: გიორგი ხახუბია, სალომე ჯინჯოლავა, გოდერძი ჩანქსელიანი, ვარლამ ლიპარტელიანი, ზაურ დარგალი.