საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის დასკვნა საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს საქმიანობის 2024 წლის ანგარიშთან (№1-3165/25; 15.04.2025) დაკავშირებით
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-07-01
ბიუროს ნომერი 66
📜 ტექსტი
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
2-8967/25
30-06-2025
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
ასლი: სსიპ საქართველოს კონკურენციისა და
მომხმარებლის დაცვის სააგენტოს
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის
დასკვნა
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს მიერ წარმოდგენილ
„საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს საქმიანობის 2024
წლის ანგარიშზე“ (№1-3165/25; 15.04.2025)
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის
კომიტეტმა 2025 წლის 17 ივნისის სხდომაზე განიხილა საჯარო სამართლის იურიდიული
პირის - საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს 2024 წლის
საქმიანობის ანგარიში.
წარმოდგენილი ანგარიშის თანახმად, 2024 წელს საქართველოს კონკურენციისა და
მომხმარებლის დაცვის სააგენტო წარმატებით ახორციელებდა კონკურენციის
კანონმდებლობის აღსრულებას. ამ მხრივ აღსანიშნავია კონცენტრაციები - სააგენტომ
წლის განმავლობაში ბიზნესის გამსხვილებაზე 18 თანხმობა გასცა. ყველაზე მეტი
გამსხვილება FMCG, მშენებლობა/სამშენებლო მასალების და წარმოების სექტორში
განხორციელდა.
აღინიშნა, რომ მოკვლევების კუთხით დასრულდა 2 ქეისი. მათ შორის, ერთში იქნა
დადგენილი არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ფაქტი და მეორეში გაიცა
მნიშვნელოვანი რეკომენდაცია ონლაინ სერვისების ბაზარზე კონკურენციული გარემოს
გაუმჯობესების მიზნით. მიმდინარე რეჟიმში რჩება ფარმაცევტული, ავტოსადგომების,
თევზის და ონლაინ სერვისების ბაზარზე 4 მოკვლევა.
განსაკუთრებით ხაზი გაესვა აგროპროდუქტების - თხილის და ლურჯი მოცვის
საექსპორტო ბაზრების მონიტორინგის დასრულებას. სააგენტოს შეფასებით, აღნიშნული
ბაზრები დინამიურია და საკმარისი რაოდენობის ექსპორტიორი კომპანია ოპერირებს.
მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე სააგენტო აგრძელებს FMCG,
საავტომობილო საწვავის და თამბაქოს ბაზრების მონიტორინგს.
თბილისი 0118, რუსთაველის გამზ. № 8 საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679, ელ-ფოსტა contact@parliament.ge
ყურადღება გამახვილდა შესაძლო დემპინგური იმპორტის შესწავლებზე, საიდანაც 1 უკვე
დასრულებულია, მიმდინარეობს 1 საქმის შესწავლა და 1 საქმეზე მონიტორინგი. ასევე
აღინიშნა მომხმარებლების უფლებების დაცვის კუთხით მომართვიანობის ზრდა, რაც
მომხმარებლების უფრო მეტ ინფორმირებულობაზე მიუთითებს.
კონკურენტუნარიანი ბაზრის განვითარების საფუძველი სწორედ სამართლიანი
კონკურენციის პირობებია, ამ მხრივ მნიშვნელოვანია
სააგენტოს როლი, როგორც
საქართველოში ბაზრის ლიბერალიზაციისა და თავისუფალი ვაჭრობის, ასევე,
ეკონომიკურ
აგენტებს
შორის
თანასწორუფლებიანი
პრინციპების
დაცვის
უზრუნველყოფაში. შესაბამისად, ზემოაღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით კომიტეტს
გააჩნია შემდეგი რეკომენდაციები:
მნიშვნელოვანია გაგრძელდეს თხილის და მოცვის ბაზრის მონიტორინგი, მცირე
და საშუალო ბიზნესის კონკურენტუნარიანობის გაჯანსაღებისა და მათი
საექსპორტო პოტენციალის მდგრადობის შენარჩუნების მიზნით.
მიზანშეწონილია სწრაფი მოხმარების პროდუქტების (FMCG) ბაზრის დინამიკის და
შიდა სტრუქტურის უფრო ღრმა ანალიზი, რათა გამოიკვეთოს შესაძლებლობები
ბაზრის მეტად გაჯანსაღებისა და კონკურენციის გაზრდის მიზნით.
კომიტეტმა მთლიანობაში დადებითად შეაფასა საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს მიერ 2024 წლის
განმავლობაში განხორციელებული საქმიანობა და აღინიშნა, რომ თანამშრომლობა
კომიტეტის უფლებამოსილების მანდატის ფარგლებში მომავალშიც აქტიურად
გაგრძელდება.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
შოთა ბერეკაშვილი