საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის დასკვნა საჯარო სამართლის იურიდიული პირის „აწარმოე საქართველოში“ საქმიანობის ანგარიშსა და სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
30.06.2025
ავტორი
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი
ნომერი
#2-8964/25/11
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-07-01
ბიუროს ნომერი 66

📜 ტექსტი

დასკვნა
2-8964/25 30-06-2025 საქართველოს პარლამენტის ბიუროს ასლი: საჯარო სამართლის იურიდიულ პირს „აწარმოე საქართველოში“ საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის დასკვნა საჯარო სამართლის იურიდიული პირის „აწარმოე საქართველოში“ საქმიანობის ანგარიში და სამომავლო გეგმები საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2025 წლის 29 მაისს ახალციხის მუნიციპალიტეტში გასვლითი სხდომის ფარგლებში მოისმინა საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „აწარმოე საქართველოში“ საქმიანობის ანგარიში და სამომავლო გეგმები. წარმოდგენილი ანგარიშის თანახმად, 2024 წელს მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ბიზნესის განვითარების, ექსპორტის მხარდაჭერისა და ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობისთვის. აღსანიშნავია, ასევე, რომ საანგარიშო პერიოდის განმავლობაში რეგიონებში მეწარმეებს მიეცა ბიზნეს დიაგნოსტიკის გავლისა და საკონსულტაციო ცენტრების მომსახურებით სარგებლობის შესაძლებლობა. კომიტეტის სხდომაზე აღინიშნა, რომ სააგენტო გააგრძელებს ბიზნესის მხარდაჭერას, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობას, რაც მეტად ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას უზრუნველყოფს. განსაკუთრებით გამახვილდა ყურადღება რეგიონულ განვითარებაზე, მეტი ინვესტიციების მოზიდვასა და ექსპორტის მხარდაჭერაზე. ზემოაღნიშნულ რეკომენდაციები: საკითხებთან დაკავშირებით კომიტეტს გააჩნია შემდეგი 1. „აწარმოე საქართველოში“ მნიშვნელოვანი პლატფორმაა მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისთვის, რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს რეგიონულ განვითარებას. შესაბამისად, დაბალანსებული რეგიონული განვითარების მიზნით მნიშვნელოვანია რეგიონების შესაძლებლობების შესწავლა, თბილისი 0118, რუსთაველის გამზ. № 8 საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679, ელ-ფოსტა contact@parliament.ge სექტორული ანალიზი და ამის საფუძველზე უფრო მეტი ბენეფიციარის მხარდაჭერა რეგიონულ დონეზე. 2. მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ინკლუზიური ეკონომიკური ზრდისთვის და ექსპორტის სტიმულირებისთვის. შესაბამისად, მიზანშეწონილია ექსპორტის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დამატებითი ღონისძიებების შემუშავება საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით და პრიორიტეტული ეკონომიკური საქმიანობების შერჩევისას ბენეფიციარების მიერ შესაძლო პოზიტიური წმინდა ექსპორტის გაზრდის პოტენციალის გათვალისწინება. 3. „აწარმოე საქართველოში“ სააგენტოს რეგიონული საკონსულტაციო ცენტრები მნიშვნელოვან როლს თამაშობს ადგილობრივი მეწარმეებისთვის საჭირო ინფორმაციის და საკონსულტაციო მომსახურების მიღების კუთხით. მნიშვნელოვანია ამ პროცესში ადგილობრივი საგანმანათლებლო რესურსების ჩართვა, რათა პროცესები იყოს მეტად ინკლუზიური და მეტ ადგილობრივ მეწარმეს გაეწიოს დახმარება. კომიტეტმა დადებითად შეაფასა საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „აწარმოე საქართველოში“ საქმიანობის ანგარიში და სამომავლო გეგმები. აღინიშნა, რომ კომიტეტის საქმიანობის მანდატის ფარგლებში, სააგენტოსთან თანამშრომლობა მომავალშიც აქტიურ რეჟიმში გაგრძელდება და მეწარმეობის განვითარებისა და კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ზრდისკენ მიმართული ყველა ინიციატივა მხარდაჭერილი იქნება. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი