საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის მიერ დასამტკიცებლად წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის დებულება

დებულება განხილვაშია
ინიცირების თარიღი
01.07.2025
ავტორი
საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტი
ნომერი
#2-9013/25/11
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

კომიტეტზე განხილვის თარიღი 2025-07-01
კომიტეტის სხდომის ნომერი 20

📜 ტექსტი

დღის წესრიგი
6/30/25, 11:29 AM საქართველოს პარლამენტი განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომა თარიღი 01 ივლისი 2025 10:00 2025 წლის 1 ივლისი, 10:00 საათი ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N8 კომიტეტის სათათბირო ოთახი N239 (C კორპუსი, II სართული) დღის წესრიგი 1. საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის დებულების შემუშავება; მომხსენებელი: განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე - გივი მიქანაძე. https://www.parliament.ge/print/announcement/3429?local=true 1/2
ოქმი
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომის ოქმი ოქმი N20 2025 წლის 1 ივლისი, 10:00 საათი ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N8 კომიტეტის სათათბირო ოთახი N239 (C კორპუსი, II სართული) სხდომას უძღვებოდა: გიორგი ჩაკვეტაძე - საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე; სხდომას ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები: გიორგი სოსიაშვილი, ვლადიმერ კახაძე, იმედა ნიკურაძე, ლიკა შარტავა, ნინო წილოსანი და ვლადიმერ ბოჟაძე. სხდომის მდივანი: თეონა აბულაძე - განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის აპარატის მთავარი სპეციალისტი. სხდომის თავმჯდომარემ, გიორგი ჩაკვეტაძემ კომიტეტის წევრებს გააცნო სხდომის დღის წესრიგი და დაადასტურა კვორუმის არსებობა. კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს წარმოდგენილ დღის წესრიგს. დღის წესრიგი საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის დებულების შემუშავება; მომხსენებელი: განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე - გიორგი ჩაკვეტაძე. კომიტეტმა მოისმინა: განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ჩაკვეტაძემ კომიტეტის წევრებს წარუდგინა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის დებულების შემუშავების საკითხი. მომხსენებლის განცხადებით, აღნიშნული დოკუმენტის შემუშავება განპირობებულია საქართველოს პარლამენტის ახალი რეგლამენტის მიღებით, რომელიც ძალაში შევიდა 2025 წლის 1 ივლისიდან. კომიტეტმა გადაწყვიტა: განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრებმა, მხარი დაუჭირეს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის დებულების შემუშავების საკითხს. კენჭისყრის შედეგები: მომხრე: 5 წინააღმდეგი: 0 სხდომის თავმჯდომარე: გიორგი ჩაკვეტაძე სხდომის მდივანი: თეონა აბულაძე