ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის უფლებამოსილების ვადის გაგრძელების შესახებ

საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
01.07.2025
ავტორი
ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი
ნომერი
#2-9019/25/11
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

სხდომაზე განსახილველი პროექტი
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-07-01
ბიუროს ნომერი 66

📜 ტექსტი

წერილი
2-9019/25 01-07-2025 საქართველოს პარლამენტის ბიუროს როგორც თქვენთვის ცნობილია, მიმდინარე წლის 14 მაისის №578-IIმს-XIმპ დადგენილების საფუძველზე შეიქმნა ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისია, 3 თვის ვადით. კომისიის მთავარი მიზანია ხელი შეუწყოს ქალთა და ბავშვთა ინტერესების დაცვის მექანიზმების გაუმჯობესებას, ოჯახის გაძლიერებას, ასევე ამ მიმართულებით მოქმედი კანონმდებლობის სრულყოფასა და აღსრულების მონიტორინგს. კომისიამ შექმნის დღიდან აქტიური მუშაობა დაიწყო, ჩატარდა სხდომები რომელთა ფარგლებშიც მოხდა კომისიის წევრთა მიმართულებების განსაზღვრა ინდივიდუალური თემატური პასუხისმგებლობების მიხედვით. აღნიშნულ პროცესს თან დაერთო შიდა სამუშაო დოკუმენტის – სამოქმედო გეგმის – შემუშავება, რომელიც განსაზღვრავს კომისიის საქმიანობის ძირითად მიმართულებებსა და კონკრეტულ ღონისძიებებს. დასახული სამუშაო გეგმა ეფუძნება სამ ძირითად სტრატეგიულ მიმართულებას, რომელიც იქნება კომისიის პირველი სამუშაო წლის პრიორიტეტი და შეიცვლება საჭიროების მიხედვით მომდევნო წლებში: ● ბავშვთა დაცვასა და შესაძლებლობების გაზრდას ციფრულ გარემოში ● ქალთა პოლიტიკური და ეკონომიკური გაძლიერებას ● ოჯახის მხარდაჭერასა და დემოგრაფიული განვითარებისთვის ხელშეწყობას. განსაზღვრული პრიორიტეტების და ამოცანების შესრულებისთვის აუცილებელი ღონისძიებები თავად მიუთითებს, რომ დასახული მიზნის სრულფასოვანი შესრულება 3 თვიან ვადაში ობიექტურად შეუძლებელია. კომისიამ დაიწყო სტრუქტურული მოწყობა და ფუნქციური დაგეგმვა, რაც წარმოადგენს მიზანმიმართული და შედეგზე ორიენტირებული მუშაობის აუცილებელ წინაპირობას. თბილისი 0118, რუსთაველის გამზ. № 8 საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679, ელ-ფოსტა contact@parliament.ge ამასთან, 2025 წლის 2 ივნისს, კომისიის ორგანიზებით გაიმართა ფორუმი – „ადგილობრივი ძალისხმევა ქალთა და ბავშვთა კეთილდღეობისათვის“. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს მასშტაბით 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოებში მოქმედი ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საბჭოების წარმომადგენლები და მერიის შესაბამისი დეპარტამენტების ხელმძღვანელები. ფორუმის მიზანს წარმოადგენდა კომისიის გაცნობა და მისი საქმიანობის პრიორიტეტების გაზიარება ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან, სამომავლო კოორდინირებული თანამშრომლობის დასაწყებად. შეხვედრისას მოხდა ინიციატივების პრეზენტაცია და დაისახა ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების მექანიზმები, რაც კომისიის მიზნების შესრულებისთვის აუცილებელ საფუძველს წარმოადგენს. ამ ფორმატით კომისიის აქტივობები მოიაზრებს როგორც ცენტრალური, ისე ადგილობრივი დონეების პარტნიორობას, რაც დასახული გეგმის ეფექტიან განხორციელებას უზრუნველყოფს. აღნიშნულ შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს სახალხო დამცველი, რომელმაც თავის მიმართვაშიც განაცხადა და შემდგომ, საპარლამენტო ანგარიშის წარდგენის დროს დააფიქსირა კომისიასთან სამომავლო თანამშრომლობის აუცილებლობის საკითხი, ხაზი გაუსვა კომისიის მოქმედების ვადის გაზრდის აუცილებლობას, რაც წარმოადგენს სახალხო დამცველის რეკომენდაციას. სახალხო დამცველთან თანამშრომლობა კომისიის საქმიანობის მნიშვნელოვანი ნაწილია ვინაიდან, წლიური და სპეციალური ანგარიშებიდან რელევანტური რეკომენდაციების სისტემური მიმოხილვა და მათი სამოქმედო გეგმებში ინტეგრაცია აუცილებელი პირობაა საერთო მიზნის განსახორციელებლად. მიმდინარე წლის 17 ივნისს ჩატარდა სამუშაო შეხვედრა მანდატურის სამსახურის წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე მათი მხრიდან გაზიარებული იქნა ძირითადი მიღწევები და გამოწვევები სკოლაში ბავშვთა შორის ბულინგის, ფსიქოლოგიური ძალადობის საკითხებზე, შედგა შეთანხმება სამომავლოდ მანდატურის სამსახურსა და პარლამენტის დროებით კომისიას შორის მჭიდრო თანამშრომლობის შესახებ. რაც შეეხება სამომავლო საქმიანობას, კომისიის მიერ განსაზღვრული გეგმები ემყარება ძირითად მიზანს, რომ ქალთა და ბავშვთა მიმართულებით არსებული ვითარება, სამი ძირითადი პრიორიტეტი ფარგლებში განხორციელდეს. აუცილებელია განხილულ იქნას დღეის მდგომარეობით არსებული გამოწვევები შესწავლისა და მრავალმხრივი ანალიზის საფუძველზე, აღნიშნული პროცესის შედეგად განისაზღვრება კონკრეტული გამოწვევები, სისტემური ხარვეზები და საჭიროებები, რაც კომისიის შემდგომი ნაბიჯების საფუძველი იქნება. დაგეგმილია საკანონმდებლო ინიციატივების დასახვა და შემუშავება, რომლებიც იქნება მოტივირებული, დასაბუთებული და რეალობაზე მორგებული, როგორც ქვეყნის საერთო სტრატეგიული ხედვიდან, ისე ადგილობრივი საჭიროებების გათვალისწინებით. კომისიის საქმიანობა მოიცავს სამოქმედო გეგმით განსაზღვრულ პრიორიტეტებზე მორგებულ საკითხთა დეტალურ შესწავლას, რომელთა შორისაა ბავშვთა უფლებების დაცვა და შესაძლებლობების გაზრდა ციფრულ გარემოში, ქალთა პოლიტიკური და ეკონომიკური გაძლიერება, ასევე – ოჯახების მხარდაჭერა და დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესება. დღეის მდგომარეობით არსებული პრობლემების იდენტიფიცირების მიზნით, კომისია გეგმავს კვლევებზე, საერთაშორისო სტანდარტებზე და ადგილობრივი საჭიროებების შეფასებაზე დაფუძნებული მონაცემების შეგროვებასა და ანალიზს. აღნიშნული პროცესის შედეგად განისაზღვრება კონკრეტული გამოწვევები, სისტემური ხარვეზები და საჭიროებები, რაც შემდგომში გახდება საფუძველი რეალისტური და ადეკვატური რეკომენდაციების, საკანონმდებლო თუ აღმასრულებელი ინიციატივების დასახვისა და შემუშავებისათვის. კომისია მიზნად ისახავს არა მხოლოდ არსებული მდგომარეობის აღწერას, არამედ პრობლემებზე რეაგირების მექანიზმების განვითარებასა და ინოვაციური მიდგომების დანერგვას, რაც ხელს შეუწყობს ქალებისა და ბავშვების უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას როგორც ინსტიტუციურ, ისე პრაქტიკულ დონეზე, მათ შორის ბავშვებისთვის ციფრული უსაფრთხოების შესახებ კამპანიების ჩატარებას და ონლაინ ძალადობის წინააღმდეგ რეგულაციების ინიცირებას. ასევე იგეგმება განსაკუთრებული ზრუნვის საჭიროების მქონე ბავშვებზე მორგებული მუნიციპალური პროგრამების ფორმირება და სოციალური მუშაკების მხარდაჭერა, როგორც ცენტრალურ, ისე ადგილობრივ დონეზე. ქალთა გაძლიერების მიმართულებით, დაგეგმილია რეგიონებში ტრენინგების ორგანიზება, მენტორობის პლატფორმის შექმნა მოქმედ ქალ პოლიტიკოსებთან თანამშრომლობით. ქალთა პოლიტიკური გაძლიერების, გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე ქალთა წარმომადგენლობის და მათი ეკონომიკური გაძლიერების მიზნით. დემოგრაფიისა და ოჯახის მხარდაჭერის ნაწილში, სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს როგორც სოციალური დახმარებების პოლიტიკის გადახედვას მრავალშვილიანი და მოწყვლადი ოჯახებისთვის, ისე არსებული მუნიციპალური პროგრამების შეფასებას და მათი გაუმჯობესების რეკომენდაციების შემუშავებას. დაგეგმილია მაღალი რისკის ჯგუფებისთვის – მათ შორის, ახალგაზრდებისთვის, შშმ პირებისთვის, მაღამთიაიან რეგიონებში მცხოვრები პირების, ეთნიკური უმცირესობებისა და მარტოხელა დედებისთვის – რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისების განვითარება, ცნობიერების ამაღლება და სამიზნე მხარდაჭერის მექანიზმების გამართვა. ასევე დაგეგმილია ქალთა ჰიგიენური საჭიროებების დაფარვის სტანდარტების შემუშავება და მათი უზრუნველყოფა საჯარო სივრცეებში. მიუხედავად იმისა, რომ კომისიამ შეძლო აქტიური კოორდინაციის დაწყება დაინტერესებულ მხარეებთან, მათ შორის სახელმწიფო სტრუქტურებთან, მოკლე ვადაში პრაქტიკული საქმიანობების სრულფასოვნად დაწყება მნიშვნელოვნად შეზღუდა არსებული დროის მოცულობამ. არსებული ვადების პირობებში შეუძლებელია იმ შედეგებზე ორიენტირებული პროცესების განხორციელება, რაც კომისიის სამოქმედო გეგმის შემუშავებისას ჩაითვალა საჭირო და პრიორიტეტულად. საკითხების სირთულიდან და მასშტაბიდან გამომდინარე, ცხადია, რომ სამი თვე არასაკმარისია დასახული მიზნების სრულფასოვნად და ჯეროვნად შესასრულებლად. აღნიშნული პროცესი მოითხოვს სისტემურ და კოორდინირებულ თანამშრომლობას როგორც პარლამენტის შესაბამის სტრუქტურებთან, ისე აღმასრულებელ ხელისუფლებასთან, ადგილობრივ თვითმმართველობებთან, საერთაშორისო პარტნიორებთან და სამოქალაქო სექტორთან. სწორედ ამიტომ, მიზანშეწონილად მიგვაჩნია კომისიის საქმიანობის ვადის გაგრძელება მიმდინარე წლის 14 აგვისტოდან, მე-XI მოწვევის საქართველოს პარლამენტის უფლებამოსილების ამოწურვამდე. კომისიის ვადის გაგრძელება აუცილებელია იმისათვის, რომ განხორციელდეს დაგეგმილი ღონისძიებები, უზრუნველყოფილ იქნას ინიცირებული პროცესების მდგრადობა და მოხდეს სახელმწიფო პოლიტიკის გაუმჯობესება ქალთა და ბავშვთა დაცვის სფეროში. ეს არის ფუნდამენტური წინაპირობა დემოკრატიული მმართველობის, თანასწორობის და სოციალური სამართლიანობის განმტკიცებისთვის, რაც წარმოადგენს საქართველოს პარლამენტის ერთ-ერთ მთავარ სტრატეგიულ მიმართულებას. პატივისცემით, კომისიის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი
საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი
პროექტი საქართველოს პარლამენტის დადგენილება ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის უფლებამოსილების ვადის გაგრძელების თაობაზე საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 76-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად საქართველოს პარლამენტი ადგენს: 1. ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის დასაბუთებული შუამდგომლობის (№2-/--, ) საფუძველზე საქართველოს პარლამენტის დროებით კომისიას 2025 წლის 14 აგვისტოდან გაუგრძელდეს უფლებამოსილების ვადა XI მოწვევის საქართველოს პარლამენტის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე. 2. ეს დადგენილება ამოქმედდეს მიღებისთანავე. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე თბილისი, 2025 წლის 1 ივლისი. №---IIIრს-XIმპ შალვა პაპუაშვილი