საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მიერ დასამტკიცებლად წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის დებულება
📋 განხილვის ეტაპები
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
კომიტეტზე განხილვის თარიღი 2025-06-30
კომიტეტის სხდომის ნომერი 21
📜 ტექსტი
დღის წესრიგი
საქართველოს პარლამენტი
6/30/25, 11:28 AM
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, თავდაცვისა და
უშიშროებისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების ერთობლივი სხდომა
თარიღი
30 ივნისი 2025 12:00
2025 წლის 30 ივნისი, 12:00 საათი
ქ. თბილისი, საქართველოს პარლამენტი
ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი
(C კორპუსი, V სართული)
დღის წესრიგი
კომიტეტების მიერ ერთობლივად განსახილველი საკითხი
1. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მიერ წარმოდგენილი პერსონალურ
მონაცემთა
დაცვის
სამსახურის
2024
წლის
საქმიანობის
ანგარიში
საქართველოში
მონაცემთა დაცვის მდგომარეობის, ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისა და
ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში
განხორციელებული აქტივობების კონტროლის შესახებ (1-2571/25; 31.03.2025);
მომხსენებელი: პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსი - ლელა ჯანაშვილი;
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მიერ განსახილველი საკითხი
2. ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის დებულების
შემუშავება;
მომხსენებელი: კომიტეტის თავმჯდომარე - რატი იონათამიშვილი.
https://www.parliament.ge/print/announcement/3421?local=true
1/2
ოქმი
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის
კომიტეტის სხდომა N21
2025 წლის 30 ივნისი, 12:00 სთ
ქ. თბილისი, საქართველოს პარლამენტი
ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი
(C კორპუსი, V სართული)
დღის წესრიგი:
1.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მიერ წარმოდგენილი პერსონალურ მონაცემთა დაცვის
სამსახურის 2024 წლის საქმიანობის ანგარიში საქართველოში მონაცემთა დაცვის მდგომარეობის, ფარული
საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა
ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლის შეს ახებ. (№1-2571/25; 31.03.2025)
მომხსენებელი: პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსი - ლელა ჯანაშვილი;
2.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის დებულების შემუშავება.
მომხსენებელი: კომიტეტის თავმჯდომარე - რატი იონათამიშვილი;
2025 წლის 30 ივნისის კომიტეტის სხდომაზე დადასტურდა სხდომის ჩატარებისთვის საჭირო კვორუმი.
კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაამტკიცეს წარმოდგენილი სხდომის დღის წესრიგი.
სხდომას უძღვებოდა: კომიტეტის თავმჯდომარე - რატი იონათამიშვილი.
სხდომას ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები: ალუდა ღუდუშაური, სავალან მირზოევი, სუმბატ კიურეღიანი,
ირაკლი ჭეიშვილი, სალომე ჯინჯოლავა.
კომიტეტმა, თავდაცვისა და უშიშროებისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტებთან ერთობლივ სხდომაზე
განიხილა:
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მიერ წარმოდგენილი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის
სამსახურის 2024 წლის საქმიანობის ანგარიში“ - საქართველოში მონაცემთა დაცვის მდგომარეობის, ფარული
საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა
ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლის შესახებ“. მოხსენება პერსონალურ
მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსმა, ლელა ჯანაშვილმა, წარმოადგინა.
სამსახურის უფროსმა დეტალურად ისაუბრა უწყების მიერ 2024 წელს განხორციელებული საქმიანობის
შესახებ.
მომხსენებელმა ისაუბრა, 2023 წელს მიღებული „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს
კანონის შესაბამისად, სამსახურის მიერ განხორციელებულ მთელ რიგ ღონისძიებებზე, მათი საქმიანობის
ევროპულ მონაცემთა ბაზის ზოგად რეგულაციებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით.
მომხსენებელმა, ასევე დეტალურად ისაუბრა ანგარიშით წარმოდგენილ
მონაცემთა დამუშავების
კანონიერების საკითხებზე საჯარო და კერძო სექტორებში. წარმოადგინა ინფორმაცია ძირითად
მიმართულებებზე, პრეცედენტებზე, რეკომენდაციებზე, სამართალდამცველების კონტროლზე ფარული
საგამოძიებო ღონისძიებებსა და ელექტრონულ კომუნიკაციებზე. ასევე, ისაუბრა ანგარიშით წარმოდგენილ
საზოგადოების ცნობიერების ამაღლების ღონისძიებებსა და სტატისტიკაზე, უწყების მიერ გაწეულ
კონსულტაციებზე, მოქალაქეთა წერილობითი კორესპონდენციების რეაგირების
დაინტერესებულ პირებთან მონაცემთა დაცვის ოფიცრების შეხვედრების თაობაზე.
მექანიზმებზე.
კომიტეტმა გადაწყვიტა:
კომიტეტმა კენჭისყრით მომხრე - 4, წინააღმდეგი - 0, დადებითად შეაფასა პერსონალურ მონაცემთა დაცვის
სამსახურის მიერ 2024 წელს განხორციელებული საქმიანობა საქართველოში მონაცემთა დაცვის, აგრეთვე
ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ
მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლის მიმართულებით.
(კომიტეტის ვებგვერდზე, სხდომის ოქმთან ერთად იხილეთ სხდომის აუდიო ჩანაწერი)
სხდომის თავმჯდომარე: რატი იონათამიშვილი
სხდომის მდივანი: მაკა ლაშხია