საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის მიერ დასამტკიცებლად წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის დებულება
📋 განხილვის ეტაპები
საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
კომიტეტზე განხილვის თარიღი 2025-07-01
კომიტეტის სხდომის ნომერი 35
📜 ტექსტი
დღის წესრიგი
საქართველოს პარლამენტი
6/30/25, 11:32 AM
საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომა
თარიღი
01 ივლისი 2025 11:00
2025 წლის 1 ივლისი, 11:00 საათი
ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N8
კომიტეტის სათათბირო ოთახი N221
(C კორპუსი, II სართული)
დღის წესრიგი (პროექტი)
საქართველოს
პარლამენტის
საპროცედურო
საკითხთა
კომიტეტის
დებულების
შემუშავება;
მომხსენებელი: დავით მათიკაშვილი.
https://www.parliament.ge/print/announcement/3425?local=true
1/2
ოქმი
საქართველოს პარლამენტის
საპროცედურო საკითხთა კომიტეტის
2025 წლის 1 ივლისი 11.00 სთ.
ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N8
კომიტეტის სათათბირო ოთახი N221
(C კორპუსი, II სართული)
სხდომის ოქმი
N35
სხდომის თავმჯდომარე:
დავით მათიკაშვილი - საპროცედურო საკითხთა
კომიტეტის
თავმჯდომარე.
სხდომას ესწრებოდნენ:
კომიტეტის წევრები: ირაკლი შატაკიშვილი, აკაკი ალადაშვილი, გიორგი კახიანი, დათო კოდუა,
გურამ მაჭარაშვილი, გენრიეტა წიწავა, იოსებ ჯორბენაძე.
სხდომას ესწრებოდნენ აგრეთვე: საპროცედურო საკითხთა კომიტეტის აპარატის თანამშრომლები
და მასმედიის წარმომადგენლები.
სხდომის მდივანი: სესილი ძებნიაური - წამყვანი სპეციალისტი.
დღის წესრიგი (პროექტი):
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის დებულების შემუშავება.
მომხსენებელი: დავით მათიკაშვილი.
სხდომის დღის წესრიგის პროექტის გაცნობის შემდეგ, დავით მათიკაშვილმა საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტის 34-ე მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, კომიტეტის წევრებს გააცნო
კომიტეტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობის დასაბუთებული წერილობითი მოთხოვნა
სხდომის დღის წესრიგისათვის შემდეგი საკითხის დამატების თაობაზე: „საქართველოს
პარლამენტის
წევრის
გივი
მიქანაძისათვის
საქართველოს
პარლამენტის
წევრის
უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხის განხილვა“.
კომიტეტის წევრებმა კენჭი უყარეს და ერთხმად დაამტკიცეს კორექტირებული
დღის წესრიგი:
1. საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის დებულების შემუშავება;
მომხსენებელი: დავით მათიკაშვილი;
2. საქართველოს პარლამენტის წევრის გივი მიქანაძისათვის საქართველოს პარლამენტის წევრის
უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხის განხილვა.
მომხსენებელი: დავით მათიკაშვილი.
სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ პირველ საკითხთან დაკავშირებით
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის დებულების შემუშავება
მოისმინეს: დავით მათიკაშვილის მოხსენება, რომლის თანახმად, საპროცედურო საკითხთა
კომიტეტი განიხილავს დებულების ახალ პროექტს, რომლის შემუშავება უკავშირდება
„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის“ ახალი რედაქციის ამოქმედებას 2025 წლის 1
ივლისიდან,
კერძოდ,
როგორც
დავით
მათიკაშვილმა
აღნიშნა,
ახალი
რეგლამენტით
განხორციელებულ ცვლილებებს შორის, გათვალისწინებულია საპროცედურო საკითხთა და
წესების კომიტეტის სახელის ცვლილება და 2025 წლის 1 ივლისიდან იქნება - საპროცედურო
საკითხთა კომიტეტი, აგრეთვე კომიტეტის დებულებაში ყველა ის საკითხი, რომელიც
რეგულირდებოდა
მოვიდა
საქართველოს
პარლამენტის ახალ რეგლამენტთან. აღნიშნული ცვლილებები ასახულია
რეგლამენტით
შეიცვალა
და
შესაბამისობასი
დებულებაში,
რომელიც წარმოდგენილი და დარიგებულია კომიტეტის სხდომაზე.
კომიტეტის წევრების მიერ შენიშვნები და მოსაზრებები არ გამოთქმულა.
კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს საპროცედურო საკითხთა კომიტეტის
დებულების
პროექტს, რომელიც საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“
ქვეპუნქტის შესაბამისად, დასამტკიცებლად წარედგინება საქართველოს პარლამენტის ბიუროს.
სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ მეორე საკითხთან დაკავშირებით
მოისმინეს: დავით მათიკაშვილის ინფორმაცია, რომლის თანახმად, საპროცედურო საკითხთა
კომიტეტი განიხილავს საქართველოს პარლამენტის წევრის გივი მიქანაძისათვის პარლამენტის
წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს, მის მიერ პარლამენტის წევრის
სტატუსთან შეუთავსებელ თანამდებობაზე დანიშვნის გამო.
დადასტურდა, რომ 2025 წლის 30 ივნისის N200 ბრძანებით, გივი მიქანაძე დაინიშნა საქართველოს
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის თანამდებობაზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კომიტეტს მიაჩნია, რომ საქართველოს კონსტიტუციის 39-ე
მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-9
მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად საქართველოს პარლამენტის წევრს გივი
მიქანაძეს ვადამდე შეუწყდეს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება.
კომიტეტის წევრების მიერ შენიშვნები და მოსაზრებები არ გამოთქმულა.
საპროცედურო საკითხთა კომიტეტის დასკვნა და საქართველოს პარლამენტის დადგენილების
პროექტი წარედგინება პარლამენტის ბიუროს უახლოეს პლენარულ სხდომაზე განსახილველად.
კენჭისყრა:
სხდომის თავმჯდომარემ კენჭისყრაზე დააყენა საკითხი:
ვინ არის მომხრე, რომ საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭიროს საქართველოს
პარლამენტის წევრის გივი მიქანაძისათვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე
შეწყვეტის საკითხს?
კენჭისყრაში მონაწილეობდა კომიტეტის 8 წევრი
გადაწყვიტეს (ერთხმად):
საპროცედურო საკითხთა კომიტეტის დასკვნა - საქართველოს პარლამენტის წევრის გივი
მიქანაძისათვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის
თაობაზე და საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი წარედგინოს საქართველოს
პარლამენტის ბიუროს უახლოეს პლენარულ სხდომაზე განსახილველად.
დავით მათიკაშვილი
კომიტეტის თავმჯდომარე
სესილი ძებნიაური
სხდომის მდივანი
2