საქართველოს პარლამენტის სპორტის კომიტეტის მიერ დასამტკიცებლად წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის სპორტის კომიტეტის დებულება
📋 განხილვის ეტაპები
სპორტის კომიტეტზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
კომიტეტზე განხილვის თარიღი 2025-07-01
კომიტეტის სხდომის ნომერი 16
📜 ტექსტი
დღის წესრიგი
6/30/25, 11:32 AM
საქართველოს პარლამენტი
სპორტის კომიტეტის სხდომა
თარიღი
01 ივლისი 2025 11:00
2025 წლის 1 ივლისი, 11:00 საათი
ქ. თბილისი, რუსთაველის N8
კომიტეტის სათათბირო ოთახი N224
(C კორპუსი, II სართული)
დღის წესრიგი
სპორტის კომიტეტის დებულებაში ცვლილების პროექტის განხილვა;
მომხსენებელი - ვიქტორ სანიკიძე, კომიტეტის თავმჯდომარე.
https://www.parliament.ge/print/announcement/3415?local=true
1/2
ოქმი
საქართველოს პარლამენტის სპორტის კომიტეტის
სხდომის ოქმი N16
2025 წლის 1 ივლისი, 11:00 საათი
საქართველოს პარლამენტის სასახლე
კომიტეტის სათათბირო ოთახი
(C კორპუსი, II სართული, ოთახი N224)
სხდომას უძღვებოდა: კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ სანიკიძე;
სხდომას ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები: შოთა ხაბარელი, დავით კაჭარავა, ზურაბ
რურუა, გენო პეტრიაშვილი, ლაშა ტალახაძე, ვარლამ ლიპარტელიანი, ვლადიმერ
ხინჩეგაშვილი.
სხდომას ასევე ესწრებოდნენ სპორტის კომიტეტის აპარატის თანამშრომლები;
სხდომის უფლებამოსილება განისაზღვრა სპორტის კომიტეტის 8 წევრის დასწრებით.
დღის წესრიგი
სპორტის კომიტეტის დებულებაში ცვლილების პროექტის განხილვა
/მომხსენებელი - ვიქტორ სანიკიძე, კომიტეტის თავმჯდომარე/
კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაამტკიცეს დღის წესრიგი
დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხის თაობაზე მოისმინეს: საქართველოს
პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის ვიქტორ სანიკიძის მოხსენება,
რომელმაც კომიტეტის წევრებს კომიტეტის დებულების პროექტი წარუდგინა.
მომხსენებლის ინფორმაციით, კომიტეტის დებულების ცვლილება გამოწვეულია
მიმდინარე წელს საქართველოს პარლამენტის ახალი რეგლამენტის მიღებით და სხვა
საკითხებთან ერთად ემსახურება კომიტეტების საქმიანობის ეფექტიანობის ზრდას.
კერძოდ,
შეიცვალა სპორტის კომიტეტის დებულების სტრუქტურა და იგი შედგება 5
თავისა და 20 მუხლისაგან;
კომიტეტის დებულების მე-3-ე მუხლის მეორე პუნქტში ცვლილება შევიდა
კომიტეტის შემადგენლობის ოდენობაში, ძველ რედაქციით შემადგენლობა
განისაზღვრებოდა არანაკლებ 10 წევრით და კომიტეტის მუშაობისთვის საჭირო
იყო 7 წევრი, ხოლო ახალი რედაქციით წევრთა რაოდენობა განისაზღვრა
არანაკლებ 9 წევრით, ხოლო მუშაობის დაწყებისთვის საჭირო რაოდენობა არანაკლებ 5 წევრით.
მე 7 მუხლის 1 პუნქტში შევიდა ცვლილება და კომიტეტის სხდომის
პერიოდულობა განისაზღვრა 2 ნაცვლად თვეში არანაკლებ 1 სხდომით;
ამავე მუხლის მე-9-ე პუნქტში ცვლილება შევიდა კომიტეტის სხდომის დღის
წესრიგის გამოქვეყნებასთან დაკავშირებით, რითაც ვებგვერდზე სხდომის
გამართვის გამოქვეყნების თარიღი 3 დღის ნაცვლად განისაზღვრა არანაკლებ 2
დღით.
მე 13 მუხლის ,,გ“ პუნქტი ამოღებულ იქნა, ვინაიდან, კომიტეტებს სამთავრობო
პროგრამის და საქართველოს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხის
განხილვის ვალდებულება კომიტეტის სხდომაზე აღარ აქვთ;
აგრეთვე მე-14-ე მუხლიდან ამოღებულ იქნა პუნქტი ,,ი“, ვინაიდან კომიტეტებს
სამოქმედო გეგმის მომზადების და ვებგვერდზე გამოქვეყნების ვალდებულება
მოეხსნათ;
სრულად ამოღებულ იქნა მუხლი, რომელიც შეეხებოდა სამოქმედო გეგმის
საკითხებს;
მე-15-ე მუხლი, რომელიც ეხებოდა კომიტეტის მიერ გაწეული საქმიანობის
ანგარიშის წარდგენას, ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით და შესაბამისობაში
მოვიდა ახალი რეგლამენტის 46-ე მუხლთან, კერძოდ: ..კომიტეტის
თავმჯდომარე ყოველი წლის იანვრის ბოლომდე პარლამენტის თავმჯდომარეს
წერილობით წარუდგენს კომიტეტის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშს წინა
წლის შედეგების მიხედვით“.
მე-16-ე მუხლი, რომელიც ეხებოდა თემატურ მომხსენებლის საკითხებს,
ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით და შესაბამისობაში მოვიდა ახალი
რეგლამენტის 47-ე მუხლთან,
მე-17-ე მუხლი, რომელიც ეხებოდა სამუშაო ჯგუფებს, ჩამოყალიბდა ახალი
რედაქციით და შესაბამისობაში მოვიდა ახალი რეგლამენტის 48-ე მუხლთან.
კომიტეტის წევრების მიერ განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შენიშვნები და
წინადადებები არ გამოთქმულა.
გადაწყვიტეს: საქართველოს პარლამენტის სპორტის კომიტეტის წევრებმა,
ჩატარებული კენჭისყრის შედეგად, ერთხმად დაუჭირეს მხარი კომიტეტის
დებულების წარმოდგენილ პროექტს.
კომიტეტის თავმჯდომარე
ვიქტორ სანიკიძე
სხდომის მდივანი
მაგდანა ბზიკაძე